მონოგრაფია Nº 01912 ურეცეპტო
მაქსიბიოტიკი
MaxiBiotic
(5 მგ+5000 ს.ე + 400 ს.ე) /გ 15გ მალამო ალუმინის ტუბი №1
დან24.06 ₾ 4 აფთიაქში, ნახე ფასები →
- მოქმედი ნივთიერება
- Neomycin Polymyxin B sulfate Zinc
- მწარმოებელი
- ვალეანტი (VALEANT (JELFA)), პოლონეთი
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- საშუალებები ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული მოქმედებით
- იმპორტიორი საქართველოში
- გეა
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
5გ · 5გრ
-
ავერსი ყველაზე იაფი
მაქსიბიოტიკი 5გ მალამო
ყიდვა ↗28.29 ₾
-
PSP
მაქსიბიოტიკი - Maxibiotic მალამო 5გ.
ყიდვა ↗28.30 ₾
5გრ
-
GPC ყველაზე იაფი
მაქსიბიოტიკი მალამო 5გრ ტუბი #1
ყიდვა ↗24.06 ₾
28.30 ₾
-
ფარმადეპო ყველაზე იაფი
მაქსიბიოტიკი მალამო 5გრ ტუბი #1
ყიდვა ↗24.06 ₾
28.30 ₾
ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.
ინსტრუქცია
ზოგადი დახასიათება
5გ ტუბი
შემადგენლობა
ნეომიცინის სულფატი . . . . . . . . . . .5 გ
პოლიმიქსინ B . . . . . . . . . . . . . . 5000 სე
თუთიის ბაციტრაცინი . . . . . . . . 400 სე
ფარმაკოლოგიური თვისებები:
მაქსიბიოტიკი 3 პოლიპეპტიდური და ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბიოტიკების კომბინაციაა.
მაქსიბიოტიკი ხასიათდება ფართო სპექტრის ანტიბაქტერიული მოქმედებით, აქტიურია უმეტესობა გრამ + და გრამ - მიკრო-ორგანიზმების მიმართ staphylococcus spp, streptococcus pneumonia, escherichia coli, salmonella spp, shigella spp, corynobacterium diphtheria, bacillus anthracis, proteus spp, treponema pallidum, haemophilus influenza, neisseria, enterococcus faecalis, enterobacter aerogenes, klebsiella pneumonia, yersinia multocida, borella spp, peltospira interrogans, fusobacterium spp და ა.შ.
მაქსიბიოტიკის ბაქტერიოციდული და ბაქტერიოსტატიკური მოქმედება ხორციელდება ბაქტერიების უჯრედული მემბრანის მოლეკულების დეფოსფორილირებით და ფოსფოლიპიდური რეცეპტორების რეგენერაციის დათრგუნვით.მაქსიბიოტიკი ბაქტერიის სპეციფიურ ცილა-რეცეპტორთან დაკავშრების შემდეგ არღვევს ბაქტერიის რიბონუკლეინის მჟავის სატრანსპორტო და მატრიცული კომპლექსის წარმოქმნის პროცესს, ასევე ბაქტერიებში ბლოკავს ცილების სინთეზს, აზიანებს მიკრობული უჯრედის ციტოპლაზმურ მემბრანას, (მემბრანა ხდება წყალგამტარი) რასაც თან სდევს ბაქტერიული უჯრედის სიკვდილი.
მაქსიბიოტიკი მაღალეფექტურ ანტიბაქტერიულ მოქმედებას ინარჩუნებს ნეკროზული ქსოვილების, სისხლის და დიდი ბაქტერიული ინოკულატის (ჩირქოვანი პროცესების) არსებობის დროსაც. მაქსიბიოტიკის აქტიური კომპონენტების მიმართ რეზისტენტობა ვითარდება ძალზედ იშვიათად!
მალამო განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის.
ჩვენებები
:
- მცირე ზომის ჭრილობები (დაჟეჟილობა, ნაკაწრი, ნაკბენი)
- პოსტტრავმული და პოსტოპერაციული პერიოდის ჭრილობები
- პირველი ხარისხის დამწვრობა
- კანის ჩირქოვანი დაავადებები (ფურუნკული, კარბუნკული, პიოდერმია,ინფიცირებული ეგზემა,პანარიციუმი,პანდაქტილიტი, აბსცესი, ფლეგმონა,ჰიდრადენიტი, ფოლიკულიტი, იმპეტიგო და ა.შ.)
- მეორადი ინფექციებით გართულებული რინიტი და გარეგანი ოტიტი
მიღების წესი და დოზირება
გამოიყენება მხოლოდ ადგილობრივად კანზე წასასწმელად.
მაქსიბიოტიკის წასმამდე უნდა მოხდეს კანის ზედაპირის გასუფთავება. მალამო კანზე დაიტანება დღეში 2-5-ჯერ. მალამოს წასმის შემდეგ შესაძლებელია კანის ზედაპირის ღიად დატოვება ან საფენით შეხვევა.
გამოყენების მაქსიმალური ხანგრძლივობა - 7 დღე.
უკუჩვენებები
- ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა მალამოს შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ
- ბავშვთა ასაკი 12 წლამდე
- კანის ფართო უბნის დაზიანება, ღრმა და სველი ჭრილობა
- სმენის ნერვის დაზიანება და თირკმლის დაავადებები
- მიასთენია
- არ გამოიყენება თვალზე წასასმელად
გვერდითი მოვლენები
მაქსიბიოტიკის ფონზე ძალზედ იშვიათად შეიძლება განვითარდეს შემდეგი გვერდითი ეფექტები: ქავილი, გამონაყარი, სიწითლე, შეშუპება და კანის გაღიზიანების სხვა სიმპტომები.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში მაქსიბიოტიკის გამოყენება არ არის შესწავლილი.
შენახვის წესი:
ინახება არა უმეტეს 30°C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
4 წელი
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
მალამო 5 გ, ალუმინის ტუბი
აფთიაქიდან გაცემის პირობები
გაიცემა ურეცეპტოდ
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
ვიზორელი
VIZOREL
(1მგ + 3,5მგ + 6000სე)/მლ 5მლ თვალისა და ყურის წვეთები, სუსპენზია საწვეთურიანი ფლაკონი №1
პოლიდექსა
POLYDEXA
ყურის წვეთები 10.5მლ ფლაკონში
ანაურანი
ANAURAN®
25მლ ყურის წვეთები ნარინჯისფერ მინის ფლაკონში
პოლიდექსა ფენილეფრინით
POLYDEXA with phenylephrine
ცხვირის აეროზოლი 15მლ ფლაკონი # 1
ნელადექსი
NELADEX
(1.0მგ+3.5მგ+6000სე)/1მლ 5 მლ თვალისა და ყურის წვეთები პლასტიკური საწვეთურიანი ფლაკონი N1
ნელადექსი
NELADEX
1მგ / 5გ მალამო ალუმინის ტუბში №1
ცინკოკაფსი
Zincocaps
კაფსულა #60
პოზიტონი
Positon
(100მგ + 250მგ + 10,000,000 სე)/100გ 30გ გარეგანი გამოყენების კრემი ტუბი №1
გინომიქსი
ginomiqsi
ვაგინალური კაფსულა #12
კალციმერინი
Calcimerin
ტაბლეტი #30
ბანეოცინი
Baneocin
250 ს.ე.+5000 ს.ე./გ 10გ გარეგანი გამოყენების ფხვნილი პოლიეთილენის ფლაკონი №1
გინოტრი
Ginotri
ვაგინალური სანთელი #12
დოპელჰერცი® აქტივი ცინკოდინი
Doppel herz Cincodin
ტაბლეტი #30
ვეა ზინკო
VEA ZINCO
40 მლ
თუთიის სიროფი საბავშვო სპეციალ კიდს
ZINC SYRUP
16 მგ სიროფი
ნუტრაქსინი თუთია
Nutraxin Zinc
ტაბლეტი 15მგ N100
პიმაფუკორტი®
PIMAFUCORT®
15გ გარეგანი გამოყენების მალამო ტუბში 15გ გარეგანი გამოყენების კრემი ტუბში
ცინკევალინი
Zincevalin
15 მგ ტაბლეტი #30
ცინკუს 15
Zinkus 15
15 მგ ტაბლეტი #30
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.