მონოგრაფია Nº 01905 ურეცეპტო
მარ პლუსი
Mar Plus
5% ცხვირის აეროზოლი 20მლ ფლაკონი #1
- მოქმედი ნივთიერება
- Sea water
- მწარმოებელი
- შტადა, გერმანია
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- რინიტისა და სინუსიტის დროს გამოსაყენებელი საშუალებები
- მიმართულება
- ოტორინოლარინგოლოგია
- იმპორტიორი საქართველოში
- შტადა
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: Sea water. ჯერ ყველაზე იაფი.
აქვა მარისი
AQUA MARIS
ცხვირის წვეთები 10მლ ფლაკონი #1
ნიამარინი
Niamarin
30 მლ; 50მლ; 100მლ სპრეი
აქვა მარისი
AQUA MARIS
აეროზოლი 30მლ ფლაკონი #1
აქვალორ ექსტრა ფორტე სპრეი
150მლ კაფ TEMP 1 სპრეი №1 150 მლ
ტეტესეპტი ცხვირის სპრეი
Tetesept
ცხვირის აეროზოლი 20მლ ფლაკონი # 1
აქვალორ სოფთი
125მლ სპრეი 1 ფლაკონი №1 125 მლ
სოლემარი
100მლ კაფ TEMP 1 სპრეი №1 100 მლ
ნბლ ცხვირის სპრეი
100მლ კაფ TEMP 1 ცალი №1 100 მლ
სინომარინი
sinomarin babies
5მლ მონოდოზა ფლაკონი #18
ჰიუმერი
Humer
150 მლ. ნაზალური სპრეი
რინოსედალი
RHINOSEDAL
სპრეი 20 მლ ფლაკონი #1
Niamarin-Panthenol ნიამარინი-პანთენოლი
Niamarin-Panthenol
ნაზალური სპრეი 50 მლ
აქვალორი
AQualor
ნაზალური სპრეი 125 მლ
სალტამარე
SALTAMARE
100 მლ სპრეი ალუმინის ფლაკონში
სალტამარე
SALTAMARE
100 მლ სპრეი ალუმინის ფლაკონში
სალტამარე პლიუსი
SALTAMARE PLUS
50 მლ სპრეი ალუმინის ფლაკონში
სალტამარე პლიუსი
SALTAMARE PLUS
50 მლ სპრეი ალუმინის ფლაკონში
სინომარინი
Sinomarin
ბავშვთა და მოზარდთა ცხვირის სპრეი 100 მლ ფლაკონი #1
სინომარინი
Sinomarin
მოზრდილთა სპრეი 125 მლ ფლაკონი #1
ინსტრუქცია
შემადგენლობა
შემადგენლობა
იზოტონური ხსნარის 1 მლ შეიცავს დექსპანთენოლის 50 მგ-ს, ზღვის წყლის 50 მგ-ს, კალიუმის დიჰიდროფოსფატს (PH-ის დონის შესანარჩუნებლად) და გაწმენდილ წყალს.
1 შესაფრქვევი დოზა შეიცავს ხსნარის დაახლობით 0,14 მლ-ს.
ხსნარი არ შეიცავს კონსერვანტებს.
ჩვენებები
აჩქარებს ცხვირის გაღიზიანებული და დაზიანებული ლორწოვანი გარსის მოშუშებას. ატენიანებს, წმენდს და იცავს ცხვირის ლორწოვან გარსს, მაგალითად, სურდოს ან გაჭედილი ცხვირის შემთხვევაში. ცხვირის მოსავლელი სპრეი „მარ პლუსი“ 5% უხდება ბავშვებსა და ჩვილებს.
მიღების წესი და დოზირება
რა დოზითა და სიხშირით უნდა მივიღოთ ცხვირის მოსავლელი სპრეი „მარ პლუსი“ 5%?
მოთხოვნილების მიხედვით, უნდა შეიფრქვიოთ 1 - 2 დოზა ყოველ ნესტოში ერთ ან მეტჯერ დღეში.
დამცავი თავსახურის მოხსნის შემდეგ აიღეთ სპრეი ხელში და რამდენიმეჯერ მოუჭირეთ, სანამ არ გამოჩნდება სითხის თხელი ღრუბელი. პრეპარატის შემდეგი გამოყენებასას ამ პროცედურის გამეორება აღარაა საჭირო, რადგან ცხვირის მოსავლელი სპრეი „მარ პლუსი“ 5% უკვე მზად არის მოსახმარებლად. ამის შემდეგ სპრეის წვეტი უნდა შეიყოთ ნესტოში, მოუჭიროთ სპრეის 1-2-ჯერ და მსუბუქად შეისუნთქოთ ცხვირით.
სხვა ცხვირის მოსავლელ პრეპარატებთან ერთად გამოყენების შემთხვევაში, მაგალითად, ლორწოვანი გარსის შესივების შესამცირებლად, პირველ რიგში უნდა გამოიყენოთ ცხვირის მოსავლელი სპრეი „მარ პლუსი“ 5%.
გამოფრქვეული ხსნარის გარანტირებული მოცულობაა 20 მლ. რადგანაც სპრეის მილაკი ბოთლის ფსკერზე ოდნავ მოღუნულია, შეფრქვევისას ხსნარის დარჩენილი ნაწილი მილაკში იწოვება, მაგრამ არ იფრქვევა და ბოთლში ბრუნდება. ამიტომ ბოთლში ხსნარის ფაქტიური (ტექნიკური) მოცულობა უფრო მეტია, ვიდრე 20 მლ.
ცხვირის მოსავლელი სპრეის „მარ პლუსი“ 5% გამოყენება შეიძლება, სანამ შეუძლოდ ყოფნა არ გაივლის.
გვერდითი მოვლენები
არ შეინიშნება.
უკუჩვენებები
უცნობია.
ორსულობა და ლაქტაცია
ცხვირის მოსავლელი სპრეის „მარ პლუსი“ 5% ინსტრუქციის მიხედვით გამოყენება არ ახდენს მავნე ზემოქმედებას.
განსაკუთრებული მითითებები
ჰიგიენის დაცვის მიზნით გამოყენების შემდეგ წვეტი უნდა გარეცხოთ და შეინახოთ მშრალად. ყოველი ბოთლი უნდა განეკუთვნებოდეს მხოლოდ ერთ ადამიანს.
ცხვირის მოსავლელი სპრეი „მარ პლუსი“ 5% დამზადებულია კონსერვანტების გარეშე და ჩამოსხმულია სპეციალური საფრქვევი სისტემის მქონე ჭურჭელში. პროდუქტის ხარისხი და სპრეის მოქმედება რომ არ დაზარალდეს, ნუ დაშლით სპრეის (მაგალითად, ნუ მოხსნით ტუმბოს თავსახურს ბოთლიდან).
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
უცნობია.
შენახვის პირობები
შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება. გახსნილი ბოთლის ვარგისიანობის ვადა 6 თვეა.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.