8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 03050 ურეცეპტო

ულსეპანი

ULSEPAN

40 მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი № 20

დან11.35 ₾ 3 აფთიაქში, ნახე ფასები →
ულსეპანი, 40 მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი № 20
მოქმედი ნივთიერება
პანტოპრაზოლი (Pantoprazole)
მწარმოებელი
Laboratoire Bailly-creat, საფრანგეთი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები
იმპორტიორი საქართველოში
World Medicine
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

  • GPC ყველაზე იაფი

    ულსეპანი ტაბლეტი 40მგ #14

    0.81 ₾ / ც. × 14

  • ფარმადეპო ყველაზე იაფი

    ულსეპანი ტაბლეტი 40მგ #14

    0.81 ₾ / ც. × 14

  • PSP ყველაზე იაფი

    ულსეპანი - Ulsepan 40მგ 14 ტაბლეტი

    0.81 ₾ / ც. × 14

ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: პანტოპრაზოლი. ჯერ ყველაზე იაფი.

პანზელი, 40მგ ფხვნილი ლიოფიზირებული №1

პანზელი

40მგ ფხვნილი ლიოფიზირებული №1

პანტოპრაზოლი
დან3.00 ₾
პანდევი, 40მგ ტაბლეტი №28

პანდევი

40მგ ტაბლეტი №28

პანტოპრაზოლი დევა ჰოლდინგი, თურქეთი
დან5.43 ₾
ნოლპაზა, 20მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

ნოლპაზა

Nolpaza

20მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

პანტოპრაზოლი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან6.18 ₾
ნოლპაზა, 40მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

ნოლპაზა

Nolpaza

40მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

პანტოპრაზოლი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან10.00 ₾
პანტოპრა, 40მგ ნაწლავში ტაბლეტი №28

პანტოპრა

PANTOPRA

40მგ ნაწლავში ტაბლეტი №28

პანტოპრაზოლი World Medicine ilac san ve tic as, თურქეთი
დან10.35 ₾
Elkozol, 40მგ ტაბლეტი 28 ტაბლეტი №28

Elkozol

40მგ ტაბლეტი 28 ტაბლეტი №28

პანტოპრაზოლი
დან11.21 ₾
პანტაციდი, 40მგ ტაბლეტი №14

პანტაციდი

pantacid

40მგ ტაბლეტი №14

პანტოპრაზოლი Ilko Ilac San. Ve Tic. A.S., თურქეთი
დან11.35 ₾
სტამიკი, 40მგ ტაბლეტი №14

სტამიკი

40მგ ტაბლეტი №14

პანტოპრაზოლი ჰერბა ილაჩი, თურქეთი
დან11.35 ₾
პანტოპრაზოლი ლეკი, 40მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი №14;№28

პანტოპრაზოლი ლეკი

Pantoprazole Lek

40მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი №14;№28

პანტოპრაზოლი Lek d.d., სლოვენია
დან12.00 ₾
პანტო-დენკი 20, 20მგ გასტრო-რეზისტენტული ტაბლეტი №28

პანტო-დენკი 20

Panto-Denk 20

20მგ გასტრო-რეზისტენტული ტაბლეტი №28

პანტოპრაზოლი Advance Pharma GmbH
დან13.74 ₾
პანტოპრაზოლი ნორმონი, 20მგ გასტრორეზისტენტული ტაბლეტი №28

პანტოპრაზოლი ნორმონი

Pantoprazole NORMON

20მგ გასტრორეზისტენტული ტაბლეტი №28

პანტოპრაზოლი Normon, ესპანეთი
დან13.74 ₾
პანტოპრაზოლი-ნორმონი, 20გ ტაბლეტი 28 ტაბლეტი №28

პანტოპრაზოლი-ნორმონი

20გ ტაბლეტი 28 ტაბლეტი №28

პანტოპრაზოლი
დან13.74 ₾
პანტოსვასი-40, 40მგ ტაბლეტი 30 ტაბლეტი №30

პანტოსვასი-40

40მგ ტაბლეტი 30 ტაბლეტი №30

პანტოპრაზოლი
დან16.90 ₾
ასპანი, 40 მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი № 28

ასპანი

Aspan™

40 მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი № 28

პანტოპრაზოლი Drogsan Pharmaceuticals, თურქეთი
დან18.38 ₾
ზოლიუმი, 40მგ ტაბლეტი №28

ზოლიუმი

40მგ ტაბლეტი №28

პანტოპრაზოლი აქტავისი, მალტა
დან18.39 ₾
პანტაპი, 40მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

პანტაპი

Pantap

40მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

პანტოპრაზოლი NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S, თურქეთი
დან18.39 ₾
პანტარონი, 40 მგ გასტრო–რეზისტენტული ტაბლეტი N28

პანტარონი

PANTARON

40 მგ გასტრო–რეზისტენტული ტაბლეტი N28

პანტოპრაზოლი Laboratorios Alter S.A, ესპანეთი
დან18.39 ₾
პანტო-დენკი 40, 40მგ გასტრო-რეზისტენტული ტაბლეტი №28

პანტო-დენკი 40

Panto-Denk 40

40მგ გასტრო-რეზისტენტული ტაბლეტი №28

პანტოპრაზოლი Advance Pharma GmbH
დან18.39 ₾
პანტოპრაზოლი, 40მგ.ტაბლეტი №1000

პანტოპრაზოლი

Pantoprazole

40მგ.ტაბლეტი №1000

პანტოპრაზოლი Wockhardt Limited, ინდოეთი
დან18.39 ₾
პანტოპრაზოლი ნორმონი, 40მგ გასტრორეზისტენტული ტაბლეტი №28

პანტოპრაზოლი ნორმონი

Pantoprazole NORMON

40მგ გასტრორეზისტენტული ტაბლეტი №28

პანტოპრაზოლი Normon, ესპანეთი
დან18.39 ₾
პანტოსტაბილი, 40მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

პანტოსტაბილი

Pantostabyl

40მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

პანტოპრაზოლი DEVA Holding, თურქეთი
დან18.39 ₾
ულცეტიდი, 40მგ ტაბლეტი №30

ულცეტიდი

40მგ ტაბლეტი №30

პანტოპრაზოლი ჯი ეი ფარმაციუტიკალსი, ავსტრია
დან25.33 ₾
კონტროლოკ კონტროლი, 20მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი №14

კონტროლოკ კონტროლი

CONTROLOC control

20მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი №14

პანტოპრაზოლი Nycomed GmbH, გერმანია
ურეცეპტო
კონტროლოკი, 40მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი №14

კონტროლოკი

Controloc

40მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი №14

პანტოპრაზოლი Nycomed GmbH, გერმანია
Rx · რეცეპტით

ნოლპაზა

Nolpaza

40მგ ფხვნილი ი.ვ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი N5

პანტოპრაზოლი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
ურეცეპტო

ოზიონი

OZION

40 მგ ტაბლეტი #28, 20 მგ ტაბლეტი #28

პანტოპრაზოლი Zentiva, ჩეხეთი
ურეცეპტო
პანტაპი, 40მგ ლიოფილიზებული ფხვნილი ი.ვ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1

პანტაპი

Pantap

40მგ ლიოფილიზებული ფხვნილი ი.ვ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1

პანტოპრაზოლი NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S, თურქეთი
Rx · რეცეპტით
პანტოპრა, 40მგ ლიოფილიზებული ფხვნილი ი.ვ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1

პანტოპრა

PANTOPRA

40მგ ლიოფილიზებული ფხვნილი ი.ვ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1

პანტოპრაზოლი Mefar Ilac Sanayii A.S.,
Rx · რეცეპტით
პანტოპრაზოლი APO, 40მგ.ტაბლეტი №100

პანტოპრაზოლი APO

Pantoprazole APO

40მგ.ტაბლეტი №100

პანტოპრაზოლი Apotex, კანადა
ურეცეპტო

პანტოპრაზოლი ლეკი

Pantoprazole Lek

20მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი №14;№28

პანტოპრაზოლი Lek d.d., სლოვენია
ურეცეპტო

პანტოპრაზოლი ლეკი

Pantoprazole Lek

40მგ ფხვნილი ი.ვ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №5;№10

პანტოპრაზოლი Lek d.d., სლოვენია
Rx · რეცეპტით
პანტოპრაზოლი ნორმონი, 40მგ ფხვნილი ი.ვ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად მეორეულ შეფუთვაში ფლაკონი №50

პანტოპრაზოლი ნორმონი

PANTOPRAZOLE NORMON

40მგ ფხვნილი ი.ვ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად მეორეულ შეფუთვაში ფლაკონი №50

პანტოპრაზოლი Normon, ესპანეთი
ურეცეპტო

ულსეპანი

ULSEPAN

40მგ ლიოფილიზირებული ფხვნილი ი.ვ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი N1

პანტოპრაზოლი Mefar Ilac Sanayii A.S.,
Rx · რეცეპტით

ინსტრუქცია

01

ზოგადი დახასიათება

წამლის ფორმა: ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტები.

მრგვალი ორმხრივამოზნექილი თეთრი ფერის ტაბლეტები ცალ მხარეს ანაბეჭდით “P 40” და გლუვი ზედაპირით მეორე მხარეს.

02

შემადგენლობა

ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: პანტოპრაზოლი (ნატრიუმის მარილის ფორმით) 40 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: კროსპოვიდონი, მანიტოლი, უწყლო ნატრიუმის კარბონატი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, პოვიდონი (К30), კალციუმის სტეარატი, ნატრიუმის სახამებელგლიკოლატი.
გარსის შემადგენლობა: ჰიპრომელოზა (Е15), მაკროგოლი 6000, ტიტანის დიოქსიდი, გასუფთავებული წყალი, ეუდრაგიტი (L-100), პოლისორბატი 80.

პრეპარატის ათქ კოდი: A02Bჩ02

03

ფარმაკოლოგიური ჯგუფი

პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები.

04

ფარმაკოლოგიური თვისებები

ულსეპანი მიეკუთვნება წყლულის სამკურნალო საშუალებების ჯგუფს, ბენზიმიდაზოლის წარმოებულების წარმომადგენელია და გააჩნია ანტისეკრეტორული მოქმედება H+-K+-ატფ-აზას (პროტონული ტუმბოს) ინჰიბირების ხარჯზე, რომელიც მონაწილეობს მარილმჟავას სეკრეციაში. იმის გამო, რომ პანტოპრაზოლი სუსტი ფუძეა, იგი გროვდება პარიეტული უჯრედების არხებში, ურთიერთქმედებს წყალბადის იონთან, ტრანსფორმირდება სულფენამიდის წარმოებულებად, რომლებიც ქმნიან კოვალენტურ კავშირს პროტონული ტუმბოს SH-ჯგუფთან აპიკალური მემბრანის ზედაპირზე. ამის შედეგად, ბლოკირდება მარილმჟავას სეკრეციის საბოლოო ფაზა, რაც იწვევს კუჭში წვენის ბაზალური და სტიმულირებული სეკრეციის დონის შემცირებას.
ულსეპანს გააჩნია ანტიბაქტერიული აქტივობა Helicobacter pylori-ის მიმართ და ხელს უწყობს სხვა პრეპარატების ანტიჰელიკობაქტერული ეფექტის გამოვლენას.

05

ფარმაკოკინეტიკა

შიგნით მიღების შემდეგ სწრაფად და მთლიანად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, PH იწყებს ზრდას 1-1,5 საათში, ხოლო სეკრეცია 90%-ზე მეტად მცირდება. მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა 2-4 საათში. ბიოშეღწევადობა 70-80%-ს შეადგენს. პლაზმის ცილებთან შეკავშირების მაჩვენებელი 97-99%-ია. უმნიშვნელოდ გადის ჰემატო-ენცეფალურ ბარიერში. ანტაციდური პრეპარატების ან საკვების მიღება არ მოქმედებს პანტოპრაზოლის ფარმაკოკინეტიკაზე.

06

ჩვენებები

_ კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება (მ.შ., წყლულოვანი დაავადება, რეფრაქტერული H2-ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორებით თერაპიის მიმართ);
_ კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებები, დაკავშირებული ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდების მიღებასთან;
_ გასტროეზოფაგური რეფლუქს-დაავადება: ეროზიულ-წყლულოვანი რეფლუქს-ეზოფაგიტი (მკურნალობა), გასტროეზოფაგური რეფლუქს-დაავადების სიმპტომური მკურნალობა (ე.ი. არაეროზიული რეფლუქს-დაავადება);
_ პათოლოგიური ჰიპერსეკრეციული მდგომარეობები, ზოლინგერ-ელისონის სინდრომის ჩათვლით;
_ Helicobacter pylori-ის ერადიკაცია (ანტიბაქტერიულ თერაპიასთან კომბინაციაში).

07

უკუჩვენებები

_ ჰიპერმგრძნობელობა პანტოპრაზოლის მიმართ;
_ ჰეპატიტი ან ციროზი, რომლებსაც ახლავს ღვიძლის მძიმე უკმარისობა.

08

განსაკუთრებული მითითებები

თერაპიის დაწყებამდე უნდა გამოირიცხოს კუჭსა და საყლაპავში ავთვისებიანი ახალწარმონაქმნის არსებობა, რადგან ულსეპანის გამოყენებამ შეიძლება შეამციროს სიმპტომთა გამოვლენა და გადაავადოს სწორი დიაგნოზის დასმა. რეფლუქს-ეზოფაგიტის დიაგნოზი აუცილებლად საჭიროებს ენდოსკოპიურ დადასტურებას.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში ულსეპანის გამოყენებისას, საჭიროა სისხლის პლაზმაში ღვიძლის ფერმენტების აქტივობის რეგულარული კონტროლი და მათი მომატებისას ულსეპანის მოხსნა.

ზეგავლენა ავტომანქანის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
პრეპარატის გამოყენება არ მოქმედებს ავტომანქანის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

09

გვერდითი მოვლენები

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: იშვიათად – დიარეა, პირის სიმშრალე, მადის მომატება, გულისრევა, ბოყინი, ღებინება, მეტეორიზმი, მუცლის ტკივილი, ყაბზობა.
ცნს-ის მხრივ: იშვიათად – თავის ტკივილი, ასთენია, თავბრუსხვევა.
ალერგიული რეაქციები: იშვიათად – გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ქავილი.
სხვა: ერთეულ შემთხვევებში – შეშუპება, სხეულის ტემპერატურის მომატება.

10

მიღების წესი და დოზირება

ულსეპანი მიიღება შიგნით. მისი მიღება კვებასთან კავშირში არაა.
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება: ინიშნება 40-80 მგ დღე-ღამეში. მკურნალობის კურსი თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების გამწვავებისას 2-4 კვირას შეადგენს, ხოლო კუჭის წყლულოვანი დაავადებისას – 4-8 კვირას.
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებები, დაკავშირებული ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდების გამოყენებასთან.
ინიშნება 40-80 მგ დღე-ღამეში. მკურნალობის კურსი – 4-8 კვირა.
გასტროეზოფაგური რეფლუქს-დაავადება, ეროზიულ-წყლულოვანი რეფლუქს-ეზოფაგიტი:
ინიშნება 40 მგ დღე-ღამეში. თერაპიის კურსი 8 კვირას შეადგენს. თუ შეხორცება არ იწყება, მაშინ რეკომენდებულია დამატებითი 8 კვირიანი მკურნალობის კურსის ჩატარება.
შემანარჩუნებელი დოზა ეროზიული ეზოფაგიტის შესახორცებლად: რეკომენდებული დოზა მოზრდილებისათვის შეადგენს 40 მგ-ს დღე-ღამეში. კონტროლირებად კვლევებში მისი გამოყენების ხანგრძლივობა არ აღემატებოდა 12 თვეს.
პათოლოგიური ჰიპერსეკრეციული მდგომარეობები ზოლინგერ-ელისონის სინდრომის ჩათვლით:
დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად კლინიკური ჩვენებების მიხედვით. რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 40 მგ-ს ორჯერ დღე-ღამეში. დოზის გაზრდა შეიძლება 240 მგ-მდე დღე-ღამეში, ხოლო მკურნალობის კურსის გახანგრძლივება 2 წლამდე.
Helicobacter pylori-ის ერადიკაცია:
მიიღება 40 მგ ორჯერ დღე-ღამეში ანტიმიკრობულ საშუალებებთან კომბინაციაში.

ჭარბი დოზა
მონაცემები გადაჭარბებული დოზირების შესახებ არ არსებობს.

11

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

იმ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას, რომელთა ბიოშეღწევადობა დამოკიდებულია კუჭის შიგთავსის პH-ზე (მაგ., კეტოკონაზოლი), ულსეპანმა შეიძლება შეცვალოს მათი აბსორბცია.
იმის გამო, რომ პანტოპრაზოლი ღვიძლში მეტაბოლიზდება P450 ციტოქრომის ფერმენტული სისტემით, არ შეიძლება გამოირიცხოს ურთიერთქმედება პრეპარატებთან, რომლებიც იმავე ფერმენტული სისტემით მეტაბოლიზდებიან.

12

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობისას პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება. რადგან პანტოპრაზოლი დედის რძესთან ერთად გამოიყოფა, ლაქტაციის პერიოდში გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში უნდა გადაწყდეს ძუძუთი კვების შეწყვეტის საკითხი.

13

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტები. ბლისტერში 10 ტაბლეტი.
2 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

14

შენახვის პირობები

ინახება მშრალ ადგილას არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

15

ვარგისობის ვადა

3 წელი წარმოების თარიღიდან.
ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.

16

აფთიაქიდან გაცემის პირობები

III ჯგუფი ურეცეპტოდ.

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.