მონოგრაფია Nº 04912 ურეცეპტო
სელიო
Selio
ტაბლეტი #30
- მოქმედი ნივთიერება
- selenium (Selenium)
- მწარმოებელი
- Idee PharmaWelt GmbH, გერმანია
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
- იმპორტიორი საქართველოში
- ჯი-ემ-პი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: selenium. ჯერ ყველაზე იაფი.
სელენაზა
79მკგ ტაბლეტი 10 ტაბლეტი №10
სელევალინი
Selevalin
ტაბლეტი #30
აქსიომინი
Acksiomin
200 მკგ კაფსულა №30
სელენი 200
SELEN 200
200მკგ აბი # 30
სელენეტი
Selenet
ტაბლეტი #100
სელენაზა RP
selenase RP
ტაბლეტი #100
ნუტრაქსინი სელენი
Nutraxin Selenium
ტაბლეტი 100მკგ #100
ინსტრუქცია
შემადგენლობა
სელიოს ერთი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას სელენიუმს – 200 მკგ (სელენით გამდიდრებული საფუარის სახით) და შემდეგ დამხმარე ნივთიერებებს: მიკროკრისტალური ცელულოზა, ქსილიტოლი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა, ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები, სილიციუმის დიოქსიდი.
მოქმედების მექანიზმი
სელიოს შემადგენლობაში შემავალი სელენი აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის, პროსტატის და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმში მიმდინარე მეტაბოლური პროცესებში როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში. მამაკაცებში სელენი დადებითად მოქმედებს წინამდებარე ჯირკვლის ფუნქციონირებაზე, აძლიერებს და აუმჯობესებს რეპროდუქციულ ფუნქციას. სელენი – მძლავრი ანტიოქსიდანტია, რომელიც იცავს ორგანიზმს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან.
მეცნიერული კვლევებით დადასტურებულია სელენის მნიშვნელოვანი როლი უჯრედებში მიმდინარე ბიოლოგიურ პროცესებში, იმუნური სისტემის და ფარისებრი ჯირკვლის სათანადო ფუნქციონირებაში, თმებისა და ფრჩხილების ჯანსაღად შენარჩუნებაში, სპერმატოგენეზის პროცესში.
ორგანიზმში სელენის დეფიციტი იწვევს იმუნიტეტის და შრომისუნარიანობის დაქვეითებას, გულ-სისხლძარღვთა და ონკოლოგიური დაავადებების წარმოქმნას, მძიმე მეტალების დაგროვებას და ნაადრევ სიბერეს, შაქრიანი დიაბეტის, სახსრების დაავადებების განვითარებას, მამაკაცებში უშვილობას, ხოლო ქალებში სამშობიარო სისუსტის წარმოქმნას.
სელენს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო თვისებები. იგი ხელს უშლის ორგანიზმის გაცხიმოვნებას.
ჩვენებები
სელიო გამოიყენება ორგანზიმში სელენის უკმარისობის მკურნალობისთვის და პროფილაქტიკისთვის სხვადასხვა პათოლოგიური მდგომარეობების დროს, როგორიცაა:
- ორგანიზმის რეზისტენტულობის გაზრდა გაციების საწინააღმდეგოდ;
- აღდგენის პერიოდი ხანგრძლივი ან/და მძიმედ მიმდინარე დაავადებების შემდგომ, მათ შორის, ინფექციური დაავადებების;
- მომატებული ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა;
- სხვადასხვა ეტიოლოგიის ასთენიური მდგომარეობა;
- არაბალანსირებული და არასრულყოფილი კვება;
- იოდდეფიციტი;
- არასასურველი ეკოლოგიური გარემოს უარყოფითი ზემოქმედება (რადიაცია და სხვა) და მავნე ჩვევების (თამბაქოს მოწევა ალკოქოლის მიღება და სხვა) არსებობა;
- ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული დაავადებები;
- გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, ათეროსკლეროზი;
- წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფია (პროსტატიტი), რეპროდუქციული ფუნქციის დარღვევა, უნაყოფობა.
უკუჩვენებები
- შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა
- ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
უსაფრთხოების ზომები
სელიო არის საკვები დანამატი და არ გამოიყენება სრულფასოვანი კვებითი რაციონის ჩასანაცვლებლად. გამოყენების წინ რეკომენდებულია ექიმის კონსულტაცია.
დაუშვებელია რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება.
მიღების წესი და დოზირება
გამოიყენება ზრდასრულებში.
მიიღება პერორალურად, 1 ტაბლეტი დღეში.
ტაბლეტი მიიღეთ ჭამის შემდეგ, საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად.
გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია ალერგიული რეაქციების გამოვლინება.
შენახვის პირობები
ვარგისობის ვადა – 2 წელი.
ინახება მჭიდროდ დახურულ კონტეინერში, მშრალ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
გარსით დაფარული ტაბლეტი; 30 ტაბლეტი ბლისტერში, 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.