მონოგრაფია Nº 03413 Rx · რეცეპტით
ალფოლინი
ALFOLIN
1000მგ/4მლ 4მლ ი.ვ. და ი.მ. საინექციო, ი.ვ. საინფუზიო ხსნარი ამპულა №3
- მოქმედი ნივთიერება
- choline alfoscerate (Choline alfoscerate)
- მწარმოებელი
- Mefar Ilac Sanayii A.S.,
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- ნოოტროპული პრეპარატები
- იმპორტიორი საქართველოში
- ასფარმა
- გაცემის წესი
- II ჯგუფი ფორმა N3 რეცეპტით
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: choline alfoscerate. ჯერ ყველაზე იაფი.
ნოოქოლინი
250მგ 3 ამპულა №3
მედოტილინი
MEDOTILIN
1000მგ/4მლ 4მლ ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №3
ალფოსცეტი
250მგ/მლ ხსნარი 3 ამპულა №3
ცერეტონი-NEWამპ.250მგ/მლ
250მგ/მლ ხსნარი 5 ამპულა №5 4 მლ
ქოლინარტი
Cholinart
1000მგ/4მლ 4მლ ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №5
ქოლინარტი
CholinArt
1000 მგ/4 მლ ი.ვ და ი.მ საინექციო ხსნარი ამპულა # 5
ინსტრუქცია
შემადგენლობა
პრეპარატის ერთი ამპულა შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ქოლინის ალფოსცერატი (ქოლინის ალფოსცერატის ჰიდრატის ფორმით) 1000 მგ.
დამხმარე ნივთიერება: საინექციო წყალი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ნერვულ სისტემაზე მოქმედი სხვა საშუალებები. ცენტრალური მოქმედების ქოლინომიმეტიკი
ათქ კოდი: N07AX02
ფარმაკოლოგიური თვისებები
ალფოლინი - ცენტრალური მოქმედების ქოლინომიმეტიკი, ცნს-ზე უპირატესი მოქმედებით. პრეპარატის შემადგენლობაში შედის 40,5% მეტაბოლურად დაცული ქოლინი. ორგანიზმში ქოლინის ალფოსცერატი თავის ტვინის ფერმენტების ზემოქმედებით იშლება ქოლინად და ალფოსცერატად, რომელიც ბიოტრანსფორმირდება გლიცეროფოსფატად. ქოლინი მონაწილეობს აცეტილქოლინის სინთეზში, ნერვული იმპულსების გადაცემით და თავის ტვინის მუშაობის გაძლიერებით. ხოლო გლიცეროფოსფატი წარმოადგენს ნეირონული მემბრანების ფოსფატიდილქოლინის წინამორბედს.
ალფოლინი აუმჯობესებს ცერებრალურ სისხლის მიმოქცევას, აძლიერებს თავის ტვინში მეტაბოლურ პროცესებს, ახდენს თავის ტვინის რეტიკულური ფორმაციის სტრუქტურების აქტივაციას და აღადგენს ცნობიერებას თავის ტვინის ტრავმული დაზიანების დროს. ახდენს პროფილაქტიკურ და მაკორეგირებელ მოქმედებას ინვოლუციური ფსიქოორგანული სინდრომის ფაქტორებზე, როგორიცაა ნეირონული მემბრანის ფოსფოლიპიდური შემადგენლობის ცვლილება და ქოლინერგული აქტივობის დაქვეითება.
ფარმაკოკინეტიკა
ალფოლინი ადვილად გადალახავს ჰემატოენცეფალურ ბარიერს, გროვდება უპირატესად ტვინში (პლაზმური კონცენტრაციის 45%), აგრეთვე ღვიძლსა და ფილტვებში. გამოიყოფა ძირითადად ფილტვების საშუალებით ნახშირბადის დიოქსიდის (85%) სახით, დარჩენილი რაოდენობა გამოიყოფა თირკმელებისა და ნაწლავების მეშვეობით.
ჩვენებები
- ქალა-ტვინის ტრავმის მწვავე პერიოდი, უპირატესად თავის ტვინის ღეროს დაზიანებების შემთხვევაში (მათ შორის, ცნობიერების დარღვევა, კომატოზური მდგომარეობა);
- თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის იშემიური (მწვავე და აღდგენითი პერიოდი) და ჰემორაგიული (აღდგენითი პერიოდი) ტიპის დარღვევები;
- დეგენერაციული და ინვოლუციური ფსიქოორგანული სინდრომები და ცერებროვასკულური უკმარისობის შედეგები, როგორიცაა პირველადი და მეორადი მნესტიური ფუნქციების დარღვევები, რომლებსაც ახასიათებს მეხსიერების დარღვევა, ცნობიერების დათრგუნვა, დეზორიენტაცია, მოტივაციის, ინიციატივის და ყურადღების კონცენტრაციის უნარის დაქვეითება;
- ემოციური და ქცევითი სფეროს დარღვევები: ემოციური ლაბილობა, მომატებული გაღიზიანებადობა, ინტერესის დაქვეითება; მოხუცებულთა ფსევდომელანქოლია;
- მულტიინფარქტული დემენცია.
მიღების წესი და დოზირება
პრეპარატი განკუთვნილია ინტრამუსკულარული და ინტრავენური შეყვანისათვის.
მწვავე შემთხვევებში გამოიყენება ი/მ 1 გ (1 ამპულა) დღე-ღამეში ან ი/ვ 1გ-დან 3 გ-მდე დღე-ღამეში.
ი/ვ შეყვანისას 1 ამპულის (4 მლ) შიგთავსი უნდა გაიხსნას ფიზიოლოგიური ხსნარის 50 მლ-ში; ინფუზიის სიჩქარე-60-80 წვეთი/წთ, მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 10 დღეს, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მკურნალობის გაგრძელება დადებითი დინამიკის გამოჩენამდე.
უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
- ორსულობა და ლაქტაცია.
გვერდითი მოვლენები
- გულისრევა (დოფამინერგული რეცეპტორების სტიმულაციის შედეგი), ალერგიული რეაქციები.
როგორც წესი, პრეპარატი ხასიათდება კარგი ამტანობით ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაშიც კი.
ზემოქმედება ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე:
ალფოლინი არ ახდენს გავლენას პაციენტის მიერ ავტომობილის მართვისა და სხვა პოტენციურად სახიფათო სამუშაოების შესრულების უნარზე.
ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატი უკუნაჩვენებია ორსულობის დროს. მკურნალობის პერიოდში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
განსაკუთრებული მითითებები
ბავშვებში ალფოლინის გამოყენების გამოცდილება არ არსებობს.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
ალფოლინის ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან აღწერილი არ არის.
ჭარბი დოზირება
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში აღინიშნება გულისრევა, რომელიც გაივლის დოზის შემცირების ან მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
საინექციო ხსნარი 4მლ უფერო მინის ამპულებში.
3 უფერო მინის ამპულა კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში.
1 კონტურული უჯრედოვანი შეფუთვა მოთავსებული მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
შენახვის პირობები
ინახება სინათლისგან დაცულ ადგილზე არაუმეტეს 25 °С ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე!
ვარგისობის ვადა
4 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.