მონოგრაფია Nº 03682 Rx · რეცეპტით
ქოლინარტი
CholinArt
1000 მგ/4 მლ ი.ვ და ი.მ საინექციო ხსნარი ამპულა # 5
- მოქმედი ნივთიერება
- choline alfoscerate (Choline alfoscerate)
- მწარმოებელი
- Lekpharm, ბელარუსია
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- ნოოტროპული პრეპარატები
- იმპორტიორი საქართველოში
- ფარმაცევტული სახლი+
- გაცემის წესი
- II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: choline alfoscerate. ჯერ ყველაზე იაფი.
ნოოქოლინი
250მგ 3 ამპულა №3
მედოტილინი
MEDOTILIN
1000მგ/4მლ 4მლ ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №3
ალფოსცეტი
250მგ/მლ ხსნარი 3 ამპულა №3
ცერეტონი-NEWამპ.250მგ/მლ
250მგ/მლ ხსნარი 5 ამპულა №5 4 მლ
ალფოლინი
ALFOLIN
1000მგ/4მლ 4მლ ი.ვ. და ი.მ. საინექციო, ი.ვ. საინფუზიო ხსნარი ამპულა №3
ქოლინარტი
Cholinart
1000მგ/4მლ 4მლ ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №5
ინსტრუქცია
შემადგენლობა
საინექციო ხსნარის ერთი ამპულა (4 მლ) შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ქოლინის ალფოსცერატი – 1000 მგ
დამხმარე ნივთიერება: საინქეციო წყალი 4 მლ-მდე.
ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატის შემადგენლობაში შედის 40,5% მეტაბოლურად დაცული ქოლინი. მეტაბოლური დაცვა უზრუნველყოფს თავის ტვინში ქოლინის გამონთავისუფლებას. ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ თავის ტვინის ფერმენტების მოქმედებით ქოლინის ალფოსცერატი იშლება ქოლინად და გლიცეროფოსფატად. ქოლინი მონაწილეობს ნერვული აგზნების ერთ-ერთი ძირითადი მედიატორის - აცეტილქოლინის ბიოსინთეზში და აუმჯობესებს ქოლინერგულ ნეირონებში ნერვული იმპულსების გადაცემას. გლიცეროფოსფატი წარმოადგენს ფოსფოლიპიდების (ფოსფატიდილქოლინი) ნეირონული მემბრანის წინამორბედს. უზრუნველყოფს ნეირონული მემბრანების ელსტიურობის და რეცეპტორების ფუნქციის გაუმჯობესებას.
ქოლინარტი აუმჯობესებს ცერებრალურ სისხლის ნაკადს, აძლიერებს თავის ტვინში მეტაბოლურ პროცესებს, ახდენს თავის ტვინის რეტიკულარული ფორმაციის სტრუქტურის აქტივაციას და აღადგენს ცნობიერებას თავის ტვინის ტრავმატული დაზიანებისას.
ქოლინარტი ადვილად გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს, გროვდება უპირატესად თავის ტვინში, ფილტვებში და ღვიძლში. 85% გამოიყოფა ფილტვებით ნახშირბადის დიოქსიდის სახით, 15% თირკმლებით და ნაწლავებიდან.
ჩვენებები
:
თავის ტვინის იშემიური ინსულტი მწვავე და აღდგენითი პერიოდი, ჰემორაგიული ინსულტის აღდგენითი პერიოდი;
ქალა-ტვინის ტრავმა, მწვავე და აღდგენითი პერიოდი;
თავის ტვინის დეგენერაციული და ვასკულარული დაავადებებით გამოწვეული სენსიტიური, მოძრაობითი და კოგნიტური დარღვევები (მეხსიერების, ინიციატივის, მოტივაციის და ყურადღების კონცენტრაციის უნარის დაქვეითება, ცნობიერების მოშლა,დეზორიენტაცია);
სხვადასხვა ფორმის დემენცია და მის ფონზე განვითარებული მსუბუქი დეპრესიული აშლილობები;
ემოციური და ქცევითი სფეროს დარღვევები.
მიღების წესი და დოზირება
მწვავე მდგომარეობების დროს 1000 მგ/4 მლ (ერთი ამპულა) ი.ვ. ან ი.მ. 1-3-ჯერ დღეში , 10-15 დღე.
ქრონიკული ცერებროვასკულარული პათოლოგიების დროს 1000 მგ/4 მლ (ერთი ამპულა) ი.ვ. ან ი.მ. ერთხელ დღეში, 10-15 დღე.
ინტრავენური გამოყენებისათვის ერთი ამპულა უნდა გაიხსნას 50 მლ ფიზიოლოგიურ ხსნარში. ინფუზიის სიჩქარე 60-80 წვეთი წუთში.
გვერდითი მოვლენები
ქოლინის ალფოსცერატი, ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაშიც კი. შესაძლებელია, გულისრევა (როგორც დოფამინერგული აქტივაციის შედეგი). საჭიროებს პრეპარატის დოზის დროებითი შემცირებას. შესაძლებელია ალერგიული რეაქციები.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ; 18 წლამდე ასაკი; ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.
ჭარბი დოზირება
სიმპტომები: შეიძლება აღინიშნებოდეს გულისრევა, თავის ტკივილი.
მკურნალობა: სიმპტომური თერაპია.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
მნიშვნელოვანი ურთიერთმოქმედება სხვა პრეპარატებთან გამოვლენილი არ არის.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
რეცეპტით.
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.