8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 00806 Rx · რეცეპტით

კოლნარი-სანოველი

COLNAR-SANOVEL

10მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №28

მოქმედი ნივთიერება
როზუვასტატინი (Rosuvastatin)
მწარმოებელი
SANOVEL ILAC SAN. ve TIC. AS, თურქეთი
იმპორტიორი საქართველოში
სანოველ ჯორჯია
გაცემის წესი
II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: როზუვასტატინი. ჯერ ყველაზე იაფი.

კრესტორი, 10მგ ტაბლეტი №28

კრესტორი

CRESTOR

10მგ ტაბლეტი №28

როზუვასტატინი AstraZeneca UK Limited, დიდი ბრიტანეთი
დან8.70 ₾
როზუვასტატინი სტადა 10 მგ, 10მგ შემოგარსული ტაბლეტი №28

როზუვასტატინი სტადა 10 მგ

Rosuvastatina Stada

10მგ შემოგარსული ტაბლეტი №28

როზუვასტატინი STADA Arzneimittel AG, გერმანია
დან9.48 ₾
როზუვასტი, 10მგ ტაბლეტი საღეჭი 28 ტაბლეტი №28

როზუვასტი

10მგ ტაბლეტი საღეჭი 28 ტაბლეტი №28

როზუვასტატინი
დან10.92 ₾
როზვაქსი, 10მგ 28 ტაბლეტი №28

როზვაქსი

10მგ 28 ტაბლეტი №28

როზუვასტატინი
დან10.96 ₾
Riglodem, 10მგ ტაბლეტი საღეჭი 28 ტაბლეტი №28

Riglodem

10მგ ტაბლეტი საღეჭი 28 ტაბლეტი №28

როზუვასტატინი
დან10.97 ₾
მერტენილი, 5მგ ტაბლეტი №30

მერტენილი

MERTENIL

5მგ ტაბლეტი №30

როზუვასტატინი GEDEON RICHTER Plc, უნგრეთი
დან11.65 ₾
როზუვასტატინი დენკი, 10მგ ტაბლეტი №30

როზუვასტატინი დენკი

10მგ ტაბლეტი №30

როზუვასტატინი ფარმაცევტული ქარხანა "პოლფარმა", პოლონეთი
დან11.65 ₾
კრესტორი, 20მგ ტაბლეტი №28

კრესტორი

CRESTOR

20მგ ტაბლეტი №28

როზუვასტატინი AstraZeneca UK Limited, დიდი ბრიტანეთი
დან12.45 ₾
რომაზიკი, 10მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30

რომაზიკი

10მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30

როზუვასტატინი
დან12.70 ₾
როზუვასტატინი შტადა, 10მგ №28

როზუვასტატინი შტადა

10მგ №28

როზუვასტატინი
დან13.14 ₾
ულტროქსი, 10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

ულტროქსი

Ultrox

10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

როზუვასტატინი NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S, თურქეთი
დან13.14 ₾
როზუვასტატინი ნორმონი, 10მგ ან 20 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

როზუვასტატინი ნორმონი

ROSUVASTATIN NORMON

10მგ ან 20 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

როზუვასტატინი Normon, ესპანეთი
დან14.48 ₾
როვისტა, 10მგ ტაბლეტი №30

როვისტა

10მგ ტაბლეტი №30

როზუვასტატინი გეტზ ფარმა, პაკისტანი
დან15.22 ₾
დიროსატი, 10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

დიროსატი

Dirosat 10 mg

10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

როზუვასტატინი Ilko Ilac San. Ve Tic. A.S., თურქეთი
დან15.30 ₾
ნიუვასტი, 10მგ ტაბლეტი საღეჭი 28 ტაბლეტი №28

ნიუვასტი

10მგ ტაბლეტი საღეჭი 28 ტაბლეტი №28

როზუვასტატინი
დან15.30 ₾
როვასტატი, 10მგ შემოგარსული ტაბლეტი №28

როვასტატი

ROVASTAT

10მგ შემოგარსული ტაბლეტი №28

როზუვასტატინი ADAMED, პოლონეთი
დან15.30 ₾
როზულიპი, 10მგ შემოგარსული ტაბლეტი #28

როზულიპი

Rosulip

10მგ შემოგარსული ტაბლეტი #28

როზუვასტატინი სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი, უნგრეთი
დან15.30 ₾
სორვასტა, 10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

სორვასტა

Sorvasta

10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

როზუვასტატინი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან15.30 ₾
ნომიპი, 10მგ ტაბლეტი №30

ნომიპი

10მგ ტაბლეტი №30

როზუვასტატინი ავერსი-რაციონალი, საქართველო
დან15.49 ₾
ულტროქსი, 20მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

ულტროქსი

Ultrox

20მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

როზუვასტატინი NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S, თურქეთი
დან16.12 ₾
როლიპექსი, 20მგ ტაბლეტი #28

როლიპექსი

Rolipex

20მგ ტაბლეტი #28

როზუვასტატინი ABDI IBRAHIM Ilac San ve Tic A.S., თურქეთი
დან16.13 ₾
როზუვასტატინი სტადა 5 მგ, 5მგ შემოგარსული ტაბლეტი №28

როზუვასტატინი სტადა 5 მგ

Rosuvastatina Stada

5მგ შემოგარსული ტაბლეტი №28

როზუვასტატინი STADA Arzneimittel AG, გერმანია
დან16.45 ₾
სორვასტა, 5მგ ტაბლეტი №28

სორვასტა

5მგ ტაბლეტი №28

როზუვასტატინი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან16.45 ₾
ულტროქსი 5 მგ, 5 მგ ტაბლეტი #28

ულტროქსი 5 მგ

Ultrox

5 მგ ტაბლეტი #28

როზუვასტატინი NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S, თურქეთი
დან16.45 ₾
როსუსტარი, 10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

როსუსტარი

Rosustar

10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

როზუვასტატინი World Medicine ilac san ve tic as, თურქეთი
დან16.64 ₾
ზეტორი, 10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

ზეტორი

Zetor

10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

როზუვასტატინი ჯი-ემ-პი, საქართველო
დან16.65 ₾
ბუტორი, 20მგ ტაბლეტი №30

ბუტორი

20მგ ტაბლეტი №30

როზუვასტატინი ლაბ. მედიქაირ ბიოსაინეს, საბერძნეთი
დან16.66 ₾
კლივასი, 20მგ ტაბლეტი №30

კლივასი

20მგ ტაბლეტი №30

როზუვასტატინი ფარმა სტარტი, უკრაინა
დან16.66 ₾
მერტენილი, 10მგ ტაბლეტი №30

მერტენილი

MERTENIL

10მგ ტაბლეტი №30

როზუვასტატინი GEDEON RICHTER Plc, უნგრეთი
დან16.66 ₾
როზუვასტატინი-APO, 10მგ და 20მგ ტაბლეტები #30

როზუვასტატინი-APO

Rozuvastatini-APO

10მგ და 20მგ ტაბლეტები #30

როზუვასტატინი Apotex, კანადა
დან16.66 ₾
როზუვასტატინი სტადა 20 მგ, 20მგ შემოგარსული ტაბლეტი №28

როზუვასტატინი სტადა 20 მგ

Rosuvastatina Stada

20მგ შემოგარსული ტაბლეტი №28

როზუვასტატინი STADA Arzneimittel AG, გერმანია
დან16.98 ₾
როლიპექსი, 40მგ ტაბლეტი #28

როლიპექსი

Rolipex

40მგ ტაბლეტი #28

როზუვასტატინი ABDI IBRAHIM Ilac San ve Tic A.S., თურქეთი
დან22.30 ₾
ულტროქსი, 40მგ ტაბლეტი №28

ულტროქსი

40მგ ტაბლეტი №28

როზუვასტატინი ნობელ ილაკ სანი, თურქეთი
დან22.30 ₾
სორვასტა, 20მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

სორვასტა

Sorvasta

20მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

როზუვასტატინი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან22.68 ₾
დიროსატი, 20მგ ტაბლეტი №28

დიროსატი

Dirosat

20მგ ტაბლეტი №28

როზუვასტატინი Ilko Ilac San. Ve Tic. A.S., თურქეთი
დან23.45 ₾
როვასტატი, 20მგ შემოგარსული ტაბლეტი №28

როვასტატი

ROVASTAT

20მგ შემოგარსული ტაბლეტი №28

როზუვასტატინი ADAMED, პოლონეთი
დან23.45 ₾
როზულიპი, 20მგ შემოგარსული ტაბლეტი №28

როზულიპი

Rosulip

20მგ შემოგარსული ტაბლეტი №28

როზუვასტატინი სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი, უნგრეთი
დან23.45 ₾
სორვასტა, 40მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

სორვასტა

Sorvasta

40მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

როზუვასტატინი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან23.99 ₾
როსუსტარი, 20მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

როსუსტარი

Rosustar

20მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

როზუვასტატინი World Medicine ilac san ve tic as, თურქეთი
დან25.29 ₾
ზეტორი, 20 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

ზეტორი

Zetor

20 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

როზუვასტატინი ჯი-ემ-პი, საქართველო
დან25.30 ₾
როზდეი-20 ტაბ.20მგ N30, 20მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30

როზდეი-20 ტაბ.20მგ N30

20მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30

როზუვასტატინი
დან25.30 ₾
მერტენილი, 20მგ ტაბლეტი №30

მერტენილი

MERTENIL

20მგ ტაბლეტი №30

როზუვასტატინი GEDEON RICHTER Plc, უნგრეთი
დან25.31 ₾
როზდეი, 20მგ ტაბლეტი №30

როზდეი

20მგ ტაბლეტი №30

როზუვასტატინი ლაბ. ზიმი, ინდოეთი
დან25.31 ₾
სორვასტა, 30მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

სორვასტა

Sorvasta

30მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

როზუვასტატინი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან34.07 ₾
კრესტორი, 5მგ ტაბლეტი №28

კრესტორი

CRESTOR

5მგ ტაბლეტი №28

როზუვასტატინი AstraZeneca UK Limited, დიდი ბრიტანეთი
დან57.39 ₾

კოლნარი-სანოველი

COLNAR-SANOVEL

20მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №28

როზუვასტატინი SANOVEL ILAC SAN. ve TIC. AS, თურქეთი
Rx · რეცეპტით

როზუკარდი

Rosucard

10მგ ტაბლეტი №30

როზუვასტატინი ZENTIVA k.s., ჩეხეთი
Rx · რეცეპტით

როზუკარდი

Rosucard

20მგ შემოგარსული ტაბლეტი №30

როზუვასტატინი ZENTIVA k.s., ჩეხეთი
Rx · რეცეპტით

როსუსტარი

Rosustar

5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

როზუვასტატინი World Medicine ilac san ve tic as, თურქეთი
ურეცეპტო

როსუსტარი

Rosustar

40მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

როზუვასტატინი World Medicine ilac san ve tic as, თურქეთი
Rx · რეცეპტით

სორვასტა

Sorvasta

15მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

როზუვასტატინი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
Rx · რეცეპტით
ულტროქს, 40მგ 28 ტაბლეტი

ულტროქს

Ultrox

40მგ 28 ტაბლეტი

როზუვასტატინი NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S, თურქეთი
Rx · რეცეპტით

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

შემოგარსული ტაბლეტები 1 ტაბ.
კალციუმის როზუვასტატინი, რაც შეესაბამება
როზუვასტატინის 10 მგ-ს

02

ფარმაკოლოგიური ჯგუფი

ჰიპოლიპიდემიური პრეპარატი
ათქ კლასიფიკაციის კოდი – C10AA07

03

ფარმაკოლოგიური თვისებები

იფარმაკოდინამიკა:
ჰიპოლიპიდემიური პრეპარატია, წარმოადგენს ჰიდროქსი-მეთილ-გლუტარილ-კოენზიმ-A-რედუქტაზას სელექტიურ კონკურენტულ ინჰიბიტორს ფერმენტისთვის, რომელიც 3-ჰიდროქსი-3-მეთილგლუტარილ-კოენზიმ A-ს გარდაქმნის მევალონატად, რომელიც ქოლესტერინის წინამორბედია. როზუვასტატინის მოქმედების ძირითადი სამიზნეა ღვიძლი, სადაც ხდება ქოლესტერინის სინთეზი და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების კატაბოლიზმი.
როზუვასტატინი ზრდის დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ღვიძლის რეცეპტორების რიცხვს უჯრედების ზედაპირზე, ზრდის დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების “ჩაჭერასა” და კატაბოლიზმს, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების სინთეზის ინჰიბირებას და ახდენს დაბალი სიმკვრივისა და ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების საერთო რაოდენობის შემცირებას.
როზუვასტატინი ამცირებს ქოლესტერინ – დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებს, საერთო ქოლესტერინის, ტრიგლიცერიდების ჭარბ შემცველობას, ზრდის ქოლესტერინ - მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების შემცველობას და ასევე ამცირებს აპოლიპოპროტეინ B-ს, ქოლესტერინ – არა-მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების, ქოლესტერინ – ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების, ტრიგლიცერიდ - ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების შემცველობას და ზრდის აპოლიპოპროტეინ A-1-ს დონეს. Aამცირებს ქოლესტერინ – დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები/ქოლესტერინ – მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების, საერთო ქოლესტერინი/ქოლესტერინ – მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების, ამცირებს ქოლესტერინ – არა მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები/ქოლესტერინ – მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების, აპოლიპოპროტეინ B/აპოლიპოპროტეინ A-1-ს თანაფარდობებს.
თერაპიული ეფექტი ვლინდება როზუვასტატინით მკურნალობის დაწყებიდან ერთი კვირის განმავლობაში და 2 კვირის მკურნალობის შემდეგ აღწევს მაქსიმალური შესაძლო ეფექტის 90%-ს. მაქსიმალური თერაპიული ეფექტის მიღწევა, ჩვეულებრივ, ხდება მკურნალობის მე-4 კვირისთვის და წამლის რეგულარულად მიღების შემთხვევაში ხდება ეფექტის შენარჩუნება.
როზუვასტატინი ეფექტურია ზრდასრული პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ ჰიპერქოლესტერინემია ჰიპერტრიგლიცერიდემიით, ან მის გარეშე, რასის, სქესისა და ასაკის მიუხედავად (შაქრიანი დიაბეტისა და ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტების ჩათვლით).
ადიტიური ეფექტი აღინიშნება ფენოფიბრატთან კომბინაციაში, ტრიგლიცერიდების შემცველების მიმართ და ნიკოტინის მჟავასთან კომბინაციაში ქოლესტერინ – მცირე სიმკვრივის ლიპოპროტეინების მიმართ.

04

ფარმაკოკინეტიკა

აბსორბცია: სისხლის პლაზმაში Cmax მიიღწევა პერორალური მიღებიდან დაახლოებით 5 საათის შემდეგ. Aაბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 20%-ს.
განაწილება: როზუვასტატინს ძირითადად შთანთქავს ღვიძლი, რომელიც ქოლესტერინის სინთეზის და ქოლესტერინ - დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტინების მეტაბოლიზმის ძირითადი ადგილია. როზუვასტატინის განაწილების მოცულობა შეადგენს დაახლოებით 134 ლ-ს. როზუვასტატინის დაახლოებით 90% უკავშირდება პლაზმის ცილებს, ძირითადად ალბუმინს.
მეტაბოლიზმი: როზუვასტატინი ნაწილობრივ მეტაბოლიზდება (დაახლოებით 10%). როზუვასტატინის ძირითადი გამოვლენილი მეტაბოლიტებია N-დისმეთილი და ლაქტონური მეტაბოლიტები. N-დისმეთილი დახლოებით 50%-ით უფრო ნაკლებაქტიურია, ვიდრე როზუვასტატინი, ლაქტონური მეტაბოლიტები ფარმაკოლოგიურად არააქტიურია. ცირკულირებადი ჰმგ-KოA-რედუქტაზას ინჰიბირების ფარმაკოლოგიური აქტივობის 90%-ზე მეტს უზრუნველყოფს როზუვასტატინი, ხოლო დანარჩენს – მისი მეტაბოლიტები.
გამოყოფა: როზუვასტატინის დოზის დაახლოებით 90% უცვლელი სახით გამოიყოფა განავალთან ერთად. დარჩენილი ნაწილი (დახლოებით 5%) გამოიყოფა შარდთან ერთად. ნახევრადგამოყოფის პერიოდი (თ1/2) შეადგენს დაახლოებით 19 საათს და არ მატულობს პრეპარატის დოზის გაზრდისას.
ფარმაკოკინეტიკა განსაკუთრებულ კლინიკურ შემთხვევებში:
როზუვასტატინის ფარმაკოკინეტიკაზე სქესი და ასაკი არ ახდენს კლინიკურად მნიშვნელოვან ზემოქმედებას.
თირკმლის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის უკმარისობის მქონე პაციენტებში როზუვასტატინის და N-დისმეთილის პლაზმური კონცენტრაციის სიდიდე მნიშვნელოვნად არ იცვლება.
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში კრეატინინის კლირენსით < 30მლ/წთ როზუვასტატინის პლაზმური კონცენტრაცია 3-ჯერ, ხოლო N-დისმეთილის კონცენტრაცია 9-ჯერ მაღალია ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით. ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში როზუვასტატინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში 50%-ით მაღალი იყო ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით.
ღვიძლის უკმარისობის სხვადასხვა სტადიის მქონე პაციენტებს არ აღენიშნებათ როზუვასტატინის ნახევრადგამოყოფის პერიოდის ზრდა (პაციენტები, რომელთა ქულა ≤ 7 ჩაილდ-პიუს შკალის მიხედვით). ორ პაციენტს, რომლებსაც 8 და 9 ქულა აქვთ ჩაილდ-პიუს შკალის მიხედვით, აღენიშნათ როზუვასტატინის ნახევრადგამოყოფის პერიოდის ზრდა, სულ მცირე 2-ჯერ. ჩაილდ-პიუს შკალის მიხედვით 9-ზე მაღალი ქულის მქონე პაციენტებში როზუვასტატინის გამოყენების გამოცდილება არ არსებობს.

05

ჩვენებები

ჰიპერქოლესტერინემიის მკურნალობა
მოზრდილები, მოზარდები და ბავშვები 10 წლის ზევით პირველადი ჰიპერქოლესტერინემიით (ოჯახური ჰეტეროზიგოტური ჰიპერქოლესტერინემიის ჩათვლით) ან შერეული დისლიპიდემიით (IIბ ტიპი) დიეტაზე დამატების სახით, როდესაც დიეტა და მკურნალობის სხვა არამედიკამენტოზური მეთოდები (მაგალითად ფიზიკური ვარჯიშები, სხეულის მასის შემცირება) საკმარისი არ არის;

  • ოჯახური ჰომოზიგოტური ჰიპერქოლესტერინემია, დიეტაზე და ქოლესტერინის შემამცირებელ სხვა თერაპიაზე დამატების სახით, ან იმ შემთხვევაში, როდესაც ასეთი თერაპია პაციენტისთვის არაეფექტურია.

გულ-სისხლძარღვთა ძირითადი გართულებების პრევენცია

  • გულ-სისხლძარღვთა ძირითადი გართულებების პრევენცია მისი განვითარების მომატებული რისკის მქონე პაციენტებში.
06

უკუჩვენებები

  • როზუვასტატინის ან პრეპარატის სხვა კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა,
  • ღვიძლის დაავადებები აქტიურ ფაზაში, მათ შორის ტრანსამინაზების შრატისმიერი აქტივობის და სისხლის შრატში ტრანსამინაზების აქტივობის ნებისმიერი ზრდა (3-ჯერ და მეტად ნორმის ზედა ზღვართან შედარებით),
  • თირკმლების ფუნქციის გამოხატული დარღვევა (30 მლ/წთ-ზე ნაკლები კრეატინინის კლირენსი),
  • მიოპათია,
  • ციკლოსპორინის ერთდროულად მიღება,
  • ლაქტაციის პერიოდი (ძუძუთი კვება),
  • კონტრაცეპციის ადექვატური მეთოდების არარსებობა,

40 მგ დოზის დროს:

  • პაციენტებისთვის, მიოპათია / რაბდომიოლიზის განვითარების რისკით: თირკმლის საშუალო სიმძიმის უკმარისობა (60 მლ/წთ-ზე ნაკლები კრეატინინის კლირენსი); ჰიპოთირეოზი;კუნთების დაავადების პირადი ან ოჯახური ანამნეზი;მიოტოქსიურობა, ჰმგ-KოA-რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების ან ფიბრატების მიღების ფონზე ანამნეზში; ალკოჰოლის ჭარბად გამოყენება;მდგომარეობები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ როზუვასტატინის პლაზმური კონცენტრაციის ზრდა;ფიბრატების ერთდროული მიღება;აზიური რასის პაციენტები.
07

განსაკუთრებული მითითებები

თირკმელებთან დაკავშირებული ეფექტები
იმ პაციენტებისთვის, რომლებიც პრეპარატს 40 მგ დოზით იღებენ, რეკომენდებულია მკურნალობის დროს თირკმელების ფუნქციის მაჩვენებლების კონტროლი. რაბდომიოლიზის რისკ-ფაქტორების არსებობისას აუცილებელია განისაზღვროს მოსალოდნელი სარგებელი და პოტენციური რისკი და ჩატარდეს კლინიკური დაკვირვება.
საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მხრივ:
როზუვასტატინის ნებისმიერი დოზირებით და განსაკუთრებით 20 მგ-ზე მაღალი დოზით მიღების შემთხვევაში აღნიშნული იყო საყრდენ-მამოძრავებელ აპარატზე შემდეგი ზემოქმედება: მიალგია, მიოპათია, იშვიათ შემთხვევებში – რაბდომიოლიზი.
კრეატინფოსფოკინაზის განსაზღვრა:
კრეატინფოსფოკინაზის განსაზღვრა არ უნდა მოხდეს ინტენსიური ფიზიკური დატვირთვების შემდეგ ან კრეატინფოსფოკინაზის დონის ზრდის სხვა შესაძლო მიზეზების შემთხვევაში, რის გამოც შეიძლება მიღებული შედეგების არასწორი ინტერპრეტაცია მოხდეს. იმ შემთხვევაში, თუ კრეატინფოსფოკინაზას საწყისი დონე მნიშვნელოვნადაა გაზრდილი (5-ჯერ მეტი, ვიდრე ნორმის ზედა ზღვარი), 5-7 დღის შემდეგ საჭიროა განმეორებითი ანალიზის ჩატარება. არ შეიძლება თერაპიის დაწყება, თუ განმეორებითი ტესტი კრეატინფოსფოკინაზას არსებულ დონეს დაადასტურებს (5-ჯერ მეტი, ვიდრე ნორმის ზედა ზღვარი).
თერაპიის დაწყებამდე:
როზუვასტატინის დანიშვნისას, ასევე ჰმგ-KოA- რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების დანიშვნისას სიფრთხილე უნდა დაიცვან პაციენტებმა, მიოპათიის/რაბდომიოლიზის რისკ - ფაქტორებით:

  • თირკმლის საშუალო სიმძიმის უკმარისობისას (60 მლ/წთ-ზე ნაკლები კრეატინინის კლირენსი); ჰიპოთირეოზი; კუნთების დაავადების პირადი ან ოჯახური ანამნეზი; მიოტოქსიურობის შემთხვევები ჰმგ-KოA-რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების ან ფიბრატების გამოყენების ფონზე; ალკოჰოლის ჭარბად გამოყენება; მდგომარეობები, რომელთა დროსაც აღინიშნება როზუვასტატინის პლაზმური კონცენტრაციის ზრდა, ფიბრატების ერთდროული მიღება, აზიური რასის პაციენტები.

მსგავს შემთხვევებში საჭიროა შეფასდეს რისკისა და მოსალოდნელი სარგებლის თანაფარდობა, გაკონტროლდეს პაციენტის კლინიკური მდგომარეობა. თერაპიის დაწყება არაა რეკომენდებული როდესაც კრეატინფოსფოკინაზას დონე მნიშვნელოვნად არის მომატებული (ნორმის ზედა ზღვარზე 5-ჯერ მაღალი).
თერაპიის დროს:
აუცილებელია პაციენტის ინფორმირება იმის შესახებ, რომ მან დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს ექიმს კუნთების ტკივილის, კუნთების სისუსტის ან სპაზმების შესახებ, განსაკუთრებით თუ იგი თავს შეუძლოდ გრძნობს და ამცივნებს. ასეთი პაციენტებისთვის უნდა განისაზღვროს კრეატინფოსფოკინაზას დონე. თერაპია უნდა შეწყდეს, თუ კრეატინფოსფაკინაზას დონე მნიშვნელოვნადაა გაზრდილი (ნორმის ზედა ზღვარზე 5-ჯერ მეტი) ან სიმპტომები, კუნთების მხრიდან მკვეთრადაა გამოხატული და იწვევს ყოველდღიურ დისკომფორტს (იმ შემთხვევაშიც კი, თუ კრეატინფოსფაკინაზას დონე ნორმის ზედა ზღვარზე 5-ჯერ ნაკლებია). თუ სიმპტომები გაქრება და კრეატინფოსფაკინაზას დონე ნორმას დაუბრუნდება, შეიძლება როზუვასტატინის ან ჰმგ-KოA-რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების ხელმეორედ დანიშვნის საკითხის განხილვა უფრო მცირე დოზებით და პაციენტზე გულდასმით დაკვირვებით. სიმპტომების არარსებობისას კრეატინფოსფაკინაზას რუტინული კონტროლი მიზანშეწონილი არ არის. როზუვასტატინის მიღებასა და თანმხლები თერაპიის დროს ჩონჩხის მუსკულატურაზე ზემოქმედების ზრდის ნიშნები არ აღინიშნება. თუმცა, აღნიშნულია მიოზიტისა და მიოპათიის შემთხვევების ზრდა იმ პაციენტებში, რომლებიც იყენებენ ჰმგ-KოA- რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორებს, ფიბრინმჟავას წარმოებულ პრეპარატებთან ერთად, გემფიბროზილის, ციკლოსპორინის, ნიკოტინის მჟავას, აზოლური სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების, პროტეაზების ინჰიბიტორების და მაკროლიდური ანტიბიოტიკების ჩათვლით. გემფიბროზილი ზრდის მიოპათიის რისკს ჰმგ-KოA-რედუქტაზას ზოგიერთი ინჰიბიტორების დანიშვნისას. ამგვარად, როზუვასტატინის და გემფიბროლიზის ერთდროულად დანიშვნა არ არის რეკომენდებული. როზუვასტატინის და ფიბრატების ან ნიაცინის ერთდროულად გამოყენებისას საჭიროა რისკის და შესაძლო სარგებლობის გულდასმით შეფასება. პრეპარატ როზუვასტატინის 40 მგ დოზის და ფიბრატების ერთდროულად მიღება უკუნაჩვენებია.
ღვიძლის ფუნქციაზე გავლენა:
რეკომენდებულია ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების განსაზღვრა თერაპიის დაწყებამდე და თერაპის დაწყებიდან 3 თვის შემდეგ. როზუვასტატინის მიღება უნდა შეწყდეს ან შემცირდეს დოზა, თუ ტრანსამინაზების აქტივობის დონე სისხლის შრატში 3-ჯერ აღემატება ნორმის ზედა ზღვარს.
ჰიპოთირეოზის ან ნეფროზული სინდრომის შედეგად წარმოშობილი ჰიპოქოლესტერინემიის მქონე პაციენტებს ძირითადი დაავადებების მკურნალობა უნდა ჩაუტარდეთ როზუვასტატინით მკურნალობის დაწყებამდე.
ეთნიკური ჯგუფები:
ჩინელ და იაპონელ პაციენტებს შორის ფარმაკოკინეტიკური გამოკვლევების ჩატარებისას აღნიშნულია როზუვასტატინის სისტემური კონცენტრაციის ზრდა, ევროპელ პაციენტებთან მიღებულ მაჩვენებლებთან შედარებით.
პროტეაზას ინჰიბიტორები: არარეკომენდებულია პროტეაზის ინჰიბიტორებთან ერთდროული მიღება.
პედიატრიულ პრაქტიკაში გამოყენება:
ბავშვებში პრეპარატის გამოყენების კვლევები არ ჩატარებულა.

08

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში როზუვასტატინის გამოყენება უკუნაჩვენებია. რეპროდუქციული ასაკის ქალებმა უნდა გამოიყენონ კონტრაცეპციის ადექვატური მეთოდები. რამდენადაც ნაყოფის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ქოლესტერინი და ქოლესტერინის ბიოსინთეზის სხვა პროდუქტები, ჰმგ-KOA-რედუქტაზას ინჰიბირების პოტენციური რისკი აღემატება ორსული ქალებისთვის პრეპარატის გამოყენების სარგებელს. თერაპიის პროცესში დაორსულების შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
ქალის რძეში როზუვასტატინის გამოყოფის შესახებ მონაცემები არ არსებობს, ამდენად, ძუძუთი კვების შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე ზემოქმედება:
როზუვასტატინის სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე ზემოქმედების გამოკვლევები არ ჩატარებულა, თუმცა, ფარმაკოდინამიკური თვისებების გათვალისწინებით, როზუვასტატინი ასეთ ზემოქმედებას არ უნდა ახდენდეს. ავტომანქანის მართვისას ან მექანიზმების გამოყენების დროს საჭიროა იმის გათვალისწინება, რომ თერაპიის დროს შესაძლებელია თავბრუსხვევა.

09

გვერდითი მოვლენები

როზუვასტატინის მიღების დროს გვერდითი ეფექტები ჩვეულებრივ უმნიშვნელოდაა გამოხატული. არასასურველი ეფექტების სიხშირე შემდეგნაირადაა წარმოდგენილი:
ხშირად (>1%, <10%); ზოგჯერ (>0.1%, <1%); იშვიათად (>0.01%,<0.1%); ძალიან იშვიათად (<0.01%).
იმუნური სისტემის მხრივ: იშვიათად: მომატებული მგრძნობელობის რეაქცია, ანგიონევროზული შეშუპება.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ხშირად: ტკივილი მკერდის არეში, არტერიული წნევის მატება, არითმია, პერიფერიული შეშუპება.
სასუნთქი სისტემის მხრივ: ხშირად: ბრონქიტი, ხველა, რინიტი, სინუსიტი.
სისხლწარმომქმნელი სისტემის მხრივ: ხშირად: ანემია.
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა. ძალიან იშვიათად: პოლინეიროპათია, ამნეზია. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად: ყაზბობა, გულისრევა, მუცლის ტკივილი. იშვიათად: პანკრეატიტი, ძალიან იშვიათად: დიარეა.
კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ:
ზოგჯერ: ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება. ძალიან იშვიათად: სტივენ-ჯონსის სინდრომი.
საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მხრივ: ხშირად: მიალგია. იშვიათად: მიოპათია, რაბდომიოლიზი, ართრალგია.
ისევე, როგორც ჰმგ-KოA-რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების გამოყენებისას, გვერდითი ეფექტების სიხშირე დამოკიდებულია დოზაზე. 40 მგ დოზის მიღებისას რაბდომიოლიზი, თირკმლის და ღვიძლის მნიშვნელოვანი დისფუნქციები მატულობს.
ღვიძლის მხრივ: იშვიათად: ღვიძლის ტრანსამინაზების დონის ზრდა. ძალიან იშვიათად: სიყვითლე, ჰეპატიტი.
თირკმელების მხრივ: ძალიან იშვიათად: ჰემატურია.
ზოგადი: ასთენია.
გაუთვალისწინებელი ეფექტების გამოვლენისას მიმართეთ ექიმს.

10

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

ციკლოსპორინი: როზუვასტატინისა და ციკლოსპორინის ერთდროულად მიღებისას ფართობი როზუვასტატინის მრუდის კონცენტრაცია – დრო~ (AUC) ქვეშ, საშუალოდ 7-ჯერ უფრო დიდი იყო, იმ მნიშვნელობასთან შედარებით, რომელიც აღენიშნათ ჯანმრთელ მოხალისეებს. ერთობლივი გამოყენება არ მოქმედებს ციკლოსპორინის პლაზმურ კონცენტრაციაზე.
ვიტამინ K–ს ანტაგონისტები: როზუვასტატინით მკურნალობის დაწყებამ ან პრეპარატის დოზის ზრდამ იმ პაციენტებში, რომლებიც ვიტამინ K–ს ანტაგონისტებს (მაგ. ვარფარინს) იღებენ, შეიძლება გამოიწვიოს პროთრომბინული დროის ზრდა (საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობა). როზუვასტატინის მიღების შეწყვეტამ ან მისი დოზის შემცირებამ შეიძლება შეამციროს საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობა. ასეთ შემთხვევებში რეკომენდებულია საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის მონიტორინგი.
ეზეტიმიბი: როზუვასტატინის და ეზეტიმიბის ერთდროული მიღება არ მოქმედებს ორივე პრეპარატის AUC და Cmax მაჩვენებლებზე. მიუხედავად ამისა, გამორიცხული არ არის ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედება.
გემფიბროზილი და სხვა ლიპიდშემამცირებელი საშუალებები:
როზუვასტატინისა და გემფიბროზილის ერთობლივი გამოყენება განაპირობებს სისხლის პლაზმაში როზუვასტატინის მაქსიმალური კონცენტრაციის (Cmax) და როზუვასტატინის AUC-ს 2-ჯერ ზრდას. სპეციფიური ურთიერთქმედების შესახებ მონაცემებზე დაყრდნობით მოსალოდნელი არ არის ფარმაკოკინეტიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება ფენოფიბრატებთან, შესაძლებელია ფარმაკოდინამიური ურთიერთქმედება. გემფიბროზილი, ფენოფიბრატი, სხვა ფიბრატები და ნიკოტინის მჟავის ლიპიდ-შემამცირებელი დოზები (ან 1გ/დღეში დოზის ექვივალენტური ან უფრო მაღალი დოზები) ზრდის მიოპათიის წარმოშობის რისკს ჰმგ-KOA-რედუქტაზას ინჰიბიტორებთან ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში, შესაძლოა იმის გამო, რომ მათ მიოპათიის გამოწვევა შეუძლიათ მონოთერაპიის დროსაც. გემფიბროზილთან და სხვა ლიპიდ-შემამცირებელ საშუალებებთან ერთდროულად მიღებისას რეკომენდებულია პრეპარატის 5 მგ საწყისი დოზის გამოყენება. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 10 მგ-ს.
პროტეაზას ინჰიბიტორები: როზუვასტატინის მიღება პროტეაზას ინჰიბიტორებთან ერთად არ არის რეკომენდებული. ჯანმრთელ მოხალისეებზე ჩატარებულ ფარმაკოლოგიურ კვლევებში როზუვასტატინის და პროტეაზას ორი ინჰიბიტორის შემცველი კომბინირებული საშუალების (100მგ რინონავირი და 400მგ ლოპინავირი) ერთდროული მიღებისას როზუვასტატინის AUC იმატებს დახლოებით 2-ჯერ. ამასთან როზუვასტატინის მაქსიმალური კონცენტრაცია გაიზარდა დაახლოებით 5-ჯერ. პროტეაზას სხვა ინჰიბიტორებთან ურთიერთქმედება შესწავლილი არ არის. –ინფიცირებულ პაციენტებში როზუვასტატინის დანიშვნისას, რომლებიც მკურნალობენ რიტონავირ/ლიპინავირით, აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს რისკი/სარგებელის თანაფარდობა, განსაკუთრებით დოზის გაზრდისას ან მკურნალობის დასაწყისში.
ანტაციდები: როზუვასტატინისა და ალუმინისა და მაგნიუმის ჰიდროქსიდის შემცველი ანტაციდების სუსპენზიის ერთდროულად გამოყენება განაპირობებს როზუვასტატინის პლაზმური შემცველობის დაახლოებით 50%-ით შემცირებას. ეს ეფექტი უფრო ნაკლებადაა გამოხატული, თუ ანტაციდების მიღება ხდება როზუვასტატინის მიღებიდან 2 საათის შემდეგ.
ქოლესტირამიდი და ქოლესტიპოლი: ამცირებენ ჰმგ-KOA- რედუქტაზას ზოგიერთი ინჰიბიტორის აბსორბციას. მიღებისას საჭიროა 4 საათიანი შუალედი, ქოლესტერინის დონის დაქვეითების ეფექტი ადიტიურია.
ერითრომიცინი: როზუვასტატინისა და ერითრომიცინის ერთდროულად მიღება განაპირობებს როზუვასტატინის AUC-ის (0-ტ) შემცირებას 20%-ით და როზუვასტატინის Cmax-ის შემცირებას 30%-ით. ასეთი ურთიერთქმედება შეიძლება განპირობებული იყოს ნაწლავების მოტორიკის გაძლიერებით, რასაც იწვევს ერითრომიცინი.
პერორალური კონტრაცეპტივები / ჰორმონჩამანაცვლებელი თერაპია:
როზუვასტატინისა და პერორალური კონტრაცეპტივების ერთდროული მიღება ზრდის ეთინილესტრადიოლის AUC-ს და ნორგესტრილის AUC-ს, 26%-ით და 34%-ით, შესაბამისად. პლაზმური კონცენტრაციის ამგვარი ზრდა გათვალისწინებული უნდა იყოს პერორალური კონტრაცეპტივების დოზის შერჩევისას. ფარმაკოლოგიური მონაცემები როზუვასტატინისა და ჰორმონჩამანაცვლებელი თერაპიის ერთდროულად გამოყენების შესახებ არ არსებობს, შესაბამისად, არ შეიძლება ანალოგიური ეფექტის გამორიცხვა, მოცემული კომბინაციის გამოყენებისას. თუმცა, ასეთი კომბინაცია ფართოდ გამოიყენებოდა კლინიკური კვლევების ჩატარებისას და პაციენტები მას კარგად იტანდნენ.
სხვა სამკურნალო პრეპარატები: არ არის მოსალოდნელი კლინიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება როზუვასტატინსა და დიგოქსინს შორის.
ციტოქრომის P450 ფერმენტები: ინ ვივო და ინ ვიტრო გამოკვლევების შედეგებმა აჩვენა, რომ როზუვასტატინი არ არის ციტოქრომ P450 ფერმენტების ინჰიბიტორი ან ინდუქტორი. ამის გარდა, როზუვასტატინი ამ ფერმენტების სუსტი სუბსტრატია. კლინიკურად მნიშვნელვანი ურთიერთქმედება როზუვასტატინსა და ფლუკონაზოლს (CYP2C9-ის და CYP3A4-ის ინჰიბიტორს) და კეტოკონაზოლს (CYP2A6-ის და CYP3A4-ის ინჰიბიტორს) შორის არ აღინიშნებოდა. როზუვასტატინისა და იტრაკონაზოლის (CYP3A4-ის ინჰიბიტორის) ერთობლივად გამოყენება ზრდის როზუვასტატინის AUC-ს 28%-ით (კლინიკურად უმნიშვნელოა). ამგვარად, ციტოქრომ P450-ის მეტაბოლიზმთან დაკავშირებული ურთიერთქმედება მოსალოდნელი არ არის.
ურთიერთქმედება ალკოჰოლთან: საჭიროა ალკოჰოლის ჭარბი მიღებისგან თავის შეკავება ღვიძლზე ზემოქმედების გამო.

11

მიღების წესი და დოზირება

მკურნალობის დაწყებამდე პაციენტმა უნდა დაიწყოს სტანდარტული ჰიპოლიპიდემიური დიეტა და განაგრძოს დიეტის დაცვა მკურნალობის დროს. როზუვასტატინის დოზის შერჩევა უნდა მოხდეს ინდივიდუალურად, თერაპიის მიზნების და მკურნალობაზე რეაგირების მიხედვით, ლიპიდების მიზნობრივ დონეებთან დაკავშირებით მიმდინარე რეკომენდაციების გათვალისწინებით.
ჰიპერქოლესტერინემიის მკურნალობა
პაციენტებისთვის, რომლებიც იწყებენ პრეპარატის მიღებას და რომლებიც გადადიან ჰმგ-KOA-რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორებიდან როზუვასტატინით მკურნალობაზე, რეკომენდებული საწყისი დოზა უნდა იყოს 5–10 მგ, დღეში ერთხელ. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია პრეპარატის დოზის გაზრდა 4 კვირის შემდეგ. 40 მგ დოზის მიღება ზრდის გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს პრეპარატის სხვა, უფრო დაბალ დოზებთან შედარებით, ამიტომ დოზის გაზრდა 40 მგ-მდე დასაშვებია მხოლოდ მძიმე ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტებისთვის და გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ გართულების მაღალი რისკის შემთხვევაში (მათ შორის იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია აქვთ). 40 მგ-მდე დოზის გაზრდას მიმართავენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვერ იქნა მიღწეული სასურველი შედეგი 20 მგ დოზის მიღებისას, ამასთან, პაციენტი უნდა იმყოფებოდეს სპეციალისტის დაკვირვების ქვეშ. განსაკუთრებული ყურადღება საჭიროა 40 მგ როზუვასტატინის მიღების პირველ დღეებში.
გულ-სისხლძარღვთა ძირითადი გართულებების პრევენცია
გულ-სისხლძარღვთა ძირითადი გართულებების პრევენციის კვლევებში პრეპარატი გამოიყენება დოზით 20 მგ/დღეში.
პრეპარატი მიიღება პერორალურად, დაუღეჭავად, წყლის მიყოლებით, დღე-ღამის ნებისმიერ დროს, საკვების მიღების დროისგან დამოუკიდებლად.
ტაბლეტების მიღება უნდა მოხდეს მთლიანად, წყლის მიყოლებით, დაღეჭვისა და დანაწილების გარეშე. 5 მგ დოზით მიღების აუცილებლობისას შესაძლებელია 10 მგ ტაბლეტის ორად გაყოფა.
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები:
თირკმლის მსუბუქი უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.
თირკმლის საშუალო სიმძიმის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის რეკომენდებულია 5 მგ საწყისი დოზა. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა თირკმლის მსუბუქი უკმარისობისას შეადგენს 40 მგ-ს დღეში, ხოლო საშუალო სიმძიმის უკმარისობისას (60 მლ/წთ-ზე ნაკლები კრეატინინის კლირენსი) _ 20 მგ-ს დღეში. უკუნაჩვენებია როზუვასტატინის მიღება თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის.
ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები: ჩაილდ-პიუს შკალის მიხედვით 9-ზე მაღალი ქულის მქონე პაციენტებში როზუვასტატინის გამოყენების გამოცდილება არ არსებობს. როზუვასტატინი უკუნაჩვენებია ღვიძლის დაავადებების (აქტიურ ფაზაში) მქონე პაციენტებისთვის.
პედიატრიული პაციენტები:
10-17 წლის ასაკის ბავშვებში და მოზარდებში (ბიჭები ტანერის შკალით ≥ II, გოგონები მენარქიდან 1 წლის შემდეგ) საწყისი დოზა ძირითადად შეადგენს 5 მგ/დღეში. ჩვეულებრივ დოზა მერყეობს 5-20 მგ/დღეში. აუცილებელია ჩატარდეს დოზის ტიტრირება მკურნალობაზე ინდივიდუალური რეაქციიდან გამომდინარე ზოგადად მიღებული რეკომენდაციების შესაბამისად. თერაპიის დასაწყისში პაციენტმა საჭიროა დაიცვას სტანდარტული ჰიპოლიპიდემიური დიეტა და გააგრძელოს იგი მკურნალობის დროს.
20 მგ-ზე მაღალი დღიური დოზის ეფექტურობა და უსაფრთხოება შესწავლილი არ არის. 40 მგ პრეპარატის გამოყენება ბავშვებში არარეკომენდებულია.
ხანდაზმული პაციენტები:
70 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებში რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 5 მგ/დღეში.
ეთნიკური ჯგუფები:
სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის პაციენტებისთვის როზუვასტატინის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების შესწავლისას აღინიშნება როზუვასტატინის კონცენტრაციის სისტემური ზრდა მონღოლოიდურ რასაში. ეს ფაქტი გათვალისწინებული უნდა იქნას მოცემული ჯგუფების პაციენტებისთვის როზუვასტატინის დანიშვნისას. უკუნაჩვენებია მონღოლოიდური რასის პაციენტებისთვის 40 მგ დოზის დანიშვნა. ასეთი პაციენტებისთვის რეკომენდებული საწყისი დოზაა 5 მგ/დღეში, მაქსიმალური – 20 მგ/დღეში.
მიოპათიისადმი მიდრეკილი პაციენტები:
მოცემული ჯგუფის პაციენტებისთვის რეკომენდებული საწყისი დოზაა 5 მგ, მაქსიმალური – 20 მგ/დღეში. უკუნაჩვენებია 40 მგ/დღეში დოზის დანიშვნა მიოპათიის მიმართ მიდრეკილების მქონე პაციენტებისთვის.

12

ჭარბი დოზირება

რამდენიმე სადღეღამისო დოზის ერთდროულად მიღების შემთხვევაში როზუვასტატინის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები არ იცვლება.
მკურნალობა: სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს. ჭარბი დოზით მიღების შემთხვევაში რეკომენდებულია სიმპტომური მკურნალობის და შემანარჩუნებელი ღონისძიებების ჩატარება. აუცილებელია ღვიძლის ფუნქციისა და კრეატინფოსფოკინაზას დონის კონტროლი. ნაკლებ სავარაუდოა, რომ ჰემოდიალიზი ეფექტური იყოს.

13

შენახვის პირობები

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე 25°ჩ-მდე.

14

ვარგისობის ვადა

შენახვის ვადა _ 24 თვე. პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ.

15

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

მუყაოს კოლოფში მოთავსებულ ბლისტერებზე 28 და 90 შემოგარსული ტაბლეტი.

16

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

ზეტორი პლუსი, 5/10მგ ტაბლეტი №30; 10/10მგ ტაბლეტი №30; 20/10მგ ტაბლეტი №30

ზეტორი პლუსი

ZETOR PLUS

5/10მგ ტაბლეტი №30; 10/10მგ ტაბლეტი №30; 20/10მგ ტაბლეტი №30

Ezetimib + როზუვასტატინი ELPEN PHARMACEUTICAS, საბერძნეთი
დან34.85 ₾
როზულიპი პლუსი, 5მგ+10მგ მყარი კაფსულა №30

როზულიპი პლუსი

Rosulip Plus

5მგ+10მგ მყარი კაფსულა №30

Ezetimib + როზუვასტატინი Egis Pharmaceuticals PLC, უნგრეთი
დან34.85 ₾
ეკვამერი, 20მგ/10მგ/10მგ კაფსულა №30; 20მგ/10მგ/20მგ კაფსულა №30

ეკვამერი

EKVAMER

20მგ/10მგ/10მგ კაფსულა №30; 20მგ/10მგ/20მგ კაფსულა №30

ამლოდიპინი + ლიზინოპრილი + როზუვასტატინი GEDEON RICHTER Plc, უნგრეთი
დან37.92 ₾
როქსამპექსი, 10+5+4მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30

როქსამპექსი

10+5+4მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + პერინდოპრილი + როზუვასტატინი
დან42.28 ₾
როზულიპი პლუსი, 10მგ/10მგ კაფსულა №30

როზულიპი პლუსი

ROSULIP Plus

10მგ/10მგ კაფსულა №30

Ezetimib + როზუვასტატინი Egis Pharmaceuticals PLC, უნგრეთი
დან42.46 ₾
როზულიპი პლუსი, 20მგ/10მგ კაფსულა №30

როზულიპი პლუსი

Rosulip Plus

20მგ/10მგ კაფსულა №30

Ezetimib + როზუვასტატინი Egis Pharmaceuticals PLC, უნგრეთი
დან46.67 ₾
როვეზიქსი, 10მგ + 10მგ მყარი კაფსულა №30

როვეზიქსი

Rovezix

10მგ + 10მგ მყარი კაფსულა №30

Ezetimib + როზუვასტატინი Tecnimede group, პორტუგალია
დან46.74 ₾
როვეზიქსი, 20მგ + 10მგ მყარი კაფსულა №30

როვეზიქსი

Rovezix

20მგ + 10მგ მყარი კაფსულა №30

Ezetimib + როზუვასტატინი Tecnimede group, პორტუგალია
დან52.70 ₾
ეკვამერი, 10მგ/5მგ/10მგ კაფსულა №30; 10მგ/5მგ/20მგ კაფსულა №30

ეკვამერი

EKVAMER

10მგ/5მგ/10მგ კაფსულა №30; 10მგ/5მგ/20მგ კაფსულა №30

ამლოდიპინი + ლიზინოპრილი + როზუვასტატინი GEDEON RICHTER Plc, უნგრეთი
Rx · რეცეპტით
როვასტატ დუო, 10მგ + 10მგ ტაბლეტი №30 (3X10)

როვასტატ დუო

Rovastat Duo

10მგ + 10მგ ტაბლეტი №30 (3X10)

Ezetimib + როზუვასტატინი ADAMED, პოლონეთი
Rx · რეცეპტით
როვასტატ დუო, 20მგ + 10მგ ტაბლეტი №30

როვასტატ დუო

Rovastat Duo

20მგ + 10მგ ტაბლეტი №30

Ezetimib + როზუვასტატინი ADAMED, პოლონეთი
ურეცეპტო

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.