- მოქმედი ნივთიერება
- selenium (Selenium)
- მწარმოებელი
- Walmark, ჩეხეთი
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
- იმპორტიორი საქართველოში
- Walmark
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
-
PSP
სელევალინი - Selevalin 0.1მგ 30 ტაბლეტი
0.88 ₾ / ც. × 30
ყიდვა ↗26.40 ₾
ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: selenium. ჯერ ყველაზე იაფი.
სელენაზა
79მკგ ტაბლეტი 10 ტაბლეტი №10
აქსიომინი
Acksiomin
200 მკგ კაფსულა №30
სელენი 200
SELEN 200
200მკგ აბი # 30
სელენეტი
Selenet
ტაბლეტი #100
სელენაზა RP
selenase RP
ტაბლეტი #100
ნუტრაქსინი სელენი
Nutraxin Selenium
ტაბლეტი 100მკგ #100
სელიო
Selio
ტაბლეტი #30
ინსტრუქცია
შემადგენლობა
ერთი აბის შემადგენლობა: სელენი (Selenium yeast) ......0.10 მგ.
თვისებები
სელენის Selenium yeast ორგანულად დაკავშირებული სელენის ყველაზე ნაკლებად ტოქსიური ფორმაა ადამიანის ორგანიზმისათვის. შედის ორასამდე ფერმენტისა და ჰორმონის შემადგენლობაში. სელენდამოკიდებულია ცოცხალ ორგანიზმებში არსებული ყველაზე ძლიერი და მთავარი ანტიოქსიდანტი გლუტათიონპეროქსიდაზა. შედის იმ ფერმენტის შემადგენლობაში, რომელიც ააქტიურებს თიროქსინს. სელენის დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს ნივთიერებათა ცვლის შენელება და გაცხიმოვნება.
ფარმაკოლოგიური თვისებები
აქვს ანთებისსაწინააღმდეგო, ანტიათეროსკლეროზული, სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება. სელენი ითვლება ძლიერ კანცეროსტატიკულ აგენტად. იცავს დნმ-ის სტრუქტურას, აკონტროლებს უჯრედების ნორმალურ დაყოფას და ხელს უშლის სიმსივნური უჯრედების წარმოქმნას. ხელს უწყობს ორგანიზმიდან მომწამვლელი მეტალების გამოყოფას (კადმიუმი, ვერცხლისწყალი, ტყვია), რომლებიც აზიანებენ გულის კუნთს. სელენი იცავს ფარისებრ ჯირკვალს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისაგან. ამცირებს ორგანიზმზე არასასურველი ეკოლოგიური ფაქტორების ნეგატიურ ზეგავლენას, რის შედეგადაც მცირდება პროფესიული დაავადებების განვითარების რისკი. ანელებს დაბერების პროცესს.
ჩვენებები
- ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები;
- თირეოიდული ოფთალმოპათია;
- მხედველობის სიმახვილის დაქვეითება (მაკულოდისტროფია), კატარაქტა;
- ონკოლოგიური დაავადებები;
- სხივური თერაპიის შემდგომი პერიოდი;
- წინამდებარე ჯირკვლის (პროსტატის) ჰიპერტროფია;
- პანკრეატიტი;
- გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, ათეროსკლეროზი;
- გაფანტული სკლეროზი;
- კუნთოვანი დისტროფიები;
- რეპროდუქციული ფუნქციის დარღვევა, უნაყოფობა;
- აუტოიმუნური დაავადებები (ართრიტი, წითელი მგლურა, ფსორიაზი);
- რევმატოიდული ართრიტი;
- დერმატიტი, სოკოვანი ინფექციები, კვანძოვანი გამონაყარი.
მიღების წესი და დოზირება
მიიღება 3-დან 10 წლამდე 1 აბი (0.10 მგ.) დღეში, მოზრდილებში 1-2 აბი (0.10-0.20 მგ.) დღეში, ჭამის დროს.
გვერდითი მოვლენები და წინააღმდეგჩვენებები
ინდივიდუალური აუტანლობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
შენახვის პირობები
ინახება მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25*ჩ ტემპერატურაზე.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
გაიცემა ურეცეპტოდ.
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.