8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 02996 ურეცეპტო

ტორო-სანოველი

Toro-Sanovel

30გ 1% გელი ადგილობრივი გამოყენებისათვის

ტორო-სანოველი, 30გ 1% გელი ადგილობრივი გამოყენებისათვის
მოქმედი ნივთიერება
ნიმესულიდი (Nimesulide)
მწარმოებელი
SANOVEL ILAC SAN. ve TIC. AS, თურქეთი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
პირაზოლინის წარმოებულები
იმპორტიორი საქართველოში
სანოველ ჯორჯია
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: ნიმესულიდი. ჯერ ყველაზე იაფი.

სუარონი ®, 100მგ პაკეტი #10

სუარონი ®

SUARON ®

100მგ პაკეტი #10

ნიმესულიდი ჯი-ემ-პი, საქართველო
დან5.32 ₾
ეფრიდოლი, 100მგ გრანულა ორალური ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი №30

ეფრიდოლი

100მგ გრანულა ორალური ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი №30

ნიმესულიდი ფაინ ფუდს ენდ ფარმაცეუტიკალს, იტალია
დან12.43 ₾
სუარონი ®, 100მგ ტაბლეტი #20

სუარონი ®

SUARON ®

100მგ ტაბლეტი #20

ნიმესულიდი ჯი-ემ-პი, საქართველო
დან12.44 ₾
ნიმესულიდი ბენე, 100მგ გრანულები პერორალური სუსპენზიის მოსამზადებლად პაკეტი №30

ნიმესულიდი ბენე

Nimesulide Bene

100მგ გრანულები პერორალური სუსპენზიის მოსამზადებლად პაკეტი №30

ნიმესულიდი Bene pharm, გერმანია
დან14.01 ₾
ნიდოლი გელი, 2% 30გ გარეგანი გამოყენების გელი ტუბში

ნიდოლი გელი

NIDOL® GEL

2% 30გ გარეგანი გამოყენების გელი ტუბში

ნიმესულიდი Polipharm Co, ტაილანდი
დან14.63 ₾
ნიდოლი, 30გ ტაბლეტი 1 ტაბლეტი №1

ნიდოლი

30გ ტაბლეტი 1 ტაბლეტი №1

ნიმესულიდი
დან17.15 ₾
ნიმესილი, 100მგ/2გ 2გ გრანულები შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლად პაკეტი №9; №15; №30

ნიმესილი

Nimesil

100მგ/2გ 2გ გრანულები შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლად პაკეტი №9; №15; №30

ნიმესულიდი Laboratorios Menarini, ესპანეთი
დან17.85 ₾
ემერონი, 100მგ ტაბლეტი №20

ემერონი

100მგ ტაბლეტი №20

ნიმესულიდი რეპლეკ ფარმა, მაკედონია
დან20.20 ₾
მაგენოლი, 100 მგ ხსნადი ტაბლეტი #30

მაგენოლი

MAGENOL

100 მგ ხსნადი ტაბლეტი #30

ნიმესულიდი ავერსი ფარმა, საქართველო
დან20.23 ₾
ემერონი, 2% 50გ გარეგანი გამოყენების გელი ტუბი №1

ემერონი

Emeron

2% 50გ გარეგანი გამოყენების გელი ტუბი №1

ნიმესულიდი REPLEK FARM Ltd. Skopje, მაკედონია
დან23.75 ₾
დოლორილ, 30მგ/გ გელი №1 50გრ

დოლორილ

30მგ/გ გელი №1 50გრ

ნიმესულიდი ლაბიოფარმა, პორტუგალია
დან34.00 ₾
დოლორილგელი, 30მგ 1 ტუბი №1

დოლორილგელი

30მგ 1 ტუბი №1

ნიმესულიდი
დან34.00 ₾
ნეოსილი, 100მგ ტაბლეტი #20

ნეოსილი

Neosil

100მგ ტაბლეტი #20

ნიმესულიდი ნეოფარმი, საქართველო
Rx · რეცეპტით
ნეოსილი, 100მგ ფხვნილი ორალური ხსნარის მოსამზადებლად 7გ პაკეტი #10

ნეოსილი

NEOSILI

100მგ ფხვნილი ორალური ხსნარის მოსამზადებლად 7გ პაკეტი #10

ნიმესულიდი ნეოფარმი, საქართველო
Rx · რეცეპტით
ნიმუსოლის ტაბლეტი

ნიმუსოლის ტაბლეტი

NIMUSOL TABLETS

ნიმესულიდი Lark Laboratories, ინდოეთი
Rx · რეცეპტით
ნომიცინი, 100მგ/2გ 2გ გრანულები პერორალური სუსპენზიის მოსამზადებლად საშეტი №30 (10X3)

ნომიცინი

Nomicin

100მგ/2გ 2გ გრანულები პერორალური სუსპენზიის მოსამზადებლად საშეტი №30 (10X3)

ნიმესულიდი FINE FOODS & PHARMACEUTICALS, იტალია
Rx · რეცეპტით

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

შემადგენლობა

გელი ------------------------ 1 გ
ნიმესულიდი --------------10 მგ

02

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა:
ნიმესულიდი წარმოადგენს ანთებისსაწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებას, რომელიც ხასიათდება სიცხის დამწევი, ტკივილგამაყუჩებელი და ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედებით. იგი შეიცავს სულფოანილიდის ჯგუფს, რაც განასხვავებს მას სხვა ანთებისსაწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებებისაგან, რომლებიც შეიცავენ კარბოქსილის და ფენოლის რგოლს. ნიმესულიდის მოქმედების მექანიზმი განპირობებულია პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებით ფაგოციტოზსა და ჰემოსტაზზე ზემოქმედების გარეშე, იგი თრგუნავს ანთების დროს თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას, ხელს უშლის ფერმენტ მიელოპეროქსიდაზას გამოთავისუფლებას.
ნიმესულიდი ადგილობრივი გამოყენებისას აღწევს კანიდან კუნთოვან ქსოვილში და სინოვიალურ სითხეში და განაპირობებს მათ შორის ბალანსის სწრაფად დამყარებას.

03

ფარმაკოკინეტიკა

გელის გამოყენების შემდეგ CMAX (14-57.5 მგ/მლ) მიიღწევა 8 საათის განმავლობაში. ადგილობრივი გამოყენებისას ნიმესულიდი 30 წთ-დან 8 სთ-მდე თანდათანობით გადადის სისხლის პლაზმაში.
ნიმესულიდის ნახევარდაშლის პერიოდი შეადგენს 10 სთ-ს.

04

ჩვენებები

გელი ავლენს ადგილობრივ ანთებისსაწინააღმდეგო და ანალგეზიურ მოქმედებას შემდეგი დაავადებების დროს:

  • ოსტეოართრიტი, რევმატოიდული ართრიტი, პერიართრიტი, ტენდინიტი, ტენოსინოვიტი, ბურსიტი და რბილი ქსოვილების სხვა ანთებითი დაავადებები;
  • რბილი ქსოვილების დაზიანებები, მათ შორის ამოვარდნილობა;
  • კუნთოვანი ქსოვილების და საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებები (ტკივილი, ანთება, კუნთოვანი დაჭიმულობა).

გამოყენება ბავშვებში:
გელის ეფექტურობა პედიატრიულ პრაქტიკაში დადგენილი არ არის. ამიტომ პრეპარატის გამოყენება ბავშვებში რეკომენდებული არ არის.

05

მიღების წესი და დოზირება

გამოიყენება გარეგანად. გელი დაიტანება დაზიანებულ უბანზე და მსუბუქად შეიზილება; პროცედურა მეორდება 3-4-ჯერ დღეში. თერაპიის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად მიღებული შედეგის გათვალისწინებით.

06

გვერდითი მოვლენები

იშვიათ შემთხვევებში შესაძლოა ადგილობრივი გაღიზიანება, ერითემა, გამონაყარი, კანის აქერცვლა და ქავილი. ზოგჯერ აღინიშნება კანის უმნიშვნელო ცვლილებები პრეპარატის აპლიკაციის დატანის ადგილზე, რომელიც რამდენიმე დღეში გაივლის.
გაუთვალისწინებელი ეფექტების გამოვლენისას მიმართეთ ექიმს.

07

უკუჩვენებები

ნიმესულიდის, აცეტილსალიცილის მჟავის და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიმართ მომატებული მგრძნობელობა (ბრონქოსპაზმი, რინიტი, ჭინჭრის ციება). პრეპარატი უკუნაჩვენებია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებების (მწვავე წყლული, განვითარებადი წყლული), კუჭ – ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის, თირკმლის უკმარისობის დროს.

08

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობის C კატეგორია: ორსულ ქალებში გელის ეფექტურობა და უსაფრთხოება შესწავლილი არ არის. ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს გელის გამოყენება არარეკომენდებულია.

09

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატი გელის სახით დაიტანება მხოლოდ კანის დაუზიანებელ უბანზე, ისე რომ არ მოხვდეს ღია ჭრილობაზე. ადგილობრივი რეაქციების განვითარებისას (კანის გაღიზიანება და სხვ.) გელის გამოყენებას წყვეტენ და ინიშნება შესაბამისი მკურნალობა. თავიდან უნდა ავიცილოთ გელის მოხვედრა თვალში, ლორწოვან გარსზე, ან დაზიანებულ კანზე დერმატოზებისა და ინფექციური პროცესების დროს. ასეთ შემთხვევებში საჭიროა მისი წყლით ჩამობანვა.

10

ჭარბი დოზირება

დაბალი სისტემური აბსორბციის გამო ადგილობრივი გამოყენებისას ჭარბი დოზირება ნაკლებადსავარაუდოა.

11

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

ადგილობრივი გამოყენებისას სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ურთიერთქმედება ნაკლებადსავარაუდოა.

12

შენახვის პირობები

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე 25°C-ზე ქვემოთ.
ვარგისიანობის ვადა:
ვარგისიანობის ვადა - 2 წელი. პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ.

13

აფთიაქიდან გაცემის პირობები

პრეპარატი გაიცემა ურეცეპტოდ.
_ პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას,
_ შეინახეთ ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.