მონოგრაფია Nº 01923 Rx · რეცეპტით
მედოტილინი
MEDOTILIN
1000მგ/4მლ 4მლ ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №3
დან43.64 ₾ 4 აფთიაქში, ნახე ფასები →- მოქმედი ნივთიერება
- choline alfoscerate (Choline alfoscerate)
- მწარმოებელი
- Rompharm Company, რუმინეთი
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- ნოოტროპული პრეპარატები
- იმპორტიორი საქართველოში
- World Medicine
- გაცემის წესი
- II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
250მგ/1მლ · 4მლ · №3
-
ფარმადეპო ყველაზე იაფი
მედოტილინი ხსნარი საინექციო 250მგ/1მლ 4მლ ამპულა #3
14.55 ₾ / ც. × 3
ყიდვა ↗43.64 ₾
51.34 ₾
-
GPC
მედოტილინი ხსნარი საინექციო 250მგ/1მლ 4მლ ამპულა #3
14.55 ₾ / ც. × 3
ყიდვა ↗43.65 ₾
51.35 ₾
400მგ · №14
-
ავერსი
მედოტილინი 400მგ #14კაფს
4.19 ₾ / ც. × 14
ყიდვა ↗58.59 ₾
1000მგ/4მლ · 4მლ · №3
-
PSP ყველაზე იაფი
მედოტილინი 1000მგ/4მლ.. 3 ამპულა
17.10 ₾ / ც. × 3
ყიდვა ↗51.31 ₾
-
ავერსი
მედოტილინი 1000მგ/4მლ #3ა
17.18 ₾ / ც. × 3
ყიდვა ↗51.55 ₾
-
PSP
მედოტილინი - Medotilin 1000მგ/4მლ 3 ამპულა
17.26 ₾ / ც. × 3
ყიდვა ↗51.77 ₾
ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: choline alfoscerate. ჯერ ყველაზე იაფი.
ნოოქოლინი
250მგ 3 ამპულა №3
ალფოსცეტი
250მგ/მლ ხსნარი 3 ამპულა №3
ცერეტონი-NEWამპ.250მგ/მლ
250მგ/მლ ხსნარი 5 ამპულა №5 4 მლ
ალფოლინი
ALFOLIN
1000მგ/4მლ 4მლ ი.ვ. და ი.მ. საინექციო, ი.ვ. საინფუზიო ხსნარი ამპულა №3
ქოლინარტი
Cholinart
1000მგ/4მლ 4მლ ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №5
ქოლინარტი
CholinArt
1000 მგ/4 მლ ი.ვ და ი.მ საინექციო ხსნარი ამპულა # 5
ინსტრუქცია
ზოგადი დახასიათება
წამლის ფორმა: საინექციო ხსნარი.
გამჭვირვალე, უფერო ან მქრქალი ყვითელი ფერის ხსნარი.
შემადგენლობა
პრეპარატის 1 ამპულა შეიცავს
აქტიური ნივთიერება: ქოლინის ალფოსცერატი (ჰიდრატის ფორმით) 1000 მგ.
დამხმარე ნივთიერება: საინექციო წყალი.
პრეპარატის ათქ კოდი: N07AX02
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ნოოტროპული პრეპარატი. ცენტრალური მოქმედების ქოლინომიმეტიკი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ცენტრალური მოქმედების ქოლინომიმეტიკი უპირატესი მოქმედებით ცნს-ზე. პრეპარატის შემადგენლობაში შედის 40,5% მეტაბოლურად დაცული ქოლინი. ორგანიზმში ქოლინის ალფოსცერატი თავის ტვინის ფერმენტების ზემოქმედებით იშლება ქოლინად და ალფოსცერატად, რომელიც გლიცეროფოსფატად ტრანსფორმირდება. ქოლინი აცეტილქოლინის სინთეზში მონაწილეობს, რითაც ნერვული იმპულსების გადაცემას აუმჯობესებს, ხოლო გლიცეროფოსფატი ნეირონული მემბრანების ფოსფატიდილქოლინის წინამორბედია, რის შედეგადაც უმჯობესდება მემბრანების ელასტიურობა და რეცეპტორების ფუნქცია.
მედოტილინი აუმჯობესებს ცერებრალურ სისხლის ნაკადს, აძლიერებს თავის ტვინში მეტაბოლურ პროცესებს, ახდენს თავის ტვინის რეტიკულური ფორმაციის სტრუქტურების აქტივაციას და აღადგენს ცნობიერებას თავის ტვინის ტრავმული დაზიანების დროს. გააჩნია საპროფილაქტიკო და მაკორეგირებელი მოქმედება ფსიქოორგანული სინდრომის ინვოლუციურ პროცესებზე, როგორიცაა ნეირონული მემბრანის ფოსფოლიპიდური შემადგენლობის ცვლილება და ქოლინერგული აქტივობის დაქვეითება.
ფარმაკოკინეტიკა
მედოტილინი ადვილად გადალახავს ჰემატოენცეფალურ ბარიერს, გროვდება უპირატესად ტვინში (პლაზმური კონცენტრაციის 45%), აგრეთვე, ღვიძლსა და ფილტვებში. გამოიყოფა ძირითადად ფილტვების საშუალებით ნახშირბადის დიოქსიდის (85%) სახით, დარჩენილი რაოდენობა გამოიყოფა თირკმელებისა და ნაწლავების მეშვეობით.
ჩვენებები
_ ქალა-ტვინის ტრავმის მწვავე პერიოდი უპირატესად ტვინის ღეროს დაზიანებების შემთხვევაში (მათ შორის, ცნობიერების დარღვევა, კომატოზური მდგომარეობა);
_ თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის იშემიური (მწვავე და აღდგენითი პერიოდი) და ჰემორაგიული (აღდგენითი პერიოდი) ტიპის დარღვევები;
_ დეგენერაციული და ინვოლუციური ფსიქოორგანული სინდრომები, ცერებროვასკულური უკმარისობის შედეგად განვითარებული მნესტიური ფუნქციების დარღვევები, როგორც პირველადი, ასევე მეორადი, რომლებსაც ახასიათებს მეხსიერების დარღვევები, ცნობიერების დათრგუნვა, დეზორიენტაცია, მოტივაციისა და ინიციატივის, აგრეთვე, ყურადღების კონცენტრაციის უნარის დაქვეითება;
_ ემოციური და ქცევითი სფეროს დარღვევები: ემოციური ლაბილურობა, გაღიზიანებადობა, ინტერესის დაქვეითება; მოხუცებულთა ფსევდომელანქოლია;
_ მულტიინფარქტული დემენცია.
მიღების წესი და დოზირება
პრეპარატი განკუთვნილია ინტრამუსკულარული და ინტრავენური შეყვანისათვის.
მწვავე შემთხვევებში ი/მ გამოიყენება 1 გ (1 ამპულა) დღე-ღამეში ან ი/ვ _ 1-დან 3 გრამამდე დღე-ღამეში.
ი/ვ შეყვანისას 1 ამპულის (4 მლ) შიგთავსი უნდა გაიხსნას ფიზიოლოგიური ხსნარის 50 მლ-ში; ინფუზიის სიჩქარე _ 60-80 წვეთი/წთ. მკურნალობის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ 10 დღეს შეადგენს, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მკურნალობის გაგრძელება დადებითი დინამიკის დაწყებამდე.
უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
_ ორსულობა და ლაქტაცია.
გვერდითი მოვლენები
გულისრევა (დოფამინერგული რეცეპტორების სტიმულაციის შედეგად), ალერგიული რეაქციები.
როგორც წესი, პრეპარატი კარგად აიტანება ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაშიც კი.
ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატი უკუნაჩვენებია ორსულობის დროს. პრაპარატის მიღების განმავლობაში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
განსაკუთრებული მითითებები
ბავშვებში მედოტილინის გამოყენების გამოცდილება არ არსებობს.
ზემოქმედება ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე
მედოტილინი არ ახდენს გავლენას ავტომობილის მართვისა და სხვა პოტენციურად სახიფათო სამუშაოების შესრულების უნარზე.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
მედოტილინის ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან აღწერილი არ არის.
ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირების შემთხვევაში აღინიშნება გულისრევა, რომელიც გაივლის დოზის შემცირების ან მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
საინექციო ხსნარის 4 მლ უფერო მინის ამპულებში.
3 ამპულა კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში.
კონტურულ უჯრედოვანი შეფუთვა მოთავსებულია მუყაოს ყუთში ფურცელ-ჩანართთან ერთად.
შენახვის პირობები
ინახება ტენისა და შუქისგან დაცულ ადგილას არა უმეტეს 25ºС ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
4 წელი წარმოების თარიღიდან.
ნუ გამოიყენებთ ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
II ჯგუფი ფორმა #3 რეცეპტით.
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.