მონოგრაფია Nº 02664 ურეცეპტო
სალტამარე პლიუსი
SALTAMARE PLUS
50 მლ სპრეი ალუმინის ფლაკონში
- მოქმედი ნივთიერება
- Sea water
- მწარმოებელი
- World Medicine Ophthalmics
- იმპორტიორი საქართველოში
- WM-Ophthalmics
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: Sea water. ჯერ ყველაზე იაფი.
აქვა მარისი
AQUA MARIS
ცხვირის წვეთები 10მლ ფლაკონი #1
ნიამარინი
Niamarin
30 მლ; 50მლ; 100მლ სპრეი
აქვა მარისი
AQUA MARIS
აეროზოლი 30მლ ფლაკონი #1
აქვალორ ექსტრა ფორტე სპრეი
150მლ კაფ TEMP 1 სპრეი №1 150 მლ
ტეტესეპტი ცხვირის სპრეი
Tetesept
ცხვირის აეროზოლი 20მლ ფლაკონი # 1
აქვალორ სოფთი
125მლ სპრეი 1 ფლაკონი №1 125 მლ
სოლემარი
100მლ კაფ TEMP 1 სპრეი №1 100 მლ
ნბლ ცხვირის სპრეი
100მლ კაფ TEMP 1 ცალი №1 100 მლ
სინომარინი
sinomarin babies
5მლ მონოდოზა ფლაკონი #18
ჰიუმერი
Humer
150 მლ. ნაზალური სპრეი
რინოსედალი
RHINOSEDAL
სპრეი 20 მლ ფლაკონი #1
Niamarin-Panthenol ნიამარინი-პანთენოლი
Niamarin-Panthenol
ნაზალური სპრეი 50 მლ
აქვალორი
AQualor
ნაზალური სპრეი 125 მლ
მარ პლუსი
Mar Plus
5% ცხვირის აეროზოლი 20მლ ფლაკონი #1
სალტამარე
SALTAMARE
100 მლ სპრეი ალუმინის ფლაკონში
სალტამარე
SALTAMARE
100 მლ სპრეი ალუმინის ფლაკონში
სალტამარე პლიუსი
SALTAMARE PLUS
50 მლ სპრეი ალუმინის ფლაკონში
სინომარინი
Sinomarin
ბავშვთა და მოზარდთა ცხვირის სპრეი 100 მლ ფლაკონი #1
სინომარინი
Sinomarin
მოზრდილთა სპრეი 125 მლ ფლაკონი #1
ინსტრუქცია
ზოგადი დახასიათება
ნაზალური სპრეი
სტერილური
უფერო, გამჭვირვალე სითხე, მარილის გემოთი.
თვისებები
ზღვის წყლის სტერილური ჰიპერტონული ხსნარი გამოიყენება როგორც მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის, ასევე ჰიგიენის მიზნით. ასუფთავებს და იცავს ცხვირისა და ყელის ლორწოვან გარსს გამაღიზიანებელი ფაქტორებისაგან.
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი მიკროელემენტები ზრდიან ადგილობრივ იმუნიტეტს, რაც აძლიერებს ცხვირისა და ყელის ლორწოვანი გარსის რეზისტენტობას პათოგენური ბაქტერიებისა და ვირუსებისადმი.
პრეპარატ სალტამარე პლიუსის კომპონენტები, ალოე ვერას ექსტრაქტი და ევკალიპტის ზეთი აძლიერებენ ზღვის წყლის ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკურ და აღმდგენ მოქმედებას. ალოე ვერას ექსტრაქტი დამატებით ასტიმულირებს ადგილობრივ იმუნიტეტს.
პრეპარატ სალტამარე პლიუსის შეფრქვევის მიკროდიფუზური სისტემა უზრუნველყოფს ლორწოვანი გარსების ინტენსიურ დატენიანებას.
შემადგენლობა
1 ფლაკონი შეიცავს
აქტიური ნივთიერება: ზღვის წყლის სტერილური, ჰიპერტონული (2%) ხსნარი, ალოე ვერას ბუნებრივი ექსტრაქტი 0,03%, ევკალიპტის ზეთი 0,2%.
ჩვენებები
- ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება, განსაკუთრებით სხვადასხვა ქიმიური მედიკამენტებისადმი მგრძნობიარე პირებში, ასევე ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
- ცხვირის ღრუს, ცხვირის დანამატი წიაღების, ცხვირ-ხახის და ყელის მწვავე და ქრონიკული დაავადების სამკურნალოდ როგორიცაა:
- მწვავე და ქრონიკული რინიტები;
- მწვავე და ქრონიკული სინუსიტები;
- ნაზოფარინგიტი;
- მწვავე და ქრონიკული ჰაიმორიტი;
- ტონზილიტი, ადენოიდიტი, ფარინგიტი, ლარინგიტი.
- მწვავე რესპირატორული ვისურული ინფექციების პროფილაქტიკა და კომპლექსური თერაპია (მათ შორის ორსულებში და ლაქტაციის პერიოდში);
- ხახის ლორწოვანი გარსის სიმშრალე გამოწვეული გარემო ფაქტორებით (ცენტრალური გათბობა, კონდიცირებული ჰაერი და სხვა). ყელის ლორწოვანი გარსის ფიზიოლოგიური მახასიათებლების შენარჩუნების მიზნით.
წინააღმდეგჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია.
განსაკუთრებული მითითებები
წლამდე ასაკის ბავშვებში რეკომენდებულია ზღვის წყლის წვეთების სახით გამოყენება.
პრეპარატის ინტრანაზალური გამოყენება რეკომენდებულია 1 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში.
ყელის ირიგაციისათვის სალტამარე პლიუსის გამოყენება შესაძლებელია 3 წლის ასაკიდან.
მიღების წესი და დოზირება
სალტამარე პლიუსის გამოყენება შეიძლება როგორც ინტრანაზალურად, ასევე ყელის ირიგაციისათვის.
ინტრანაზალური გამოყენებისათვის:
ბავშვებში 1 წლის ასაკიდან და მოზრდილებში ინიშნება 1-2 შესხურება თითოეულ ნესტოში 3-4 ჯერ დღე-ღამეში, 2 კვირის განმავლობაში.
გამოყენების მეთოდიკა
1) ალუმინის ფლაკონს მოხსენით დამცავი სახურავი.
2) ფლაკონს გაუკეთეთ გამფრქვევი ადაპტერი #1
3) პირველად გამოყენებისას აუცილებელია გამფრქვევ ადაპტერს დააჭიროთ რამდენჯერმე
4) შეიყვანეთ გამფრქვევი ადაპტერი ცხვირის ღრუში
5) დააჭირეთ გამფრქვევი ადაპტერს და შეისხურეთ ცხვირის ღრუში 2-3 წამის განმავლობაში.
6) გაიმეორეთ იგივე ცხვირის მეორე ნესტოში.
ყოველი გამოყენების შემდეგ, აუცილებელია ფლაკონიდან გამფრქვევი ადაპტერის მოხსნა, ცხელი წყლით გარეცხვა და გაშრობა.
ყელის ლორწოვანი გარსის ირიგაციისათვის:
მოზრდილებში და ბავშვებში ინიშნება 3-4 შეფრქვევა 4-6 ჯერ დღე-ღამეში, 2 კვირის განმავლობაში.
გამოყენების მეთოდიკა
1) ალუმინის ფლაკონს მოხსენით დამცავი სახურავი.
2) ფლაკონს გაუკეთეთ გამფრქვევი ადაპტერი #2, მოიყვანეთ გამფრქვევი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში.
3) პირველადი გამოყენებისას აუცილებელია გამფრქვევ ადაპტერს დააჭიროთ რამდენჯერმე
4) შეიყვანეთ გამფრქვევი ადაპტერი პირის ღრუში. პრეპარატის შეყვანისას ფლაკონი უნდა გეჭიროთ ვერტიკალურად.
5) დააჭირეთ გამფრქვევ ადაპტერს და გააფრქვიეთ რამოდენიმე წამის განმავლობაში, მიმართეთ გამფრქვევი ხახის უკანა კედლისკენ.
ყოველი გამოყენების შემდეგ, აუცილებელია ფლაკონიდან გამფრქვევი ადაპტერის მოხსნა, ცხელი წყლით გარეცხვა და გაშრობა.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
რადგან პრეპარატი არ ახდენს სისტემურ მოქმედებას ორგანიზმზე, ურთიერთქმედება
სხვა სამკურნალო პრეპარატებთან აღინიშნული არ არის. გამოყენება შესაძლებელია სხვა სამკურნალო საშუალებებთან.
გვერდითი მოვლენები
გამოყენების დასაწყისში, იშვიათად შესაძლებელია ალერგიული რეაქციები და დისკომფორტის შეგრძნება.
ჭარბი დოზირება
პრეპარატ სალტამარე პლიუსის დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღნიშნული არ არის.
შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს 25oC ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
3 წელი გამოშვების თარიღიდან.
არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
გაიცემა ურეცეპტოდ.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
სპრეი ადგილობრივი გამოყენებისათვის
50 მლ პრეპარატი ალუმინის ფლაკონში, პოლიეთილენის გამფრქვევი ადაპტერით და პოლიპროპილენის თავსახურით, ცხვირის ღრუს გამოსარეცხად და ყელის ლორწოვანი გარსის ირიგაციისათვის.
ფლაკონი გამფრქვევი ადაპტერებით და დანართი ფურცლით მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.