8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 01695 Rx · რეცეპტით

კინაზე-N

KINASE-N

100მგ/10მგ კაფსულა №100 (10X10)

კინაზე-N, 100მგ/10მგ კაფსულა №100 (10X10)
მოქმედი ნივთიერება
ნიმესულიდი (Nimesulide) Serratiopeptidase
მწარმოებელი
Lark Laboratories, ინდოეთი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
პირაზოლინის წარმოებულები
იმპორტიორი საქართველოში
ჯი აი იმპექსი
გაცემის წესი
II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

შემადგენლობა:
ერთი კაფსულა შეიცავს: ნიმესულიდს BP 100 მგ.
სერატიოპეპტიდაზას 10 მგ. (რომელიც ექვივალენტურია ფერმენტული აქტივობის 20000 ერთეულის)

02

ფარმაკოლოგიური თვისებები

ნიმესულიდი არის სელექტიური COX-2 ინჰიბიტორი, არასტეროიდული ანთების საწინაღმდეგო მედიკამენტი, ანთების და ტკივილგამაყუჩებელი აქტივობით. ნიმესულიდს ნორმამდე დაყავს ანთების ბიოქიმიური შემადგენლები, როგორც ადგილობრივად, ისე ორგანიზმის მასშტაბით, რაც განაპირობებს გამოხატულ ანთების საწინააღმდეგო და ანალგეზიურ მოქმედებას.

03

ფარმაკოკინეტიკა

ნიმისულიდს გაჩნია კარგი ადსორბციის უნარი; პლაზმის შიგნით შემცველობა პიკს აღწევს 1-2 საათში; ნახევარდაშლის პერიოდია 2-3 საათი, მოქმედების ხანგრძლივობა 6-8 საათი. იგი თითქმის მთლიანად გამოიყოფა საშარდე გზების მეშვეობით. იგი არ აკუმულირდება, განმეორებითი მიღების დროსაც კი და კარგად აითვისება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და მთელი ორგანიზმის მიერ. იგი მონაწილეობს პროსტაგლანდინების ბიოსინთეზში, რომლებიც ასრულებენ მნიშვნელოვან როლს ანთების, ტკივილისა და ცხელების განვითარებაში.

04

ჩვენებები

  • გაციების პრემორბიდული მდგომარეობა: საერთო სისუტე, ცემინება, თავის ტკივილი, ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება;
  • საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ანთებითი და დესტრუქციული დაავადებები: ართრიტი, ართროზი, მიოზიტი, ტენდოვაგინიტი, სპორტული ტრავმები;
  • პერიფერიული ნერვული სისტემის ანთებითი და დესტრუქციული დაზიანება: ნევრალგია, ნევრიტი, პლექსიტი, ვეგეტოსიმპატოალგია და სხვა;
  • რევმატიული დაავადებები: რევმატიზმი, რევმატოიდული ართრიტი, ფსორიაზული ართრიტი და სხვა;
  • ალგომენორეა, მტკივნეული მენარხე, საშვილოსნოს დისფუნქციური სისხლდენები; თრომბოფლებიტების დროს.
  • ტკივილის სინდრომი ნებისმიერი ეტიოლოგიის: თავის ტკივილი, კბილის ტკივილი, პოსტტრავმული ტკივილი, პოსტოპერაციული ტკივილი და სხვა.
  • ზედა და ქვედა სასუნთქი გზების და ლორ ორგანოების ანთებითი პროცესები;

სერატიოპეპტიდაზა არის ძლიერი პროტეოლიზური ფერმენტი. ერთის მხრივ, სერატიოპეპტიდაზა ასუსტებს ტკივილს, ამასთან, არ თრგუნავს პროსტაგლანდინების აქტივობას და არ ახდენს ზემოქმედებას კუჭ - ნაწლავის ტრაქტზე. სერატიოპეპტიდაზა (როგორც იმუნოლოგიურად აქტიური ფერმენტი) მიეკუთვნება ბიოლოგიური სითხეების ალფა-2 მაკროგლობულინებს. სერატიოპეპტიდაზა ხელს უწყობს ათეროსკლეროზული ფოლაქების დაშლის პროცესს, არტერიული კედლების ჯანმრთელი უჯრედებისთვის საფრთხის შეუქმნელად. სერატიოპეპტიდაზა ახდენს გავლენას, როგორც ანთებით პროცესზე, ასევე მკვდარი ფოლაქების დაშლაზე. ქოლესტერინის ბლოკატორებისაგან განსხვავებით, სერატიოპეპტიდაზა ასუფთავებს არტერიულ კედლებს მკვდარი უჯრედებისგან, ქოლესტერინის სინთეზის დაურღვევლად. სინამდვილეში, სერატიოპეპტიდაზას მიღების დროს, ქოლესტერინის დონემ შეიძლება მოიმატოს, რადგან ხდება მისი მოწყვეტა არტერიების კედლებიდან ორგანიზმიდან შემდგომი გამოდევნისათვის (ქოლესტერინი წარმოადგენს ანტიოქსიდანტს და სტეროიდული ჰორმონებისა და ორგანიზმის ძირითადი შინაგანი ორგანოების საჭირო კომპონენტს).
ბოლო დროს, ანთების საწინააღმდეგო ეფექტის განსამტკიცებლად, ასევე სიტუაციებში, როდესაც არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენება არ არის შესაძლებელი, რეკომენდებულია პროტეოლოგიური ფერმენტების გამოყენება. ერთ-ერთი ასეთი ფერმენტია - სერატიოპეპტიდაზა. სერატიოპეპტიდაზა ნელ-ნელა აღწევს ანთების ადგილზე, ამავე დროს მისი დონე სისხლში მცირდება. იმის გამო, რომ იგი ბუნებრივი წარმოშობისაა, სერატიოპეპტიდაზას გააჩნია მაღალი უსაფრთხოების პროფილი.
კლინიკურ კვლევებში ნაჩვენებია, რომ სერატიოპეპტიდაზა დემონსტრირებას ახდენს ფიბრინოლიტიკურ და შეშუფების საწინააღმდეგო აქტივობაში. გარდა ამისა, იგი ასუსტებს ტკივილს ამინების გამოდენვის დაბლოკვით ანთებადი ქსოვილებიდან. სავარაუდოა, რომ ბრადიკარდინის ჰიდროლიზი, ჰისტამინისა და სეროტონინისა ამცირებს კაპილარების დილატაციას და აკონტროლებს მათ შეღწევადობას. ბლოკავს რა, პლაზმინის ინჰიბიტორებს, სერატიოპეპტიდაზა ხელს უწყობს მას ფიფბრინოგენულ აქტივობაში. ამდენად, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპერატების და პროტეოლიზური ფერმენტების კომბინაცია (ისევე, როგორც სისტემური ენზიმოთერაპიის ალტერნატიული დანიშნულება), მიუხედავად ანთებისა და ტკივილის გამომწვევი მიზეზისა, აჩქარებს რეპარაციულ პროცესებს და ხელს უწყობს დაზიანებული ქსოვილების შეხორცებას.
გერმანელმა ექიმმა დოქ. ჰანს ნეიპერმა გამოიყენა სერატიოპეპტიდაზა გულით ავადმყოფ პაციენტებში არტერიების დაცობის სამკურნალოდ, ამტკიცებს, რომ სერატიოპეპტიდაზა ხელს უწყობს თრომბების გაწოვას, და აგრეთვე ხელს უწყობს ვარიკოზული ვენების შევიწროებას.

ქირურგია: მყესების გაჭიმვა და გაწყვეტა, მოტეხილობა და ამოვარდნილობა, პლასტიკური ოპერაციის შემდგომი ანთება და რბილი ქსოვილების დაზიანება.
სერატიოპეპტიდაზას გამოყენება მუცლის ღრუს (ან სხვა) ოპერაციის შემდეგ, არა მხოლოდ აუმჯობესებს შეხორცების პროცესს, არამედ ამცირებს არასასურველი ნაწიბურების განვითარების ალბათობას. სერატიოპეპტიდაზას დანიშვნა რეკონსტრუქციული ოპერაციის ან/და იმობილიზაციის შემდეგ, ხელს უწყობს შეხორცების პროცესს. გარდა ამისა, იგი ეფექტურად ამცირებს ძვლოვანი ფრაგმენტებისა და კონტრაქტურის ცდომის რისკს. სერატიოპეპტიდაზა ამცირებს პოსტოპერაციულ შეშუპებას ქსოვილის გაკვეთის ადგილზე რაც გამოწვეულია პოსტოპერაციული რეაქციით. შედეგად, ამცირებს ქსოვილისა და ტრანსპლანტანტის შეუთავსებლობის რისკს. ყოველივე ეს, გვაძლევს საშუალებას მივიჩნიოთ მიზანშეწონილად მისი გამოყენება არა მხოლოდ ზოგად, არამედ პლასტიკურ ქირურგიაშიც.
სერატიოპეპტიდაზა აუმჯობესებს ანტიბიოტიკების შეღწევას საოპერაციო ველის მიმდებარე ქსოვილებში რაც არის საკმარისი პირობა იმისთვის, რომ თავიდან იქნას აცილებული ჭრილობის ინფიცირება ნებისმიერი სახის ქირურგიული ჩარევის შემდეგ.
ზედა სასუნთქი ორგანოებისა და გზების დაავადება: აადვილებს ბრონქებიდან ნახველის, ზედა სასუნთქი გზებიდან და დანამატი წიაღებიდან (ჰაიმორის და შუბლის) სეკრეტის გამოყოფას. დერმატოლოგია: მწვავე ანთებითი დერმატოზები. მეან გინეკოლოგიის: ჰემატომა, ამცირებს სარძევე ჯირკვლების შეშუპებას და უცვლელია მასტიტების დროს მეძუძური ქალებისათვის.

05

მიღების წესი და დოზირება

პრეპარატი მიიღება პერორალურად, საკვების მიღების შემდეგ. კაფსულა მიიღება მთლიანად, დაღეჭვის გარეშე, სითხის საკმარისი რაოდენობის დაყოლებით. მკურნალობის ხანგრძლივობა და დოზა დამოკიდებულია დაავადების ხასიათსა და დინამიკაზე, ასევე პაციენტის დაავადების თავისებურებებზე.
ჩვეულებრივ, პრეპარატი ინიშნება 1 კაფსულა 3 ჯერ დღეში, თუმცა საჭიროების შემთხვევაში დოზა შეიძლება დარეგულირდეს მკურნალი ექიმის მიერ.

06

უკუჩვენებები

ნიმესულიდი: ყველაზე ხშირად ვითარდება გვერდითი მოვლენები საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრიდან (ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, ღებინების შეგრძნება, ღებინება და დიარეა).
დერმატოლოგიური რეაქციები: გამონაყარი და ქავილი
ცნს-ის მხრივ: თავბრუსხვევა, უძილობა და თავის ტკივილი.
იშვიათად: გაძლიერებული ოფლდენა, აგღზნება (გაღიზიანება), ძილის დარღვევა.
ზოგჯერ, ღვიძლის ფერმენტების მომატება.
სერატიოპეპტიდაზა: მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი კანზე,
კანის მოწითალო შეფერილობა (იშვიათად).

07

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა: არ არის რეკომენდებული ნიმესულიდის და აგრეთვე სხვა (აასპ), ორსულობის ბოლო ვადებში მიღება. ლაქტაცია: ლაქტაციის პერიოდში გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევებში, როცა პოტენციური სარგებელი დედისათვის აღემატება პოტენციურ რისკს ახალშობილისათვის.
კინაზე-ნ უკუნაჩვენებია პაციენტებისათვის, რომელთაც ახასიათებთ ჰიპერმგრძნობელობა ნიმესულიდის, სერატიოპეპტიდაზას მიმართ.

ხანდაზმულები
ასაკი არ მოქმედებს სერატიოპეპტიდაზასა და ნიმესულიდის აბსორბციაზე, მეტაბოლიზმსა და ექსკრეციაზე.
თუმცა (აასპ) უნდა გამოყენებულ იქნას განსაკუთრებული სიფრთხილით ხანდაზმულ პაციენტებში, რადგან ისინი მეტად არიან მიდრეკილები გვერდითი ეფექტების გამოვლენის მიმართ. კერძოდ, რეკომენდებულია უმცირესი ეფექტური დოზის დანიშვნა სუსტი, ასაკოვანი და დაბალი წონის პაციენტებისათვის.

ბავშვები
ნიმესულიდის მიღება აკრძალულია 15 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის შესაძლებელი ჰეპატოტოქსიურობისგამო.
სიფთხილით: არტერიული ჰიპერტენზიით, გულის უკმარისობით და 2 ტიპის შაქრის დიაბეტით დაავადებულთათვის.

08

შენახვის პირობები

ინახება მზისგან დაცულ მშრალ ადგილას არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე.
ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე.

09

ვარგისობის ვადა

3 წელი

10

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II (გაიცემა რეცეპტით)

მწარმოებელი:
LARK LABORATORIES LTD.
SP-1192E. RIICO Ind.Area, Phase-IV.
Bhiwadi-301019Distt.-Alwar (Raj) INDIA.

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

სუარონი ®, 100მგ პაკეტი #10

სუარონი ®

SUARON ®

100მგ პაკეტი #10

ნიმესულიდი ჯი-ემ-პი, საქართველო
დან5.32 ₾
ეფრიდოლი, 100მგ გრანულა ორალური ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი №30

ეფრიდოლი

100მგ გრანულა ორალური ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი №30

ნიმესულიდი ფაინ ფუდს ენდ ფარმაცეუტიკალს, იტალია
დან12.43 ₾
სუარონი ®, 100მგ ტაბლეტი #20

სუარონი ®

SUARON ®

100მგ ტაბლეტი #20

ნიმესულიდი ჯი-ემ-პი, საქართველო
დან12.44 ₾
რადოფენი, ტაბლეტი №10

რადოფენი

ტაბლეტი №10

დიკლოფენაკი + Serratiopeptidase მედიკარე, ინდოეთი
დან12.75 ₾
ნიმესულიდი ბენე, 100მგ გრანულები პერორალური სუსპენზიის მოსამზადებლად პაკეტი №30

ნიმესულიდი ბენე

Nimesulide Bene

100მგ გრანულები პერორალური სუსპენზიის მოსამზადებლად პაკეტი №30

ნიმესულიდი Bene pharm, გერმანია
დან14.01 ₾
ნიდოლი გელი, 2% 30გ გარეგანი გამოყენების გელი ტუბში

ნიდოლი გელი

NIDOL® GEL

2% 30გ გარეგანი გამოყენების გელი ტუბში

ნიმესულიდი Polipharm Co, ტაილანდი
დან14.63 ₾
ნიდოლი, 30გ ტაბლეტი 1 ტაბლეტი №1

ნიდოლი

30გ ტაბლეტი 1 ტაბლეტი №1

ნიმესულიდი
დან17.15 ₾
ნიმესილი, 100მგ/2გ 2გ გრანულები შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლად პაკეტი №9; №15; №30

ნიმესილი

Nimesil

100მგ/2გ 2გ გრანულები შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლად პაკეტი №9; №15; №30

ნიმესულიდი Laboratorios Menarini, ესპანეთი
დან17.85 ₾
ემერონი, 100მგ ტაბლეტი №20

ემერონი

100მგ ტაბლეტი №20

ნიმესულიდი რეპლეკ ფარმა, მაკედონია
დან20.20 ₾
მაგენოლი, 100 მგ ხსნადი ტაბლეტი #30

მაგენოლი

MAGENOL

100 მგ ხსნადი ტაბლეტი #30

ნიმესულიდი ავერსი ფარმა, საქართველო
დან20.23 ₾
ემერონი, 2% 50გ გარეგანი გამოყენების გელი ტუბი №1

ემერონი

Emeron

2% 50გ გარეგანი გამოყენების გელი ტუბი №1

ნიმესულიდი REPLEK FARM Ltd. Skopje, მაკედონია
დან23.75 ₾
დოლორილ, 30მგ/გ გელი №1 50გრ

დოლორილ

30მგ/გ გელი №1 50გრ

ნიმესულიდი ლაბიოფარმა, პორტუგალია
დან34.00 ₾
დოლორილგელი, 30მგ 1 ტუბი №1

დოლორილგელი

30მგ 1 ტუბი №1

ნიმესულიდი
დან34.00 ₾
სერაფიქსი, 20მგ 30 ტაბლეტი №30

სერაფიქსი

20მგ 30 ტაბლეტი №30

Serratiopeptidase
დან44.29 ₾
პროტესოლი, კაფსულა 30 კოლოფი №30

პროტესოლი

კაფსულა 30 კოლოფი №30

selenium + Serratiopeptidase
დან44.96 ₾
პლექსერალი ფორტე, 20 კაფსულა №20

პლექსერალი ფორტე

20 კაფსულა №20

Serratiopeptidase
დან51.45 ₾
ექსუდაზიმი კაფს.N60, სპრეი 60 კაფსულა №60

ექსუდაზიმი კაფს.N60

სპრეი 60 კაფსულა №60

Chymotrypsin + Serratiopeptidase + Trypsin
დან107.00 ₾
ნეოსილი, 100მგ ტაბლეტი #20

ნეოსილი

Neosil

100მგ ტაბლეტი #20

ნიმესულიდი ნეოფარმი, საქართველო
Rx · რეცეპტით
ნეოსილი, 100მგ ფხვნილი ორალური ხსნარის მოსამზადებლად 7გ პაკეტი #10

ნეოსილი

NEOSILI

100მგ ფხვნილი ორალური ხსნარის მოსამზადებლად 7გ პაკეტი #10

ნიმესულიდი ნეოფარმი, საქართველო
Rx · რეცეპტით
ნიმუსოლის ტაბლეტი

ნიმუსოლის ტაბლეტი

NIMUSOL TABLETS

ნიმესულიდი Lark Laboratories, ინდოეთი
Rx · რეცეპტით
ნომიცინი, 100მგ/2გ 2გ გრანულები პერორალური სუსპენზიის მოსამზადებლად საშეტი №30 (10X3)

ნომიცინი

Nomicin

100მგ/2გ 2გ გრანულები პერორალური სუსპენზიის მოსამზადებლად საშეტი №30 (10X3)

ნიმესულიდი FINE FOODS & PHARMACEUTICALS, იტალია
Rx · რეცეპტით
ტორო-სანოველი, 30გ 1% გელი ადგილობრივი გამოყენებისათვის

ტორო-სანოველი

Toro-Sanovel

30გ 1% გელი ადგილობრივი გამოყენებისათვის

ნიმესულიდი SANOVEL ILAC SAN. ve TIC. AS, თურქეთი
ურეცეპტო

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.