8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 00458 ურეცეპტო

ბილობა-რიცი ფორტე ®

BILOBA RITZ FORTE ®

80მგ კაფსულა #20

ბილობა-რიცი ფორტე ®, 80მგ კაფსულა #20
მოქმედი ნივთიერება
გინკგო ბილობა (Ginkgo biloba)
მწარმოებელი
ჯი-ემ-პი, საქართველო
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ფიტოპრეპარატები
იმპორტიორი საქართველოში
ჯი-ემ-პი
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: გინკგო ბილობა. ჯერ ყველაზე იაფი.

ბილობილი, 40მგ კაფსულა №20

ბილობილი

BILOBIL

40მგ კაფსულა №20

გინკგო ბილობა კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან15.04 ₾
ბილომატი, 80მგ სპრეი 30 კაფსულა №30

ბილომატი

80მგ სპრეი 30 კაფსულა №30

გინკგო ბილობა
დან25.78 ₾

ბილობილ ინტენსი

Bilobil Intense

120 მგ კაფსულა №20

გინკგო ბილობა კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან27.96 ₾
ვობილონი, 80მგ კაფსულა №30

ვობილონი

VOBILON

80მგ კაფსულა №30

გინკგო ბილობა World Medicine ilac san ve tic as, თურქეთი
დან38.28 ₾
ბილობილ ფორტე, 80მგ კაფსულა №20; №60

ბილობილ ფორტე

BILOBIL Forte

80მგ კაფსულა №20; №60

გინკგო ბილობა კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან42.84 ₾
ტანაკანი, 40მგ ტაბლეტი №90

ტანაკანი

40მგ ტაბლეტი №90

გინკგო ბილობა მაიოლი ინდუსტრია, საფრანგეთი
დან53.98 ₾
Solgar - Ginkgo Biloba, 90მგ მცენარეული კაფსულა #60

Solgar - Ginkgo Biloba

90მგ მცენარეული კაფსულა #60

გინკგო ბილობა Solgar, აშშ
ურეცეპტო
ბილობა-რიცი ®, 40მგ კაფსულა #20

ბილობა-რიცი ®

BILOBA RITZ ®

40მგ კაფსულა #20

გინკგო ბილობა ჯი-ემ-პი, საქართველო
ურეცეპტო
გინკგო ბენე, კაფსულა 120 მგ N30

გინკგო ბენე

Ginkgo Bene

კაფსულა 120 მგ N30

გინკგო ბილობა Laboratorios Liconsa for Bene Pharm, გერმანია
ურეცეპტო

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

შემადგენლობა

პრეპარატის ერთი კაფსულა შეიცავს 80 მგ Ginkgo bilobae-ს ფოთლების მშრალ სტანდარტიზირებულ ექსტრაქტს: 24% გინკგოს ჰეტეროზიდები (Ginkgo fl avon glycosides) და 6% გინკგოლიდ-ბილობალიდები (თერპენე ლაცტონეს).
მოქმედების მექანიზმი
ბილობა-რიცი ფორტე მცენარეული წარმოშობის პრეპარატია. ექსტრაქტის აქტიური ნივთიერებები - ფლავონოიდური გლიკოზიდები, გინკგოლიდები და ბილობალიდები აუმჯობესებენ სისხლის მიმოქცევას და მის რეოლოგიურ მახასიათებლებს, აფართოებენ სისხლძარღვებს და ხელს უწყობენ მათი კედლების ელასტიკურობის ზრდას, აფერხებენ თრომბოციტების აგრეგაციას. პრეპარატი ახდენს მეტაბოლური პროცესების ნორმალიზებას, ახასიათებს ქსოვილებზე ანტიჰიპოქსიური მოქმედება. აუმჯობესებს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას, ჟანგბადისა და გლუკოზის მიწოდებას. აუმჯობესებს კიდურებში სისხლის მიმოქცევას, მიკროცირკულაციას და ვენების ტონუსს. გამოხატული აქვს შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება თავის ტვინსა და პერიფერიულ ქსოვილებზე.

02

ჩვენებები

  • სხვადასხვა ეტიოლოგიის დისცირკულაციური ენცეფალოპათია (ინსულტი, ქალა-ტვინის ტრავმა, ხანდაზმულობის ასაკი), რომელსაც ახლავს ყურადღების და/ან მეხსიერების, ინტელექტუალური შესაძლებლობების დაქვეითება, შიშის შეგრძნება, ძილის დარღვევა;
  • პერიფერიული სისხლის მიმოქცევის და მიკროცირკულაციის დარღვევა (მათ შორის ქვედა კიდურების არტერიოპათია), რეინოს სინდრომი;
  • ნეიროსენსორული დარღვევები (თავბრუსხვევა, შუილი ყურებში, ჰიპოაკუზია);
  • ყვითელი ხალის ასაკობრივი დეგენერაცია;
  • დიაბეტური რეტინოპათია.
03

მიღების წესი და დოზირება

ინიშნება თითო კაფსულა დღეში ორჯერ (დილას და საღამოს). მდგომარეობის გაუმჯობესება აღინიშნება ერთი თვის შემდეგ. მკურნალობის ხანგრძლივობა არანაკლებ 3 თვეა. საჭიროებისას შესაძლებელია განმეორებითი კურსის ჩატარება. კაფსულები ინიშნება კვებისგან დამოუკიდებლად, წყალთან ერთად.

04

გვერდითი მოვლენები

იშვიათად - კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის დარღვევა, თავის ტკივილი, კანზე გამონაყარი.

05

უკუჩვენებები

  • ორსულობისა და ლაქტაციის (ძუძუთი კვების) პერიოდი;
  • პრეპარატის კომპონენტებისადმი მაღალი მგრძნობელობა.
06

განსაკუთრებული მითითებები

არ არის რეკომენდებული ბილობა-რიცი ფორტეს და აცეტილსალიცილის მჟავას ან ანტიკოაგულანტების ერთდროული მიღება. პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღწერილი არ არის. არ არის რეკომენდებული პრეპარატთან ერთად ალკოჰოლის მიღება.

07

შენახვის პირობები

პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 2 წელი, ინახება 10-25oC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

08

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ექიმის რეცეპტის გარეშე!

09

რეგისტრაციის ნომერი და თარიღი

წს Nრ-003078 24.08.2007

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.