8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 04834 ურეცეპტო

როზუვასტატინი სტადა 20 მგ

Rosuvastatina Stada

20მგ შემოგარსული ტაბლეტი №28

დან16.98 ₾ 2 აფთიაქში, ნახე ფასები →
როზუვასტატინი სტადა 20 მგ, 20მგ შემოგარსული ტაბლეტი №28
მოქმედი ნივთიერება
როზუვასტატინი (Rosuvastatin)
მწარმოებელი
STADA Arzneimittel AG, გერმანია
იმპორტიორი საქართველოში
შტადა
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

  • GPC ყველაზე იაფი

    როზუვასტატინი სტადა ტაბლეტი 20მგ #28

    0.61 ₾ / ც. × 28

  • ფარმადეპო ყველაზე იაფი

    როზუვასტატინი სტადა ტაბლეტი 20მგ #28

    0.61 ₾ / ც. × 28

ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: როზუვასტატინი. ჯერ ყველაზე იაფი.

კრესტორი, 10მგ ტაბლეტი №28

კრესტორი

CRESTOR

10მგ ტაბლეტი №28

როზუვასტატინი AstraZeneca UK Limited, დიდი ბრიტანეთი
დან8.70 ₾
როზუვასტატინი სტადა 10 მგ, 10მგ შემოგარსული ტაბლეტი №28

როზუვასტატინი სტადა 10 მგ

Rosuvastatina Stada

10მგ შემოგარსული ტაბლეტი №28

როზუვასტატინი STADA Arzneimittel AG, გერმანია
დან9.48 ₾
როზუვასტი, 10მგ ტაბლეტი საღეჭი 28 ტაბლეტი №28

როზუვასტი

10მგ ტაბლეტი საღეჭი 28 ტაბლეტი №28

როზუვასტატინი
დან10.92 ₾
როზვაქსი, 10მგ 28 ტაბლეტი №28

როზვაქსი

10მგ 28 ტაბლეტი №28

როზუვასტატინი
დან10.96 ₾
Riglodem, 10მგ ტაბლეტი საღეჭი 28 ტაბლეტი №28

Riglodem

10მგ ტაბლეტი საღეჭი 28 ტაბლეტი №28

როზუვასტატინი
დან10.97 ₾
მერტენილი, 5მგ ტაბლეტი №30

მერტენილი

MERTENIL

5მგ ტაბლეტი №30

როზუვასტატინი GEDEON RICHTER Plc, უნგრეთი
დან11.65 ₾
როზუვასტატინი დენკი, 10მგ ტაბლეტი №30

როზუვასტატინი დენკი

10მგ ტაბლეტი №30

როზუვასტატინი ფარმაცევტული ქარხანა "პოლფარმა", პოლონეთი
დან11.65 ₾
კრესტორი, 20მგ ტაბლეტი №28

კრესტორი

CRESTOR

20მგ ტაბლეტი №28

როზუვასტატინი AstraZeneca UK Limited, დიდი ბრიტანეთი
დან12.45 ₾
რომაზიკი, 10მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30

რომაზიკი

10მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30

როზუვასტატინი
დან12.70 ₾
როზუვასტატინი შტადა, 10მგ №28

როზუვასტატინი შტადა

10მგ №28

როზუვასტატინი
დან13.14 ₾
ულტროქსი, 10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

ულტროქსი

Ultrox

10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

როზუვასტატინი NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S, თურქეთი
დან13.14 ₾
როზუვასტატინი ნორმონი, 10მგ ან 20 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

როზუვასტატინი ნორმონი

ROSUVASTATIN NORMON

10მგ ან 20 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

როზუვასტატინი Normon, ესპანეთი
დან14.48 ₾
როვისტა, 10მგ ტაბლეტი №30

როვისტა

10მგ ტაბლეტი №30

როზუვასტატინი გეტზ ფარმა, პაკისტანი
დან15.22 ₾
დიროსატი, 10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

დიროსატი

Dirosat 10 mg

10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

როზუვასტატინი Ilko Ilac San. Ve Tic. A.S., თურქეთი
დან15.30 ₾
ნიუვასტი, 10მგ ტაბლეტი საღეჭი 28 ტაბლეტი №28

ნიუვასტი

10მგ ტაბლეტი საღეჭი 28 ტაბლეტი №28

როზუვასტატინი
დან15.30 ₾
როვასტატი, 10მგ შემოგარსული ტაბლეტი №28

როვასტატი

ROVASTAT

10მგ შემოგარსული ტაბლეტი №28

როზუვასტატინი ADAMED, პოლონეთი
დან15.30 ₾
როზულიპი, 10მგ შემოგარსული ტაბლეტი #28

როზულიპი

Rosulip

10მგ შემოგარსული ტაბლეტი #28

როზუვასტატინი სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი, უნგრეთი
დან15.30 ₾
სორვასტა, 10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

სორვასტა

Sorvasta

10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

როზუვასტატინი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან15.30 ₾
ნომიპი, 10მგ ტაბლეტი №30

ნომიპი

10მგ ტაბლეტი №30

როზუვასტატინი ავერსი-რაციონალი, საქართველო
დან15.49 ₾
ულტროქსი, 20მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

ულტროქსი

Ultrox

20მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

როზუვასტატინი NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S, თურქეთი
დან16.12 ₾
როლიპექსი, 20მგ ტაბლეტი #28

როლიპექსი

Rolipex

20მგ ტაბლეტი #28

როზუვასტატინი ABDI IBRAHIM Ilac San ve Tic A.S., თურქეთი
დან16.13 ₾
როზუვასტატინი სტადა 5 მგ, 5მგ შემოგარსული ტაბლეტი №28

როზუვასტატინი სტადა 5 მგ

Rosuvastatina Stada

5მგ შემოგარსული ტაბლეტი №28

როზუვასტატინი STADA Arzneimittel AG, გერმანია
დან16.45 ₾
სორვასტა, 5მგ ტაბლეტი №28

სორვასტა

5მგ ტაბლეტი №28

როზუვასტატინი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან16.45 ₾
ულტროქსი 5 მგ, 5 მგ ტაბლეტი #28

ულტროქსი 5 მგ

Ultrox

5 მგ ტაბლეტი #28

როზუვასტატინი NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S, თურქეთი
დან16.45 ₾
როსუსტარი, 10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

როსუსტარი

Rosustar

10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

როზუვასტატინი World Medicine ilac san ve tic as, თურქეთი
დან16.64 ₾
ზეტორი, 10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

ზეტორი

Zetor

10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

როზუვასტატინი ჯი-ემ-პი, საქართველო
დან16.65 ₾
ბუტორი, 20მგ ტაბლეტი №30

ბუტორი

20მგ ტაბლეტი №30

როზუვასტატინი ლაბ. მედიქაირ ბიოსაინეს, საბერძნეთი
დან16.66 ₾
კლივასი, 20მგ ტაბლეტი №30

კლივასი

20მგ ტაბლეტი №30

როზუვასტატინი ფარმა სტარტი, უკრაინა
დან16.66 ₾
მერტენილი, 10მგ ტაბლეტი №30

მერტენილი

MERTENIL

10მგ ტაბლეტი №30

როზუვასტატინი GEDEON RICHTER Plc, უნგრეთი
დან16.66 ₾
როზუვასტატინი-APO, 10მგ და 20მგ ტაბლეტები #30

როზუვასტატინი-APO

Rozuvastatini-APO

10მგ და 20მგ ტაბლეტები #30

როზუვასტატინი Apotex, კანადა
დან16.66 ₾
როლიპექსი, 40მგ ტაბლეტი #28

როლიპექსი

Rolipex

40მგ ტაბლეტი #28

როზუვასტატინი ABDI IBRAHIM Ilac San ve Tic A.S., თურქეთი
დან22.30 ₾
ულტროქსი, 40მგ ტაბლეტი №28

ულტროქსი

40მგ ტაბლეტი №28

როზუვასტატინი ნობელ ილაკ სანი, თურქეთი
დან22.30 ₾
სორვასტა, 20მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

სორვასტა

Sorvasta

20მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

როზუვასტატინი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან22.68 ₾
დიროსატი, 20მგ ტაბლეტი №28

დიროსატი

Dirosat

20მგ ტაბლეტი №28

როზუვასტატინი Ilko Ilac San. Ve Tic. A.S., თურქეთი
დან23.45 ₾
როვასტატი, 20მგ შემოგარსული ტაბლეტი №28

როვასტატი

ROVASTAT

20მგ შემოგარსული ტაბლეტი №28

როზუვასტატინი ADAMED, პოლონეთი
დან23.45 ₾
როზულიპი, 20მგ შემოგარსული ტაბლეტი №28

როზულიპი

Rosulip

20მგ შემოგარსული ტაბლეტი №28

როზუვასტატინი სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი, უნგრეთი
დან23.45 ₾
სორვასტა, 40მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

სორვასტა

Sorvasta

40მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

როზუვასტატინი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან23.99 ₾
როსუსტარი, 20მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

როსუსტარი

Rosustar

20მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

როზუვასტატინი World Medicine ilac san ve tic as, თურქეთი
დან25.29 ₾
ზეტორი, 20 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

ზეტორი

Zetor

20 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

როზუვასტატინი ჯი-ემ-პი, საქართველო
დან25.30 ₾
როზდეი-20 ტაბ.20მგ N30, 20მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30

როზდეი-20 ტაბ.20მგ N30

20მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30

როზუვასტატინი
დან25.30 ₾
მერტენილი, 20მგ ტაბლეტი №30

მერტენილი

MERTENIL

20მგ ტაბლეტი №30

როზუვასტატინი GEDEON RICHTER Plc, უნგრეთი
დან25.31 ₾
როზდეი, 20მგ ტაბლეტი №30

როზდეი

20მგ ტაბლეტი №30

როზუვასტატინი ლაბ. ზიმი, ინდოეთი
დან25.31 ₾
სორვასტა, 30მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

სორვასტა

Sorvasta

30მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

როზუვასტატინი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან34.07 ₾
კრესტორი, 5მგ ტაბლეტი №28

კრესტორი

CRESTOR

5მგ ტაბლეტი №28

როზუვასტატინი AstraZeneca UK Limited, დიდი ბრიტანეთი
დან57.39 ₾

კოლნარი-სანოველი

COLNAR-SANOVEL

10მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №28

როზუვასტატინი SANOVEL ILAC SAN. ve TIC. AS, თურქეთი
Rx · რეცეპტით

კოლნარი-სანოველი

COLNAR-SANOVEL

20მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №28

როზუვასტატინი SANOVEL ILAC SAN. ve TIC. AS, თურქეთი
Rx · რეცეპტით

როზუკარდი

Rosucard

10მგ ტაბლეტი №30

როზუვასტატინი ZENTIVA k.s., ჩეხეთი
Rx · რეცეპტით

როზუკარდი

Rosucard

20მგ შემოგარსული ტაბლეტი №30

როზუვასტატინი ZENTIVA k.s., ჩეხეთი
Rx · რეცეპტით

როსუსტარი

Rosustar

5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

როზუვასტატინი World Medicine ilac san ve tic as, თურქეთი
ურეცეპტო

როსუსტარი

Rosustar

40მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

როზუვასტატინი World Medicine ilac san ve tic as, თურქეთი
Rx · რეცეპტით

სორვასტა

Sorvasta

15მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28

როზუვასტატინი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
Rx · რეცეპტით
ულტროქს, 40მგ 28 ტაბლეტი

ულტროქს

Ultrox

40მგ 28 ტაბლეტი

როზუვასტატინი NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S, თურქეთი
Rx · რეცეპტით

ინსტრუქცია

01

ჩვენებები

როზუვასტატინი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება სტატინები.

თქვენ დაგენიშნათ როზუვასტატინი, რადგან:

გაქვთ მაღალი ქოლესტერინის დონე. ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ გულის შეტევის ან ინსულტის რისკი. როზუვასტატინი გამოიყენება მოზრდილებში, მოზარდებში და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში მაღალი ქოლესტერინის სამკურნალოდ.
თქვენ გირჩიეს სტატინის მიღება, რადგან დიეტაში ცვლილებები და ვარჯიშის გაზრდა საკმარისი არ იყო ქოლესტერინის დონის გამოსასწორებლად. უნდა დაიცვათ დიეტა, რომელიც ხელს უწყობს ქოლესტერინის შემცირებას და უნდა განაგრძოთ ვარჯიში როზუვასტატინით მკურნალობის დროს.
ან
თქვენ გაქვთ სხვა ფაქტორები, რომლებიც ზრდის გულის შეტევის, ინსულტის ან სხვა მასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემების რისკს.
გულის შეტევა, ინსულტი და სხვა დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემები შეიძლება გამოწვეული იყოს დაავადებით, რომელსაც ათეროსკლეროზი ეწოდება. ათეროსკლეროზი გამოწვეულია თქვენს არტერიებში ცხიმოვანი ნივთიერებების დეპოზიტების წარმოქმნით.
რატომ არის მნიშვნელოვანი როზუვასტატინის მიღების გაგრძელება
როზუვასტატინი გამოიყენება სისხლში ცხიმოვანი ნივთიერებების დონის კორექტირებისთვის, რომელსაც ლიპიდები ეწოდება, ყველაზე ცნობილია ქოლესტერინი.

სისხლში არსებობს ქოლესტერინის სხვადასხვა სახეობა, ,,ცუდი’’ ქოლესტერინი (ჩ-LDL) და ,,კარგი’’ ქოლესტერინი (ჩ-HDL).

ო როზუვასტატინი ამცირებს ,,ცუდი’’ ქოლესტერინის რაოდენობას და ზრდის ,,კარგ’’ ქოლესტერინს.

ო ის მოქმედებს „ცუდი" ქოლესტერინის გამომუშავების ბლოკირებით და აუმჯობესებს ორგანიზმის უნარს, გამოიდევნოს იგი სისხლიდან.

ადამიანების უმეტესობისთვის ქოლესტერინის მაღალი დონე გავლენას არ ახდენს მათზე და ამის გამო ისინი თავს ცუდად არ გრძნობენ, რადგან ის არ იწვევს რაიმე სიმპტომებს. თუმცა, მკურნალობის გარეშე, ცხიმოვანი დეპოზიტები შეიძლება წარმოიქმნას სისხლძარღვების კედლებზე, რაც იწვევს სისხლძარღვების შევიწროებას.

ზოგჯერ ეს შევიწროებული სისხლძარღვები შეიძლება დაიბლოკოს და ხელი შეუშალოს სისხლის მიწოდებას გულში ან ტვინში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის შეტევა ან ინსულტი. ქოლესტერინის დონის შემცირებით, შეგიძლიათ შეამციროთ გულის შეტევის, ინსულტის ან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემების რისკი.

თქვენ უნდა გააგრძელოთ როზუვასტატინის მიღება, მაშინაც კი, თუ უკვე მიაღწიეთ ქოლესტერინის სწორ დონეს, რადგან ის ხელს უშლის ქოლესტერინის დონის ხელახლა მატებას და ცხიმოვანი დეპოზიტების წარმოქმნას. თუმცა, თქვენ უნდა შეწყვიტოთ მკურნალობა, თუ ექიმი გეტყვით ამის გაკეთებას ან თუ დაორსულდებით.

2. რა უნდა იცოდეთ როზუვასტატინი სტადას მიღების დაწყებამდე

არ მიიღოთ როზუვასტატინი სტადა:

  • თუ ხართ ალერგიული როზუვასტატინის ან ამ მედიკამენტის რომელიმე სხვა შემადგენელი კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 ნაწილში).
  • თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს. თუ როზუვასტატინის მიღებისას დაორსულდებით, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მისი მიღება და აცნობეთ ექიმს ამის შესახებ. ქალები უნდა მოერიდონ დაორსულებას როზუვასტატინით მკურნალობის დროს შესაბამისი კონტრაცეპტივების გამოყენებით.
  • თუ გაქვთ ღვიძლის დაავადება.
  • თუ გაქვთ თირკმელების მწვავე პრობლემები.
  • თუ გაქვთ კუნთების პრობლემები ან განმეორებითი და აუხსნელი ტკივილები.
  • თუ იღებთ მედიკამენტს სოფოსბუვირის/ველპატასვირის/ვოქსილაპრევირის კომბინაციით (გამოიყენება ღვიძლის ვირუსული ინფექციისთვის, რომელსაც ეწოდება ჩ ჰეპატიტი).
  • თუ იღებთ მედიკამენტ ციკლოსპორინს (გამოიყენება, მაგალითად, ორგანოს გადანერგვის შემდეგ).

თუ ხართ ზემოთ აღნიშნულ რომელიმე სიტუაციაში (ან გაქვთ ეჭვი), გთხოვთ, მიმართოთ ექიმს.

ასევე, არ მიიღოთ 40 მგ როზუვასტატინი (უმაღლესი დოზა)

  • თუ გაქვთ თირკმელების ზომიერი პრობლემები (თუ ეჭვი გაქვთ, მიმართეთ ექიმს).
  • თუ თქვენი ფარისებრი ჯირკვალი არ მუშაობს გამართულად.
  • თუ გაქვთ კუნთების პრობლემები ან განმეორებითი და აუხსნელი ტკივილები, კუნთების პრობლემების პირადი ან ოჯახური ისტორია, ან კუნთების პრობლემების წინარე ისტორია ქოლესტერინის დონის დამწევი სხვა მედიკამენტებით მკურნალობის დროს.
  • თუ რეგულარულად სვამთ დიდი რაოდენობით ალკოჰოლს.
  • თუ ხართ აზიური წარმოშობის (იაპონელი, ჩინელი, ფილიპინელი, ვიეტნამელი, კორეელი ან ინდოელი)
  • თუ იღებთ სხვა მედიკამენტებს, რომლებსაც უწოდებენ ფიბრატებს ქოლესტერინის დონის შესამცირებლად.

თუ ხართ ზემოთ აღნიშნულ რომელიმე სიტუაციაში (ან გაქვთ ეჭვი), გთხოვთ, მიმართოთ ექიმს.

02

განსაკუთრებული მითითებები

როზუვასტატინის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

  • თუ გაქვთ თირკმელების პრობლემები.
  • თუ გაქვთ ღვიძლის პრობლემები.
  • თუ გაქვთ კუნთების პრობლემები ან განმეორებითი და აუხსნელი ტკივილები, კუნთების პრობლემების პირადი ან ოჯახური ისტორია, ან კუნთების პრობლემების წინარე ისტორია ქოლესტერინის დამწევი სხვა მედიკამენტებით მკურნალობის დროს. დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ კუნთების პრობლემები ან აუხსნელი ტკივილები, განსაკუთრებით მაშინ, თუ გაქვთ ზოგადი სისუსტე ან ცხელება. ასევე აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ გაქვთ კუნთების მუდმივი სისუსტე.
  • თუ გაქვთ ან ადრე გქონიათ მიასთენია (დაავადება, რომელიც იწვევს კუნთების საერთო სისუსტეს და რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში გავლენას ახდენს სუნთქვაში მონაწილე კუნთებზე) ან თვალის მიასთენია (დაავადება, რომელიც იწვევს თვალის კუნთების სისუსტეს), რადგან სტატინებს ზოგჯერ შეუძლიათ გაამწვავონ ეს დაავადება ან წარმოქმნან მიასთენია (იხ. ნაწილი 4).
  • თუ რეგულარულად სვამთ დიდი რაოდენობით ალკოჰოლს.
  • თუ თქვენი ფარისებრი ჯირკვალი არ მუშაობს გამართულად.
  • თუ იღებთ სხვა მედიკამენტებს, რომლებსაც უწოდებენ ფიბრატებს ქოლესტერინის შესამცირებლად. ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე ანოტაცია მაშინაც კი, თუ ადრე იღებდით ქოლესტერინის დამწევ მედიკამენტებს.
  • თუ იღებთ მედიკამენტებს აივ ინფექციის სამკურნალოდ, როგორიცაა რიტონავირი ლოპინავირთან და/ან ატაზანავირთან ერთად, იხილეთ თავი „სხვა მედიკამენტები და როზუვასტატინი სტადა".
  • თუ იღებთ ან იღებდით ბოლო 7 დღის განმავლობაში მედიკამენტს, რომელსაც ეწოდება ფუზიდის მჟავა (ბაქტერიული ინფექციების სამკურნალო საშუალება) პერორალურად ან ინექციით. ფუზიდის მჟავისა და როზუვასტატინის კომბინაციამ შეიძლება გამოიწვიოს კუნთების მწვავე პრობლემები (რაბდომიოლიზი), იხილეთ თავი „სხვა მედიკამენტები და როზუვასტატინი სტადა".
  • თუ ხართ 70 წელზე მეტი ასაკის (რადგან თქვენმა ექიმმა უნდა განსაზღვროს თქვენთვის შესაფერისი როზუვასტატინის საწყისი დოზა).
  • თუ გაქვთ სუნთქვის მწვავე უკმარისობა.
  • თუ ხართ აზიური წარმოშობის (მაგალითად, იაპონელი, ჩინელი, ფილიპინელი, ვიეტნამელი, კორეელი ან ინდოელი). თქვენმა ექიმმა უნდა დაგინიშნოთ როზუვასტატინის შესაბამისი საწყისი დოზა.
  • თუ როზუვასტატინის ან როზუვასტატინის შემცველი სხვა პრეპარატების მიღების შემდეგ როდესმე გაგიჩნდათ ძლიერი გამონაყარი კანზე ან დაგეწყოთ კანის აქერცვლა, გამოგივიდათ ბუშტუკები და/ან პირის ღრუს წყლულები.

აღწერილია კანის მწვავე რეაქციები, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი და წამლის რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DღEშშ), რაც დაკავშირებულია როზუვასტატინით მკურნალობასთან. შეწყვიტეთ როზუვასტატინის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ მე-4 ნაწილში აღწერილ რომელიმე სიმპტომს.

თუ ხართ ზემოთ აღნიშნულ რომელიმე სიტუაციაში (ან გაქვთ ეჭვი):

  • არ მიიღოთ 40 მგ როზუვასტატინი (უმაღლესი დოზა) და მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს როზუვასტატინის ნებისმიერი დოზის დაწყებამდე.

ადამიანთა მცირე რაოდენობაში სტატინებს შეუძლიათ გამოიწვიონ ღვიძლის დაზიანება. ეს გამოვლინდება მარტივი ტესტით, რომელიც ადგენს სისხლში ღვიძლის ფერმენტების (ტრანსამინაზების) მომატებულ დონეს. ამ მიზეზით, თქვენი ექიმი ჩვეულებრივ ჩაგიტარებთ სისხლის ანალიზს (ღვიძლის ფუნქციის ტესტს) როზუვასტატინით მკურნალობის დაწყებამდე და მის შემდეგ.

აღნიშნული მედიკამენტის მიღების პერიოდში, თქვენი ექიმი ყურადღებით გააკონტროლებს, გაქვთ თუ არა დიაბეტი ან დიაბეტის განვითარების რისკი. სავარაუდოდ, დიაბეტის განვითარების რისკი არსებობს იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ სისხლში შაქრის მაღალი დონე, ჭარბი წონა და მაღალი წნევა.

ბავშვები და მოზარდები

  • თუ პაციენტი 6 წლამდეა: როზუვასტატინი არ უნდა დაინიშნოს 6 წლამდე ასაკის ბავშვებში.
  • თუ პაციენტი 18 წლამდეა: როზუვასტატინი 40 მგ არ უნდა დაინიშნოს ბავშვებსა და 18 წლამდე მოზარდებში.

სხვა მედიკამენტები და როზუვასტატინი სტადა

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იყენებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს:

  • ციკლოსპორინი (გამოიყენება ორგანოს გადანერგვის შემდეგ)
  • ვარფარინი, ტიკაგრელორი ან კლოპიდოგრელი (ან ნებისმიერი სხვა ანტიკოაგულანტი პრეპარატი)
  • ფიბრატები (როგორიცაა გემფიბროზილი, ფენოფიბრატი) ან ნებისმიერი სხვა მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ქოლესტერინის შესამცირებლად (როგორიცაა ეზეტიმიბი)
  • მედიკამენტები საჭმლის მონელების პრობლემებისთვის (გამოიყენება კუჭის მჟავის გასანეიტრალებლად)
  • ერითრომიცინი (ანტიბიოტიკი), ფუზიდის მჟავა (ანტიბიოტიკი – იხილეთ პარაგრაფი „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები")
  • კონტრაცეპტივები პერორალური გზით (აბი), რეგორაფენიბი (გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ)
  • დაროლუტამიდი (გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ)
  • ჰორმონის ჩანაცვლებითი თერაპია
  • რომელიმე შემდეგი პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ვირუსული ინფექციების სამკურნალოდ, აივ-ის ან ჩ ჰეპატიტის ჩათვლით, ცალკე ან კომბინაციაში (იხილეთ პარაგრაფი „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები’’): რიტონავირი, ლოპინავირი, ატაზანავირი, სოფოსბუვირი, ვოქსილაპრევირი, ომბიტასვირი, პარიტაპრევირი, დასაბუვირი, ველპატასვირი, გრაზოპრევირი, ელბასვირი, გლეკაპრევირი, პიბრენტასვირი.

აღნიშნული მედიკამენტების ეფექტი შეიძლება შეიცვალოს როზუვასტატინის მიღებით ან შეცვალოს როზუვასტატინის მოქმედება.

თუ გჭირდებათ ფუზიდის მჟავას პერორალურად მიღება ბაქტერიული ინფექციის სამკურნალოდ, დროებით უნდა შეწყვიტოთ ამ მედიკამენტის მიღება. თქვენი ექიმი გეტყვით, როდის არის უსაფრთხო როზუვასტატინით მკურნალობის ხელახალი დაწყება. როზუვასტატინის მიღებამ ფუზიდის მჟავასთან ერთად შეიძლება ზოგჯერ გამოიწვიოს კუნთების სისუსტე, კუნთების მომეტებული მგრძნობელობა ან კუნთების ტკივილი (რაბდომიოლიზი). რაბდომიოლიზის შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მე-4 ნაწილში.

ორსულობა და ლაქტაცია

არ მიიღოთ როზუვასტატინი, თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს. თუ როზუვასტატინის მიღებისას დაორსულდებით, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მისი მიღება და აცნობეთ ექიმს. ქალები უნდა მოერიდონ დაორსულებას როზუვასტატინით მკურნალობის დროს შესაბამისი კონტრაცეპტივის გამოყენებით.

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ან ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ამ პრეპარატის მიღებამდე.

ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება

პაციენტთა უმრავლესობას შეუძლია როზუვასტატინით მკურნალობის დროს ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება, რადგან ეს გავლენას არ მოახდენს მათ შესაძლებლობებზე. თუმცა, ზოგიერთ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს თავბრუსხვევა როზუვასტატინით მკურნალობის დროს. თუ იგრძნობთ თავბრუსხვევას, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, სანამ ეცდებით ავტომობილის მართვას ან მექანიზმების გამოყენებას.

როზუვასტატინი სტადა შეიცავს ლაქტოზას.

თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ აუტანლობა გარკვეული შაქრის მიმართ, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

დამხმარე ნივთიერებების სრული სია მოცემულია თავში ,,შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია’’.

3. როგორ მივიღოთ როზუვასტატინი სტადა

ზუსტად დაიცავით თქვენი ექიმის მიერ მოცემული წამლის გამოყენების ინსტრუქცია. თუ ეჭვი გაქვთ, კვლავ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ჩვეულებრივი დოზები მოზრდილებში

თუ თქვენ იღებთ როზუვასტატინს მაღალი ქოლესტერინის დონის გამო:

საწყისი დოზა

თქვენი როზუვასტატინით მკურნალობა უნდა დაიწყოს 5 მგ ან 10 მგ დოზით, მაშინაც კი, თუ ადრე მიიღეთ სხვა სტატინის უფრო მაღალი დოზა. საწყისი დოზის არჩევანი დამოკიდებული იქნება შემდეგზე:

  • თქვენი ქოლესტერინის დონე.
  • რისკის ხარისხი, რომელიც თქვენ გაქვთ გულის შეტევის ან ინსულტის მიღებასთან დაკავშირებით.
  • თუ გაქვთ ფაქტორები, რომლებიც უფრო დაუცველს გაგხდით შესაძლო გვერდითი მოვლენების მიმართ.

მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს როზუვასტატინის საუკეთესო საწყისი დოზის გასარკვევად.

თქვენმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს მკურნალობის დაწყება ყველაზე მცირე დოზით (5 მგ):

  • თუ თქვენ ხართ აზიური წარმოშობის (მაგალითად, იაპონელი, ჩინელი, ფილიპინელი, ვიეტნამელი, კორეელი ან ინდოელი).
  • თუ ხართ 70 წელს გადაცილებული.
  • თუ გაქვთ თირკმელების ზომიერი პრობლემები.
  • თუ გაქვთ კუნთების ტკივილისა და კრუნჩხვების რისკი (მიოპათია).

დოზის გაზრდა და მაქსიმალური დღიური დოზა

თქვენმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს თქვენი დოზის გაზრდა. ეს იმიტომ ხდება, რომ თქვენ იღებთ როზუვასტატინის სწორ დოზას. თუ დაიწყეთ 5 მგ დოზით, ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს დოზის გაორმაგება 10 მგ-მდე, შემდეგ 20 მგ-მდე და საჭიროების შემთხვევაში 40 მგ-მდე. თუ დაიწყეთ 10 მგ დოზით, საჭიროების შემთხვევაში, ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს დოზის გაორმაგება 20 მგ-მდე და შემდეგ 40 მგ-მდე. დოზის თითოეულ კორექტირებას შორის იქნება ოთხკვირიანი ინტერვალი.

როზუვასტატინის მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 40 მგ. ეს დოზა განკუთვნილია მხოლოდ მაღალი ქოლესტერინის მქონე პაციენტებისთვის და გულის შეტევის ან ინსულტის მაღალი რისკის მქონე პაციენტებისთვის, რომელთა ქოლესტერინის დონე საკმარისად არ მცირდება 20 მგ-ით.

თუ თქვენ იღებთ როზუვასტატინს გულის შეტევის, ინსულტის ან მასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემების რისკის შესამცირებლად:

რეკომენდებული დოზაა 20 მგ დღეში. თუმცა, თქვენმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს უფრო დაბალი დოზის გამოყენება, თუ თქვენ გაქვთ ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე ფაქტორი.

გამოყენება 6-17 წლის ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში

დოზირების დიაპაზონი 6-დან 17 წლამდე ბავშვებში და მოზარდებში არის 5 მგ-დან 20 მგ-მდე დღეში ერთხელ. ჩვეულებრივი საწყისი დოზაა 5 მგ დღეში და თქვენმა ექიმმა შეიძლება გაზარდოს დოზა თანდათან, სანამ არ მიაღწევთ როზუვასტატინის თქვენთვის შესაბამის დოზას. როზუვასტატინის მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 10 ან 20 მგ, 6-დან 17 წლამდე ბავშვებისთვის, ძირითადი დაავადების მიხედვით, რომელსაც მკურნალობენ. მიიღეთ თქვენი დოზა დღეში ერთხელ. როზუვასტატინი 40 მგ ტაბლეტები არ უნდა დაინიშნოს ბავშვებში.

ტაბლეტების მიღება

გადაყლაპეთ თითოეული ტაბლეტი მთლიანად წყლით.

მიიღეთ როზუვასტატინი დღეში ერთხელ. მისი მიღება შეგიძლიათ დღის ნებისმიერ დროს საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

შეეცადეთ მიიღოთ ტაბლეტები ყოველდღე ერთსა და იმავე დროს. ეს დაგეხმარებათ დაიმახსოვროთ მათი მიღება.

ქოლესტერინის დონის რეგულარული შემოწმება

მნიშვნელოვანია, რომ რეგულარულად ეწვიოთ ექიმს ქოლესტერინის შესამოწმებლად, რათა დარწმუნდეთ, რომ თქვენი ქოლესტერინის დონე ნორმალიზდება და დარჩება შესაბამის დონეზე.

თქვენმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს თქვენი დოზის გაზრდა ისე, რომ თქვენ იღებთ როზუვასტატინის თქვენთვის შესაბამის დოზას.

თუ იღებთ იმაზე მეტ როზუვასტატინი სტადას, ვიდრე საჭიროა

რჩევისთვის დაუკავშირდით უახლოეს ექიმს ან საავადმყოფოს.

თუ თქვენ მოხვდებით საავადმყოფოში ან მკურნალობთ სხვა დაავადების გამო, უთხარით ჯანდაცვის სპეციალისტებს, რომ იღებთ როზუვასტატინს.

დოზის გადაჭარბების ან შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ან დარეკეთ ტოქსიკოლოგიურ საინფორმაციო სამსახურში, დარეკეთ ნომერზე 91 562 04 20 წამლისა და მიღებული ოდენობის მითითებით.

თუ დაგავიწყდათ როზუვასტატინი სტადას მიღება

არ ინერვიულოთ, უბრალოდ მიიღეთ შემდეგი დაგეგმილი დოზა დანიშნულ დროს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

თუ შეწყვეტთ როზუვასტატინი სტადას მიღებას

თუ გსურთ როზუვასტატინით მკურნალობის შეწყვეტა, მიმართეთ ექიმს. თქვენი ქოლესტერინის დონე შეიძლება კვლავ გაიზარდოს, თუ შეწყვეტთ როზუვასტატინის მიღებას.

თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები აღნიშნული მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, წინამდებარე მედიკამენტსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

მნიშვნელოვანია იცოდეთ, რა შეიძლება იყოს ეს გვერდითი მოვლენები. ისინი ჩვეულებრივ მსუბუქია და ქრება მოკლე დროში.

შეწყვიტეთ როზუვასტატინის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, თუ გამოვლინდება რომელიმე შემდეგი სიმპტომი:

  • სუნთქვის გაძნელება სახის, ტუჩების, ენის და/ან ყელის შეშუპებით ან მის გარეშე.
  • სახის, ტუჩების, ენის და/ან ყელის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის გაძნელება.
  • კანის ინტენსიური ქავილი (ჭინჭრის ციება).
  • ბრტყელი, მრგვალი ან წრიული ფორმის მოწითალო ლაქები ტანზე, ხშირად ბუშტუკებით ცენტრში, კანის აქერცვლა, წყლულები პირში, ყელში, ცხვირში, სასქესო ორგანოებსა და თვალებში. კანის ამ მძიმე გამონაყარს შესაძლოა წინ უსწრებდეს ცხელება და გრიპის მსგავსი სიმპტომები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი).
  • გენერალიზებული გამონაყარი, სხეულის მაღალი ტემპერატურა და გადიდებული ლიმფური კვანძები (DღEშშ სინდრომი ან წამლის ჰიპერმგრძნობელობის სინდრომი).

ასევე შეწყვიტეთ როზუვასტატინის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს

  • თუ გაქვთ კუნთების აუხსნელი ტკივილები და კრუნჩხვები, რომლებიც მოსალოდნელზე მეტხანს გრძელდება. კუნთების ტკივილი უფრო ხშირია ბავშვებსა და მოზარდებში, ვიდრე მოზრდილებში. სხვა სტატინების მსგავსად, ამ მედიკამენტის მიღებისას, ადამიანთა ძალიან მცირე რაოდენობაში გამოვლინდა კუნთებზე უსიამოვნო ზემოქმედება რამაც, ძალიან იშვიათად, გამოიწვია სიცოცხლისთვის საშიში კუნთების დაზიანება, რასაც ეწოდება რაბდომიოლიზი.
  • თუ უჩივით კუნთების დაზიანებას
  • თუ გაქვთ სინდრომი, რომელიც გამოხატავს ლუპუსის მსგავს სიმპტომებს (ჭინჭრის ციება, სახსრების პრობლემები და უარყოფითი ზემოქმედება სისხლის უჯრედებზე)

ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 ადამიანში)

  • თავის ტკივილი, კუჭის ტკივილი, ყაბზობა, გულისრევა, კუნთების ტკივილი, სისუსტე, თავბრუსხვევა
  • შარდში ცილის რაოდენობის მატება – ეს ჩვეულებრივ თავისთავად უბრუნდება ნორმას როზუვასტატინის ტაბლეტებით მკურნალობის შეწყვეტის საჭიროების გარეშე (მხოლოდ როზუვასტატინით 40 მგ)
  • დიაბეტი. ეს უფრო სავარაუდოა მაშინ, თუ გაქვთ სისხლში შაქრისა და ლიპიდების მაღალი დონე, გაქვთ ჭარბი წონა და მაღალი წნევა. თქვენი ექიმი ყურადღებით გააკონტროლებს მდგომარეობას თქვენს მიერ აღნიშნული მედიკამენტის მიღებისას.

იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-მდე ადამიანში)

  • ჭინჭრის ციება, ქავილი და კანის სხვა რეაქციები
  • შარდში ცილის რაოდენობის მატება – ეს ჩვეულებრივ თავისთავად უბრუნდება ნორმას როზუვასტატინის ტაბლეტებით მკურნალობის შეწყვეტის საჭიროების გარეშე (მხოლოდ როზუვასტატინით 5 მგ, 10 მგ და 20 მგ)

იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 1.000-დან 1-მდე ადამიანში)

  • მწვავე ალერგიული რეაქცია – სიმპტომებია სახის, ტუჩების, ენის და/ან ყელის შეშუპება, ყლაპვისა და სუნთქვის გაძნელება, კანის ძლიერი ქავილი (ჭინჭრის ციება). თუ ფიქრობთ, რომ გაქვთ ალერგიული რეაქცია, შეწყვიტეთ როზუვასტატინის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
  • კუნთების დაზიანება მოზრდილებში – სიფრთხილის მიზნით შეწყვიტეთ როზუვასტატინის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ კუნთების აუხსნელი ტკივილი ან კრუნჩხვები, რომლებიც მოსალოდნელზე მეტხანს გრძელდება
  • კუჭის ძლიერი ტკივილი (პანკრეასის ანთების შესაძლო ნიშანი)
  • სისხლში ღვიძლის ფერმენტების (ტრანსამინაზების) მატება
  • სისხლდენის ან სისხლჩაქცევების უფრო მარტივად წარმოქმნა, ვიდრე ჩვეულებრივ, სისხლში თრომბოციტების დაბალი დონის გამო.
  • სინდრომი, რომელიც ვლინდება ლუპუსის მსგავსი სიმპტომებით (ჭინჭრის ციება, სახსრების პრობლემები და სისხლის უჯრედებზე ზემოქმედება).

ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10.000-დან 1-მდე ადამიანში)

სიყვითლე (კანისა და თვალების გაყვითლება), ჰეპატიტი (ღვიძლის შეშუპება), შარდში სისხლის კვალი, ფეხებისა და ხელების ნერვების დაზიანება (როგორიცაა დაბუჟება), სახსრების ტკივილი, მეხსიერების დაკარგვა და მკერდის გაზრდილი ზომა მამაკაცებში (გინეკომასტია)

უცნობი სიხშირის გვერდითი მოვლენები (სიხშირე არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით)

  • დიარეა (ფხვიერი განავალი), ხველა, ქოშინი, შეშუპება (შებერილობა), ძილის დარღვევა, მათ შორის უძილობა და კოშმარები, სექსუალური პრობლემები, დეპრესია, სუნთქვის გაძნელება, მათ შორის მუდმივი ხველა და/ან ქოშინი ან ცხელება, დაზიანებები მყესებზე, კუნთების მუდმივი სისუსტე

მწვავე მიასთენია (დაავადება, რომელიც იწვევს იმ კუნთების საერთო სისუსტეს, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში გავლენას ახდენს სუნთქვაში მონაწილე კუნთებზე)1

თვალის მიასთენია (დაავადება, რომელიც იწვევს თვალის კუნთების საერთო სისუსტეს)1

მიმართეთ ექიმს, თუ გაგიჩნდებათ სისუსტე ხელებსა და ფეხებში, რომელიც გაუარესდება აქტივობის პერიოდებში, თუ თავს იჩენს მხედველობის გაორმაგება ან ქუთუთოების ჩამოწევა, ასევე შენიშნავთ ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებას.

არასასურველი ეფექტების შესახებ შეტყობინება

თუ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, რაც მოიცავს შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მათ უშუალოდ ადამიანის მოხმარების მედიკამენტების ფარმაკოვიგილაციის ესპანური სისტემის მეშვეობით: ჰტტპს://წწწ.ნოტიფყამ.ეს . გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ წინამდებარე მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.

5. როგორ შევინახოთ როზუვასტატინი სტადა?

შეინახეთ მედიკამენტი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ მედიკამენტი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე და ბლისტერზე EXP-ის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა არის მითითებული თვის ბოლო დღე.

შეინახეთ თავდაპირველ კონტეინერში სინათლისგან დასაცავად.

მედიკამენტები არ უნდა გადააგდოთ კანალიზაციაში ან ნაგავში. შეიტანეთ კონტეინერები და მედიკამენტები, რომლებიც არ გჭირდებათ აფთიაქის სპეციალურ განყოფილებაში [შIGღE Pოინტ]. თუ ეჭვი გეპარებათ, ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ კონტეინერი და მედიკამენტები, რომლებიც აღარ გჭირდებათ. ამ გზით თქვენ დაგეხმარებით გარემოს დაცვაში.

03

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

რას შეიცავს როზუვასტატინი სტადა

  • აქტიური ნივთიერებაა როზუვასტატინი.

როზუვასტატინი სტადა 5 მგ: თითოეული ტაბლეტი შეიცავს 5 მგ როზუვასტატინს (როზუვასტატინის კალციუმის სახით)

როზუვასტატინი სტადა 10 მგ: თითოეული ტაბლეტი შეიცავს 10 მგ როზუვასტატინს (როზუვასტატინის კალციუმის სახით

როზუვასტატინი სტადა 20 მგ: თითოეული ტაბლეტი შეიცავს 20 მგ როზუვასტატინს (როზუვასტატინის კალციუმის სახით)

  • სხვა კომპონენტებია:

ტაბლეტის ბირთვი: ლაქტოზას მონოჰიდრატი, პოვიდონი K 30, კროსპოვიდონი A ტიპის, ცელულოზის ფხვნილი, კოპოვიდონი, კოლოიდური უწყლო სილიციუმი, მაგნიუმის სტეარატი.

ტაბლეტის საფარი: პოლივინილის სპირტი, მაკროგოლი (Mჭ 3350), ტიტანის დიოქსიდი (E 171), ტალკი.

პროდუქტის გარეგნობა და შეფუთვის შიგთავსი

როზუვასტატინი სტადა 5 მგ შემოგარსული ტაბლეტები არის თეთრი, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები 5 მმ დიამეტრით.

როზუვასტატინი სტადა 10 მგ შემოგარსული ტაბლეტები არის თეთრი, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები 7 მმ დიამეტრით.

როზუვასტატინი სტადა 20 მგ შემოგარსული ტაბლეტები არის თეთრი, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები 9 მმ დიამეტრით.

ტაბლეტები წარმოდგენილია ბლისტერებში ოPA-Aლუ-PVჩ ფოლგით დალუქული ალუმინის ფოლგით.

ისინი გამოდის 7, 14, 15, 20, 28, 28 ხ1 (ერთჯერადი დოზა), 30, 50 ხ1 (ერთჯერადი დოზა), 50, 60, 90, 98, 100, 154, 196 ან 252 შემოგარსული ტაბლეტის შეფუთვაში. .

შესაძლებელია მხოლოდ გარკვეული შეფუთვის ზომების გაყიდვა.

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

ზეტორი პლუსი, 5/10მგ ტაბლეტი №30; 10/10მგ ტაბლეტი №30; 20/10მგ ტაბლეტი №30

ზეტორი პლუსი

ZETOR PLUS

5/10მგ ტაბლეტი №30; 10/10მგ ტაბლეტი №30; 20/10მგ ტაბლეტი №30

Ezetimib + როზუვასტატინი ELPEN PHARMACEUTICAS, საბერძნეთი
დან34.85 ₾
როზულიპი პლუსი, 5მგ+10მგ მყარი კაფსულა №30

როზულიპი პლუსი

Rosulip Plus

5მგ+10მგ მყარი კაფსულა №30

Ezetimib + როზუვასტატინი Egis Pharmaceuticals PLC, უნგრეთი
დან34.85 ₾
ეკვამერი, 20მგ/10მგ/10მგ კაფსულა №30; 20მგ/10მგ/20მგ კაფსულა №30

ეკვამერი

EKVAMER

20მგ/10მგ/10მგ კაფსულა №30; 20მგ/10მგ/20მგ კაფსულა №30

ამლოდიპინი + ლიზინოპრილი + როზუვასტატინი GEDEON RICHTER Plc, უნგრეთი
დან37.92 ₾
როქსამპექსი, 10+5+4მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30

როქსამპექსი

10+5+4მგ ტაბლეტი საღეჭი 30 ტაბლეტი №30

ამლოდიპინი + პერინდოპრილი + როზუვასტატინი
დან42.28 ₾
როზულიპი პლუსი, 10მგ/10მგ კაფსულა №30

როზულიპი პლუსი

ROSULIP Plus

10მგ/10მგ კაფსულა №30

Ezetimib + როზუვასტატინი Egis Pharmaceuticals PLC, უნგრეთი
დან42.46 ₾
როზულიპი პლუსი, 20მგ/10მგ კაფსულა №30

როზულიპი პლუსი

Rosulip Plus

20მგ/10მგ კაფსულა №30

Ezetimib + როზუვასტატინი Egis Pharmaceuticals PLC, უნგრეთი
დან46.67 ₾
როვეზიქსი, 10მგ + 10მგ მყარი კაფსულა №30

როვეზიქსი

Rovezix

10მგ + 10მგ მყარი კაფსულა №30

Ezetimib + როზუვასტატინი Tecnimede group, პორტუგალია
დან46.74 ₾
როვეზიქსი, 20მგ + 10მგ მყარი კაფსულა №30

როვეზიქსი

Rovezix

20მგ + 10მგ მყარი კაფსულა №30

Ezetimib + როზუვასტატინი Tecnimede group, პორტუგალია
დან52.70 ₾
ეკვამერი, 10მგ/5მგ/10მგ კაფსულა №30; 10მგ/5მგ/20მგ კაფსულა №30

ეკვამერი

EKVAMER

10მგ/5მგ/10მგ კაფსულა №30; 10მგ/5მგ/20მგ კაფსულა №30

ამლოდიპინი + ლიზინოპრილი + როზუვასტატინი GEDEON RICHTER Plc, უნგრეთი
Rx · რეცეპტით
როვასტატ დუო, 10მგ + 10მგ ტაბლეტი №30 (3X10)

როვასტატ დუო

Rovastat Duo

10მგ + 10მგ ტაბლეტი №30 (3X10)

Ezetimib + როზუვასტატინი ADAMED, პოლონეთი
Rx · რეცეპტით
როვასტატ დუო, 20მგ + 10მგ ტაბლეტი №30

როვასტატ დუო

Rovastat Duo

20მგ + 10მგ ტაბლეტი №30

Ezetimib + როზუვასტატინი ADAMED, პოლონეთი
ურეცეპტო

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.