8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 00270 ურეცეპტო

აქვა მარისი

AQUA MARIS

ცხვირის წვეთები 10მლ ფლაკონი #1

დან8.69 ₾ 1 აფთიაქში, ნახე ფასები →
აქვა მარისი, ცხვირის წვეთები 10მლ ფლაკონი #1
მოქმედი ნივთიერება
Sea water
მწარმოებელი
Jadran Galenski Laboratorij, ხორვატია
იმპორტიორი საქართველოში
გეფა
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

  • PSP

    აქვა მარის - Aqua maris 10 მლ. ცხვირის წვეთები საბავშვო

    8.69 ₾

    9.65 ₾

    ყიდვა ↗

ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: Sea water. ჯერ ყველაზე იაფი.

ნიამარინი, 30 მლ; 50მლ; 100მლ სპრეი

ნიამარინი

Niamarin

30 მლ; 50მლ; 100მლ სპრეი

Sea water Idee PharmaWelt GmbH, გერმანია
დან16.07 ₾
აქვა მარისი, აეროზოლი 30მლ ფლაკონი #1

აქვა მარისი

AQUA MARIS

აეროზოლი 30მლ ფლაკონი #1

Sea water Jadran Galenski Laboratorij, ხორვატია
დან18.27 ₾
აქვალორ ექსტრა ფორტე სპრეი, 150მლ კაფ TEMP 1 სპრეი №1 150 მლ

აქვალორ ექსტრა ფორტე სპრეი

150მლ კაფ TEMP 1 სპრეი №1 150 მლ

Sea water
დან21.94 ₾
ტეტესეპტი ცხვირის სპრეი, ცხვირის აეროზოლი 20მლ ფლაკონი # 1

ტეტესეპტი ცხვირის სპრეი

Tetesept

ცხვირის აეროზოლი 20მლ ფლაკონი # 1

Sea water Tetesept Pharma GmbH, გერმანია
დან24.00 ₾
აქვალორ სოფთი, 125მლ სპრეი 1 ფლაკონი №1 125 მლ

აქვალორ სოფთი

125მლ სპრეი 1 ფლაკონი №1 125 მლ

Sea water
დან25.79 ₾
სოლემარი, 100მლ კაფ TEMP 1 სპრეი №1 100 მლ

სოლემარი

100მლ კაფ TEMP 1 სპრეი №1 100 მლ

Sea water
დან26.48 ₾
ნბლ ცხვირის სპრეი, 100მლ კაფ TEMP 1 ცალი №1 100 მლ

ნბლ ცხვირის სპრეი

100მლ კაფ TEMP 1 ცალი №1 100 მლ

Sea water
დან26.78 ₾
სინომარინი, 5მლ მონოდოზა ფლაკონი #18

სინომარინი

sinomarin babies

5მლ მონოდოზა ფლაკონი #18

Sea water Gerolymatos International S.A.,, საბერძნეთი
დან27.41 ₾
ჰიუმერი, 150 მლ. ნაზალური სპრეი

ჰიუმერი

Humer

150 მლ. ნაზალური სპრეი

Sea water Delta Medical, საფრანგეთი
დან30.60 ₾
რინოსედალი, სპრეი 20 მლ ფლაკონი #1

რინოსედალი

RHINOSEDAL

სპრეი 20 მლ ფლაკონი #1

Sea water LABORATOIRES ELERTE, საფრანგეთი
დან50.86 ₾
Niamarin-Panthenol ნიამარინი-პანთენოლი, ნაზალური სპრეი 50 მლ

Niamarin-Panthenol ნიამარინი-პანთენოლი

Niamarin-Panthenol

ნაზალური სპრეი 50 მლ

Sea water Esensa, სერბეთი
ურეცეპტო
აქვალორი, ნაზალური სპრეი 125 მლ

აქვალორი

AQualor

ნაზალური სპრეი 125 მლ

Sea water Laboratoires Chemineau, საფრანგეთი
ურეცეპტო
მარ პლუსი, 5% ცხვირის აეროზოლი 20მლ ფლაკონი #1

მარ პლუსი

Mar Plus

5% ცხვირის აეროზოლი 20მლ ფლაკონი #1

Sea water შტადა, გერმანია
ურეცეპტო

სალტამარე

SALTAMARE

100 მლ სპრეი ალუმინის ფლაკონში

Sea water World Medicine Ophthalmics
ურეცეპტო

სალტამარე

SALTAMARE

100 მლ სპრეი ალუმინის ფლაკონში

Sea water World Medicine Ophthalmics
ურეცეპტო
სალტამარე პლიუსი, 50 მლ სპრეი ალუმინის ფლაკონში

სალტამარე პლიუსი

SALTAMARE PLUS

50 მლ სპრეი ალუმინის ფლაკონში

Sea water World Medicine Ophthalmics
ურეცეპტო

სალტამარე პლიუსი

SALTAMARE PLUS

50 მლ სპრეი ალუმინის ფლაკონში

Sea water World Medicine Ophthalmics
ურეცეპტო
სინომარინი, ბავშვთა და მოზარდთა ცხვირის სპრეი 100 მლ ფლაკონი #1

სინომარინი

Sinomarin

ბავშვთა და მოზარდთა ცხვირის სპრეი 100 მლ ფლაკონი #1

Sea water Gerolymatos International S.A.,, საბერძნეთი
ურეცეპტო
სინომარინი, მოზრდილთა სპრეი 125 მლ ფლაკონი #1

სინომარინი

Sinomarin

მოზრდილთა სპრეი 125 მლ ფლაკონი #1

Sea water Gerolymatos International S.A.,, საბერძნეთი
ურეცეპტო

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

100 მლ ხსნარი შეიცავს 30 მლ ადრიატიკის ზღვის წყალს ნატურალური მიკროელემენტებით და 70 მლ გასუფთავებულ წყალს.
არ შეიცავს კონსერვანტებს.
იონები:
Na - არანაკლებ 2.50 მგ/მლ;
Ca - არანაკლებ 0.08 მგ/მლ;
Mg2 - არანაკლებ 0.35 მგ/მლ;
Cl - არანაკლებ 5.50 მგ/მლ;
SO42 - არანაკლებ 0.60 მგ/მლ;
HCO3 - არანაკლებ 0.03 მგ/მლ;
აღწერილობა
უფერო გამჭვირვალე ხსნარი სუნის გარეშე.

02

ფარმაკოლოგიური თვისებები

სტერილიზებული იზოტონიური ზღვის წყალი ხელს უწყობს ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის ნორმალური ფიზიოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნებას. პრეპარატი ხელს უწყობს ლორწოს გათხელებას და მისი გამომუშავების ნორმალიზებას ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის ბოკალისებურ უჯრედებში.
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი მიკროელემენტები აუმჯობესებენ ციმციმის ეპითელიუმის ფუნქციას, ახდენენ ანთების საწინააღმდეგო, გამასუფთავებელ, მასტიმულირებელ, აღმდგენ მოქმედებას ცხვირის ღრუს ლორწოვან გარსზე. ალერგიული და ვაზომოტორული რინიტების დროს პრეპარატი ხელს უწყობს ცხვირის ლორწოვანადან ალერგენების ჩამორეცხვასა და მოშორებას, ადგილობრივი ანთებითი პროცესის შემცირებას.
ჰიგიენური მიზნებით გამოყენებული აქვა მარისი ხელს უწყობს ლორწოვანას გასუფთავებას მასზე დალექილი ქუჩისა და ოთახის მტვერისაგან.

03

ჩვენებები

  • ცხვირის ღრუს, დამატებითი სინუსებისა და ცხვირ-ხახის მწვავე და ქრონიკული ანთებითი დაავადებები;
  • ადენოიდები;
  • ოპერაციის შემდგომი პერიოდი (ცხვირის ღრუს ოპერაციების შემდეგ);
  • ალერგიული და ვაზომოტორული რინიტები, განსაკუთრებით იმ პირებში, რომლებიც მიდრეკილნი არიან ან აწუხებთ ჰიპერმგრძნობელობა სამკურნალო საშუალებების მიმართ, მ.შ. ორსულ ქალებსა და ლაქტაციის პერიოდში;
  • ცხვირის ღრუს ინფექციის პროფილაქტიკა შემოდგომა-ზამთრის პერიოდში (მ.შ. ორსულ ქალებსა და ლაქტაციის პერიოდში);
  • ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის სიმშრალე: ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის ფიზიოლოგიური მახასიათებლების შენარჩუნება შეცვლილ მკროკლიმატურ პირობებში – იმ პირებში, რომლებიც ცხოვრობენ და მუშაობენ შენობებში კონდიცირებული ჰაერით და/ან ცენტრალური გათბობით; ადამიანებში, რომელთა ზედა სასუნთქი გზების ლორწვანი გარსი მუდმივად იმყოფება მავნე ზემოქმედების ქვეშ (მწეველები, ავტოტრანსპორტის მძღოლები, ცხელ და მტვრიან საამქროებში მომუშავე ადამიანები, ასევე, რომლებიც იმყოფებიან მკაცრი კლიმატური პირობების რეგიონებში).
04

მიღების წესი და დოზირება

მკურნალობის მიზნით:
აქვა მარისი ცხვირის წვეთები ბავშვებისათვის:

  • ბავშვებში სიცოცხლის 1-ლი დღიდან: დღეში 4-ჯერ 2 წვეთი თითოეულ ნესტოში.

აქვა მარისი ნაზალური დოზირებული სპრეი:

  • 1-7 წლის ბავშვებში: დღეში 4-ჯერ ორი შესხურება თითოეულ ნესტოში;
  • 7-16 წლის ბავშვებში: დღეში 4-6-ჯერ ორი შესხურება თითოეულ ნესტოში;
  • მოზრდილებში: დღეში 4-8-ჯერ ორი-სამი შესხურება თითოეულ ნესტოში.

ყველა შემთხვევაში მკურნალობის კურსი 2-4 კვირას შეადგენს (ექიმის გადაწყვეტილების მიხედვით).
რეკომენდებულია ერთი თვის შემდეგ კურსის გამეორება.
ჰიგიენის მიზნით:
აქვა მარისი ცხვირის წვეთები ბავშვებისათვის:

  • ბავშვებში სიცოცხლის 1-ლი დღიდან ტუალეტი უნდა ჩატარდეს აქვა მარისის წვეთების ჩაწვეთების სახით დღეში 2-3-ჯერ 1-2 წვეთი თითოეულ ნესტოში.

აქვა მარისი ნაზალური დოზირებული სპრეი:

  • 1-7 წლის ბავშვებში: დღეში 3-ჯერ ერთი-ორი შესხურება თითოეულ ნესტოში;
  • 7-16 წლის ბავშვებში: დღეში 2-4-ჯერ ორი შესხურება თითოეულ ნესტოში;
  • მოზრდილებში: დღეში 3-6-ჯერ ორი-სამი შესხურება თითოეულ ნესტოში.

ბინძური გროვებისა და ცხვირიდან გამონადენის დარბილებისა და მოშორებისათვის:

  • აქვა მარისი შეისხურება ან ჩაიწვეთება იმდენი, რამდენსაც მოითხოვს სიტუაცია, ბამბის ან ცხვირსახოცის მეშვეობით გამოდენილი ზედმეტი სითხის მოწმენდით. პროცედურა შეიძლება მრავალჯერ განმეორდეს მანამ, სანამ დამაბინძურებელი ნაწილაკების გროვები წარმატებით არ დაბილდება და მოშორდება.
05

გვერდითი მოვლენები

შესაძლებელია ალერგიული რეაქციები.

06

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. 1 წლამდე ბავშვთა ასაკი (ნაზალური დოზირებული სპრეისათვის).

07

განსაკუთრებული მითითებები

ახალშობილებში, შუა ყურის ინფიცირების რისკის პრევენციის მიზნით, ცხვირის ღრუში ხსნარი ჩაიწვეთება სიფრთხილით ფლაკონზე მინიმალური დაჭერით.

08

ჭარბი დოზირება

ჭარბი დოზის შემთხვევები ცნობილი არ არის.

09

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

ვინაიდან პრეპარატი არ ახდენს სისტემურ ზემოქმედებას ორგანიზმზე, ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან აღნიშნული არ არის. დაიშვება სურდოს სამკურნალოდ გამოყენებად სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ერთად გამოყენება.

10

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25oC ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა
ცხვირის სპრეი, დოზატორით, 3 წელი. შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება არ შეიძლება.
ცხვირის წვეთები ბავშვებისთვის 2 წელი. შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება არ შეიძლება.

11

აფთიაქიდან გაცემის პირობები

რეცეპტის გარეშე.

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.