8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 04220 ურეცეპტო

ლადუქსინი

LADUXIN

100მგ გარსით დაფარული ტაბლეტი #15

ლადუქსინი, 100მგ გარსით დაფარული ტაბლეტი #15
მოქმედი ნივთიერება
ფლურბიპროფენი (Flurbiprofen)
მწარმოებელი
VEM ILAC San, თურქეთი
იმპორტიორი საქართველოში
ეიჩ ბი ჯორჯია
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: ფლურბიპროფენი. ჯერ ყველაზე იაფი.

მაჟეზიკი-სანოველი, 100მგ გარსით დაფარული ტაბლეტი #15 და #30

მაჟეზიკი-სანოველი

MAJEZIK-sanovel

100მგ გარსით დაფარული ტაბლეტი #15 და #30

ფლურბიპროფენი SANOVEL ILAC SAN. ve TIC. AS, თურქეთი
დან9.90 ₾
სტრეპსილსი ინტენსივი, სპრეი ორალური ფლაკონი №1 15მლ

სტრეპსილსი ინტენსივი

სპრეი ორალური ფლაკონი №1 15მლ

ფლურბიპროფენი რეკიტ ბენკიზერი, ტაილანდი
დან14.21 ₾
სტრეპსილსი, 8.75მგ კაფ TEMP 1 სპრეი №1 15 მლ

სტრეპსილსი

8.75მგ კაფ TEMP 1 სპრეი №1 15 მლ

ფლურბიპროფენი
დან15.82 ₾

აქსოფენი

100მგ ტაბლეტი №15

ფლურბიპროფენი ილკო ილაჩ სანი, თურქეთი
დან17.17 ₾
ზერალგო, 100მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №15

ზერალგო

Zeralgo™

100მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №15

ფლურბიპროფენი Drogsan Pharmaceuticals, თურქეთი
დან17.89 ₾
ედოლფენი, 0.3მგ/1მლ წვეთები თვალის №1 5მლ

ედოლფენი

0.3მგ/1მლ წვეთები თვალის №1 5მლ

ფლურბიპროფენი ლაბ. ედოლ-პროდუტოს ფარმაცეუტიკოს, პორტუგალია
დან25.42 ₾
ფეინსტო, 100მგ ტაბლეტი №30

ფეინსტო

100მგ ტაბლეტი №30

ფლურბიპროფენი ნობელ ილაკ სანი, თურქეთი
დან26.26 ₾
Painsto, 100მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30

Painsto

100მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30

ფლურბიპროფენი
დან30.91 ₾
აქსოფენ SR, 200მგ კაფსულა №16

აქსოფენ SR

200მგ კაფსულა №16

ფლურბიპროფენი ილკო ილაჩ სანი, თურქეთი
დან36.12 ₾

მაჟეზიკი-სანოველი

MAJEZIC-sanovel

0.25% 30 მლ სპრეი პირის ღრუსათვის ფლაკონში გამფრქვევი მოწყობილობით

ფლურბიპროფენი SANOVEL ILAC SAN. ve TIC. AS, თურქეთი
ურეცეპტო

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

თითო აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს

აქტიურ ნივთიერებას ფლურბიპროფენს --------------100 მგ

სხვა ინგრედიენტები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, PVP K 30, მიკროკრისტალური ცელულოზა პჰ 102, ნატრიუმის კროსკარმელოზა, კოლოიდური სილიკონის დიოქსიდი , მაგნიუმის სტეარატი, კოპოვიდონი, პოლიეთილინ გლიკოლი, ტიტანიუმის დიოქსიდი, პოლივინილ ალკოჰოლი, ცარცი, რკინის ყვითელი ოქსიდი, მონოპროპილენ გლიკოლი ფდ&ც ლურჯი #2 ალუმინის ლეიქი.

02

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფლურბიპროფენი ძლიერი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებაა. იგი ფენილალკანოის მჟავას წარმოებულია და გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. მისი მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ფერმენტ ციკლოოქსიგენაზას ბლოკირების შედეგად პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვასთან, რომლებიც წარმოადგენენ ტკივილის, ანთებისა და ტემპერატურული რეაქციის მედიატორებს.

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა: პერორალურად მიღების შემდეგ ფლურბიპროფენი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. სისხლის ცილებთან შეკავშირების ხარისხი შეადგენს 99%-ს.

მაქსიმალურ აღწევს კონცენტრციას პლაზმაში დაახლოებით 1,5 საათში. საკვების მიღება არ მოქმედებს პრეპარატის ბიოშეღწევადობაზე. ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს 6 საათს.

განაწილება, მეტაბოლიზმი და გამოყოფა: ფლურბიპროფენი თითქმის სრულად განიცდის მეტაბოლიზმს. გამოიყოფა ძირითადად შარდთან ერთად თავისუფალი და შეკავშირებული სახით (20%) და ჰიდროქსილირებული მეტაბოლიტების სახით (50%). სისხლის ცილებთან შეკავშირების ხარისხი შეადგენს 99%-ს.

03

ჩვენებები

თავის ტკივილი, კბილის ტკივილი, ნევრალგია;

რევმატოიდური ართრიტის, ოსტეოართრიტის, მაანკილიზებული სპონდილიტის, მწვავე პოდაგრული ართრიტის, ართრალგიის, ართროზის, მწვავე რადიკულიტის და ლუმბაგოს გადაუდებელი და ხანგრძლივი სიმპტომატური მკურნალობა;

პრეპარატი ნაჩვენებია ტკივილისა და ანთების სიმპტომების შემსუბუქების მიზნით ქირურგიული ოპერაციებისა და რბილი ქსოვილების ტრავმებისას;

პრეპარატი ნაჩვენებია ტკივილისა და ანთების სიმპტომების შემსუბუქების მიზნით ოტორინოლარინგოლოგიასა და სტომატოლოგიაში.

დისმენორეა;

04

მიღების წესი და დოზირება

რეკომენდებული სადღეღამისო დოზები:

ერთჯერადი დოზა შეადგენს 50 – 200 მგ-ს.

დისმენორეა:

საწყისი დოზაა 100მგ, შემდგომში 50 ან 100მგ ყოველ 4-6 სთ-ში.

მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ აღემატება 300მგ-ს.

15 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის მიღება არარეკომენდებულია, ვინაიდან მისი ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის.

05

გვერდითი მოვლენები

აღწერილი გვერდითი მოვლენები ატარებენ მსუბუქ და დროებით ხასიათს პრეპარატის თერაპიული დოზის გამოყენებისას. შესაძლებელია განვითარდეს დისპეფსია, გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, დიარეა, ყაბზობა, ურტიკარია, თავბუსხვევა, რინიტი.

გაუთვალისწინებელი ეფექტების გამოვლენისას მიმართეთ ექიმს.

06

უკუჩვენებები

ფლურბიპროფენის მიმართ მომატებული მგრძნობელობა,

პრეპარატი უკუნაჩვენებია აგრეთვე იმ პაციენტებში, რომლებიც ამჟღავნებენ მომატებული მგრძნობელობის რეაქციებს (მაგ. ბრონქოსპაზმი, რინიტი, ურტიკარია) ფლურბიპროფენის, ასპირინის ან სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების მიღების დროს.

07

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულები I და II ტრიმესტრი კატეგორია ჩ ,( III ტრიმესტრი კატეგორია D):

ფლურბიპროფენის გამოყენება ორსულობის პერიოდში რეკომენდებული არ არის, რადგანაც სათანადო კვლევა ადამიანებში ჩატარებული არ არის. პროსტაგლანდინების ინჰიბიტორები უარყოფითად მოქმედებენ ახალშობილზე, ამიტომ ლაქტაციის დროს პრეპარატის მიღება არ არის სასურველი.

08

განსაკუთრებული მითითებები

სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების მსგავსად, ფლურბიპროფენი სიფრთხილით ინიშნება:

პაციენტებში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ღვიძლის და თირკმელების დაავადებებით;

პაციენტებში გულის უკმარისობით, ჰიპერტონიით და სხვა დაავადებებით შესაძლებელი შეშუპებისა და სითხის შეკავების შესაძლო განვითარების გამო;

პაციენტებში კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის პოტენციური რისკით, რადგანაც შესაძლებელია ფლურბიპროფენმა გაახანგრძლივოს სისხლისდენის დრო;

ხანდაზმულ პაციენტებში გვერდითი მოვლენების განვითარების შედარებით მაღალი რისკის გამო.

პრეპარატის ეფექტურობა და უსაფრთხოება ბავშვებში დადგენილი არ არის.

ფარმაკოდინამიურ და უსაფრთხოების საერთო პროფილზე დაყრდნობით ფლურბიპროფენის გავლენა ავტომობილის მართვასა და იმ სამუშაოს შესრულებაზე, რომელიც მოითხოვს ყურადღების კონცენტრირებას, ნაკლებადსავარაუდოა.

09

ჭარბი დოზირება

ფლურბიპროფენის მიმართ სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს. ჭარბი დოზირების სიპტომებია: სუნთქვის გათრგუნვა, გულისრევა, ტკივილი ეპიგასტრიუმში, თავის ტკივილი და თავბრუსხვევა. ჭარბი დოზირებისას საჭიროა კუჭის ამორეცხვა და სიმპტომატური მკურნალობა.

10

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

ფლურბიპროფენმა შესაძლოა შეამციროს ფუროსემიდის ტიპის პრეპარატების დიურეზული ეფექტი.

სხვა აასს-ს მსგავსად სიფრთხილით ინიშნება ანტიკოაგულანტებთან ერთად სისხლდენის განვითარების რისკის გამო. ასპირინისა და ფლურბიპროფენის ერთდროული მიღებისას ამ უკანასკნელის კონცენტრაცია პლაზმაში მცირდება 50%-ით. ამიტომ მათი ერთად მიღება რეკომენდებული არ არის.

შესაძლებელია სისხლის პლაზმაში ციკლოსპორინების, დიგოქსინის, ლითიუმის და მეტოტრექსატის კონცენტრაციის მომატება.

შესაძლებელია აგფ ინჰიბიტორების გვერდითი მოვლენების გაძლიერება.

პრეპარატის ალკოჰოლთან ერთად მიღება რეკომენდებული არ არის.

11

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

ლადუქსინი - 100მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები , 3 ბლისტერი ( 5 გარსიანი ტაბლეტი ბლისტერზე) გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად შეფუთული მუყაოს ყუთში.

12

შენახვის პირობები

პრეპარატი ინახება სინათლისაგან და ნესტისაგან დაცულ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე 25°ჩ - მდე.

შენახვის ვადა:

ვარგისიანობის ვადა _ 3 წელი.

პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ.

13

აფთიაქიდან გაცემის პირობები

პრეპარატი გაიცემა ურეცეპტოდ.

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.