მონოგრაფია Nº 04665 ურეცეპტო
პანტოპრაზოლი ნორმონი
Pantoprazole NORMON
20მგ გასტრორეზისტენტული ტაბლეტი №28
დან13.74 ₾ 2 აფთიაქში, ნახე ფასები →
- მოქმედი ნივთიერება
- პანტოპრაზოლი (Pantoprazole)
- მწარმოებელი
- Normon, ესპანეთი
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები
- იმპორტიორი საქართველოში
- გეფა
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
-
GPC ყველაზე იაფი
პანტოპრაზოლი ნორმონი ტაბლეტი 20მგ #28
0.49 ₾ / ც. × 28
ყიდვა ↗13.74 ₾
-
ფარმადეპო ყველაზე იაფი
პანტოპრაზოლი ნორმონი ტაბლეტი 20მგ #28
0.49 ₾ / ც. × 28
ყიდვა ↗13.74 ₾
ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: პანტოპრაზოლი. ჯერ ყველაზე იაფი.
პანზელი
40მგ ფხვნილი ლიოფიზირებული №1
პანდევი
40მგ ტაბლეტი №28
ნოლპაზა
Nolpaza
20მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი №28
ნოლპაზა
Nolpaza
40მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი №28
პანტოპრა
PANTOPRA
40მგ ნაწლავში ტაბლეტი №28
Elkozol
40მგ ტაბლეტი 28 ტაბლეტი №28
პანტაციდი
pantacid
40მგ ტაბლეტი №14
სტამიკი
40მგ ტაბლეტი №14
ულსეპანი
ULSEPAN
40 მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი № 20
პანტოპრაზოლი ლეკი
Pantoprazole Lek
40მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი №14;№28
პანტო-დენკი 20
Panto-Denk 20
20მგ გასტრო-რეზისტენტული ტაბლეტი №28
პანტოპრაზოლი-ნორმონი
20გ ტაბლეტი 28 ტაბლეტი №28
პანტოსვასი-40
40მგ ტაბლეტი 30 ტაბლეტი №30
ასპანი
Aspan™
40 მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი № 28
ზოლიუმი
40მგ ტაბლეტი №28
პანტაპი
Pantap
40მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი №28
პანტარონი
PANTARON
40 მგ გასტრო–რეზისტენტული ტაბლეტი N28
პანტო-დენკი 40
Panto-Denk 40
40მგ გასტრო-რეზისტენტული ტაბლეტი №28
პანტოპრაზოლი
Pantoprazole
40მგ.ტაბლეტი №1000
პანტოპრაზოლი ნორმონი
Pantoprazole NORMON
40მგ გასტრორეზისტენტული ტაბლეტი №28
პანტოსტაბილი
Pantostabyl
40მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი №28
ულცეტიდი
40მგ ტაბლეტი №30
კონტროლოკ კონტროლი
CONTROLOC control
20მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი №14
კონტროლოკი
Controloc
40მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი №14
ნოლპაზა
Nolpaza
40მგ ფხვნილი ი.ვ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი N5
ოზიონი
OZION
40 მგ ტაბლეტი #28, 20 მგ ტაბლეტი #28
პანტაპი
Pantap
40მგ ლიოფილიზებული ფხვნილი ი.ვ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1
პანტოპრა
PANTOPRA
40მგ ლიოფილიზებული ფხვნილი ი.ვ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1
პანტოპრაზოლი APO
Pantoprazole APO
40მგ.ტაბლეტი №100
პანტოპრაზოლი ლეკი
Pantoprazole Lek
20მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი №14;№28
პანტოპრაზოლი ლეკი
Pantoprazole Lek
40მგ ფხვნილი ი.ვ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №5;№10
პანტოპრაზოლი ნორმონი
PANTOPRAZOLE NORMON
40მგ ფხვნილი ი.ვ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად მეორეულ შეფუთვაში ფლაკონი №50
ულსეპანი
ULSEPAN
40მგ ლიოფილიზირებული ფხვნილი ი.ვ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი N1
ინსტრუქცია
შემადგენლობა
აპკიანი გარსით დაფარული ნაწლავში ხსნადი 1 ტაბლეტი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს: ნატრიუმის პანტოპრაზოლის სესკვიჰიდრატი 22,57 მგ, რაც არის 20 მგ პანტოპრაზოლის ექვივალენტური
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
პროტონული ტურბოს ინჰიბიტორები.
პანტოპრაზოლი წარმოადგენს ჩანაცვლებულ ბენზიმიდაზოლს, რომელიც თრგუნავს კუჭში მარილმჟავას გამომუშავებას პარიენტალური უჯრედების პროტონულ ტურბოზე ზემოქმედების ხარჯზე.
პანტოპრაზოლი ტრანსფორმირდება აქტიურ ფორმაში პარიეტალური უჯრედების სეკრეტორულ მილაკებში, სადაც აინჰიბირებს ფერმენტ H+, K+ - ატფ-აზას, რითიც ახდენს მარილმჟავას გამომუშავების ბოლო ეტაპის ბლოკირებას. ეს ეფექტი დამოკიდებულია პრეპარატის დოზაზე. პანტოპრაზოლი თრგუნავს მარილმჟავას როგორც ბაზალურ, ასევე სტიმულირებულ სეკრეციას. უმრავლეს პაციენტებში სიმპტომატური გაუმჯობესება აღინიშნება მკურნალობის 2 კვირის შემდეგ. როგორც პროტონული ტუმბოს სხვა ინჰიბიტორები და H2-რეცეპტორების ინჰიბიტორები, პანტოპრაზოლი ამცირებს კუჭის წვენის სიმჟავეს, რაც იწვევს გასტრინის გამომუშავების გაძლიერებას, რომელსაც აქვს შექცევადი ხასიათი. რადგანაც პანტოპრაზოლის ურთიერთქმედება ფერმენთტან ხდება უჯრედული რეცეპტორების გვერდის ავლით, მისი ეფექტი მარილმჟავას სეკრეციის მიმართ არ არის დამოკიდებული უჯრედების სტიმულაციაზე სხვა ნივთიერებებით (აცეტილქოლინი, ჰისტამინი, გასტრინი). პრეპარატი ახდენს ერთნაირ ზემოქმედებას ვენაში შეყვანისას და პერორალურად მიღებისას.
ჩვენებები
- Helicobacter pylori-ს ერადიკაცია ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში პეპტიკური წყლულის მქონე პაციენტებში თორმეტგოჯა ნაწლავის და კუჭის წყლულოვანი დაავადების რეციდივების სიხშირის შემცირების მიზნით, რომელიც გამოწვეულია ამ მიკროორგანიზმით;
- თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;
- საშუალო და მძიმე ხარისხის რეფლუქსური ეზოფაგიტი;
- ზოლინგერ-ელისონის სინდრომი და სხვა ჰიპერსეკრეტული მდგომარეობები.
მიღების წესი და დოზირება
პრეპარატი მოწოდებულია შიგნით მისაღებად. უნდა მოხდეს ტაბლეტის გადაყლაპვა მთლიანად, დაუღეჭავად ან მისი გატეხვის გარეშე საკმარისი რაოდენობით სითხის მიყოლებით, საუზმის წინ და ვახშმამდე. კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, ეროზიული გასტრიტი: 40-80 მგ დღეში. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობაა 2 კვირა თორმეტგოჯა ნაწლავის და 4-8 კვირა კუჭის წყლულოვანი დაავადების გამწვავებისას. კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების რეციდივის პროფილაქტიკა: 20 მგ დღეში. Helicobacter pylori ერადიკაცია: სამმაგი თერაპიის სახით გამოიყენება კომბინაციები, რომლისთვისაც პანტოპრაზოლ ნორმონის სადღეღამისო დოზა შეადგენს 20-40 მგ 2-ჯერ, ხოლო მკურნალობის ხანგრძლივობა 7-14 დღეს. კომბინაციას ადგენს მკურნალი ექიმი. კომბინირებული თერაპიის დასრულების შემდეგ პრეპარატი პანტოპრაზოლ ნორმონი შეიძლება გაგრძელდეს წყლულის შეხორცების მიზნით. თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევების მქონე ან ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებს Helicobacter pylori ერადიკაციული თერაპია არ ენიშნებათ. მსუბუქი ხარისხის გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსური დაავადების სიმპტომების მკურნალობა: 20 მგ დღეში. ზოლინგერ-ელისონის სინდრომი: 40-80 მგ დღეში. ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევების მქონე პაციენტებს დოზა უნდა შეუმცირდეთ 40 მგ-მდე 2 დღეში ერთხელ. ამ შემთხვევაში საჭიროა სისხლის ბიოქიმიური მაჩვენებლების კონტროლი. ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატებისას, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს. ხანდაზმულები არ საჭიროებენ დოზის კორექციას, თუმცა სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 40 მგ-ს. პრეპარატი პანტოპრაზოლ ნორმონი არ მიიღება პროფილაქტიკის მიზნით.
გვერდითი მოვლენები
- საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დიარეა, გულისრევა, ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში, მეტეორიზმი.
- ცნ-სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა,
- ალერგიული რეაქციები: იშვიათად – გამონაყარი კანზე, ქავილი, კანის ჰიპერემია, ანაფილაქსური რეაქციები.
- სხვადასხვა: მიალგია, სისუსტე, მხედველობის სამკვეთრის დარღვევა, ძალიან იშვიათად ღვიძლის ფუნქციის დაღრვევა, სიყვითლე, ფოტოსენსიბილიზაცია.
უკუჩვენებები
- ნევროტული გენეზის დისპეფსიები;
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ავთვისებიანი დაავადებები;
- მომატებული მგრძნობელობა პანტოპრაზოლის მიმართ;
- ბავშვთა ასაკი 16 წლამდე.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისა და ლაქტაციის დროს პანტოპრაზოლი ინიშნება მხოლოდ მაშინ, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის ჭარბობს შესაძლო რისკს ნაყოფისთვის ან ჩვილისთვის. ლაქტაციის დროს უნდა შეწყდეს ჩვილის ძუძუთი კვება.
განსაკუთრებული მითითებები
ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას პრეპარატის სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 20 მგ-ს. თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში პრეპარატის სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 40 მგ-ს.
ხანდაზმულ პაციენტებში სადღეღამისო დოზა არ უნდა აჭარბებდეს 40 მგ-ს.
პედიატრიულ პრაქტიკაში პანტოპრაზოლის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის. პრეპარატი არ გამოიყენება ბავშვებში.
მკურნალობამდე და მკურნალობის შემდეგ აუცილებელია ენდოსკოპური კონტროლის ჩატარება კუჭნაწლავის სისტემის ავთვისებიანი დაავადების გამოსარიცხად, ვინაიდან პანტოპრაზოლით მკურნალობამ შეიძლება დაფაროს ავთვისებიანი დაავადებების სიმტომატიკა და ხელი შეუშალოს სწორი დიაგნოზის დასმას.
ერთდროული მიღებისას პანტოპრაზოლმა შეიძლება შეცვალოს იმ პრეპარატების შეწოვის ხარისხი, რომელთა ბიოათვისებადობა დამოკიდებულია კუჭის PH -ზე.
ვარგისობის ვადა
იხილეთ შეფუთვაზე.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 20-25°С ტემპერატურაზე.
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.