8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 04659 ურეცეპტო

პანტარონი

PANTARON

40 მგ გასტრო–რეზისტენტული ტაბლეტი N28

დან18.39 ₾ 3 აფთიაქში, ნახე ფასები →
პანტარონი, 40 მგ გასტრო–რეზისტენტული ტაბლეტი N28
მოქმედი ნივთიერება
პანტოპრაზოლი (Pantoprazole)
მწარმოებელი
Laboratorios Alter S.A, ესპანეთი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები
იმპორტიორი საქართველოში
ორნადო მედიცინა
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

  • GPC ყველაზე იაფი

    პანტარონი ტაბლეტი 40მგ #28

    0.66 ₾ / ც. × 28

  • ფარმადეპო ყველაზე იაფი

    პანტარონი ტაბლეტი 40მგ #28

    0.66 ₾ / ც. × 28

  • PSP ყველაზე იაფი

    პანტარონი - Pantaron 40მგ 28 ტაბლეტი

    0.66 ₾ / ც. × 28

ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: პანტოპრაზოლი. ჯერ ყველაზე იაფი.

პანზელი, 40მგ ფხვნილი ლიოფიზირებული №1

პანზელი

40მგ ფხვნილი ლიოფიზირებული №1

პანტოპრაზოლი
დან3.00 ₾
პანდევი, 40მგ ტაბლეტი №28

პანდევი

40მგ ტაბლეტი №28

პანტოპრაზოლი დევა ჰოლდინგი, თურქეთი
დან5.43 ₾
ნოლპაზა, 20მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

ნოლპაზა

Nolpaza

20მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

პანტოპრაზოლი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან6.18 ₾
ნოლპაზა, 40მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

ნოლპაზა

Nolpaza

40მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

პანტოპრაზოლი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან10.00 ₾
პანტოპრა, 40მგ ნაწლავში ტაბლეტი №28

პანტოპრა

PANTOPRA

40მგ ნაწლავში ტაბლეტი №28

პანტოპრაზოლი World Medicine ilac san ve tic as, თურქეთი
დან10.35 ₾
Elkozol, 40მგ ტაბლეტი 28 ტაბლეტი №28

Elkozol

40მგ ტაბლეტი 28 ტაბლეტი №28

პანტოპრაზოლი
დან11.21 ₾
პანტაციდი, 40მგ ტაბლეტი №14

პანტაციდი

pantacid

40მგ ტაბლეტი №14

პანტოპრაზოლი Ilko Ilac San. Ve Tic. A.S., თურქეთი
დან11.35 ₾
სტამიკი, 40მგ ტაბლეტი №14

სტამიკი

40მგ ტაბლეტი №14

პანტოპრაზოლი ჰერბა ილაჩი, თურქეთი
დან11.35 ₾
ულსეპანი, 40 მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი № 20

ულსეპანი

ULSEPAN

40 მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი № 20

პანტოპრაზოლი Laboratoire Bailly-creat, საფრანგეთი
დან11.35 ₾
პანტოპრაზოლი ლეკი, 40მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი №14;№28

პანტოპრაზოლი ლეკი

Pantoprazole Lek

40მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი №14;№28

პანტოპრაზოლი Lek d.d., სლოვენია
დან12.00 ₾
პანტო-დენკი 20, 20მგ გასტრო-რეზისტენტული ტაბლეტი №28

პანტო-დენკი 20

Panto-Denk 20

20მგ გასტრო-რეზისტენტული ტაბლეტი №28

პანტოპრაზოლი Advance Pharma GmbH
დან13.74 ₾
პანტოპრაზოლი ნორმონი, 20მგ გასტრორეზისტენტული ტაბლეტი №28

პანტოპრაზოლი ნორმონი

Pantoprazole NORMON

20მგ გასტრორეზისტენტული ტაბლეტი №28

პანტოპრაზოლი Normon, ესპანეთი
დან13.74 ₾
პანტოპრაზოლი-ნორმონი, 20გ ტაბლეტი 28 ტაბლეტი №28

პანტოპრაზოლი-ნორმონი

20გ ტაბლეტი 28 ტაბლეტი №28

პანტოპრაზოლი
დან13.74 ₾
პანტოსვასი-40, 40მგ ტაბლეტი 30 ტაბლეტი №30

პანტოსვასი-40

40მგ ტაბლეტი 30 ტაბლეტი №30

პანტოპრაზოლი
დან16.90 ₾
ასპანი, 40 მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი № 28

ასპანი

Aspan™

40 მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი № 28

პანტოპრაზოლი Drogsan Pharmaceuticals, თურქეთი
დან18.38 ₾
ზოლიუმი, 40მგ ტაბლეტი №28

ზოლიუმი

40მგ ტაბლეტი №28

პანტოპრაზოლი აქტავისი, მალტა
დან18.39 ₾
პანტაპი, 40მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

პანტაპი

Pantap

40მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

პანტოპრაზოლი NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S, თურქეთი
დან18.39 ₾
პანტო-დენკი 40, 40მგ გასტრო-რეზისტენტული ტაბლეტი №28

პანტო-დენკი 40

Panto-Denk 40

40მგ გასტრო-რეზისტენტული ტაბლეტი №28

პანტოპრაზოლი Advance Pharma GmbH
დან18.39 ₾
პანტოპრაზოლი, 40მგ.ტაბლეტი №1000

პანტოპრაზოლი

Pantoprazole

40მგ.ტაბლეტი №1000

პანტოპრაზოლი Wockhardt Limited, ინდოეთი
დან18.39 ₾
პანტოპრაზოლი ნორმონი, 40მგ გასტრორეზისტენტული ტაბლეტი №28

პანტოპრაზოლი ნორმონი

Pantoprazole NORMON

40მგ გასტრორეზისტენტული ტაბლეტი №28

პანტოპრაზოლი Normon, ესპანეთი
დან18.39 ₾
პანტოსტაბილი, 40მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

პანტოსტაბილი

Pantostabyl

40მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

პანტოპრაზოლი DEVA Holding, თურქეთი
დან18.39 ₾
ულცეტიდი, 40მგ ტაბლეტი №30

ულცეტიდი

40მგ ტაბლეტი №30

პანტოპრაზოლი ჯი ეი ფარმაციუტიკალსი, ავსტრია
დან25.33 ₾
კონტროლოკ კონტროლი, 20მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი №14

კონტროლოკ კონტროლი

CONTROLOC control

20მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი №14

პანტოპრაზოლი Nycomed GmbH, გერმანია
ურეცეპტო
კონტროლოკი, 40მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი №14

კონტროლოკი

Controloc

40მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი №14

პანტოპრაზოლი Nycomed GmbH, გერმანია
Rx · რეცეპტით

ნოლპაზა

Nolpaza

40მგ ფხვნილი ი.ვ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი N5

პანტოპრაზოლი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
ურეცეპტო

ოზიონი

OZION

40 მგ ტაბლეტი #28, 20 მგ ტაბლეტი #28

პანტოპრაზოლი Zentiva, ჩეხეთი
ურეცეპტო
პანტაპი, 40მგ ლიოფილიზებული ფხვნილი ი.ვ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1

პანტაპი

Pantap

40მგ ლიოფილიზებული ფხვნილი ი.ვ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1

პანტოპრაზოლი NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S, თურქეთი
Rx · რეცეპტით
პანტოპრა, 40მგ ლიოფილიზებული ფხვნილი ი.ვ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1

პანტოპრა

PANTOPRA

40მგ ლიოფილიზებული ფხვნილი ი.ვ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1

პანტოპრაზოლი Mefar Ilac Sanayii A.S.,
Rx · რეცეპტით
პანტოპრაზოლი APO, 40მგ.ტაბლეტი №100

პანტოპრაზოლი APO

Pantoprazole APO

40მგ.ტაბლეტი №100

პანტოპრაზოლი Apotex, კანადა
ურეცეპტო

პანტოპრაზოლი ლეკი

Pantoprazole Lek

20მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი №14;№28

პანტოპრაზოლი Lek d.d., სლოვენია
ურეცეპტო

პანტოპრაზოლი ლეკი

Pantoprazole Lek

40მგ ფხვნილი ი.ვ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №5;№10

პანტოპრაზოლი Lek d.d., სლოვენია
Rx · რეცეპტით
პანტოპრაზოლი ნორმონი, 40მგ ფხვნილი ი.ვ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად მეორეულ შეფუთვაში ფლაკონი №50

პანტოპრაზოლი ნორმონი

PANTOPRAZOLE NORMON

40მგ ფხვნილი ი.ვ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად მეორეულ შეფუთვაში ფლაკონი №50

პანტოპრაზოლი Normon, ესპანეთი
ურეცეპტო

ულსეპანი

ULSEPAN

40მგ ლიოფილიზირებული ფხვნილი ი.ვ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი N1

პანტოპრაზოლი Mefar Ilac Sanayii A.S.,
Rx · რეცეპტით

ინსტრუქცია

01

ჩვენებები

პანტარონი 40 მგ ტაბლეტები წარმოდგენილია გასტრორეზისტენტული ტაბლეტების სახით 14 ან 28 გასტრორეზისტენტული ტაბლეტის შემცველ შეფუთვებში. ტაბლეტები არის თეთრი ფერის, მრგვალი, შემოგარსული.

პანტოპრაზოლი მიეკუთვნება პროტონის ინჰიბიტორების სახელით ცნობილი პრეპარატების ჯგუფს, რომლებიც მოქმედებენ კუჭის მჟავას სეკრეციის შემცირების გზით.

პანტარონი 40 მგ ნაჩვენებია კუჭის და/ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, საშუალო და მძიმე ხარისხის კუჭის რეფლუქს ეზოფაგიტის, H. პყლორი-თ გამოწვეული წყლულის (როდესაც გამოიყენება სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში) და ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, რომლის დროსაც აღინიშნება კუჭის მჟავას სეკრეციის მნიშვნელოვანი მომატება, როგორიცაა ზოლინგერ-ელისონის სინდრომი.

02

უკუჩვენებები

არ მიიღოთ პანტოპრაზოლი 40 მგ:
თუ გაქვთ ალერგია პანტოპრაზოლის, ამავე ჯგუფის ნებისმიერი პრეპარატის ან ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ.
H. პყლორი-ს სამკურნალოდ დანიშნულ ანტიბიოტიკებთან ერთად, თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის საშუალო ან მძიმე ხარისხის დარღვევა.
გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე პანტარონი 40 მგ-ს მიღებისას:
კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის დაავადება, ვინაიდან შეიძლება საჭირო გახდეს დოზის შესაბამისად კორექცია.

თუ იმყოფებით გრძელვადიან მკურნალობაზე, განსაკუთრებით, თუ მკურნალობთ ერთ წელზე მეტი ხანია, აუცილებელია ექიმთან რეგულარული ვიზიტი და გამოკვლევების ჩატარება.
პანტარონი 40 მგ-ს მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად:
ამ პრეპარატის საკვებთან ერთად მიღებამ შეიძლება შეამციროს აბსორბცია, რეკომენდებულია მისი მიღება ჭამის წინ.
პანტოპრაზოლით ხანგრძლივმა მკურნალობამ შეიძლება დააქვეითოს B12 ვიტამინის აბსორბცია.

გამოყენება: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს.

ამ პრეპარატის მიღებამდე, უთხარით ექიმს, თუ ხართ ორსულად, თუ ფიქრობთ, რომ შეიძლება დაორსულდეთ ან თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს. ექიმი განსაზღვრავს მიიღოთ თუ არა ეს პრეპარატი.

გამოყენება ბავშვებში:

არ არსებობს პანტოპრაზოლის ბავშვებში გამოყენების გამოცდილება, ამიტომ მისი გამოყენება პაციენტების ამ ჯგუფში რეკომენდებული არ არის.

ცნობილი არ არის ავტომობილებისა და მექანიზმების მართვის უნარზე ეფექტების შესახებ.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია პანტარონი 40 მგ-ს ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ:

ეს პრეპარატი არ შეიცავს გლუტენს.

სხვა პრეპარატების მიღება:

უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ამჟამად იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით ნებისმიერ სხვა პრეპარატს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემს.

პანტარონი 40 მგ-მ შეიძლება გავლენა მოახდინოს ზოგიერთი სხვა პრეპარატის აბსორბციაზე კუჭის მჟავიანობის შემცირების გამო, რომლის მიმართაც ზოგიერთი პრეპარატი სენსიტიურია, მაგალითად კეტოკონაზოლი.

უთხარით ექიმს, თუ იღებთ ანტიკოაგულანტურ პრეპარატებს, როგორიცაა ვარფარინი ან ფენპროკუმონი, ვინაიდან ექიმმა შეიძლება გადაწყვტოს დამატებითი ანალიზების ჩატარება.

როგორ მიიღება პანტარონი 40 მგ

დაიცავით ეს ინსტრუქციები, თუ ექიმი სხვა დანიშნულებას არ მოგცემთ.
არ დაგავიწყდეთ პრეპარატის მიღება.

ექიმი გეტყვით, თუ რა ხანგრძლივობით უნდა მიიღოთ პანტარონი 40 მგ. არ შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება ნაადრევად იმ შემთხვევაშიც კი, თუ თავს უკეთ გრძნობთ, ვინაიდან ეფექტური შედეგის მიღწევა შეუძლებელი იქნება.

პანტარონი 40 მგ გასტრორეზისტენული ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, არ შეიძლება მათი დაღეჭვა ან გატეხვა, ტაბლეტები უნდა მიიღოთ ცოტაოდენი წყლის მიყოლებით, ჭამამდე.

პანტარონი 40 მგ ტაბლეტები მიიღება პერორალურად.

ჩვეულებრივი რეკომენდებული დოზა არის ერთი ტაბლეტი (40მგ) დღეში ერთხელ, საუზმემდე 1 საათით ადრე. ეს დოზა შეიძლება გაიზარდოს დღეში 2 ტაბლეტამდე (80 მგ), რასაც გადაწყვეტს ექიმი ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში.

თუ დანიშნული გაქვთ 2 ტაბლეტი, ერთი ტაბლეტი უნდა მიიღოთ საუზმემდე 1 საათით ადრე, ხოლო მეორე საღამოს საკვების მიღებამდე.

H. პყლორი-სთან ასოცირებული წყლულის სამკურნალოდ, ჩვეულებრივი დოზა 1 ტაბლეტი პანტარონი 40 მგ მიიღება ექიმის მიერ დანიშნული სხვა პრეპარატების დოზებთან ერთად.

კუჭის მჟავას სეკრეციის მომატებით არსებული დაავადების გრძელვადიანი მკურნალობისათვის, როგორიცაა ზოლინგერ-ელისონის სინდრომი, რეკომენდებული დოზა დასაწყისში შეადგენს 2 ტაბლეტს (80 მგ) დღეში. მოგვიანებით, ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს დოზის მომატება ან შემცირება კუჭის მჟავას სეკრეციის შემოწმების შემდეგ.

თირკმლის ან ღვიძლის მძიმე დაავადების მქონე პაციენტები და ხანდაზმული პაციენტები:

დოზას განსაზღვრავს ექიმი.

თუ მიგაჩნიათ, რომ პანტარონი 40 მგ-ს მოქმედება ძალიან ძლიერი ან სუსტია, უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ მიიღეთ იმაზე მეტი პანტარონი 40 მგ, ვიდრე უნდა მიგეღოთ:

ჭარბი დოზის მიღების ან შემთხვევით მიღებისას, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ან ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურს, თუმცა, დიდი რაოდენობით მიღების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს, თან იქონიეთ ინსტრუქციის ფურცელი.

თუ დაგავიწყდათ პანტარონი 40 მგ-ს მიღება:

დოზა მიიღეთ, როგორც კი გაგახსენდებათ და მომდევნო დღიდან გააგრძელეთ პრეპარატის მიღება ექიმის მიერ დანიშნული განრიგით.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა ცალკეული გამოტოვებული დოზების კომპენსირების მიზნით.

03

გვერდითი მოვლენები

როგორც სხვა პრეპარატემბა, პანტარონი 40 მგ-მაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები.

დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ:
ძალიან იშვიათი: სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ლეიკოპენია) და/ან თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება (თრომბოციტოპენია).

კუჭ-ნაწლავური დარღვევები:

ხშირი: კუჭ-ნაწლავური დარღვევები, როგორიცაა ტკივილი მუცლის ზედა მხარეში, დიარეა, ყაბზობა და მუცლის შებერილობა.

იშვიათად: გულისრევა. პირის სიმშრალე

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ:

ხშირი: თავის ტკივილი

იშვიათად: თავბრუსხვევა და ვიზუალური დარღვევები (მხედველობის დაბინდვა).

დარღვევები კანის მხრივ:

იშვიათად: ალერგიული რეაქციები, როგორიცაა ქავილი და კანზე გამონაყარი.

ძალიან იშვიათი: ჭინჭრის გამონაყარი, ანგიოშეშუპება (სახის, ენის, ტუჩებისა და ყელის შეშუპება ყლაპვის და/ან სუნთქვის გაძნელებით), კანის მძიმე რეაქციები, როგორიცაა მრავალფორმიანი ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ლაიელის სინდრომი და ფოტოსენსიტივობა.

დარღვევები ღვიძლისა და სანაღვლე სადინრების მხრივ:

ძალიან იშვიათი: ღვიძლისმიერი ფერმენტების მომატება (ტრანსამინაზების, ᵧ-Gთ).

იშვიათად შეიძლება აღინიშნოს ღვიძლის მძიმე დაზიანება, როგორიცაა სიყვითლე (კანის გაყვითლება) ღვიძლის ფუნქციის დარღვევით ან მის გარეშე.

ჩონჩხკუნთოვანი დარღვევები:

იშვიათი: სახსრების ტკივილი.

ძალიან იშვიათი: კუნთების ტკივილი.

ფსიქიკური დარღვევები:

ძალიან იშვიათი: დეპრესია.

ზოგადი დარღვევები:

ძალიან იშვიათი: ცხელება და სითხის შეკავება (პერიფერიული შეშუპება).

მეტაბოლური დარღვევები

ძალიან იშვიათი: ტრიგლიცერიდების დონეების მომატება.

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ:

ძალიან იშვიათი: გენერალიზებული ალერგიული რეაქციები, მათ შორის ანაფილაქსიური შოკი.

დარღვევები თირკმლისა და საშარდე ტრაქტის მხრივ:

ძალიან იშვიათი: ინტერსტიციალური ნეფრიტი (თირკმლის ანთება).

რომელიმე აღნიშნული გვერდითი ეფექტის განვითარებისას, მიმართეთ ექიმს, რომელიც გადაწყვეტს გააგრძელოს მკურნალობა თუ არა.
თუ შენიშნავთ ისეთ გვერდით ეფექტებს, რომლებიც მითითებული არ არის ამ ინსტრუქციის ფურცელში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

პანტარონი 40 მგ ტაბლეტების შენახვა

პანტარონი 40 მგ ტაბლეტები ინახება ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.

პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში.

04

ვარგისობის ვადა

ეს პრეპარატი არ გამოიყენება კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

05

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გამოყენება ექიმის დანიშნულების გარეშე.

შეფუთვის სხვა ფორმები:

პანტარონი 20 მგ გასტრორეზისტენტული ტაბლეტები (გენერიკული)

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.