8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 02029 Rx · რეცეპტით

მოქსინი ®

MOXIN ®

400მგ ტაბლეტი #5

დან32.50 ₾ 3 აფთიაქში, ნახე ფასები →
მოქსინი ®, 400მგ ტაბლეტი #5
მოქმედი ნივთიერება
მოქსიფლოქსაცინი (Moxifloxacin)
მწარმოებელი
ჯი-ემ-პი, საქართველო
იმპორტიორი საქართველოში
ჯი-ემ-პი
გაცემის წესი
II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

  • ფარმადეპო ყველაზე იაფი

    მოქსინი ტაბლეტი 400მგ #5

    6.50 ₾ / ც. × 5

  • GPC ყველაზე იაფი

    მოქსინი ტაბლეტი 400მგ #5

    6.50 ₾ / ც. × 5

  • PSP ყველაზე იაფი

    მოქსინი - Moxin 400მგ 5 ტაბლეტი

    6.50 ₾ / ც. × 5

ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: მოქსიფლოქსაცინი. ჯერ ყველაზე იაფი.

მოქსიგეტი, 400მგ ტაბლეტი №5

მოქსიგეტი

400მგ ტაბლეტი №5

მოქსიფლოქსაცინი გეტზ ფარმა, პაკისტანი
დან14.25 ₾
აველოქსი, 400მგ ტაბლეტი №5

აველოქსი

400მგ ტაბლეტი №5

მოქსიფლოქსაცინი ბაიერ ჰელსქეა მანუფაქტურა, იტალია
დან14.72 ₾
სოლუმოქსი, 0.5% წვეთები თვალის ფლაკონი №1 5მლ

სოლუმოქსი

0.5% წვეთები თვალის ფლაკონი №1 5მლ

მოქსიფლოქსაცინი რომფარმ ილაჩი, თურქეთი
დან19.90 ₾
ბივოქსა, 0.5% 5მგ/მლ 5მლ თვალის წვეთები საწვეთურიანი ფლაკონი №1

ბივოქსა

Bivoxa

0.5% 5მგ/მლ 5მლ თვალის წვეთები საწვეთურიანი ფლაკონი №1

მოქსიფლოქსაცინი Rompharm Company, რუმინეთი
დან19.91 ₾
ტორაქსი, 0.5% წვეთები თვალის ფლაკონი №1 5მლ

ტორაქსი

0.5% წვეთები თვალის ფლაკონი №1 5მლ

მოქსიფლოქსაცინი ბალკანფარმა-რაზგრადი, ბულგარეთი
დან19.91 ₾
დემოქსიფი, 0.5% წვეთები თვალის №1 5მლ

დემოქსიფი

0.5% წვეთები თვალის №1 5მლ

მოქსიფლოქსაცინი დევა ჰოლდინგი, თურქეთი
დან19.92 ₾
ლამოფლოქსი, 0.5% წვეთები თვალის №1 5მლ

ლამოფლოქსი

0.5% წვეთები თვალის №1 5მლ

მოქსიფლოქსაცინი ვიტალინე, პერუ
დან19.92 ₾
ვიგამოქსი, 0.5% წვეთები თვალის ფლაკონი №1 5მლ

ვიგამოქსი

0.5% წვეთები თვალის ფლაკონი №1 5მლ

მოქსიფლოქსაცინი ნოვარტის მანუფაქტურა, ბელგია
დან24.57 ₾

მოქსიფლოქსაცინი მიკრო ლაბსი

400მგ ტაბლეტი №7

მოქსიფლოქსაცინი ესკა ფარმა ლოჯისტიკი, გერმანია
დან26.60 ₾
მოქსალონი, 400მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №7

მოქსალონი

Moxalone

400მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №7

მოქსიფლოქსაცინი DRUG INTERNATIONAL LIMITED, ბანგლადეში
დან29.23 ₾
მოქსიქოლი, 400მგ ტაბლეტი №5

მოქსიქოლი

400მგ ტაბლეტი №5

მოქსიფლოქსაცინი მედოქემი, კვიპროსი
დან32.48 ₾
ფლოქსაფე, 400მგ ტაბლეტი №5

ფლოქსაფე

400მგ ტაბლეტი №5

მოქსიფლოქსაცინი ლაბ. პრივატ ლიმიტედი, ინდოეთი
დან32.49 ₾
მოლოქსინი, 400მგ ტაბლეტი N5; N7; N10

მოლოქსინი

Moloxin

400მგ ტაბლეტი N5; N7; N10

მოქსიფლოქსაცინი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან32.50 ₾
მოქსიკუმი, 400მგ ტაბლეტი №7

მოქსიკუმი

400მგ ტაბლეტი №7

მოქსიფლოქსაცინი ვორლდ მედიცინ ილაჩ სან., თურქეთი
დან34.56 ₾
მოქსიფლოქსაცინი ნორმონი, 400 მგ გარსით დაფარული ტაბლეტი #7

მოქსიფლოქსაცინი ნორმონი

Moxifloxacin Normon

400 მგ გარსით დაფარული ტაბლეტი #7

მოქსიფლოქსაცინი Normon, ესპანეთი
დან34.56 ₾
ჰელიომოქსი, 400მგ №7

ჰელიომოქსი

400მგ №7

მოქსიფლოქსაცინი
დან34.56 ₾
დომინალი, 400 მგ ტაბლეტი #10

დომინალი

DOMINAL

400 მგ ტაბლეტი #10

მოქსიფლოქსაცინი ავერსი ფარმა, საქართველო
Rx · რეცეპტით
მოქსინი, 5მგ/მლ 5მლ თვალის წვეთები პოლიმერული მასალის ფლაკონი №1

მოქსინი

MOXIN

5მგ/მლ 5მლ თვალის წვეთები პოლიმერული მასალის ფლაკონი №1

მოქსიფლოქსაცინი Rompharm Company, რუმინეთი
ურეცეპტო
პიტოკსილი-სანოველი, 400 მგ გარსით დაფარული ტაბლეტი #7

პიტოკსილი-სანოველი

PITOXIL-SANOVEL

400 მგ გარსით დაფარული ტაბლეტი #7

მოქსიფლოქსაცინი SANOVEL ILAC SAN. ve TIC. AS, თურქეთი
Rx · რეცეპტით

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

მოქსინის ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების - მოქსიფლოქსაცინის 400 მგ-ს.
მოქმედების მექანიზმი
ფტორქინოლონის ჯგუფის ანტიბაქტერიული საშუალება. ახასიათებს ბაქტერიციდული მოქმედება. მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ბაქტერიის II და IV ტოპოიზომერების ინჰიბირებასთან, რაც მიკრობის დნმ-ის სინთეზის დარღვევას და მიკრობის დაღუპვას იწვევს. მოქსიფლოქსაცინსა და პენიცილინებს, ცეფალოსპორინებს, ამინოგლიკოზიდებს, მაკროლიდებს, ტეტრაციკლინებს შორის ჯვარედინი მდგრადობა არ აღინიშნება. ჯვარედინი მდგრადობის შემთხვევები აღინიშნება ქინოლონის ჯგუფის პრეპარატებისადმი. მიუხედავად ამისა, ქინოლონებისადმი მგრადი ზოგიერთი გრამდადებითი და ანაერობული მიკროორგანიზმი მგრძნობიარეა მოქსიფლოქსაცინისადმი. მოქსიფლოქსაცინისადმი რეზისტენტობა ვითარდება ნელა, მრავლობითი მუტაციის გზით. მოქსიფლოქსაცინი In vitro აქტიურია გრამუარყოფითი და გრამდადებითი ბაქტერიების ფართო სპექტრის მიმართ, ანაერობების, მჟავაგამძლე და ატიპიური ფორმის ბაქტერიების - Micoplasma, Clamidia, Legionella- ს მიმართ. ეფექტურია ბეტა-ლაქტამური და მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკებისადმი მდგრადი ბაქტერიების მიმართ. მოქსიფლოქსაცინის ანტიბაქტერიული სპექტრი მოიცავს შემდეგ მიკროორგანიზმებს: გრამდადებითი აერობული ბაქტერიები: Streptococcus pneumonia (პენიცილინისა და მაკროლიდებისადმი მდგრადი შტამების ჩათვლით), Streptococcus pyogenes (А ჯგუფი), Streptococcus milled, Streptococcus mitis, Streptococcus agalactiae, Streptococcus dysgalactiae, Staphylococcus aureus (მეტიცილინისადმი მდგრადი შტამების ჩათვლით), Staphylococcus cohnii, Staphylococcus epidermidis (მეტიცილინისადმი მდგრადი შტამების ჩათვლით), Staphylococcus haemolyticus, Staphylococcus hominis, Staphylococcus saprophyticus, Staphylococcus simulans, Corynebacterium diphtheriae; გრამუარყოფითი აერობული ბაქტერიები: Haemophilus influenza (ბეტა-ლაქტამაზას მაპროდუცირებელი და არამაპროდუცირებელი შტამები), Haemophilus parainfluenzae, Klebsiella pneumoniae, Moraxella catarrhalis (ბეტალაქტამაზას მაპროდუცირებელი და არამაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით), Escherichia coli, Enterobacter cloacae, Bordetella pertussis, Klebsiella oxytoca, Enterobacter aerogenes, Enterobacter agglomerans, Enterobacter intermedius,Enterobacter sakazaki, Proteus mirabilis, Proteus vulgaris, Morganella morganii, Providencia rettgeri, Providencia stuartii; ანაერობული ბაქტერიები: Bacteroides distasonis, Bacteroides eggerthii, Bacteroides fragilis, Bacteroides ovatus, Bacteroides thetaiotaomicron, Bacteroides uniformis, Fusobacterium spp., Porphyromonas spp. (მათ შორის: Porphyromonas anaerobius, Porphyromonas asaccharolyticus, Porphyromonas magnus), Prevotella spp., Propionibacterium spp., Clostridium perfringens, Clostridium ramosum;
ასევე, Chlamydia pneumoniae, Mycoplasma pneumoniae, Legionella pneumophila, Coxiella burnettii. მოქსიფლოქსაცინი ნაკლებად აქტიურია: Pseudomonas aeruginosa, Pseudomonas fluorescens, Burkholderia cepacia, Stenotrophomonas maltophilia ს მიმართ.
პერორალურად მიღებული მოქსიფლოქსაცინი სწრაფად და თითქმის მთლიანად აბსორბირდება. მოქსიფლოქსაცინის 400 მგ-ის ერთჯერადი მიღების შემდეგ სისხლის პლაზმაში Cmax მიიღწევა 0.5-4 საათში. ფილტვის ქსოვილში (მათ შორის ალვეოლურ მაკროფაგებში), ბრონქების ლორწოვან გარსში, ცხვირის დანამატ ღრუებში, ინტერსტიციურ სითხესა და ნერწყვში, ანთების კერაში პრეპარატი უფრო მეტი კონცენტრაციით ხვდება, ვიდრე სისხლის პლაზმაში. ორგანიზმიდან გამოიდევნება როგორც შეუცვლელი, ასევე არააქტიური მეტაბოლიტების სახით შარდთან და ფეკალურ მასასთან ერთად. T1/2 დაახლოებით 12 საათს შეადგენს.

02

ჩვენებები

პრეპარატისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებები:

  • ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება;
  • არაჰოსპიტალური პნევმონია;
  • მწვავე სინუსიტი;
  • კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები.
03

მიღების წესი და დოზირება

მოზრდილებში ინიშნება 400 მგ (1 ტაბლეტი) დღეში ერთხელ. მკურნალობის ხანგრძლივობა: ქრონიკული ბრონქიტის გამწვავების დროს - 5 დღე, არაჰოსპიტალური პნევმონიის დროს - 10 დღე, მწვავე სინუსიტისა და კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციის დროს - 7 დღე. პრეპარატით მკურნალობა დასაშვებია 14 დღემდე გაგრძელდეს. პაციენტები თირკმლის უკმარისობით (როცა კრეატინინის კლირენსი მეტია 30 მლ/წთ-ზე) დოზის კორექციას არ საჭიროებენ. ტაბლეტები უნდა მიიღონ დაუღეჭავად, მცირე რაოდენობით წყალთან ერთად, კვებისგან დამოუკიდებლად.

04

გვერდითი მოვლენები

მოქსიფლოქსაცინი ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება, გვერდითი მოვლენების უმრავლოსობა (90%) მსუბუქი ან საშუალო სიმძიმისაა. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, გემოს შეგრძნების დარღვევა, დიარეა, ტკივილი მუცლის არეში, დისპეფსია, ღვიძლის ფუნქციური ტესტების ცვლილებები, პირის სიმშრალე, მეტეორიზმი, მადის დაკარგვა, სტომატიტი, გლოსიტი. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: პაციენტებში ჰიპოკალიემიით QT ინტერვალის გახანგრძლივება, ტაქიკარდია, პერიფერიული შეშუპება, არტერიული წნევის მატება ან შემცირება, ტკივილი მკერდის არეში, პერიფერიული სისხლის სურათის ცვლილებები. ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: უძილობა, თავბრუსხვევა, გაღიზიანებადობა, ძილიანობა, ტრემორი, პარესთეზიები, გონების დაბინდვა, დეპრესია, ემოციური ლაბილობა. სასუნთქი სისტემის მხრივ: ბრონქოსპაზმი, დისპნოე. ძვალ-სახსართა სისტემის მხრივ: ტკივილი ზურგის არეში, ართრალგია, მიალგია. შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: ვაგინალური კანდიდოზი, ვაგინიტი. ალერგიული რეაქციები: გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება.

05

უკუჩვენებები

  • ორსულობა; ლაქტაცია (ძუძუთი კვება); ბავშვთა და 18 წლამდე მოზარდთა ასაკი; მოქსიფლოქსაცინისა და პრეპარატის სხვა კომპონენტებისადმი მაღალი მგრძნობელობა.
06

განსაკუთრებული მითითებები

მოქსიფლოქსაცინი სიფრთხილით ინიშნება ცნს-ის, კრუნჩხვითი შეტევების მაპროვოცირებელი და კრუნჩხვითი განტვირთვის მზადყოფნის ზღვრის შემამცირებელი დაავადებების, QT ინტერვალის გახანგრძლივების, ჰიპოკალიემიის, ბრადიკარდიის, მიოკარდიუმის მწვავე იშემიის, გულის გამტარობის შემაფერხებელი პრეპარატების (Iა, II და III კლასის ანტიარითმული პრეპარატები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ნეიროლეფსიური საშუალებები) ერთდროული გამოყენების, ღვიძლის მძიმე უკმარისობის დროს. მოქსიფლოქსაცინი არ ინიშნება ეპილეფსიის დროს. მოქსიფლოქსაცინი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომელთაც ანამნეზში ანტიბიოტიკებით მკურნალობის ფონზე დიარეის მძიმე ფორმა აღენიშნებათ. მოქსინით თერაპიის ფონზე დიარეის გამოვლინების შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

07

ჭარბი დოზირება

დოზის გადაჭარბების დროს ტარდება სიმპტომური მკურნალობა. მოქსიფლოქსაცინისა და კორტიკოსტეროიდების კომბინაცია დიდი სიფრთხილით ინიშნება. მოქსიფლოქსაცინის და ანტაციდური პრეპარატების, ასევე პოლივიტამინებისა და მინერალების შემცველი პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია მოქსიფლოქსაცინის აბსორბციის დარღვევა. ამიტომ, ანტაციდები და კალციუმის, მაგნიუმის, ალუმინის, რკინის შემცველი პრეპარატები ინიშნება მოქსიფლოქსაცინის მიღებამდე 4 სთ-ით ადრე ან მიღებიდან 2 სთ-ის შემდეგ. მოქსიფლოქსაცინი უმნიშვნელოდ ცვლის დიგოქსინის ფარმაკოკინეტიკურ პარამეტრებს. მოქსიფლოქსაცინი გავლენას არ ახდენს გლიბენკლამიდის, პრობენეციდის, ვარფარინის, პერორალური ჰორმონალური კონტრაცეპტივების კონცენტრაციაზე. აქტივირებული ნახშირისა და 400 მგ მოქსიფლოქსაცინის ერთდროული მიღებისას, პრეპარატის აბსორბციის შეფერხების გამო, მისი ბიოშეღწევადობა 80%-ით მცირდება.

08

შენახვის პირობები

პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 2 წელი, ინახება 10-25oC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

09

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ექიმის რეცეპტის მიხედვით!

10

რეგისტრაციის ნომერი და თარიღი

წს N რ - 002312 09.03.2007

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.