8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 02690 ურეცეპტო

სელენეტი

Selenet

ტაბლეტი #100

დან52.98 ₾ 2 აფთიაქში, ნახე ფასები →
სელენეტი, ტაბლეტი #100
მოქმედი ნივთიერება
selenium (Selenium)
მწარმოებელი
Vefa Ilaҫ, თურქეთი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
იმპორტიორი საქართველოში
ევროფარმა ჯორჯია
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

  • PSP ყველაზე იაფი

    სელენეტი - Selenet 45 ტაბლეტი

    1.18 ₾ / ც. × 45

  • ავერსი

    სელენეტი 200მკგ#45ტ

    1.18 ₾ / ც. × 45

ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: selenium. ჯერ ყველაზე იაფი.

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

ერთი ტაბლეტის შემადგენლობა:
სელენის L-მეთიონინი..........200 მკგ.

თვისებები: სელენის L-მეთიონინი ორგანულად დაკავშირებული სელენის ყველაზე ადვილად შეთვისებადი ფორმაა ადამიანის ორგანიზმისათვის. შედის ორასამდე ფერმენტისა და ჰორმონის შემადგენლობაში. სელენდამოკიდებულია ცოცხალ ორგანიზმებში არსებული ყველაზე ძლიერი და მთავარი ანტიოქსიდანტი გლუტათიონპეროქსიდაზა. შედის იმ ფერმენტის შემადგენლობაში, რომელიც ააქტიურებს თიროქსინს. სელენის დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს ნივთიერებათა ცვლის შენელება და გაცხიმოვნება.

02

ფარმაკოლოგიური თვისებები

სელენი ითვლება ძლიერ კანცეროსტატიკულ აგენტად. იცავს დნმ-ის სტრუქტურას, აკონტროლებს უჯრედების ნორმალურ დაყოფას და ხელს უშლის სიმსივნური უჯრედების წარმოქმნას. ხელს უწყობს ორგანიზმიდან მომწამვლელი მეტალების გამოყოფას (კადმიუმი, ვერცხლისწყალი, ტყვია), რომლებიც აზიანებენ გულის კუნთს. სელენი გულის კუნთს იცავს ჟანგბადოვანი შიმშილისაგან. სელენი იცავს ფარისებრ ჯირკვალს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისაგან. ამცირებს ორგანიზმზე არასასურველი ეკოლოგიური ფაქტორების ნეგატიურ ზეგავლენას, რის შედეგადაც მცირდება პროფესიული დაავადებების განვითარების რისკი. ასტიმულირებს თმის ზრდას. ანელებს დაბერების პროცესს.

გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში:
სელენის დეფიციტი
ანტიოქსიდანტური თერაპია
დაავადებები რომლების გამოწვეულია იმუნიტეტის დაქვეითებასთან, მწვავე და ქრონიკული ინფექციები
იოდდეფიციტი
ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები
თირეოიდული ოფთალმოპათია
მხედველობის სიმახვილის დაქვეითება (მაკულოდისტროფია), კატარაქტა
სხივური თერაპიის შემდგომი პერიოდი
წინამდებარე ჯირკვლის (პროსტატის) ჰიპერტროფია
გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, ათეროსკლეროზი
კუნთოვანი დისტროფიები
რეპროდუქციული ფუნქციის დარღვევა, უნაყოფობა
აუტოიმუნური დაავადებები (ართრიტი, წითელი მგლურა, ფსორიაზი)
რევმატოიდული ართრიტი
დერმატიტი, სოკოვანი ინფექციები, კვანძოვანი გამონაყარი

03

მიღების წესი და დოზირება

მიიღება 3-დან 10 წლამდე 50-100 მკგ. დღეში, მოზრდილებში 100-200 მკგ. დღეში, ჭამის დროს. ნუ გადააჭარბებთ მითითებულ დოზას.

გვერდითი მოვლენები და წინააღმდეგჩვენებები:
ინდივიდუალური აუტანლობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

04

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

ტაბლეტი #45, ბლისტერზე. 3 ბლისტერი მუყაოს კოლოფში გამოყენების რეკომენდაციასთან ერთად.

შენახვის წესი:
ინახება გრილ, მშრალ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.