8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 02663 ურეცეპტო

სალტამარე

SALTAMARE

100 მლ სპრეი ალუმინის ფლაკონში

მოქმედი ნივთიერება
Sea water
მწარმოებელი
World Medicine Ophthalmics
იმპორტიორი საქართველოში
WM-Ophthalmics
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: Sea water. ჯერ ყველაზე იაფი.

აქვა მარისი, ცხვირის წვეთები 10მლ ფლაკონი #1

აქვა მარისი

AQUA MARIS

ცხვირის წვეთები 10მლ ფლაკონი #1

Sea water Jadran Galenski Laboratorij, ხორვატია
დან8.69 ₾
ნიამარინი, 30 მლ; 50მლ; 100მლ სპრეი

ნიამარინი

Niamarin

30 მლ; 50მლ; 100მლ სპრეი

Sea water Idee PharmaWelt GmbH, გერმანია
დან16.07 ₾
აქვა მარისი, აეროზოლი 30მლ ფლაკონი #1

აქვა მარისი

AQUA MARIS

აეროზოლი 30მლ ფლაკონი #1

Sea water Jadran Galenski Laboratorij, ხორვატია
დან18.27 ₾
აქვალორ ექსტრა ფორტე სპრეი, 150მლ კაფ TEMP 1 სპრეი №1 150 მლ

აქვალორ ექსტრა ფორტე სპრეი

150მლ კაფ TEMP 1 სპრეი №1 150 მლ

Sea water
დან21.94 ₾
ტეტესეპტი ცხვირის სპრეი, ცხვირის აეროზოლი 20მლ ფლაკონი # 1

ტეტესეპტი ცხვირის სპრეი

Tetesept

ცხვირის აეროზოლი 20მლ ფლაკონი # 1

Sea water Tetesept Pharma GmbH, გერმანია
დან24.00 ₾
აქვალორ სოფთი, 125მლ სპრეი 1 ფლაკონი №1 125 მლ

აქვალორ სოფთი

125მლ სპრეი 1 ფლაკონი №1 125 მლ

Sea water
დან25.79 ₾
სოლემარი, 100მლ კაფ TEMP 1 სპრეი №1 100 მლ

სოლემარი

100მლ კაფ TEMP 1 სპრეი №1 100 მლ

Sea water
დან26.48 ₾
ნბლ ცხვირის სპრეი, 100მლ კაფ TEMP 1 ცალი №1 100 მლ

ნბლ ცხვირის სპრეი

100მლ კაფ TEMP 1 ცალი №1 100 მლ

Sea water
დან26.78 ₾
სინომარინი, 5მლ მონოდოზა ფლაკონი #18

სინომარინი

sinomarin babies

5მლ მონოდოზა ფლაკონი #18

Sea water Gerolymatos International S.A.,, საბერძნეთი
დან27.41 ₾
ჰიუმერი, 150 მლ. ნაზალური სპრეი

ჰიუმერი

Humer

150 მლ. ნაზალური სპრეი

Sea water Delta Medical, საფრანგეთი
დან30.60 ₾
რინოსედალი, სპრეი 20 მლ ფლაკონი #1

რინოსედალი

RHINOSEDAL

სპრეი 20 მლ ფლაკონი #1

Sea water LABORATOIRES ELERTE, საფრანგეთი
დან50.86 ₾
Niamarin-Panthenol ნიამარინი-პანთენოლი, ნაზალური სპრეი 50 მლ

Niamarin-Panthenol ნიამარინი-პანთენოლი

Niamarin-Panthenol

ნაზალური სპრეი 50 მლ

Sea water Esensa, სერბეთი
ურეცეპტო
აქვალორი, ნაზალური სპრეი 125 მლ

აქვალორი

AQualor

ნაზალური სპრეი 125 მლ

Sea water Laboratoires Chemineau, საფრანგეთი
ურეცეპტო
მარ პლუსი, 5% ცხვირის აეროზოლი 20მლ ფლაკონი #1

მარ პლუსი

Mar Plus

5% ცხვირის აეროზოლი 20მლ ფლაკონი #1

Sea water შტადა, გერმანია
ურეცეპტო

სალტამარე

SALTAMARE

100 მლ სპრეი ალუმინის ფლაკონში

Sea water World Medicine Ophthalmics
ურეცეპტო
სალტამარე პლიუსი, 50 მლ სპრეი ალუმინის ფლაკონში

სალტამარე პლიუსი

SALTAMARE PLUS

50 მლ სპრეი ალუმინის ფლაკონში

Sea water World Medicine Ophthalmics
ურეცეპტო

სალტამარე პლიუსი

SALTAMARE PLUS

50 მლ სპრეი ალუმინის ფლაკონში

Sea water World Medicine Ophthalmics
ურეცეპტო
სინომარინი, ბავშვთა და მოზარდთა ცხვირის სპრეი 100 მლ ფლაკონი #1

სინომარინი

Sinomarin

ბავშვთა და მოზარდთა ცხვირის სპრეი 100 მლ ფლაკონი #1

Sea water Gerolymatos International S.A.,, საბერძნეთი
ურეცეპტო
სინომარინი, მოზრდილთა სპრეი 125 მლ ფლაკონი #1

სინომარინი

Sinomarin

მოზრდილთა სპრეი 125 მლ ფლაკონი #1

Sea water Gerolymatos International S.A.,, საბერძნეთი
ურეცეპტო

ინსტრუქცია

01

ზოგადი დახასიათება

ნაზალური სპრეი
სტერილური

უფერო გამჭვირვალე სითხე მარილის გემოთი.

თვისებები
პრეპარატი სალტამარე შეიცავს ბუნებრივი ზღვის წყლის ყველა აქტიურ ნივთიერებასა და მიკროელემენტებს: K, Mg, Na, Cl, Se, I, Ca, Zn, Cu, Fe და სხვა.
სალტამარე ხელს უწყობს ცხვირის ღრუსა და ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსის ნორმალური ფიზიოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნებას; გამორეცხავს ცხვირის ღრუს და ცხვირ-ხახის ყველა ნაწილს ასუფთავებს რა მათ ბაქტერიების, ვირუსების, ალერგენების, ქერქისა და ლორწოსაგან; ასტიმულირებს წამწამოვანი ეპითელიუმის დამცავ ფუნქციას, ზრდის ადგილობრივ იმუნიტეტს და ლორწოვანი გარსის რეზისტენტობას პათოგენური ვირუსების და ბაქტერიების მიმართ; ამცირებს ცხვირის ღრუსა და ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსის შეშუპებას, ხსნის გაღიზიანებას, ავლენს ანთების საწინააღმდეგო და დამატენიანებელ მოქმედებას, აუმჯობესებს ცხვირით სუნთქვას; ზრდის სამკურნალო მედიკამენტების თერაპიულ ეფექტს, რომლებიც ინიშნება ცხვირის ღრუსა და ცხვირ-ხახის ლორწოვან გარსებზე, ამცირებს მკურნალობის ხანგრძლივობას; აჩქარებს ლორწოვანი გარსის რეგენერაციის (შეხორცების და აღდგენის) პროცესებს და ამცირებს ცხვირის ღრუსა და წიაღებზე ჩატარებული ოპერაციების შემდგომი გართულებების რისკს. ხსნის ცხვირისა და ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას მავნე ფაქტორების ზემოქმედებისაგან: თამბაქო, გამონაბოლქვი ჰაერი, საწარმოო მტვერი, კონდიცირებული ჰაერი, ცენტრალური გათბობა, ეკოლოგიური და განსაკუთრებული კლიმატური პირობები.
პრეპარატის შეფრქვევის მიკროდიფუზური სისტემა უზრუნველყოფს ლორწოვანი გარსის ღრმა და ინტენსიურ დატენიანებას.

02

შემადგენლობა

ფლაკონი შეიცავს
აქტიური ნივთიერება: ზღვის წყლის სტერილური იზოტონური (0,9%) ხსნარი.

03

ჩვენებები

  • ცხვირის ღრუს, ცხვირ-ხახისა და სინუსების მწვავე, ქრონიკული, ინფექციური და ანთებითი დაავადებების პროფილაქტიკა და კომპლექსური თერაპია;
  • ცხვირის ღრუსა და ცხვირის დანამატ წიაღებზე ჩატარებული ქირურგიული ჩარევების შემდგომ ლორწოვანი გარსის რეგენერაცია და გართულებების პროფილაქტიკა;
  • ცხვირის ღრუს მომზადება მედიკამენტოზური თერაპიისათვის;
  • ცხვირის ღრუს ყოველდღიური ჰიგიენა;
  • ცხვირის ღრუს სიმშრალე;
  • მავნე ფაქტორების (თამბაქო, კონდიცირებული ჰაერი, საწარმოო მტვერი და სხვა) ზეგავლენა ზედა სასუნთქი გზების ლორწოვან გარსზე.
04

უკუჩვენებები

  • მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
05

ორსულობა და ლაქტაცია

შესაძლებელია პრეპარატის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.

06

განსაკუთრებული მითითებები

1 წლამდე ასაკის ბავშვებში რეკომენდებულია ზღვის წყლის (იზოტონიური ხსნარის) წვეთების სახით გამოყენება.

07

მიღების წესი და დოზირება

პრეპარატი სალტამარე გამოიყენება ინტრანაზალურად.
1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში და მოზრდილებში მკურნალობის მიზნით ინიშნება თითო შესხურება თითოეულ ნესტოში 4-6-ჯერ დღეში, ხოლო ცხვირის ღრუს ჰიგიენისათვის - 1-4-ჯერ დღეში.
2 წლამდე ასაკის ბავშვებში: გამორეცხვა ტარდება მწოლიარე მდგომარეობაში, მიაბრუნეთ ბავშვის თავი გვერდზე, გამორეცხეთ ერთი ნესტო, შემდეგ პროცედურა გაიმეორეთ მეორე ნესტოში. დასვით ბავშვი, მოწმინდეთ ცხვირიდან გამონადენი.
2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში და მოზრდილებში: გადაწიეთ თავი გვერდზე, გამორეცხეთ ერთი ნესტო, იგივე პროცედურა გაიმეორეთ მეორე ნესტოშიც.

08

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

რადგანაც პრეპარატი არ ახდენს სისტემურ ზემოქმედებას ორგანიზმზე, ურთიერთქმედება სხვა სამკურნაო პრეპარატებთან აღნიშნული არ არის. შესაძლებელია სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება.

09

გვერდითი მოვლენები

იშვიათად შესაძლებელია ალერგიული რეაქციები.

10

ჭარბი დოზირება

პრეპარატ სალტამარეს ჭარბი დოზირების შემთხვევები არ არის აღნიშული.

11

შენახვის პირობები

ინახება არა უმეტეს 25oC ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

12

ვარგისობის ვადა

3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

13

აფთიაქიდან გაცემის პირობები

გაიცემა რეცეპტის გარეშე.

14

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

ნაზალური სპრეი.
100 მლ პრეპარატი ალუმინის ფლაკონში პოლიეთილენის გამფრქვევი ადაპტერით და პოლიპროპილენის ხუფით.
ფლაკონი გამფრქვევი ადაპტერთან და გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.