მონოგრაფია Nº 04968 ურეცეპტო
Solgar - Ginkgo Biloba
90მგ მცენარეული კაფსულა #60
- მოქმედი ნივთიერება
- გინკგო ბილობა (Ginkgo biloba)
- მწარმოებელი
- Solgar, აშშ
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- ცენტრალური ნერვული სისტემა
- იმპორტიორი საქართველოში
- PSP
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: გინკგო ბილობა. ჯერ ყველაზე იაფი.
ბილობილი
BILOBIL
40მგ კაფსულა №20
ბილომატი
80მგ სპრეი 30 კაფსულა №30
ბილობილ ინტენსი
Bilobil Intense
120 მგ კაფსულა №20
ვობილონი
VOBILON
80მგ კაფსულა №30
ბილობილ ფორტე
BILOBIL Forte
80მგ კაფსულა №20; №60
ტანაკანი
40მგ ტაბლეტი №90
ბილობა-რიცი ®
BILOBA RITZ ®
40მგ კაფსულა #20
ბილობა-რიცი ფორტე ®
BILOBA RITZ FORTE ®
80მგ კაფსულა #20
გინკგო ბენე
Ginkgo Bene
კაფსულა 120 მგ N30
ინსტრუქცია
შემადგენლობა
სტანდარტიზებული გინკგო ბილობას ფოთლის ექსტრაქტი
(გინკგოს ფლავონური გლიკოზიდები 21მგ [24%], ტერპენ ლაქტონები 5მგ [6%]) – 90მგ.
გინკგო ბილობას ფოთლის ფხვნილი - 45მგ.
ფარმაკოლოგიური თვისებები
სამკურნალო მცენარე გინკგო ბილობას ფოთლებიდან მიღებული ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებია: ფლავონური გლიკოზიდები და ტერპენ ლაქტონები.
ფლავონური გლიკოზიდები და ტერპენ ლაქტონები უზრუნველყოფენ სისხლძარღვთა კედლის გამტარობის შემცირებასა და ელასტიურობის ზრდას. ისინი აგრეთვე, აინჰიბირებენ თრომბოციტებისა და ერითროციტების აგრეგაციას. შედეგად, აუმჯობესებენ სისხლის რეოლოგიურ მაჩვენებლებსა და მიკროცირკულაციას, უზრუნველყოფენ მეტაბოლური პროცესების ნორმალიზებას.
გინკგო ბილობას შემადგენელი აქტიური ინგრედიენტები, აგრეთვე უზრუნველყოფენ თავის ტვინისა და პერიფერიული ქსოვილების ჟანგბადითა და გლუკოზით მომარაგებას. შესაბამისად, ეს ნივთიერებები ხასიათდებიან ანტიჰიპოქსიური მოქმედებით.
პროდუქტი აგრეთვე გამოირჩევა ცერებროპროტექტორული მოქმედებით. ვინაიდან, იგი ახდენს შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედებას თავის ტვინსა და პერიფერიულ ქსოვილებზე.
ანტიოსიდანტური თვისებებიდან გამომდინარე კი, იცავს უჯრედული მემბრანის ლიპიდებს ოქსიდაციური სტრესისგან.
ჩვენებები
სხვადასხვა ეტიოლოგიის დისცირკულატორული ენცეფალოპათია (ინსულტი, ქალა-ტვინის ტრავმა, ხანდაზმულობა), რომელსაც თან ახლავს მენტალური და კოგნიტური დარღვევები: ყურადღების კონცენტრაციისა და მეხსიერების დაქვეითება, ინტელექტუალური შესაძლებლობებისა და ძილის დარღვევა, შფოთვისა და შიშის შეგრძნებების გამძაფრება.
დემენცია (მათ შორის, ალცჰაიმერის დაავადების დროს გამოხატულიც).
მეხსიერებისა და ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა ახალგაზრდა ასაკში.
პერიფერიული სისხლის მიმოქცევისა და მიკროცირკულაციის დარღვევა (მათ შორის, არტერიოპათია), რომელსაც თან ახლავს: ტკივილი მოძრაობის დროს, სიცივის შეგრძნება და პარესთეზიები.
შარკოს სინდრომის სიმპტომური მკურნალობა, ქრონიკული მაობლიტირებელი ათეროსკლეროზის დროს.
რეინოს სინდრომი.
ნეიროსენსორული დარღვევები (სისხლძარღვოვანი და ინვოლუციური წარმოშობის თავბრუსხვევა და შუილი ყურებში, ჰიპოაკუზია).
ყვითელი ხალის ასაკობრივი დეგენერაცია.
დიაბეტური რეტინოპათია, ანგიოპათია, ნეიროპათია.
დამატებითი ინგრედიენტები: მიკროკრისტალური ცელულოზა, მცენარეული ცელულოზა, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, PhytO2 X® ნაზავი (L-ასკორბინის მჟავა და ნატურალური ბეტა-კაროტინი).
არ შეიცავს: გლუტეინს, სახამებელს, საფუარს, შაქარს, მარილს, ხელოვნურ არომატიზატორებს, დამატკბობლებს, კონსერვანტებსა და საღებავებს.
მიღების წესი და დოზირება
მიიღება თითო მცენარეული კაფსულა მინიმუმ 2-ჯერ დღეში, სასურველია საკვებთან ერთად. მდგომარეობის გაუმჯობესება აღინიშნება მკურნალობის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ. მკურნალობის ხანგრძლივობაა არანაკლებ 3 თვე.
არ მიიღება 18 წლამდე. შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
: 60 მცენარეული კაფსულა.
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.