8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 00483 ურეცეპტო

ბივოქსა

Bivoxa

0.5% 5მგ/მლ 5მლ თვალის წვეთები საწვეთურიანი ფლაკონი №1

დან19.91 ₾ 4 აფთიაქში, ნახე ფასები →
ბივოქსა, 0.5% 5მგ/მლ 5მლ თვალის წვეთები საწვეთურიანი ფლაკონი №1
მოქმედი ნივთიერება
მოქსიფლოქსაცინი (Moxifloxacin)
მწარმოებელი
Rompharm Company, რუმინეთი
იმპორტიორი საქართველოში
WM-Ophthalmics
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

0.5% · 5მლ

  • GPC ყველაზე იაფი

    ბივოქსა წვეთები თვალის 0.5% 5მლ ფლაკონი #1

  • ფარმადეპო ყველაზე იაფი

    ბივოქსა წვეთები თვალის 0.5% 5მლ ფლაკონი #1

  • PSP ყველაზე იაფი

    ბივოქსა - Bivoxa თვალის წვეთები 0.5% 5მლ 1 ფლაკონი

5მგ · 5მლ

  • ავერსი

    ბივოქსა 5მგ/მლ 5მლ თვ/წვეთები

ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: მოქსიფლოქსაცინი. ჯერ ყველაზე იაფი.

მოქსიგეტი, 400მგ ტაბლეტი №5

მოქსიგეტი

400მგ ტაბლეტი №5

მოქსიფლოქსაცინი გეტზ ფარმა, პაკისტანი
დან14.25 ₾
აველოქსი, 400მგ ტაბლეტი №5

აველოქსი

400მგ ტაბლეტი №5

მოქსიფლოქსაცინი ბაიერ ჰელსქეა მანუფაქტურა, იტალია
დან14.72 ₾
სოლუმოქსი, 0.5% წვეთები თვალის ფლაკონი №1 5მლ

სოლუმოქსი

0.5% წვეთები თვალის ფლაკონი №1 5მლ

მოქსიფლოქსაცინი რომფარმ ილაჩი, თურქეთი
დან19.90 ₾
ტორაქსი, 0.5% წვეთები თვალის ფლაკონი №1 5მლ

ტორაქსი

0.5% წვეთები თვალის ფლაკონი №1 5მლ

მოქსიფლოქსაცინი ბალკანფარმა-რაზგრადი, ბულგარეთი
დან19.91 ₾
დემოქსიფი, 0.5% წვეთები თვალის №1 5მლ

დემოქსიფი

0.5% წვეთები თვალის №1 5მლ

მოქსიფლოქსაცინი დევა ჰოლდინგი, თურქეთი
დან19.92 ₾
ლამოფლოქსი, 0.5% წვეთები თვალის №1 5მლ

ლამოფლოქსი

0.5% წვეთები თვალის №1 5მლ

მოქსიფლოქსაცინი ვიტალინე, პერუ
დან19.92 ₾
ვიგამოქსი, 0.5% წვეთები თვალის ფლაკონი №1 5მლ

ვიგამოქსი

0.5% წვეთები თვალის ფლაკონი №1 5მლ

მოქსიფლოქსაცინი ნოვარტის მანუფაქტურა, ბელგია
დან24.57 ₾

მოქსიფლოქსაცინი მიკრო ლაბსი

400მგ ტაბლეტი №7

მოქსიფლოქსაცინი ესკა ფარმა ლოჯისტიკი, გერმანია
დან26.60 ₾
მოქსალონი, 400მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №7

მოქსალონი

Moxalone

400მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №7

მოქსიფლოქსაცინი DRUG INTERNATIONAL LIMITED, ბანგლადეში
დან29.23 ₾
მოქსიქოლი, 400მგ ტაბლეტი №5

მოქსიქოლი

400მგ ტაბლეტი №5

მოქსიფლოქსაცინი მედოქემი, კვიპროსი
დან32.48 ₾
ფლოქსაფე, 400მგ ტაბლეტი №5

ფლოქსაფე

400მგ ტაბლეტი №5

მოქსიფლოქსაცინი ლაბ. პრივატ ლიმიტედი, ინდოეთი
დან32.49 ₾
მოლოქსინი, 400მგ ტაბლეტი N5; N7; N10

მოლოქსინი

Moloxin

400მგ ტაბლეტი N5; N7; N10

მოქსიფლოქსაცინი კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან32.50 ₾
მოქსინი ®, 400მგ ტაბლეტი #5

მოქსინი ®

MOXIN ®

400მგ ტაბლეტი #5

მოქსიფლოქსაცინი ჯი-ემ-პი, საქართველო
დან32.50 ₾
მოქსიკუმი, 400მგ ტაბლეტი №7

მოქსიკუმი

400მგ ტაბლეტი №7

მოქსიფლოქსაცინი ვორლდ მედიცინ ილაჩ სან., თურქეთი
დან34.56 ₾
მოქსიფლოქსაცინი ნორმონი, 400 მგ გარსით დაფარული ტაბლეტი #7

მოქსიფლოქსაცინი ნორმონი

Moxifloxacin Normon

400 მგ გარსით დაფარული ტაბლეტი #7

მოქსიფლოქსაცინი Normon, ესპანეთი
დან34.56 ₾
ჰელიომოქსი, 400მგ №7

ჰელიომოქსი

400მგ №7

მოქსიფლოქსაცინი
დან34.56 ₾
დომინალი, 400 მგ ტაბლეტი #10

დომინალი

DOMINAL

400 მგ ტაბლეტი #10

მოქსიფლოქსაცინი ავერსი ფარმა, საქართველო
Rx · რეცეპტით
მოქსინი, 5მგ/მლ 5მლ თვალის წვეთები პოლიმერული მასალის ფლაკონი №1

მოქსინი

MOXIN

5მგ/მლ 5მლ თვალის წვეთები პოლიმერული მასალის ფლაკონი №1

მოქსიფლოქსაცინი Rompharm Company, რუმინეთი
ურეცეპტო
პიტოკსილი-სანოველი, 400 მგ გარსით დაფარული ტაბლეტი #7

პიტოკსილი-სანოველი

PITOXIL-SANOVEL

400 მგ გარსით დაფარული ტაბლეტი #7

მოქსიფლოქსაცინი SANOVEL ILAC SAN. ve TIC. AS, თურქეთი
Rx · რეცეპტით

ინსტრუქცია

01

ზოგადი დახასიათება

წამლის ფორმა
თვალის წვეთები 0,5%.
აღწერილობა: მომწვანო-მოყვითალო ფერის გამჭვირვალე ხსნარი.

02

შემადგენლობა

რეპარატის 1 მლ შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: 5 მგ მოქსიფლოქსაცინი (მოქსიფლოქსაცინის ჰიდროქლორიდის ფორმით).
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, ბორის მჟავა, ქლორწყალბადმჟავა და/ან ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გასუფთავებული წყალი.

პრეპარატის ათქ კოდი
S01АЕ07

03

ფარმაკოლოგიური ჯგუფი

ანტიმიკრობული საშუალება ფტორქინოლონების ჯგუფიდან, ადგილობრივი გამოყენებისათვის ოფთალმოლოგიაში.

04

ფარმაკოლოგიური თვისებები

მოქსიფლოქსაცინი – ფტორქინოლონების ჯგუფის ანტიმიკრობული საშუალება, IV თაობა. გააჩნია ბაქტერიციდული მოქმედება. აქტიურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების, ანაერობული, მჟავების მიმართ მდგრადი და ატიპიური ბაქტერიების მიმართ. მოქმედების მექანიზმი განპირობებულია დნმ-ჰირაზას და ტოპოიზომერაზა IV ინჰიბირების გზით ბაქტერიული დნმ-ის რეპლიკაციის, რეპარაციისა და რეკომბინაციის პროცესების დათრგუნვით.
მოქსიფლოქსაცინი აქტიურია მიკროორგანიზმების უმეტესი შტამების მიმართ (როგორც ინ ვიტრო, ასევე ინ ვივო):

  • გრამდადებითი აერობული მიკროორგანიზმები: Corynebacterium spp., მათ შორის Corynebacterium diphtheriae, Micrococcus luteus, Staphylococcus aureus (მეთიცილინის მიმართ მგრძნობიარე), Staphylococcus epidermidis, Staphylococcus haemolyticus, Staphylococcus hominis, Staphylococcus warneri, Streptococcus pneumoniae, Streptococcus группы viridans;
  • გრამუარყოფითი აერობული მიკროორგანიზმები: Acinetobacter Iwoffii, Haemophilus influenzae (ამპიცილინისადმი არამგრძნობიარე შტამების ჩათვლით), Haemophilus parainfluenzae;
  • სხვა მიკროორგანიზმები: Chlamydia trachomatis.

მოქსიფლოქსაცინი ინ ვიტრო მოქმედებს ქვემოთ ჩამოთვლილ მიკროორგანიზმების უმეტესობაზე, მაგრამ ამ მონაცემების კლინიკური მნიშვნელობა უცნობია:

  • გრამდადებითი აერობული მიკროორგანიზმები: Listeria monocytogenes, Staphylococcus saprophyticus, Streptococcus agalactiae, Streptococcus mitis, Streptococcus pyogenes, Streptococcus групп C, G, F;
  • გრამუარყოფითი აერობული მიკროორგანიზმები: Acinetobacter baumannii, Acinetobacter calcoaceticus, Citrobacter freundii, Citrobacter koseri, Enterobacter aerogenes, Enterobacter cloacae, Escherichia coli, Klebsiella oxytoca, Klebsiella pneumoniae, Moraxella catarrhalis, Morganella morganii, Neisseria gonorrhoeae, Proteus mirabilis, Proteus vulgaris, Pseudomonas stutzeri;
  • ანაერობული მიკროორგანიზმები: Clostridium perfringens, Fusobacterium spp., Prevotella spp., Propionibacterium acnes;;
  • სხვა მიკროორგანიზმები:Chlamydia pneumoniae, Legionella pneumophila, Mycobacterium avium, Mycobacterium marinum, Mycoplasma pneumoniae.
05

ფარმაკოკინეტიკა

ადგილობრივი გამოყენებისას ხდება მოქსიფლოქსაცინის სისტემური შეწოვა: მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) შეადგენს 2,7 ნგ/მლ-ს, AUC მაჩვენებელი – 45 ნგ·სთ/მლ-ია. ეს მაჩვენებლებები დაახლოებით 1000-1600-ჯერ ნაკლებია, ვიდრე Cmax და AUC პერორალურად მოქსიფლოქსაცინის 400 მგ თერაპიული დოზის მიღების შემდეგ. პლაზმიდან მოქსიფლოქსაცინის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 13 საათს.

06

ჩვენებები

მოქსიფლოქსაცინისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ბაქტერიული კონიუნქტივიტები.

07

მიღების წესი და დოზირება

მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისათვის.
მოზრდილებსა და 1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებს აწვეთებენ პრეპარატ ბივოქსას თითო წვეთს დაზიანებულ თვალში 3-ჯერ დღე-ღამეში. ჩვეულებრივ, მდგომარეობის გაუმჯობესება აღინიშნება 5 დღის შემდეგ, მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მომდევნო 2-3 დღის განმავლობაშიც. თუ 5 დღის განმავლობაში არ აღინიშნება მდგომარეობის გაუმჯობესება, დიაგნოზი და/ან მკურნალობა უნდა გადაიხედოს. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მდგომარეობის სიმძიმეზე, ასევე დაავადების კლინიკურ და ბაქტერიოლოგიურ მიმდინარეობაზე.

08

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების ან ფტორქინოლონების ჯგუფის სხვა სამკურნალო საშუალებების მიმართ.

09

გვერდითი მოვლენები

ქვემოთ გამოყენებული გვერდითი ეფექტების სიხშირის პარამეტრები განსაზღვრულია შემდეგნაირად: ხშირად (>1/100-დან <1/10-მდე), არახშირად (>1/1000-დან <1/100-მდე).
მხედველობის ორგანოს მხრივ: ხშირად – თვალის ტკივილი, თვალის გაღიზიანება, თვალის სიმშრალე, კონიუნქტივის ჰიპერემია; არახშირი – რქოვანას ეპითელიუმის დაზიანება, რქოვანას შეფერადება, კონიუქტივიტი, თვალის შეშუპება, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება.
სხვა: არახშირი – თავის ტკივილი, პარესთეზია, ნაზალური დისკომფორტი, ჰემოგლობინის დაქვეითება, ალანინამინოტრანსფერაზას და გამა-გლუტამილტრანსფერაზას დონის ზრდა.

10

განსაკუთრებული მითითებები

პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ფტორქინოლონების ჯგუფის სისტემურ პრეპარატს, აღინიშნებოდა ჰიპერმგრძნობელობის მძიმე რეაქციები (ანაფილაქსია), ზოგ შემთხვევაში _ პირველი დოზის მიღებისთანავე. ბივოქსაზე ალერგიული რეაქციის აღნიშვნის შემთხვევაში, აუცილებელია პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა.
ანტიბიოტიკის ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს პრეპარატისადმი არამგრძნობიარე მიკროორგანიზმების, მათ შორის სოკოების, ჭარბი ზრდა. სუპერინფექციის განვითარების შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის მოხსნა და ადექვატური თერაპიის დანიშვნა.
არ შეახოთ საწვეთურის თავი რაიმე ზედაპირს, ფლაკონის და მისი შიგთავსის დაინფიცირების თავიდან ასაცილებლად.

ზეგავლენა ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე
პაციენტებმა, რომლებსაც პრეპარატის გამოყენების შემდეგ დროებით უქვეითდებათ მხედველობის სიმახვილე, თავი უნდა აარიდონ პოტენციურად საშიში სახეობის საქმიანობას, რაც მოითხოვს მომატებულ ყურადღებას და ფსიქომოტორული რეაქციების სიჩქარეს.

პრეპარატის გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება წლამდე ასაკის ბავშვებში შესწავლილი არ არის.

11

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობის და ლაქტაციის დროს პრეპარატის ბივოქსა გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისთვის სავარაუდო სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისა ან ბავშვისთვის.

12

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

მოქსიფლოქსაცინის ადგილობრივი გამოყენების შემდეგ, დაბალი სისტემური კონცენტრაციის გამო, ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ არის აღნიშნული.

13

ჭარბი დოზირება

თვალში პრეპარატის ჭარბი რაოდენობის მოხვედრის შემთხვევაში, რეკომენდებულია თვალების თბილი წყლით მობანა.
შემთხვევით პრეპარატის შიგნით მოხვედრისას ჭარბი დოზირების სიმპტომების აღნიშვნა ნაკლებად სავარაუდოა.

14

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

ბივოქსა თვალის წვეთები გამოდის 5 მლ პოლიეთილენის ფლაკონში საწვეთურით და ხრახნიანი დამცავი სახურავით, რომელიც აღჭურვილია დამცავი რგოლით.
ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

15

შენახვის პირობები

ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი გამოიყენება 28 დღის განმავლობაში.

16

ვარგისობის ვადა

3 წელი წარმოების თარიღიდან.
ნუ გამოიყენებთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

17

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.