მონოგრაფია Nº 03681 Rx · რეცეპტით
ქოლინარტი
Cholinart
1000მგ/4მლ 4მლ ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №5
- მოქმედი ნივთიერება
- choline alfoscerate (Choline alfoscerate)
- მწარმოებელი
- Lekpharm, ბელარუსია
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- ცენტრალური ნერვული სისტემა
- იმპორტიორი საქართველოში
- ვეგაფარმი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: choline alfoscerate. ჯერ ყველაზე იაფი.
ნოოქოლინი
250მგ 3 ამპულა №3
მედოტილინი
MEDOTILIN
1000მგ/4მლ 4მლ ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №3
ალფოსცეტი
250მგ/მლ ხსნარი 3 ამპულა №3
ცერეტონი-NEWამპ.250მგ/მლ
250მგ/მლ ხსნარი 5 ამპულა №5 4 მლ
ალფოლინი
ALFOLIN
1000მგ/4მლ 4მლ ი.ვ. და ი.მ. საინექციო, ი.ვ. საინფუზიო ხსნარი ამპულა №3
ქოლინარტი
CholinArt
1000 მგ/4 მლ ი.ვ და ი.მ საინექციო ხსნარი ამპულა # 5
ინსტრუქცია
შემადგენლობა
ერთი ამპულა შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ქოლინის ალფოსცერატი-1000მგ.
დამხმარე ნივთიერება: საინექციო წყალი 4 მლ-მდე.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
ხსნარი ინტრავენრი და კუნთში შეყვანისთვის.
4 მლ ხსნარი ინტრავენური და კუნთში შეყვანისთვის უფერო შუშის ამპულებში გადა-ტეხვის რგოლით. 5 ამპულა ბლისტერში.
ერთი ან ორი ბლისტერი #5 გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ნერვული სისტმის სამკურანლოდ გამოყენებული სხვა საშუალებები. პარასიმპათომიმეტური საშუალებები. სხვა პარასიმპათომიმეტური საშუალებები.
ათქ კოდი: N07AX02.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ქოლინის ალფოსცერატი წარმოადგენს ქოლინის სატრანსპორტო ფორმას და დოსფა-ტიდილქოლინის წინაპარს, რომელსაც შეუძლია მემბრანების დაზიანების პრევენცია, რაც წარმოადგენს ფსიქოორგანული ინვოლუციური სინდრომის პათოგენეზის ერთ ერთ ფაქტორს, რომელიც ხასიათდება ქოლინერგული ტრანსმიზიის შემცირებით და ნეი-რონების ფოსფოლიპიდური შემადგენლობის დაზიანებით.
ქოლინის ალფოსცერატის ქიმიური სტრუქტურა (ქოლინის შემცველობა 40,5%) და მას-თან დაკავშირებული მოლეკულის ფიზიკურ-ქიმიური თვისებები უზრუველყოფს ქოლინ-ის მეტაბოლურ დაცვას თავის ტვინში. კლინიკამდელი და კლინიკური კვლევების შედეგები ადასტურებს ქოლინის ალფოსცერატის შესაძლებლობას ჩაერიოს უპირატესად კოგნიტიურ-მნესტიურ ფუნქციაში, აგრეთვე ამოციურ და ქცევით აქტივობაში, რაც ირღვევა თავის ტვინის ინვოლუციური პათოლოგიების დროს.
ფარმაკოკინეტიკა
აბსორბცია შიგინთ მიღების შემდეგ-88%. ადვილად გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერში, გროვდება უპირატესად თავის ტვკინში (კონცენტრაცია შეადგენს სისხლში კონცენტრაციის 45%-ს), ფილტვებში და ღვიძლში. 85% გაოიყოფა ფილტვებით ნახშირბადის დიოქსიდის სახით, 15%-თირკმელებით და ნაწლავით.
მიღების ჩვენება
- ქალა-ტვინის ტრავმის მწვავე პერიოდი უპირატესად ტვინის ღეროს დაზიანებების შემთხვევაში (მათ შორის, ცნობიერების დარღვევა, კომატოზური მდგომარეობა);
- თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის იშემიური (მწვავე და აღდგენითი პერიოდი) და ჰემორაგიული (აღდგენითი პერიოდი) ტიპის დარღვევები;
- დეგენერაციული და ინვოლუციური ფსიქოორგანული სინდრომები, ცერებროვასკუ-ლური უკმარისობის შედეგად განვითარებული მნესტიური ფუნქციების დარღვევები, როგორც პირველადი, ასევე მეორადი, რომლებსაც ახასიათებს მეხსიერების დარღვევები, ცნობიერების დათრგუნვა, დეზორიენტაცია, მოტივაციისა და ინიციატივის, აგრეთვე, ყურადღების კონცენტრაციის უნარის დაქვეითება;
- ემოციური და ქცევითი სფეროს დარღვევები: ემოციური ლაბილურობა, გაღიზიანე-ბადობა, ინტერესის დაქვეითება; მოხუცებულთა ფსევდომელანქოლია;
- მულტიინფარქტული დემენცია.
გამოყენების მეთოდი და დოზირება
ჩვეული დოზირება: ერთი ამპულა (1000მგ) დღეში კუნთში ან ვენაში (ნელა).
ვენაში შეყვანისას ამპულის შემცველობა (4მლ) იხსნება 50მლ ფიზიოლოგიურ ხსნარში, ინფუზიის სისწრაფე 60-80 წვეთი წუთში.
აუცილებლობისას დოზირება შეიძლება გაიზარდოს ექიმის რეკომენდაციით.
თერაპიის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი.
გვერდითი მოვლენები
საჭმლის გადამამუშავებელი სისტემის მხრივ: გულისრევა (დოფამინერგული აქტი-ვაციის შედეგად). ამ შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის დოზის დაქვეითება.
ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, ძილიანობა, უძილობა, შფოთვა, ნევროზუ-ლობა.
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები.
გვერდითი რეაქციების განვითარების შემთხვევაში, მათ შორის ისეთის რომლბიც ინ-სტრუქციაში მითითებული არ არის, უნდა მიმართოთ ექიმს.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. ორსულობა და ლაქტაცია. ბავშვთა ასაკ (18 წლამდე).
ჭარბი დოზირება
სიმპტომები: გულისრევა, თავის ტკივილი, აგზნება.
მკურნალობა: მოცემული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში საჭიროა საკურნალო საშუალების დოზის შემცირება.
უსაფრთხოების ზომები
პრეპარატის მიღების შემდეგ გულისრევის განვითარების შემთხვევაში საჭიროა დოზსი შემცირება.
ორსულობის და ლაქტაციის დროს პრეპარატის გამოყენება უკნაჩვენებაი. პრპარატის გამოყენება 18 წლამდე ასკაის ბავშვებში უკუნაჩვენებია ეფექტურობის და უსაფრთოხების მონაცემების არ არსებობის გამო.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
დადგენილი არ არის.
განსაკუთრებული მითითებები
სამკურნალო საშუალება არ მოქმედებს ავტომობილის მართვის და მექანიზმეთან მუ-შაობის უნარზე.
შენახვის პირობები
სანათლისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25 ºС ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა
4 წელი. გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.