8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 04663 ურეცეპტო

პანტოპრაზოლი ნორმონი

PANTOPRAZOLE NORMON

40მგ ფხვნილი ი.ვ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად მეორეულ შეფუთვაში ფლაკონი №50

პანტოპრაზოლი ნორმონი, 40მგ ფხვნილი ი.ვ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად მეორეულ შეფუთვაში ფლაკონი №50
მოქმედი ნივთიერება
პანტოპრაზოლი (Pantoprazole)
მწარმოებელი
Normon, ესპანეთი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები
იმპორტიორი საქართველოში
გეფა1
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: პანტოპრაზოლი. ჯერ ყველაზე იაფი.

პანზელი, 40მგ ფხვნილი ლიოფიზირებული №1

პანზელი

40მგ ფხვნილი ლიოფიზირებული №1

პანტოპრაზოლი
დან3.00 ₾
პანდევი, 40მგ ტაბლეტი №28

პანდევი

40მგ ტაბლეტი №28

პანტოპრაზოლი დევა ჰოლდინგი, თურქეთი
დან5.43 ₾
ნოლპაზა, 20მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

ნოლპაზა

Nolpaza

20მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

პანტოპრაზოლი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან6.18 ₾
ნოლპაზა, 40მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

ნოლპაზა

Nolpaza

40მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

პანტოპრაზოლი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან10.00 ₾
პანტოპრა, 40მგ ნაწლავში ტაბლეტი №28

პანტოპრა

PANTOPRA

40მგ ნაწლავში ტაბლეტი №28

პანტოპრაზოლი World Medicine ilac san ve tic as, თურქეთი
დან10.35 ₾
Elkozol, 40მგ ტაბლეტი 28 ტაბლეტი №28

Elkozol

40მგ ტაბლეტი 28 ტაბლეტი №28

პანტოპრაზოლი
დან11.21 ₾
პანტაციდი, 40მგ ტაბლეტი №14

პანტაციდი

pantacid

40მგ ტაბლეტი №14

პანტოპრაზოლი Ilko Ilac San. Ve Tic. A.S., თურქეთი
დან11.35 ₾
სტამიკი, 40მგ ტაბლეტი №14

სტამიკი

40მგ ტაბლეტი №14

პანტოპრაზოლი ჰერბა ილაჩი, თურქეთი
დან11.35 ₾
ულსეპანი, 40 მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი № 20

ულსეპანი

ULSEPAN

40 მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი № 20

პანტოპრაზოლი Laboratoire Bailly-creat, საფრანგეთი
დან11.35 ₾
პანტოპრაზოლი ლეკი, 40მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი №14;№28

პანტოპრაზოლი ლეკი

Pantoprazole Lek

40მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი №14;№28

პანტოპრაზოლი Lek d.d., სლოვენია
დან12.00 ₾
პანტო-დენკი 20, 20მგ გასტრო-რეზისტენტული ტაბლეტი №28

პანტო-დენკი 20

Panto-Denk 20

20მგ გასტრო-რეზისტენტული ტაბლეტი №28

პანტოპრაზოლი Advance Pharma GmbH
დან13.74 ₾
პანტოპრაზოლი ნორმონი, 20მგ გასტრორეზისტენტული ტაბლეტი №28

პანტოპრაზოლი ნორმონი

Pantoprazole NORMON

20მგ გასტრორეზისტენტული ტაბლეტი №28

პანტოპრაზოლი Normon, ესპანეთი
დან13.74 ₾
პანტოპრაზოლი-ნორმონი, 20გ ტაბლეტი 28 ტაბლეტი №28

პანტოპრაზოლი-ნორმონი

20გ ტაბლეტი 28 ტაბლეტი №28

პანტოპრაზოლი
დან13.74 ₾
პანტოსვასი-40, 40მგ ტაბლეტი 30 ტაბლეტი №30

პანტოსვასი-40

40მგ ტაბლეტი 30 ტაბლეტი №30

პანტოპრაზოლი
დან16.90 ₾
ასპანი, 40 მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი № 28

ასპანი

Aspan™

40 მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი № 28

პანტოპრაზოლი Drogsan Pharmaceuticals, თურქეთი
დან18.38 ₾
ზოლიუმი, 40მგ ტაბლეტი №28

ზოლიუმი

40მგ ტაბლეტი №28

პანტოპრაზოლი აქტავისი, მალტა
დან18.39 ₾
პანტაპი, 40მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

პანტაპი

Pantap

40მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

პანტოპრაზოლი NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S, თურქეთი
დან18.39 ₾
პანტარონი, 40 მგ გასტრო–რეზისტენტული ტაბლეტი N28

პანტარონი

PANTARON

40 მგ გასტრო–რეზისტენტული ტაბლეტი N28

პანტოპრაზოლი Laboratorios Alter S.A, ესპანეთი
დან18.39 ₾
პანტო-დენკი 40, 40მგ გასტრო-რეზისტენტული ტაბლეტი №28

პანტო-დენკი 40

Panto-Denk 40

40მგ გასტრო-რეზისტენტული ტაბლეტი №28

პანტოპრაზოლი Advance Pharma GmbH
დან18.39 ₾
პანტოპრაზოლი, 40მგ.ტაბლეტი №1000

პანტოპრაზოლი

Pantoprazole

40მგ.ტაბლეტი №1000

პანტოპრაზოლი Wockhardt Limited, ინდოეთი
დან18.39 ₾
პანტოპრაზოლი ნორმონი, 40მგ გასტრორეზისტენტული ტაბლეტი №28

პანტოპრაზოლი ნორმონი

Pantoprazole NORMON

40მგ გასტრორეზისტენტული ტაბლეტი №28

პანტოპრაზოლი Normon, ესპანეთი
დან18.39 ₾
პანტოსტაბილი, 40მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

პანტოსტაბილი

Pantostabyl

40მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

პანტოპრაზოლი DEVA Holding, თურქეთი
დან18.39 ₾
ულცეტიდი, 40მგ ტაბლეტი №30

ულცეტიდი

40მგ ტაბლეტი №30

პანტოპრაზოლი ჯი ეი ფარმაციუტიკალსი, ავსტრია
დან25.33 ₾
კონტროლოკ კონტროლი, 20მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი №14

კონტროლოკ კონტროლი

CONTROLOC control

20მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი №14

პანტოპრაზოლი Nycomed GmbH, გერმანია
ურეცეპტო
კონტროლოკი, 40მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი №14

კონტროლოკი

Controloc

40მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი №14

პანტოპრაზოლი Nycomed GmbH, გერმანია
Rx · რეცეპტით

ნოლპაზა

Nolpaza

40მგ ფხვნილი ი.ვ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი N5

პანტოპრაზოლი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
ურეცეპტო

ოზიონი

OZION

40 მგ ტაბლეტი #28, 20 მგ ტაბლეტი #28

პანტოპრაზოლი Zentiva, ჩეხეთი
ურეცეპტო
პანტაპი, 40მგ ლიოფილიზებული ფხვნილი ი.ვ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1

პანტაპი

Pantap

40მგ ლიოფილიზებული ფხვნილი ი.ვ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1

პანტოპრაზოლი NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S, თურქეთი
Rx · რეცეპტით
პანტოპრა, 40მგ ლიოფილიზებული ფხვნილი ი.ვ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1

პანტოპრა

PANTOPRA

40მგ ლიოფილიზებული ფხვნილი ი.ვ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1

პანტოპრაზოლი Mefar Ilac Sanayii A.S.,
Rx · რეცეპტით
პანტოპრაზოლი APO, 40მგ.ტაბლეტი №100

პანტოპრაზოლი APO

Pantoprazole APO

40მგ.ტაბლეტი №100

პანტოპრაზოლი Apotex, კანადა
ურეცეპტო

პანტოპრაზოლი ლეკი

Pantoprazole Lek

20მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი №14;№28

პანტოპრაზოლი Lek d.d., სლოვენია
ურეცეპტო

პანტოპრაზოლი ლეკი

Pantoprazole Lek

40მგ ფხვნილი ი.ვ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №5;№10

პანტოპრაზოლი Lek d.d., სლოვენია
Rx · რეცეპტით

ულსეპანი

ULSEPAN

40მგ ლიოფილიზირებული ფხვნილი ი.ვ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი N1

პანტოპრაზოლი Mefar Ilac Sanayii A.S.,
Rx · რეცეპტით

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

1 ფლაკონი შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: პანტოპრაზოლი (პანტოპრაზოლის ნატრიუმის სესქვიჰიდრატის სახით) 40 მგ.

დამხმარე ნივთიერება: ნატრიუმის ჰიდროქსიდი.

02

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა:

პროტონული ტუმბოს (Н+-К+-ატფ-აზას) ინჰიბირტორი.

აბლოკირებს მარილმჟავას სეკრეციის დასკვნით სტადიას, ამცირებს ბაზალურ და სტიმულირებულ სეკრეციას, გამღიზიანებლის ბუნების მიუხედავად. ინტრავენური შეყვანისას პანტოპრაზოლის ანტისეკრეტორული ეფექტი მაქსიმუმს 1 საათის განმავლობაში აღწევს და 24 საათს გრძელდება. არ ახდენს ზემოქმედებას კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკაზე. სეკრეტორული აქტივობა პრეპარატის მიღების დასრულებიდან 3-4 დღეში ნორმალიზდება.

03

ფარმაკოკინეტიკა

პანტოპრაზოლი არ კუმულირდება და მისი ფარმაკოკინეტიკა ერთნაირია პრეპარატის როგორც ერთჯერადი, ასევე მრავალჯერადი მიღებისას. დოზის 10-დან 80 მგ-მდე დიაპაზონში ინტრავენური შეყვანის შემდეგ Cmax და AUC იზრდება მიღებული დოზის პროპორციულად. 40 მგ პანტოპარზოლის მუდმივი სიჩქარით არანაკლებ 15 წუთის განმავლობაში შეყვანისას Cmax 5.52 მკგ/მლ-ია, AUC კი – 5.4 მკგxსთ/მლ.

პანტოპრაზოლის პლაზმის ცილებთან შეკავშირების მაჩვენებელი 98%-ია, გადანაწილების მოცულობა მერყეობს 11,0-დან 23,6 ლიტრამდე, კლირენსი – 7,6-14,0 ლ/სთ.

პანტოპრაზოლი მეტაბოლიზმს განიცდის ღვიძლში ციტოქრომ P-450 სისტემის მონაწილეობით. ძირითადი მეტაბოლიტია სულფატთან კონიუგირებული დესმეთილპანტოპრაზოლი. მეტაბოლიტების სახით თირკმელებით გამოიყოფა შეყვანილი დოზის დაახლოებით 71%, ნაღვლის ექსკრეციით – 18%. პანტოპრაზოლის ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2) 1 საათია, მეტაბოლიტების ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2) კი – დაახლოებით 1,5 საათი.

პანტოპარზოლის ფარმაკოკინეტიკა 18 წელზე უმცროსი ასკის პაციენტებში არ გამოკვლეულა.

AUC-ისა და Cmax მაჩვენებლების მომატება ხანდაზმულ პაციენტებში კლინიკურად მნიშვნელოვანი არ არის და არ საჭიროებს დოზის კორექციას.

იმ პაციენტთათვის, რომელთაც თირკმლის უკმარისობა აქვთ (მათ შორის, დიალიზზე მყოფი) დოზის შემცირება არ არის საჭირო.

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ინტრავენური ხსნარის გამოყენებისას ნახევარგამოყოფის პერიოდი 7-9 საათამდე იზრდება, AUC-ის მაჩვენებელი 5-7-ჯერ, ხოლო Cmax 1,5-ჯერ იმატებს. 40 მგ-ზე მეტი დოზების გამოყენება ასეთ პაციენტებში შესწავლილი არ არის.

04

ჩვენებები

  • გასტროეზოფაგური რეფლუქს-დაავადება (გერდ): ეროზიული რეფლუქს-ეზოფაგიტი (მკურნალობა);
  • ზოლინგერ-ელისონის სინდრომი და სხვა ჰიპერსეკრეციული მდგომარეობები.
05

უკუჩვენებები

  • მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
06

გვერდითი მოვლენები

პანტოპრაზოლის ინტრავენური გამოყენებისას, ჩვენებების შესაბამისად და რეკომენდებული დოზების გათვალისწინებით, გვერდით მოვლენებს იშვიათად აქვს ადგილი.

შედარებით ტიპიური გვერდითი მოვლენებია (დაფიქსირდა პაციენტების 1%-ზე მეტში):

ზოგადი: ტკივილი მუცლის არეში, თავის ტკივილი, რეაქციები შეყვანის ადგილზე (თრომბოფლებიტის ჩათვლით);

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: შეკრულობა, დისპეფსია, გულისრევა, დიარეა;

ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: უძილობა, თავბრუსხვევა;

სასუნთქი სისტემის მხრივ: რინიტი.

ძალიან იშვიათად აღინიშნა ალერგიული რეაქციები: ქავილი, რეაქციები კანზე, ანაფილაქსიური შოკი.

07

მიღების წესი და დოზირება

პანტოპრაზოლი ნორმონის ინტრავენურად შეყვანა რეკომენდებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა პანტოპრაზოლის შიგნით მიღება შეუძლებელია.

გასტროეზოფაგური რეფლუქს-დაავადება (გერდ), ეროზიული რეფლუქს-ეზოფაგიტის მკურნალობა.

რეკომენდებული დოზაა – 40 მგ ერთხელ დღე-ღამეში, 7-10 დღის განმავლობაში.

15-წუთიანი ინფუზია.

ფლაკონში მოთავსებულ ლიოფილიზირებულ ფხვნილს ამატებენ 10 მლ ნატრიუმის ქლორიდის ფიზიოლოგიურ ხსნარს (პირველადი ხსნარი). პანტოპრაზოლის პირველად ხსნარს შეურევენ 100 მლ ნატრიუმის ქლორიდის ფიზიოლოგიურ ხსნარს ან გლუკოზას 5%-იან ხსნარს ან რინგერის ლაქტატის ხსნარს ისე, რომ საბოლოო კონცენტრაცია 0,4 მგ/მლ იყოს. მომზადებული ხსნარი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული.

მომზადებული ხსნარი 15 წუთის განმავლობაში შეჰყავთ ინტრავენურად დაახლოებით 7 მლ/წთ სიჩქარით.

2-წუთიანი ინფუზია.

ფლაკონში მოთავსებულ ლიოფილიზირებულ ფხვნილს ამატებენ 10 მლ ნატრიუმის ქლორიდის ფიზიოლოგიურ ხსნარს ისე, რომ საბოლოო კონცენტრაცია 4,0 მგ/მლ იყოს. მომზადებული ხსნარი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული.

მომზადებული ხსნარი 2 წუთის განმავლობაში შეჰყავთ ინტრავენურად.

ზოლინგერ-ელისონის სინდრომი და სხვა პათოლოგიური ჰიპერსეკრეციული მდგომარეობები.

რეკომენდებული დოზაა 80 მგ ორჯერ დღე-ღამეში. დოზა შეიძლება ვარირებდეს პაციენტის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით.

15-წუთიანი ინფუზია.

ორი ფლაკონიდან თითოეულში მოთავსებულ ლიოფილიზირებულ ფხვნილს ამატებენ 10 მლ ნატრიუმის ქლორიდის ფიზიოლოგიურ ხსნარს (პირველადი ხსნარი). ორი ფლაკონიდან დამზადებულ პირველად ხსნარს აერთიანებენ და შეურევენ 80 მლ ნატრიუმის ქლორიდის ფიზიოლოგიურ ხსნარს ან გლუკოზას 5%-იან ხსნარს ან რინგერის ლაქტატის ხსნარს ისე, რომ საბოლოო კონცენტრაცია 0,8 მგ/მლ იყოს. მომზადებული ხსნარი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული.

მომზადებული ხსნარი 15 წუთის განმავლობაში შეჰყავთ ინტრავენურად.

2-წუთიანი ინფუზია.

ორი ფლაკონიდან თითოეულში მოთავსებულ ლიოფილიზირებულ ფხვნილს ამატებენ 10 მლ ნატრიუმის ქლორიდის ფიზიოლოგიურ ხსნარს ისე, რომ საბოლოო კონცენტრაცია 4,0 მგ/მლ იყოს. მომზადებული ხსნარი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული.

ორი ფლაკონიდან მომზადებულ ხსნარს ერთმანეთში შეურევენ და შეჰყავთ ინტრავენურად 2 წუთის განმავლობაში.

08

ჭარბი დოზირება

დღესდღეობით ჭარბი დოზირების შემთხვევები არ არის დაფიქსირებული. ჭარბი დოზირების შემთხვევაში ინტოქსიკაციის სიმპტომების გამოვლენისას ზოგად დეზინტოქსიკაციურ ღონისძიებებს ატარებენ. პანტოპრაზოლი ჰემოდიალიზით არ გამოიყოფა.

09

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

პანტოპრაზოლი ნორმონის სხვა პრეპარატებთან ერთად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს მათი შეწოვის შემცირება იმ შემთხვევაში, თუ ამ მედიკამენტების ბიოშეღწევადობა კუჭის გარემოს pH-ზეა დამოკიდებული (მათ შორისაა: რკინის მარილები, კეტოკონაზოლი, ატაზანავირი, რიტონავირი).

არ გამოვლენილა პრეპარატის მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება დიგოქსინთან, ნიფედიპინთან, მეტოპროლოლთან, ამოქსიცილინთან, კლარითრომიცინთან, დიკლოფენაკთან, ფენაზონთან, ნაპროქსენთან, პიროქსიკამთან, გლიბენკლამიდთან, ლევოთიროქსინთან, დიაზეპამთან, კარბამაზეპინთან და ფენიტოინთან, ვარფარინთან, ციკლოსპორინთან, ტაკროლიმუსთან, ანტაციდებთან, პერორალურ კონტრაცეპტივებთან, თეოფილინთან, კოფეინთან და ეთანოლთან.

10

განსაკუთრებული მითითებები

პანტოპრაზოლი ნორმონის მიღებისას თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტთათვის (მათ შორის, ჰემოდიალიზზე მყოფი) და ხანდაზმული ასაკის პირთათვის დოზის კორექცია არ არის საჭირო.

პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება ღვიძლის უკმარისობის დროს. ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში დღიური დოზა 20 მგ-მდე უნდა იქნას შემცირებული. პანტოპრაზოლი ნორმონით მკურნალობისას ასეთ პაციენტებში უნდა მოხდეს ღვიძლის ფერმენტების დონის რეგულარული კონტროლი. მისი მატების შემთხვევაში აუცილებელია მკურნალობის შეწყვეტა.

მკურნალობამდე და მკურნალობის შემდეგ რეკომენდებულია ენდოსკოპიური კონტროლი ავთვისებიანი წარმონაქმნების არსებობის გამორიცხვის მიზნით, რადგანაც მკურნალობამ შესაძლოა შენიღბოს მათი სიმპტომატიკა და შეაფერხოს დროული დიაგნოსტიკა.

მიღება ორსულობის და ლაქტაციის დროს:

მიღება ორსულობისას შესაძლებელია მხოლოდ მკაცრი ჩვენებებით, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი დედისათვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისათვის. პანტოპრაზოლი გამოიყოფა დედის რძეში, შესაბამისად ამ პრეპარატით მკურნალობისას საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.

გამოყენება პედიატრიაში:

პანტოპრაზოლი ნორმონის გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება ბავშვებში არ არის დადგენილი.

ზემოქმედება ავტომანქანებისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე:

პანტოპრაზოლი ნორმონი არ ახდენს ზემოქმედებას ავტომანქანებისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

11

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

საინექციო ხსნარის მოსამზადებელი ლიოფილიზირებული ფხვნილი ფლაკონში (თითოეული ფლაკონი 40 მგ პანტოპრაზოლს შეიცავს).

1 ფლაკონი კონტურულ შეფუთვაში.

კონტურული შეფუთვა მოთავსებულია მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად.

12

შენახვის პირობები

ინახება სინათლისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 250С ტემპერატურაზე. არ გაყინოთ!

13

ვარგისობის ვადა

3 წელი წარმოების თარიღიდან.

პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

14

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II (გაიცემა რეცეპტით).

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.