8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 04841 ურეცეპტო

როვასტატ დუო

Rovastat Duo

20მგ + 10მგ ტაბლეტი №30

როვასტატ დუო, 20მგ + 10მგ ტაბლეტი №30
მოქმედი ნივთიერება
Ezetimib როზუვასტატინი (Rosuvastatin)
მწარმოებელი
ADAMED, პოლონეთი
იმპორტიორი საქართველოში
გეა
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: Ezetimib + როზუვასტატინი. ჯერ ყველაზე იაფი.

ზეტორი პლუსი, 5/10მგ ტაბლეტი №30; 10/10მგ ტაბლეტი №30; 20/10მგ ტაბლეტი №30

ზეტორი პლუსი

ZETOR PLUS

5/10მგ ტაბლეტი №30; 10/10მგ ტაბლეტი №30; 20/10მგ ტაბლეტი №30

Ezetimib + როზუვასტატინი ELPEN PHARMACEUTICAS, საბერძნეთი
დან34.85 ₾
როზულიპი პლუსი, 5მგ+10მგ მყარი კაფსულა №30

როზულიპი პლუსი

Rosulip Plus

5მგ+10მგ მყარი კაფსულა №30

Ezetimib + როზუვასტატინი Egis Pharmaceuticals PLC, უნგრეთი
დან34.85 ₾
როზულიპი პლუსი, 10მგ/10მგ კაფსულა №30

როზულიპი პლუსი

ROSULIP Plus

10მგ/10მგ კაფსულა №30

Ezetimib + როზუვასტატინი Egis Pharmaceuticals PLC, უნგრეთი
დან42.46 ₾
როზულიპი პლუსი, 20მგ/10მგ კაფსულა №30

როზულიპი პლუსი

Rosulip Plus

20მგ/10მგ კაფსულა №30

Ezetimib + როზუვასტატინი Egis Pharmaceuticals PLC, უნგრეთი
დან46.67 ₾
როვეზიქსი, 10მგ + 10მგ მყარი კაფსულა №30

როვეზიქსი

Rovezix

10მგ + 10მგ მყარი კაფსულა №30

Ezetimib + როზუვასტატინი Tecnimede group, პორტუგალია
დან46.74 ₾
როვეზიქსი, 20მგ + 10მგ მყარი კაფსულა №30

როვეზიქსი

Rovezix

20მგ + 10მგ მყარი კაფსულა №30

Ezetimib + როზუვასტატინი Tecnimede group, პორტუგალია
დან52.70 ₾
როვასტატ დუო, 10მგ + 10მგ ტაბლეტი №30 (3X10)

როვასტატ დუო

Rovastat Duo

10მგ + 10მგ ტაბლეტი №30 (3X10)

Ezetimib + როზუვასტატინი ADAMED, პოლონეთი
Rx · რეცეპტით

ინსტრუქცია

01

ჩვენებები

როვასტატ დუოს ტაბლეტები შეიცავს ორ მოქმედ ნივთიერებას ერთ ტაბლეტში. პირველი მოქმედი ნივთიერება არის როზუვასტატინი, რომელიც მიეკუთვნება ე. წ. სტატინების ჯგუფს. მეორე მოქმედი ნივთიერება არის ეზეტიმიბი.

როვასტატ დუო არის პრეპარატი, რომელიც გამოიყენება საერთო ქოლესტერინის, „მავნე“ ქოლესტერინის (დსლპ ქოლესტერინის) და ცხიმების (ტრიგლიცერიდების) დონეების დასაწევად სისხლში. გარდა ამისა, პრეპარატი ზრდის „სასარგებლო“ ქოლესტერინის (მსლპ ქოლესტერინის) დონეს. პრეპარატი იწვევს სისხლში ქოლესტერინის დონეების დაწევას ორმაგი მოქმედებით: ამცირებს ქოლესტერინის შეწოვას საჭმლის მომნელებელ ტრაქტში და ასევე, ამცირებს ქოლესტერინის წარმოქმნას ორგანიზში.

ადამიანთა უმრავლესობაში ქოლესტერინის მაღალი დონე გავლენას არ ახდენს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რადგან არ იწვევს არავითარ სიმპტომს. თუმცა, თუ არ მოხდა მომატებული ქოლესტერინის დონის მქონე პაციენტების მკურნალობა, ეს გამოიწვევს სისხლძარღვების კედლებში ცხიმების დაგროვებას და შედეგად, სისხლძარღვების შევიწროვებას.

ზოგჯერ შეიძლება მოხდეს ამგვარად შევიწროვებული სისხლძარღვების დაცობა და სისხლი აღარ მიეწოდოს გულს ან თავის ტვინს, რაც გამოიწვევს ინფარქტს ან ინსულტს. ქოლესტერინის დონის დაწევამ შეიძლება შეამციროს ინფარქტის, ინსულტის და ანალოგიური ჯანმრთელობის პრობლემების რისკი.

როვასტატ დუოს ტაბლეტები გამოიყენება იმ პაციენტებში, რომლებშიც ქოლესტერინის დონის დაწევა ვერ მიიღწევა მხოლოდ დიეტით. ამ პრეპარატის გამოყენების პერიოდში უნდა გაგრძელდეს ქოლესტერინის დაწევისაკენ მიმართული დიეტის დაცვა.

თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ როვასტატ დუოს ტაბლეტები, თუ უკვე იღებთ როზუვასტატინსა და ეზეტიმიბს ამავე დოზებით.

როვასტატ დუოს ტაბლეტები გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ:

  • სისხლში ქოლესტერინის მომატებული დონე (პირველადი ჰიპერქოლესტერინემია);
  • გულის დაავადება, როვასტატ დუო ამცირებს გულის შეტევის, ინსულტის, გულის სისხლის ნაკადის გაზრდის მიზნით გაკეთებული ოპერაციის რისკს ან გულმკერდის ტკივილით განპირობებულ ჰოსპიტალიზაციას.

როვასტატ დუოს ტაბლეტები ხელს არ უწყობს წონაში დაკლებას.

02

უკუჩვენებები

არ მიიღოთ როვასტატ დუო, თუ:

გაქვთ ალერგია როზუვასტატინზე, ეზეტიმიბზე ან ამ პრეპარატის რომელიმე კომპონენტზე

(კომპონენტები ჩამოთვლილი მე-6 პუნქტში).

გაქვთ ღვიძლის დაავადება.

  • გაქვთ თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევა.
  • აღგენიშნებათ განმეორებითი, აუხსნელი ტკივილი კუნთებში (მიოპათია).
  • იღებთ პრეპარატს, რომელსაც ეწოდება ციკლოსპორინი (გამოიყენება მაგ. ორგანოს ტრანსპლანტაციის შემდეგ).
  • ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს. თუ როვასტატ დუოს ტაბლეტების მიღების დროს დაორსულდებით, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მისი მიღება დამიმართეთ თქვენს ექიმს. ქალები უნდა მოერიდონ დაორსულებას როვასტატ დუოს ტაბლეტების გამოყენების პერიოდში და ამ მიზნით გამოიყენონ კონტრაცეფციის შესაბამისი საშუალებები (იხ. ქვემოთ: ორსულობა და ძუძუთი კვება).

თუ რომელიმე ზემოთ მითითებული მდგომარეობა გეხებათ თქვენ (ან თუ გეპარებათ ეჭვი), აცნობეთ თქვენს ექიმს ამის თაობაზე.

03

განსაკუთრებული მითითებები

როვასტატ დუოს ტაბლეტების მიღებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ:

  • გაქვთ თირკმელების დაავადება.
  • გაქვთ ღვიძლის დაავადება.

გაქვთ განმეორებითი ან აუხსნელი ტკივილები კუნთებში,კუნთების დაავადებები პირადად ან ოჯახურ ანამნეზში ან გქონიათ პრობლემები კუნთებთან დაკავშირებით ქოლესტერინის დამწევი სხვა პრეაპრატების მიღებისას. დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ განგივითარდათ კუნთების აუხსნელი ტკივილი, განსაკუთრებით, თუ ცუდად გრძნობთ თავს ან თუ გაქვთ ცხელება. აგრეთვე უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ განგივითარდათ კუნთების მუდმივი სისუსტე.

  • ხართ აზიური წარმომავლობის (იაპონელი, ჩინელი, ფილიპინელი, ვიეტნამელი, კორეელი ან ინდოელი). თქვენმა ექიმმა უნდა შეარჩიოს თქვენთვის შესაფერისი როვასტატ დუოს ტაბლეტების დოზა.
  • იღებთ ინფექციის სამკურნალო პრეპარატს, მათ შორის აივ-ინფექციის ან C ჰეპატიტის, მაგ.
  • ლოპინავირს/რიტონავირს და/ან ატაზანავირს, სიმეპრევირს, იხ. „სხვა პრეპარატები და როვასტატ დუოს ტაბლეტები“.
  • გაქვთ სუნთქვის მძიმე უკმარისობა.
  • იღებთ სხვა მედიკამენტებს, სახელწოდებით ფიბრატებს ქოლესტერინის დონის დასაწევად. იხ. „სხვა პრეპარატები და როვასტატ დუოს ტაბლეტები“.
  • რეგულარულად მოიხმართ დიდი რაოდენობით ალკოჰოლს.
  • დარღვეული გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია (ჰიპოთირეოზი).
  • ხართ 70 წლის ზემოთ ასაკის (თქვენმა ექიმმა უნდა შეარჩიოს თქვენი ასაკისათვის შესაფერისი როვასტატ დუოს ტაბლეტების დოზა).
  • იღებთ ან მიიღეთ პრეპარატი სახელწოდებით ფუზიდის მჟავა (სამკურნალო საშუალებები ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ) პერორალურად ან ინექციის სახით, ბოლო 7 დღის განმავლობაში. ფუზიდიუმის მჟავისა და როვასტატ დუოს კომბინირებული გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს სერიოზული გართულებები კუნთების მხრივ (რაბდომიოლიზი).

თუ თქვენ გეხებათ რომელიმე ზემოთ მითითებული (ან თუ არ ხართ დარწმუნებული): როვასტატ დუოს ტაბლეტების მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

პაციენტთა მცირე რაოდენობაში სტატინებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ ღვიძლის ფუნქციაზე. ეს ცვლილებები ვლინდება სისხლში ღვიძლის ფერმენტების დონის მომატებით მარტივი გაზომვისას. ამიტომ ექიმი დაგინიშნავთ სისხლის ამგვარი გამოკვლევის რეგულარულად ჩატარებას (ღვიძლის ფუნქციური სინჯები) როვასტატ დუოს ტაბლეტებით მკურნალობის დროს. აუცილებელია ექიმთან ვიზიტი მის მიერ დანიშნული ლაბორატორიული კვლევების ჩასატარებლად.

თუ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი ან მისი განვითარების რისკი, თქვენი მკურნალი ექიმი ყურადღებით დააკვირდება თქვენს მდგომარეობას ამ პრეპარატის მიღების დროს. სავარაუდოდ, თქვენ გაქვთ შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკი, თუ სისხლში მაღალია შაქრისა და ცხიმების დონეები, გაქვთ ჭარბი წონა და მაღალი არტერიული წნევა.

თუ საავადმყოფოში მოხვდებით ან მკურნალობთ სხვა დაავადების გამო, უთხარით სამედიცინო პერსონალს, რომ იღებთ როვასტატ დუოს ტაბლეტებს.

ბავშვები და მოზარდები

რეკომენდებული არ არის როვასტატ დუოს ტაბლეტების გამოყენება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში.

სხვა პრეპარატები და როვასტატ დუოს ტაბლეტები

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს იმ პრეპარატის შესახებ, რომლებსაც იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან შეიძლება მიიღოთ.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატს:

  • ციკლოსპორინი (გამოიყენება, მაგალითად, ორგანოების გადანერგვის შემდეგ, გადანერგილი ორგანოს უკუგდების თავიდან ასაცილებლად. ერთდროული გამოყენება აძლიერებს როზუვასტატინის მოქმედებას). არ მიიღოთ როვასტატ დუოს ტაბლეტები, თუ იღებთ ციკლოსპორინს.
  • სისხლის გამათხელებელი პრეპარატები, მაგალითად, ვარფარინი, აცენოკუმაროლი ან ფლუინდიონი (როვასტატ დუოს ტაბლეტებთან ერთად მიღება ზრდის მათ მოქმედებას სისხლის შედედებაზე და სისხლდენის რისკს), ან კლოპიდოგრელი.
  • სხვა სამკურნალო საშუალებები, რომლებსაც ეწოდებათ ფიბრატები და გამოიყენება ქოლესტერინის დონის დასაწევად, აგრეთვე სისხლში ტრიგლიცერიდების დონის კორექციისათვის (მაგ. გემფიბროზილი და სხვა ფიბრატები). როზუვასტატინის მოქმედება ძლიერდება ფიბრატებთან ერთად მიღებისას.
  • ქოლესტირამინი (ქოლესტერინის დამწევი პრეპარატი) – გავლენას ახდენს ეზეტიმიბის მოქმედების მექანიზმზე.
  • რეგორაფენიბი (გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ).
  • ნებისმიერი ანტივირუსული საშუალება, როგორც მონოთერაპიის, ასევე კომბინაციის სახით რომლებიც გამოიყენება აივ ინფექციის ან C ჰეპატიტის სამკურნალოდ (იხ. გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები): რიტონავირი, ლოპინავირი, ატაზანავირი, სიმეპრევირი, ომბიტასვირი, პარიტაპრევირი, დასაბუვირი, ველპატასვირი, გრაზოპრევირი, ელბასვირი, გლეკაპრევირი, პიბრენტასვირი. იხ. პუნქტი გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები.
  • ალუმინისა და მაგნიუმის შემცველი კუჭის აშლილობის სამკურნალო საშუალებები (გამოიყენება კუჭში მჟავის გასანეიტრალებლად; ისინი ამცირებენ როზუვასტატინის პლაზმურ დონეს.) ეს ეფექტი შეიძლება შემცირდეს თუ ეს პრეპარატები მიიღება როზუვასტატინის მიღებიდან 2 საათის შემდეგ.
  • ერითრომიცინი (ანტიბიოტიკი). ამგვარი კომბინაცია იწვევს როზუვასტატინის ეფექტის შემცირება.
  • ფუზიდის მჟავა. თუ იღებთ ფუზიდის მჟავას, ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ, პერორალურად, მაშინ დროებით უნდა შეწყვიტოთ ამ პრეპარატის მიღება. თქვენი ექიმი აგიხსნით როდის არის უსაფრთხო როვასტატ დუოს ტაბლეტების მიღების განახლება. როვასტატ დუოს ტაბლეტების კომბინირებულმა გამოყენებამ ფუზიდის მჟავასთან ერთად იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს კუნთების სისუსტე, დაავადება ან ტკივილი (რაბდომიოლიზი). დამატებითი ინფორმაცია რაბდომიოლიზის შესახებ იხ. მე-4 პუნქტში.
  • პერორალური კონტრაცეპტივები (აბები). ხდება კონტრაცეფციული ტაბლეტებიდან სასქესო ჰორმონების შეწოვის მომატება.
  • ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია (ზრდის სისხლში ჰორმონების დონეს).

თუ საავადმყოფოში მოხვდებით ან მკურნალობთ სხვა დაავადების გამო, უთხარით სამედიცინო პერსონალს, რომ იღებთ როვასტატ დუოს ტაბლეტებს.

04

ორსულობა და ლაქტაცია

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ცდილობთ დაორსულებას ან ფიქრობთ რომ შეიძლება იყოთ ორსულად, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე.

ორსულობა

არ მიიღოთ როვასტატ დუოს ტაბლეტები, თუ ხართ ორსულად, ცდილობთ დაორსულებას ან ფიქრობთ რომ შეიძლება იყოთ ორსულად. თუ როვასტატ დუოს ტაბლეტების მიღების დროს დაორსულდებით, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მისი მიღება და აცნობეთ თქვენს ექიმს ამის თაობაზე. როვასტატ დუოს ტაბლეტებით მკურნალობისას ქალებმა უნდა გამოიყენონ კონტრაცეფციული საშუალებები.

ძუძუთი კვება

მიიღოთ როვასტატ დუოს ტაბლეტები, თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ვინაიდან, ცნობილი არ არის, აღწევს თუ არა ეს პრეპარატი დედის რძეში.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმების გამოყენება

მოსალოდნელი არ არის, რომ როვასტატ დუოს ტაბლეტებმა უარყოფითად იმოქმედონ სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმების გამოყენების უნარზე. თუმცა, მხედვლობაში უნდა იქნას მიღებული, რომ ზოგიერთ ადამიანში როვასტატ დუოს ტაბლეტების გამოყენების შემდეგ შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა. თავბრუსხვევის განვითარებისას, სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმების გამოყენების წინ კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს.

როვასტატ დუოს ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატს

თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან როვასტატ დუოს ტაბლეტების გამოყენებამდე.

3. როგორ მიიღება როვასტატ დუო ტაბლეტები

ეს პრეპარატი მიიღეთ ზუსტად თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად. თუ დარწმუნებული არ ხართ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

როვასტატ დუოს ტაბლეტების მიღებისას უნდა გააგრძელოთ დიეტა ქოლესტერინის დაბალი შემცველობით და საკმარისი ფიზიკური დატვირთვა.

მოზრდილებისთვის რეკომენდებული დოზა შეადგენს დღეში ერთ ტაბლეტს

მიიღეთ როვასტატ დუოს ტაბლეტები დღეში ერთხელ.

ეს პრეპარატი შეგიძლიათ მიიღოთ დღის ნებისმიერ დროს, საკვების მიღების მიუხედავად. გადაყლაპეთ ყოველი ტაბლეტი მთლიანად წყლის დაყოლებით.

პრეპარატი უნდა მიიღოთ ყოველ დღე, ერთსადაიმავე დროს.

როვასტატ დუოს ტაბლეტები არ არის შესაფერისი საწყისი მკურნალობისთვის. მკურნალობის დაწყება ან დოზის კორექცია, საჭიროების შემთხვევაში, უნდა მოხდეს მხოლოდ მოქმედი ნივთიერებების ცალკე მიღებით და შესაბამისი დოზების დადგენის შემდეგ შესაძლებელია გადასვლა შესაბამისი დოზის როვასტატ დუოს ტაბლეტებზე.

ქოლესტერინის დონის რეგულარული შემოწმებები

მნიშვნელოვანია ექიმთან რეგულარული ვიზიტი ქოლესტერინის დონის გასაზომად და იმის დადასტურება, რომ მიღწეული და შენარჩუნებულია ქოლესტერინის საჭირო დონე.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი რაოდენობის როვასტატ დუოს ტაბლეტები

მიმართეთ თქვენს ექიმს ან უახლოესი საავადყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფლებას, ვინაიდან შეიძლება დაგჭირდეთ სამედიცინო დახმარება.

თუ დაგავიწყდათ როვასტატ დუოს ტაბლეტების მიღება

ნუ იღელვებთ, არ მიიღოთ გამოტოვებული დოზა და მიიღეთ შემდეგი დაგეგმილი

დოზა სწორ დროს. გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით, არ მიიღოთ ორმაგიდოზა.

თუ შეწყვიტეთ როვასტატ დუოს ტაბლეტების მიღება

უთხარით თქვენს ექიმს, რომ გსურთ როვასტატ დუოს ტაბლეტების მიღების შეწყვეტა. როვასტატ დუოს ტაბლეტების მიღების შეწყვეტის შემდეგ ქოლესტერინის დონე შეიძლება ისევ გაიზარდოს.

ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

05

გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა პრეპარატმა, ამ სამკურნალო საშუალებამაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

მნიშვნელოვანია, იცოდეთ, თუ რა გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს.

შეწყვიტეთ როვასტატ დუოს ტაბლეტების მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, თუ შენიშნავთ რომელიმე შემდეგ სიმპტომს:

  • ალერგიული რეაქციები: სახის, ტუჩების, ენის და/ან ხორხის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვისა და ყლაპვის გაძნელება;
  • მგლურას მსგავსი სინდრომი (მათ შორის გამონაყარი, სახსრების დარღვევები და სისხლის უჯრედებზე ზემოქმედება);
  • კუნთის გაწყვეტა.

დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს, თუ გაქვთ რაიმე უჩვეულო კუნთების ტკივილი, რომელიც გრძელდება იმაზე მეტ ხანს, ვიდრე თქვენ ელოდით. იშვიათად ეს შეიძლება გადაიზარდოს სიცოცხლისათვის პოტენციურად საშიშ კუნთების დაზიანებაში, რომელიც ცნობილია როგორც რაბდომიოლიზი, რაც იწვევს სისუსტეს, ცხელებას და თირკმლის უკმარისობას.

შემდეგი ტერმინები გამოიყენება გვერდითი მოვლენების სიხშირის აღსაწერად:

ძალიან ხშირი (შეიძლება გავლენა იქონიოს 10-დან 1 -ზე მეტ პაციენტზე);

ხშირი (შეიძლება გავლენა იქონიოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტზე);

არახშირი (შეიძლება გავლენა იქონიოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტზე);

იშვიათი (შეიძლება გავლენა იქონიოს 1,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტზე);

ძალიან იშვიათი (შეიძლება გავლენა იქონიოს 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტზე, ცალკეული შემთხვევების ჩათვლით).

ხშირი გვერდითი მოვლენები

თავის ტკივილი;

ყაბზობა;

შეუძლოდ ყოფნა;

კუნთების ტკივილი;

სისუსტის შეგრძნება;

თავბრუსხვევა;

დიაბეტი. მისი ალბათობა უფრო მაღალია, თუ თქვენ გაქვთ სისხლში შაქრისა და ცხიმების მომატებული დონეები, ჭარბი წონა და მაღალი არტერიული წნევა. თქვენი ექიმი აწარმოებს თქვენზე დაკვირვებას; ამასთან, უნდა გაგრძელდეს ამ პრეპარატის მიღება.

მუცლის ტკივილი;

ფაღარათი;

მეტეორიზმი (ნაწლავებში გაზების მომატებული რაოდენობა);

დაღლილობის შეგრძნება;

ღვიძლის ფუნქციის ზოგიერთი ლაბორატორიული მაჩვენებლის მომატება (ტრანსამინაზების).

არახშირი გვერდითი მოვლენები

გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება;

შეიძლება აღინიშნოს შარდში ცილის რაოდენობის მომატება - აღნიშნული ჩვეულებრივ უბრუნდება ნორმას როზუვასტატინის მიღების შეწყვეტის გარეშე;

სისხლის ტესტებში კუნთოვანი ფუნქციის (CK) ზოგიერთი ლაბორატორიული მაჩვენებლის მომატება;

ხველა;

კუჭის მიერ საკვების გადამუშავების გაძნელება;

გულძმარვა;

ტკივილი სახსრებში;

კუნთოვანი სპაზმები;

ტკივილი კისრის არეში;

მადის დაქვეითება;

ტკივილი;

ტკივილი მკერდის არეში;

სისხლის მოწოლა;

მომატებული არტერიული წნევა;

ჩხვლეტის შეგრძნება;

პირის სიმშრალე;

კუჭის ანთება;

ზურგის ტკივილი;

კუნთების სისუსტე;

ტკივილი ხელებისა და ფეხების არეში;

შეშუპება, განსაკუთრებით ტერფებისა და ხელის მტევნების.

იშვიათი გვერდითი მოვლენები

კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება, რომელიც იწვევს ძლიერ ტკივილს კუჭის არეში, რომელიც გადადის ზურგის არეში; თრომბოციტების რაოდენობის შემცირება.

ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები:

სიყვითლე (კანის და თვალების გაყვითლება); ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი); შარდში სისხლის კვალი; ხელებსა და ფეხებში ნერვების დაზიანება (როგორიცაა დაბუჟება); მეხსიერების დაკარგვა; მამაკაცებში მკერდის ჯირკვლების გაზრდა (გინეკომასტია).

უცნობი:

ქოშინი; შეშუპება; ძილის დარღვევა, მათ შორის უძილობა და ღამის კოშმარები; სასქესო ფუნქციის დარღვევა; დეპრესია; სუნთქვის დარღვევა, მათ შორის მდგრადი ხველა და/ან ქოშინი და ცხელება; მყესების დაზიანება; კუნთების მუდმივი სისუსტე; სანაღვლე გზებში კენჭების წარმოქმნა ან ნაღვლის ბუშტის ანთება (შეიძლება გამოვლინდეს მუცელში ტკივილის, გულისრევის და ღებინების სახით).

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ

გვერდითი მოვლენების შეტყობინება. გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენების შესახებ პირდაპირ შეტყობინების ეროვნული სისტემის საშუალებით.

5. როგორ ინახება როვასტატ დუო ტაბლეტები

ინახება ორიგინალი შეფუთვით სინათლისგან დასაცავად. ეს სამკურნალო საშუალება არ საჭიროებს განსაკუთრებულ ტემპერატურულ პირობებს შენახვისას.

ინახება ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე და ბლისტერზე. ვარგისიანობის ვადად მიიჩნევა მითითებული თვის ბოლო დღე.

არც ერთი პრეპარატი არ გადაყაროთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა მოახდინოთ იმ პრეპარატების უტილიზაცია, რომელიც აღარ გჭირდებათ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

06

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

რას შეიცავს როვასტატ დუოს ტაბლეტები

მოქმედი ნივთიერებებია როზუვასტატინი (როზუვასტატინის კალციუმის სახით) და ეზეტიმიბი. ტაბლეტები შეიცავს როზუვასტატინის კალციუმის ექვივალენტს ან 10 მგ ან 20 მგ როზუვასტატინს. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 10 მგ ეზეტიმიბს.

სხვა ინგრედიენტებია: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, კროსპოვიდონის ტიპი A, პოვიდონი K-30, ნატრიუმის ლაურილსულფატი და მაგნიუმის სტეარატი.

როვასტატ დუოს ტაბლეტები გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა

როვასტატ დუო, 20 მგ/10 მგ ტაბლეტი: თეთრი-მონაცრისფრო, მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი, შემოუგარსავი ტაბლეტი. ტაბლეტის დიამეტრი 11 მმ.

როვასტატ დუო, 10 მგ/10 მგ ტაბლეტი: თეთრი-მონაცრისფრო, ოვალური, ორმხრივ ამოზნექილი, შემოუგარსავი ტაბლეტი, ერთ მხარეს გრავირებულია „E1“ და „1“ მეორე მხარეს. ტაბლეტის ზომებია: 15 მმ x 7 მმ.

30 ცალი დაფასოებულია ბლისტერში (პა/ალ/პვქ // ალ) მოთავსებულია მუყაოს კოლოფში, პაციენტის საინფორმაციო ინსტრუქციათან ერთად.

07

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

კრესტორი, 10მგ ტაბლეტი №28

კრესტორი

CRESTOR

10მგ ტაბლეტი №28

როზუვასტატინი AstraZeneca UK Limited, დიდი ბრიტანეთი
დან8.70 ₾
როზუვასტატინი სტადა 10 მგ, 10მგ შემოგარსული ტაბლეტი №28

როზუვასტატინი სტადა 10 მგ

Rosuvastatina Stada

10მგ შემოგარსული ტაბლეტი №28

როზუვასტატინი STADA Arzneimittel AG, გერმანია
დან9.48 ₾
როზუვასტი, 10მგ ტაბლეტი საღეჭი 28 ტაბლეტი №28

როზუვასტი

10მგ ტაბლეტი საღეჭი 28 ტაბლეტი №28

როზუვასტატინი
დან10.92 ₾
როზვაქსი, 10მგ 28 ტაბლეტი №28

როზვაქსი

10მგ 28 ტაბლეტი №28

როზუვასტატინი
დან10.96 ₾
Riglodem, 10მგ ტაბლეტი საღეჭი 28 ტაბლეტი №28

Riglodem

10მგ ტაბლეტი საღეჭი 28 ტაბლეტი №28

როზუვასტატინი
დან10.97 ₾
მერტენილი, 5მგ ტაბლეტი №30

მერტენილი

MERTENIL

5მგ ტაბლეტი №30

როზუვასტატინი GEDEON RICHTER Plc, უნგრეთი
დან11.65 ₾
როზუვასტატინი დენკი, 10მგ ტაბლეტი №30

როზუვასტატინი დენკი

10მგ ტაბლეტი №30

როზუვასტატინი ფარმაცევტული ქარხანა "პოლფარმა", პოლონეთი
დან11.65 ₾
კრესტორი, 20მგ ტაბლეტი №28

კრესტორი

CRESTOR

20მგ ტაბლეტი №28

როზუვასტატინი AstraZeneca UK Limited, დიდი ბრიტანეთი
დან12.45 ₾
რომაზიკი, 10მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30

რომაზიკი

10მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30

როზუვასტატინი
დან12.70 ₾
როზუვასტატინი შტადა, 10მგ №28

როზუვასტატინი შტადა

10მგ №28

როზუვასტატინი
დან13.14 ₾
ულტროქსი, 10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

ულტროქსი

Ultrox

10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

როზუვასტატინი NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S, თურქეთი
დან13.14 ₾
როზუვასტატინი ნორმონი, 10მგ ან 20 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

როზუვასტატინი ნორმონი

ROSUVASTATIN NORMON

10მგ ან 20 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

როზუვასტატინი Normon, ესპანეთი
დან14.48 ₾
როვისტა, 10მგ ტაბლეტი №30

როვისტა

10მგ ტაბლეტი №30

როზუვასტატინი გეტზ ფარმა, პაკისტანი
დან15.22 ₾
დიროსატი, 10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

დიროსატი

Dirosat 10 mg

10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

როზუვასტატინი Ilko Ilac San. Ve Tic. A.S., თურქეთი
დან15.30 ₾
ნიუვასტი, 10მგ ტაბლეტი საღეჭი 28 ტაბლეტი №28

ნიუვასტი

10მგ ტაბლეტი საღეჭი 28 ტაბლეტი №28

როზუვასტატინი
დან15.30 ₾
როვასტატი, 10მგ შემოგარსული ტაბლეტი №28

როვასტატი

ROVASTAT

10მგ შემოგარსული ტაბლეტი №28

როზუვასტატინი ADAMED, პოლონეთი
დან15.30 ₾
როზულიპი, 10მგ შემოგარსული ტაბლეტი #28

როზულიპი

Rosulip

10მგ შემოგარსული ტაბლეტი #28

როზუვასტატინი სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი, უნგრეთი
დან15.30 ₾
სორვასტა, 10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

სორვასტა

Sorvasta

10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

როზუვასტატინი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან15.30 ₾
ნომიპი, 10მგ ტაბლეტი №30

ნომიპი

10მგ ტაბლეტი №30

როზუვასტატინი ავერსი-რაციონალი, საქართველო
დან15.49 ₾
ულტროქსი, 20მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

ულტროქსი

Ultrox

20მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

როზუვასტატინი NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S, თურქეთი
დან16.12 ₾
როლიპექსი, 20მგ ტაბლეტი #28

როლიპექსი

Rolipex

20მგ ტაბლეტი #28

როზუვასტატინი ABDI IBRAHIM Ilac San ve Tic A.S., თურქეთი
დან16.13 ₾
როზუვასტატინი სტადა 5 მგ, 5მგ შემოგარსული ტაბლეტი №28

როზუვასტატინი სტადა 5 მგ

Rosuvastatina Stada

5მგ შემოგარსული ტაბლეტი №28

როზუვასტატინი STADA Arzneimittel AG, გერმანია
დან16.45 ₾
სორვასტა, 5მგ ტაბლეტი №28

სორვასტა

5მგ ტაბლეტი №28

როზუვასტატინი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან16.45 ₾
ულტროქსი 5 მგ, 5 მგ ტაბლეტი #28

ულტროქსი 5 მგ

Ultrox

5 მგ ტაბლეტი #28

როზუვასტატინი NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S, თურქეთი
დან16.45 ₾
როსუსტარი, 10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

როსუსტარი

Rosustar

10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

როზუვასტატინი World Medicine ilac san ve tic as, თურქეთი
დან16.64 ₾
ზეტორი, 10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

ზეტორი

Zetor

10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

როზუვასტატინი ჯი-ემ-პი, საქართველო
დან16.65 ₾
ბუტორი, 20მგ ტაბლეტი №30

ბუტორი

20მგ ტაბლეტი №30

როზუვასტატინი ლაბ. მედიქაირ ბიოსაინეს, საბერძნეთი
დან16.66 ₾
კლივასი, 20მგ ტაბლეტი №30

კლივასი

20მგ ტაბლეტი №30

როზუვასტატინი ფარმა სტარტი, უკრაინა
დან16.66 ₾
მერტენილი, 10მგ ტაბლეტი №30

მერტენილი

MERTENIL

10მგ ტაბლეტი №30

როზუვასტატინი GEDEON RICHTER Plc, უნგრეთი
დან16.66 ₾
როზუვასტატინი-APO, 10მგ და 20მგ ტაბლეტები #30

როზუვასტატინი-APO

Rozuvastatini-APO

10მგ და 20მგ ტაბლეტები #30

როზუვასტატინი Apotex, კანადა
დან16.66 ₾
როზუვასტატინი სტადა 20 მგ, 20მგ შემოგარსული ტაბლეტი №28

როზუვასტატინი სტადა 20 მგ

Rosuvastatina Stada

20მგ შემოგარსული ტაბლეტი №28

როზუვასტატინი STADA Arzneimittel AG, გერმანია
დან16.98 ₾
როლიპექსი, 40მგ ტაბლეტი #28

როლიპექსი

Rolipex

40მგ ტაბლეტი #28

როზუვასტატინი ABDI IBRAHIM Ilac San ve Tic A.S., თურქეთი
დან22.30 ₾
ულტროქსი, 40მგ ტაბლეტი №28

ულტროქსი

40მგ ტაბლეტი №28

როზუვასტატინი ნობელ ილაკ სანი, თურქეთი
დან22.30 ₾
სორვასტა, 20მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

სორვასტა

Sorvasta

20მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

როზუვასტატინი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან22.68 ₾
დიროსატი, 20მგ ტაბლეტი №28

დიროსატი

Dirosat

20მგ ტაბლეტი №28

როზუვასტატინი Ilko Ilac San. Ve Tic. A.S., თურქეთი
დან23.45 ₾
როვასტატი, 20მგ შემოგარსული ტაბლეტი №28

როვასტატი

ROVASTAT

20მგ შემოგარსული ტაბლეტი №28

როზუვასტატინი ADAMED, პოლონეთი
დან23.45 ₾
როზულიპი, 20მგ შემოგარსული ტაბლეტი №28

როზულიპი

Rosulip

20მგ შემოგარსული ტაბლეტი №28

როზუვასტატინი სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი, უნგრეთი
დან23.45 ₾
სორვასტა, 40მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

სორვასტა

Sorvasta

40მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

როზუვასტატინი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან23.99 ₾
როსუსტარი, 20მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

როსუსტარი

Rosustar

20მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

როზუვასტატინი World Medicine ilac san ve tic as, თურქეთი
დან25.29 ₾
ზეტორი, 20 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

ზეტორი

Zetor

20 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

როზუვასტატინი ჯი-ემ-პი, საქართველო
დან25.30 ₾
როზდეი-20 ტაბ.20მგ N30, 20მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30

როზდეი-20 ტაბ.20მგ N30

20მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30

როზუვასტატინი
დან25.30 ₾
მერტენილი, 20მგ ტაბლეტი №30

მერტენილი

MERTENIL

20მგ ტაბლეტი №30

როზუვასტატინი GEDEON RICHTER Plc, უნგრეთი
დან25.31 ₾
როზდეი, 20მგ ტაბლეტი №30

როზდეი

20მგ ტაბლეტი №30

როზუვასტატინი ლაბ. ზიმი, ინდოეთი
დან25.31 ₾
სორვასტა, 30მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

სორვასტა

Sorvasta

30მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

როზუვასტატინი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან34.07 ₾
ეკვამერი, 20მგ/10მგ/10მგ კაფსულა №30; 20მგ/10მგ/20მგ კაფსულა №30

ეკვამერი

EKVAMER

20მგ/10მგ/10მგ კაფსულა №30; 20მგ/10მგ/20მგ კაფსულა №30

ამლოდიპინი + ლიზინოპრილი + როზუვასტატინი GEDEON RICHTER Plc, უნგრეთი
დან37.92 ₾
როქსამპექსი, 10+5+4მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30

როქსამპექსი

10+5+4მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + პერინდოპრილი + როზუვასტატინი
დან42.28 ₾
ტორვაზინ პლუსი, 10მგ + 10მგ კაფსულა №30

ტორვაზინ პლუსი

Torvazin Plus

10მგ + 10მგ კაფსულა №30

ატორვასტატინი + Ezetimib Egis Pharmaceuticals PLC, უნგრეთი
დან48.17 ₾
ტორვაზინ პლუსი, 20მგ + 10მგ კაფსულა №30

ტორვაზინ პლუსი

Torvazin Plus

20მგ + 10მგ კაფსულა №30

ატორვასტატინი + Ezetimib Egis Pharmaceuticals PLC, უნგრეთი
დან51.47 ₾
ტორვაზინ პლუსი, 40მგ + 10მგ კაფსულა №30

ტორვაზინ პლუსი

Torvazin Plus

40მგ + 10მგ კაფსულა №30

ატორვასტატინი + Ezetimib Egis Pharmaceuticals PLC, უნგრეთი
დან55.80 ₾
კრესტორი, 5მგ ტაბლეტი №28

კრესტორი

CRESTOR

5მგ ტაბლეტი №28

როზუვასტატინი AstraZeneca UK Limited, დიდი ბრიტანეთი
დან57.39 ₾
ეკვამერი, 10მგ/5მგ/10მგ კაფსულა №30; 10მგ/5მგ/20მგ კაფსულა №30

ეკვამერი

EKVAMER

10მგ/5მგ/10მგ კაფსულა №30; 10მგ/5მგ/20მგ კაფსულა №30

ამლოდიპინი + ლიზინოპრილი + როზუვასტატინი GEDEON RICHTER Plc, უნგრეთი
Rx · რეცეპტით

კოლნარი-სანოველი

COLNAR-SANOVEL

20მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №28

როზუვასტატინი SANOVEL ILAC SAN. ve TIC. AS, თურქეთი
Rx · რეცეპტით

კოლნარი-სანოველი

COLNAR-SANOVEL

10მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №28

როზუვასტატინი SANOVEL ILAC SAN. ve TIC. AS, თურქეთი
Rx · რეცეპტით
რატიზოლი პლუსი, 10მგ/10მგ შემოგარსული ტაბლეტი №30

რატიზოლი პლუსი

RATIZOL PLUS

10მგ/10მგ შემოგარსული ტაბლეტი №30

ატორვასტატინი + Ezetimib ავერსი ფარმა, საქართველო
Rx · რეცეპტით

როზუკარდი

Rosucard

20მგ შემოგარსული ტაბლეტი №30

როზუვასტატინი ZENTIVA k.s., ჩეხეთი
Rx · რეცეპტით

როზუკარდი

Rosucard

10მგ ტაბლეტი №30

როზუვასტატინი ZENTIVA k.s., ჩეხეთი
Rx · რეცეპტით

როსუსტარი

Rosustar

5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

როზუვასტატინი World Medicine ilac san ve tic as, თურქეთი
ურეცეპტო

როსუსტარი

Rosustar

40მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

როზუვასტატინი World Medicine ilac san ve tic as, თურქეთი
Rx · რეცეპტით

სორვასტა

Sorvasta

15მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

როზუვასტატინი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
Rx · რეცეპტით
ულტროქს, 40მგ 28 ტაბლეტი

ულტროქს

Ultrox

40მგ 28 ტაბლეტი

როზუვასტატინი NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S, თურქეთი
Rx · რეცეპტით

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.