მონოგრაფია Nº 00457 ურეცეპტო
ბილობა-რიცი ®
BILOBA RITZ ®
40მგ კაფსულა #20
- მოქმედი ნივთიერება
- გინკგო ბილობა (Ginkgo biloba)
- მწარმოებელი
- ჯი-ემ-პი, საქართველო
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- ფიტოპრეპარატები
- იმპორტიორი საქართველოში
- ჯი-ემ-პი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: გინკგო ბილობა. ჯერ ყველაზე იაფი.
ბილობილი
BILOBIL
40მგ კაფსულა №20
ბილომატი
80მგ სპრეი 30 კაფსულა №30
ბილობილ ინტენსი
Bilobil Intense
120 მგ კაფსულა №20
ვობილონი
VOBILON
80მგ კაფსულა №30
ბილობილ ფორტე
BILOBIL Forte
80მგ კაფსულა №20; №60
ტანაკანი
40მგ ტაბლეტი №90
Solgar - Ginkgo Biloba
90მგ მცენარეული კაფსულა #60
ბილობა-რიცი ფორტე ®
BILOBA RITZ FORTE ®
80მგ კაფსულა #20
გინკგო ბენე
Ginkgo Bene
კაფსულა 120 მგ N30
ინსტრუქცია
შემადგენლობა
შემადგენლობა
პრეპარატის ერთი კაფსულა შეიცავს 40 მგ Ginkgo bilobae-ს ფოთლების მშრალ სტანდარტიზირებულ ექსტრაქტს: 24% გინკგოს ჰეტეროზიდები (Ginkgo flavon glycosides) და 6% გინკგოლიდ-ბილობალიდები (Terpene lactones).
მოქმედების მექანიზმი
ბილობა-რიცი მცენარეული წარმოშობის პრეპარატია. ექსტრაქტის აქტიური ნივთიერებები - ფლავონოიდური გლიკოზიდები, გინკგოლიდები და ბილობალიდები აუმჯობესებენ სისხლის მიმოქცევას და მის რეოლოგიურ მახასიათებლებს, აფართოებენ სისხლძარღვებს, აფერხებენ თრომბოციტების აგრეგაციას. პრეპარატი ახდენს მეტაბოლური პროცესების ნორმალიზებას, ახასიათებს ქსოვილებზე ანტიჰიპოქსიური მოქმედება. აუმჯობესებს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას, ჟანგბადისა და გლუკოზის მიწოდებას, ასევე - კიდურებში სისხლის მიმოქცევას. აქვს გამოხატული შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება თავის ტვინსა და პერიფერიულ ქსოვილებზე.
ჩვენებები
- თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა, რომელსაც ახლავს მეხსიერების, ყურადღებისა და ინტელექტუალური შესაძლებლობების დაქვეითება, შიშის შეგრძნება, თავბრუსხვევა, ყურებში ხმაური, ძილის დარღვევა;
- ქვედა კიდურებში სისხლის მიმოქცევის მოშლა, რომელსაც ახლავს ტკივილი სიარულის დროს, სიცივის შეგრძნება და პარესთეზიები.
მიღების წესი და დოზირება
ინიშნება თითო კაფსულა დღეში სამჯერ ჭამის შემდეგ. მდგომარეობის გაუმჯობესება აღინიშნება ერთი თვის შემდეგ. მკურნალობის ხანგრძლივობაა სამი თვე.
გვერდითი მოვლენები
იშვიათად - კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის დარღვევა, თავის ტკივილი, კანზე გამონაყარი.
უკუჩვენებები
პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა.
განსაკუთრებული მითითებები
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული, თუმცა დადგენილი არ არის ნაყოფზე მისი უარყოფითი გავლენა.
შენახვის პირობები
პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 2 წელი, ინახება 10-25oC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ექიმის რეცეპტის გარეშე!
რეგისტრაციის ნომერი და თარიღი
წს N რ - 000491 08.08.2005
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.