მონოგრაფია Nº 03385 ურეცეპტო
აქსიომინი
Acksiomin
200 მკგ კაფსულა №30
დან28.01 ₾ 1 აფთიაქში, ნახე ფასები →
- მოქმედი ნივთიერება
- selenium (Selenium)
- მწარმოებელი
- ACONITUM, ლიტვა
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
- იმპორტიორი საქართველოში
- ვეგაფარმი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
-
PSP
აქსიომინი - Aksiomin 200მკგ 30 ტაბლეტი
0.93 ₾ / ც. × 30
ყიდვა ↗28.01 ₾
32.96 ₾
ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: selenium. ჯერ ყველაზე იაფი.
სელენაზა
79მკგ ტაბლეტი 10 ტაბლეტი №10
სელევალინი
Selevalin
ტაბლეტი #30
სელენი 200
SELEN 200
200მკგ აბი # 30
სელენეტი
Selenet
ტაბლეტი #100
სელენაზა RP
selenase RP
ტაბლეტი #100
ნუტრაქსინი სელენი
Nutraxin Selenium
ტაბლეტი 100მკგ #100
სელიო
Selio
ტაბლეტი #30
ინსტრუქცია
შემადგენლობა
: 1 კაფსულა შეიცავს 200 მკგ სელენს.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: მიკროელემენტი, ანტიოქსიდანტი, იმუნომოდულატორი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
აქსიომინი ბუნებრივი სელენის მაღალი შემცველობით გამოირჩევა, რომელსაც საუკეთესოდ ითვისებს ორგანიზმი.
სელენი საციცოცხლოდ აუცილებელ მიკროელემენტს წარმოადგენს. იგი აძლიერებს იმუნურ სისტემას, ამცირებს ორგანიზმზე რადიაციული ფაქტორების მავნე ზემოქმედებას.
სელენი უცილებელია ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირებისათვის.
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება ან პირიქით, ფუნქციის პათოლოგიური გაძლიერება იოდის ნაკლებობის გარდა, გამოწვეულია სელენის დეფიციტით. ამიტომ სელენის მიღება ისევე აუცილებელია, როგორც იოდის.
სელენი ასევე დადებით გავლენას ახდენს რეპროდუქციული სისტემის აქტიურ ფუნქციონირებაზე: ზრდის სპერმატოზოიდების მოძრაობით აქტივობას, მონაწილეობს განაყოფიერების პროსესში, ამცირებს თვითნებური აბორტის რისკს.
სელენი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მხედველობის ორგანოს, კანის, თმოვანი საფარველის ფუნქციურ მდგომარეობაზე.
ჩვენებები
- არასასურველი ეკოლოგიური გარემოს უარყოფითი ზემოქმედების ( რადიაცია და სხვა) და მავნე ჩვევების (თამბაქოს მოწევა, ალკოჰოლის მიღება და სხვა) შემცირების მიზნით;
- ორგანიზმის რეზისტენტულობის გაზრდა გაცივების საწინააღმდეგოდ;
- მომატებული ფიზიკური და გონებრივი დატვირთვების დროს;
- აღდგენის პერიოდი ხანგრძლივი ან/და მძიმედ მიმდინარე დაავადებების შემდგომ, მათ შორის ინფექციური დაავადებებისას;
- სხვადასხვა ეტიოლოგიის ასთენიური მდგომარეობის დროს;
- არაბალანსირებული და არასრულყოფილი კვების დროს;
- იოდდეფიციტის დროს.
- სელენის უკმარისობის მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის.
მიღების წესი და დოზირება
აქსიომინი ინიშნება საკვების მიღების დროს, წყალთან ერთად.
პრეპარატი რეკომენდირებულია დაენიშნოს მოზრდილებს 1 კაფსულა 1 - ჯერ დღეში 1 - 3 თვის განმავლობაში.
რეკომენდირებულია პროფილაქტიკური კურსის ჩატარება წელიწადში რამდენჯერმე.
გვერდითი მოვლენები
პრეპარატის რეკომენდებული დოზებით გამოყენების დროს გვერდითი ეფექტები არ აღინიშნება.
განსაკუთრებული მითითებები
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდებში პრეპარატის გამოყენება ხდება ექიმის რეკომენდაციით.
უკუჩვენებები
პრეპარატის უკუჩვენებას წარმოადგენს ჰიპერმგრძნობელობა მისი კომპონენტების მიმართ.
ავტომობილის მართვისა და ტექნიკასთან მუშაობის უნარზე:
გავლენას არ ახდენს.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
№30, კაფსულა ბლისტერზე.
შენახვის პირობები
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.