მონოგრაფია Nº 02135 Rx · რეცეპტით
ნეოსილი
Neosil
100მგ ტაბლეტი #20
- მოქმედი ნივთიერება
- ნიმესულიდი (Nimesulide)
- მწარმოებელი
- ნეოფარმი, საქართველო
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- პირაზოლინის წარმოებულები
- იმპორტიორი საქართველოში
- ნეოფარმი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: ნიმესულიდი. ჯერ ყველაზე იაფი.
სუარონი ®
SUARON ®
100მგ პაკეტი #10
ეფრიდოლი
100მგ გრანულა ორალური ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი №30
სუარონი ®
SUARON ®
100მგ ტაბლეტი #20
ნიმესულიდი ბენე
Nimesulide Bene
100მგ გრანულები პერორალური სუსპენზიის მოსამზადებლად პაკეტი №30
ნიდოლი გელი
NIDOL® GEL
2% 30გ გარეგანი გამოყენების გელი ტუბში
ნიდოლი
30გ ტაბლეტი 1 ტაბლეტი №1
ნიმესილი
Nimesil
100მგ/2გ 2გ გრანულები შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლად პაკეტი №9; №15; №30
ემერონი
100მგ ტაბლეტი №20
მაგენოლი
MAGENOL
100 მგ ხსნადი ტაბლეტი #30
ემერონი
Emeron
2% 50გ გარეგანი გამოყენების გელი ტუბი №1
დოლორილ
30მგ/გ გელი №1 50გრ
დოლორილგელი
30მგ 1 ტუბი №1
ნეოსილი
NEOSILI
100მგ ფხვნილი ორალური ხსნარის მოსამზადებლად 7გ პაკეტი #10
ნიმუსოლის ტაბლეტი
NIMUSOL TABLETS
ნომიცინი
Nomicin
100მგ/2გ 2გ გრანულები პერორალური სუსპენზიის მოსამზადებლად საშეტი №30 (10X3)
ტორო-სანოველი
Toro-Sanovel
30გ 1% გელი ადგილობრივი გამოყენებისათვის
ინსტრუქცია
შემადგენლობა
შემადგენლობა
ნეოსილის ერთი ტაბლეტი შეიცავს 100მგ ნიმესულიდს.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ნეოსილი არის ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალება სულფონანილიდების ჯგუფიდან. ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედება, რაც გამოწვეულია ფერმენტ ციკლოოქსიგენაზა-2-ის შერჩევითი კონკურენტული ინჰიბირებით, რომელიც თრგუნავს პროსტაგლანდინების _ შეშუპების, ანთების და ტკივილის მედიატორების სინთეზს. გარდა ამისა, პრეპარატი თრგუნავს ხრტილოვანი ქსოვილის დამშლელი ფერმენტების (კოლაგენაზა, სტრომელიზინი, ელასტაზა) სინთეზს, რითაც აფერხებს ხრტილოვანი ქსოვილის დაზიანებას და ხელს უწყობს მისი სინთეზის რეგულირებას. შიგნით მიღების შემდეგ ნიმესულიდი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. საკვების მიღება ამცირებს აბსორბციის სიჩქარეს შეწოვის ხარისხის შეუცვლელად. სისხლის პლაზმაში ნიმესულიდის მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა მიღებიდან 1,5-2,5 სთ-ის შემდეგ, ხოლო მისი მოქმედება გრძელდება დაახლოებით 6 საათის მანძილზე. ნიმესულიდის 99% უკავშირდება პლაზმის ცილებს, აქტიურად მეტაბოლიზირდება ღვიძლში, მეტაბოლიტების 80% გამოიდევნება შარდის მეშვეობით, ხოლო 20% _ ფეკალურ მასებთან ერთად.
ჩვენებები
> სახსრებისა და კუნთების დაავადებების დროს (სხვადასხვა გენეზის ოსტეოართრიტები, მათ შორის რევმატოიდული ართრიტი, ოსტეოართროზი, მაანკილოზებელი სპონდილიტი, ბურსიტი, ტენდენიტი);
> ტკივილების შესამსუბუქებლად პოსტოპერაციულ და პოსტტრავმულ პერიოდში, ოსტეოართრიტის, დაჭიმვისა და ღრძობის დროს განვითარებული ტკივილისა და ანთების სამკურნალოდ (ართრალგია, მიალგია);
> ინფექციურ-ანთებითი დაავადებებისას ოტოლარინგოლოგიაში;
> კბილის, თავის ტკივილისა და დისმენორეის (მტკივნეული მენსტრუაციის დროს).
> ცხელებით მიმდინარე დაავადებებისას (კომბინირებულ თერაპიაში ჩართვის სახით);
მიღების წესი და დოზირება
ნეოსილი გამოიყენება მხოლოდ მოზრდილთა ასაკში.
ჩვეულებრივ ინიშნება 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში. პაციენტის მდგომარეობისა და მკურნალობის ეფექტურობის გათვალისწინებით შესაძლებელია დოზა გაიზარდოს 200 მგ 2-ჯერ დღეში. ტაბლეტი მიიღება ჭამის შემდეგ საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად.
ასაკოვან პაციენტებში დოზის შერჩევა-შემცირება ხდება ექიმის მიერ პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით.
12 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებში ნეოსილის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
გვერდითი მოვლენები
ჩვეულებრივ ნეოსილი კარგად ამტანობით ხასიათდება, თუმცა შესაძლებელია განვითარდეს:
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დისკომფორტი ეპიგასტრიუმში, გულისრევა, დიარეა.
ცნს-ის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, უძილობა.
დერმატოლოგიური რეაქციები: გამონაყარი კანზე, ერითემა, ჭინჭრის ციება, ქავილი. იშვიათად შეიძლება განვითარდეს შარდვის შემცირება (ოლიგურია) სითხის შეკავებითა და ქსოვილების ადგილობრივი ან დიფუზური შეშუპებით.
ნეოსილმა, სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების მსგავსად შეიძლება გამოიწვიოს სტივენს-ჯონსონის, ლაიელის სინდრომი, ასევე ანაფილაქსური რეაქციები
უკუჩვენებები
> ნიმესულიდისა და პრეპარატის სხვა კომპონენტებისადმი მაღალი მგრძნობელობა.
> აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებებისადმი მაღალი მგრძნობელობა.
> კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში.
> ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის ზომიერი ან გამოხატული დარღვევები.
> ორსულობა.
> ლაქტაცია.
> ბავშვებში 12 წლამდე.
განსაკუთრებული მითითებები
უსაფრთხოების ზომები:
ნეოსილი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში სისხლის შემადედებელი სისტემის დარღვევით და კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებებით, ასევე პაციენტებში, რომლებიც იღებენ ანტიკოაგულანტებს ან ანტიაგრეგანტებს.
თირკმელების დარღვეული ფუნქციის მქონე ავადმყოფებში საჭიროა ნიმესულიდის დოზა შემცირდეს გორგლოვანი ფილტრაციის მაჩვენებლის გათვალისწინებით.
პრეპარატმა შესაძლოა ქსოვილებში სითხის შეკავება გამოიწვიოს, ამიტომ პაციენტებში გულის უკმარისობით ნიმესულიდის დანიშვნა სიფრთხილით უნდა მოხდეს. ნეოსილი სიფრთხილით ინიშნება ხანდაზმულ პაციენტებში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გამოხატულია ასაკობრივი სისუსტე.
სიფრთხილის დაცვაა საჭირო ნეოსილისა და ანტიკოაგულანტების, დიურეზული საშუალებების, ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების, ჰიპოგლიკემიური პრეპარატების, დიგოქსინის, ფენიტოინის, ლითიუმის პრეპარატების, სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების, ციკლოსპორინის, მეთოტრექსატის ერთდროული დანიშვნისას. დოზის გადაჭარბებისას რეკომენდებულია სიმპტომური თერაპია (კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის მიღება).
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.