8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 02136 Rx · რეცეპტით

ნეოსილი

NEOSILI

100მგ ფხვნილი ორალური ხსნარის მოსამზადებლად 7გ პაკეტი #10

ნეოსილი, 100მგ ფხვნილი ორალური ხსნარის მოსამზადებლად 7გ პაკეტი #10
მოქმედი ნივთიერება
ნიმესულიდი (Nimesulide)
მწარმოებელი
ნეოფარმი, საქართველო
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
პირაზოლინის წარმოებულები
იმპორტიორი საქართველოში
ნეოფარმი
გაცემის წესი
II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: ნიმესულიდი. ჯერ ყველაზე იაფი.

სუარონი ®, 100მგ პაკეტი #10

სუარონი ®

SUARON ®

100მგ პაკეტი #10

ნიმესულიდი ჯი-ემ-პი, საქართველო
დან5.32 ₾
ეფრიდოლი, 100მგ გრანულა ორალური ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი №30

ეფრიდოლი

100მგ გრანულა ორალური ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი №30

ნიმესულიდი ფაინ ფუდს ენდ ფარმაცეუტიკალს, იტალია
დან12.43 ₾
სუარონი ®, 100მგ ტაბლეტი #20

სუარონი ®

SUARON ®

100მგ ტაბლეტი #20

ნიმესულიდი ჯი-ემ-პი, საქართველო
დან12.44 ₾
ნიმესულიდი ბენე, 100მგ გრანულები პერორალური სუსპენზიის მოსამზადებლად პაკეტი №30

ნიმესულიდი ბენე

Nimesulide Bene

100მგ გრანულები პერორალური სუსპენზიის მოსამზადებლად პაკეტი №30

ნიმესულიდი Bene pharm, გერმანია
დან14.01 ₾
ნიდოლი გელი, 2% 30გ გარეგანი გამოყენების გელი ტუბში

ნიდოლი გელი

NIDOL® GEL

2% 30გ გარეგანი გამოყენების გელი ტუბში

ნიმესულიდი Polipharm Co, ტაილანდი
დან14.63 ₾
ნიდოლი, 30გ ტაბლეტი 1 ტაბლეტი №1

ნიდოლი

30გ ტაბლეტი 1 ტაბლეტი №1

ნიმესულიდი
დან17.15 ₾
ნიმესილი, 100მგ/2გ 2გ გრანულები შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლად პაკეტი №9; №15; №30

ნიმესილი

Nimesil

100მგ/2გ 2გ გრანულები შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლად პაკეტი №9; №15; №30

ნიმესულიდი Laboratorios Menarini, ესპანეთი
დან17.85 ₾
ემერონი, 100მგ ტაბლეტი №20

ემერონი

100მგ ტაბლეტი №20

ნიმესულიდი რეპლეკ ფარმა, მაკედონია
დან20.20 ₾
მაგენოლი, 100 მგ ხსნადი ტაბლეტი #30

მაგენოლი

MAGENOL

100 მგ ხსნადი ტაბლეტი #30

ნიმესულიდი ავერსი ფარმა, საქართველო
დან20.23 ₾
ემერონი, 2% 50გ გარეგანი გამოყენების გელი ტუბი №1

ემერონი

Emeron

2% 50გ გარეგანი გამოყენების გელი ტუბი №1

ნიმესულიდი REPLEK FARM Ltd. Skopje, მაკედონია
დან23.75 ₾
დოლორილ, 30მგ/გ გელი №1 50გრ

დოლორილ

30მგ/გ გელი №1 50გრ

ნიმესულიდი ლაბიოფარმა, პორტუგალია
დან34.00 ₾
დოლორილგელი, 30მგ 1 ტუბი №1

დოლორილგელი

30მგ 1 ტუბი №1

ნიმესულიდი
დან34.00 ₾
ნეოსილი, 100მგ ტაბლეტი #20

ნეოსილი

Neosil

100მგ ტაბლეტი #20

ნიმესულიდი ნეოფარმი, საქართველო
Rx · რეცეპტით
ნიმუსოლის ტაბლეტი

ნიმუსოლის ტაბლეტი

NIMUSOL TABLETS

ნიმესულიდი Lark Laboratories, ინდოეთი
Rx · რეცეპტით
ნომიცინი, 100მგ/2გ 2გ გრანულები პერორალური სუსპენზიის მოსამზადებლად საშეტი №30 (10X3)

ნომიცინი

Nomicin

100მგ/2გ 2გ გრანულები პერორალური სუსპენზიის მოსამზადებლად საშეტი №30 (10X3)

ნიმესულიდი FINE FOODS & PHARMACEUTICALS, იტალია
Rx · რეცეპტით
ტორო-სანოველი, 30გ 1% გელი ადგილობრივი გამოყენებისათვის

ტორო-სანოველი

Toro-Sanovel

30გ 1% გელი ადგილობრივი გამოყენებისათვის

ნიმესულიდი SANOVEL ILAC SAN. ve TIC. AS, თურქეთი
ურეცეპტო

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

შემადგენლობა

აქტიური სუბსტანცია: ნიმესულიდი - 0,1გ;
დამხმარე ნივთიერებები: შაქარი, სახარინ ნატრიუმი, ლიმონმჟავა, ნატრიუმის ციტრატი, ფორთოხლის ემულსია, ნატრიუმის ლაურილსულფატი, PEG 400.

02

ფარმაკოლოგიური თვისებები

ნიმესულიდი წარმოადგენს სულფონანილიდების ჯგუფის არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებას. ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედება. მოქმედების მექანიზმი განპირობებულია ფერმენტ ციკლოოქსიგენაზა-2-ის შერჩევითი კონკურენტული ინჰიბირებით, რომელიც თრგუნავს პროსტაგლანდინების _ შეშუპების, ანთების და ტკივილის მედიატორების სინთეზს.
გარდა ამისა, პრეპარატი თრგუნავს ხრტილოვანი ქსოვილის დამშლელი ფერმენტების (კოლაგენაზა, სტრომელიზინი, ელასტაზა) სინთეზს, რითაც აფერხებს ხრტილოვანი ქსოვილის დაზიანებას და ხელს უწყობს მისი სინთეზის რეგულირებას.

03

ფარმაკოკინეტიკა

შიგნით მიღების შემდეგ ნიმესულიდი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. საკვების მიღება ამცირებს აბსორბციის სიჩქარეს შეწოვის ხარისხის შეუცვლელად. სისხლის პლაზმაში ნიმესულიდის მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა მიღებიდან 1,5-2,5 სთ-ის შემდეგ, ხოლო მისი მოქმედება გრძელდება დაახლოებით 6 საათის მანძილზე. ნიმესულიდის 99% უკავშირდება პლაზმის ცილებს, აქტიურად მეტაბოლიზირდება ღვიძლში, მეტაბოლიტების 80% გამოიდევნება შარდის მეშვეობით, ხოლო 20% _ ფეკალურ მასებთან ერთად.

04

ჩვენებები

  • სხვადასხვა ეტიოლოგიის ტკივილი (თავის, კბილის, პოსტოპერაციული, პოსტტრავმული და სხვა);
  • სახსრებისა და კუნთების დაავადებები: სხვადასხვა გენეზის ოსტეოართრიტები, მათ შორის რევმატოიდული ართრიტი, ოსტეოართროზი, მაანკილოზებელი სპონდილიტი, ბურსიტი, ტენდენიტი;
  • ინფექციურ-ანთებითი დაავადებები ოტოლარინგოლოგიაში;
  • დისმენორეა (მტკივნეული მენსტრუაციის დროს).
  • ცხელებით მიმდინარე დაავადებები (კომბინირებულ თერაპიაში ჩართვის სახით);
  • პერიფერიული ნერვული სისტემის ანთებითი დაავადებები: ნევრალგია, ნევრიტი, პლექსიტი და სხვა;
05

მიღების წესი და დოზირება

პაკეტის შიგთავსი უნდა გაიხსნას ერთ ჭიქა წყალში.
დოზირება მოზრდილებისთვის: 1 პაკეტი (0,1გ) 2-ჯერ დღეში საკვების მიღების შემდეგ. 12-დან 18-წლამდე ასაკის ბავშვებისთვის და მოხუცებისთვის დოზის კორექცია არ არის საჭირო.
ასაკოვან პაციენტებში დოზის შერჩევა-შემცირება ხდება ექიმის მიერ პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით.
ნეოსილი უკუნაჩვენებია 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
პრეპარატის გამოყენება რეკომენდებულია რაც შეიძლება მცირე დროის განმავლობაში, რათა მინიმუმამდე შემცირდეს გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი.
პრეპარატი გამოიყენება არაუმეტეს 15 დღისა.

06

გვერდითი მოვლენები

ჩვეულებრივ ნეოსილი კარგად გადაიტანება, თუმცა შესაძლებელია განვითარდეს: საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დისკომფორტი ეპიგასტრიუმში, გულისრევა, დიარეა.
ცნს-ის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, უძილობა.
ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ერითემა, ჭინჭრის ციება, ქავილი.
იშვიათად აღინიშნება: ოლიგურია სითხის შეკავებითა და ქსოვილების ადგილობრივი ან დიფუზური შეშუპებით.
ნეოსილმა, სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მსგავსად შეიძლება გამოიწვიოს სტივენს-ჯონსონის, ლაიელის სინდრომი, ასევე ანაფილაქსური რეაქციები.
გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია და პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

07

უკუჩვენებები

  • მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.
  • აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებისადმი მაღალი მგრძნობელობა.
  • კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში.
  • ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის ზომიერი ან გამოხატული დარღვევები.
  • ჰემორაგიული პათოლოგიები;
  • კოაგულაციის დარღვევა;
  • ორსულობის და ლაქტაციის პერიოდი;
  • ბავშვები 12 წლამდე;
  • გულის უკმარისობა.
08

ორსულობა და ლაქტაცია

ნეოსილის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდირებული.

09

განსაკუთრებული მითითებები

ნეოსილი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში სისხლის შემადედებელი სისტემის დარღვევით და კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებებით, ასევე პაციენტებში, რომლებიც იღებენ ანტიკოაგულანტებს ან ანტიაგრეგანტებს.
თირკმელების დარღვეული ფუნქციის მქონე ავადმყოფებში საჭიროა ნიმესულიდის დოზა შემცირდეს გორგლოვანი ფილტრაციის მაჩვენებლის გათვალისწინებით.
პრეპარატმა შესაძლოა ქსოვილებში სითხის შეკავება გამოიწვიოს, ამიტომ პაციენტებში გულის უკმარისობით ნიმესულიდის დანიშვნა სიფრთხილით უნდა მოხდეს.
ნეოსილი სიფრთხილით ინიშნება ხანდაზმულ პაციენტებში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გამოხატულია ასაკობრივი სისუსტე.
პრეპარატის შემადგენლობაში შედის სახარინი, რაც გასათვალისწინებელია შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტების მკურნალობის დროს.

ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
პრეპარატის მიღების შემთხვევაში სიფრთხილის დაცვაა საჭირო ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის დროს, რადგან შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა და ძილიანობა, რაც გავლენას ახდენს ყურადღების კონცენტრირებისა და სწრაფი რეაგირების უნარზე.

10

ჭარბი დოზირება

დოზის გადაჭარბებისას აღინიშნება შემდეგი სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, ძილიანობა.
მკურნალობა სიმპტომურია, მიზანშეწონილია კუჭის ამორეცხვა, გააქტივებული ნახშირის მიღება.

11

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

სიფრთხილის დაცვაა საჭირო ნეოსილისა და ანტიკოაგულანტების, დიურეზული საშუალებების, ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების, ჰიპოგლიკემიური პრეპარატების, დიგოქსინის, ფენიტოინის, ლითიუმის პრეპარატების, სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების, ციკლოსპორინის, მეთოტრექსატის ერთდროული დანიშვნისას, რადგან შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს მათ ურთიერთქმედებას.

12

შენახვის პირობები

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
შენახვის პირობები: ინახება 15-25oC ტემპერატურის პირობებში, მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
ვარგისობის ვადის ამოწურვის ან ვიზუალური დათვალიერებისას დეფექტების აღმოჩენის შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია

13

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცვეტული პროდუქტის ჯგუფი III – გამოიყენება ექიმის დანიშნულების გარეშე.

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.