8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 05231 ურეცეპტო

თუთიის სიროფი საბავშვო სპეციალ კიდს

ZINC SYRUP

16 მგ სიროფი

მოქმედი ნივთიერება
Zinc
მწარმოებელი
ERIC FAVRE, საფრანგეთი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
იმპორტიორი საქართველოში
ERIC FAVRE
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: Zinc. ჯერ ყველაზე იაფი.

ინსტრუქცია

01

ზოგადი დახასიათება

ხელს უწყობს ბავშვის ორგანიზმის ნორმალურ განვითარებას

  • ხელს უწყობს ზრდის პროცესს
  • აძლიერებს იმუნიტეტს
  • არის სრულად ნატურალური
  • არანაირი უკუჩვენება
  • მარწვის გემო
  • დამზადებულია საფრანგეთში

თუთია შედის 300-მდე ფერმენტის შემადგენლობაში; მონაწილეობს იმუნური სისტემის ფორმირებასა და ფუნქციონირებაში; ხელს უწყობს ელექტროლიტებისა და წყლის რეაბსორბციას, ამგვარად იცავს ორგანიზმს დიარეის განვითარებისგან;

ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა (WHO) და UNICEF-ის რეკომენდაციით აუცილებელია თუთიის ჩართვა მწვავე დიარეის მქონე ბავშვებში, განსაკუთრებით კი 6 თვემდე, რათა თავიდან იქნას აცილებული დიარეის შემდეგი ეპიზოდები.

02

ჩვენებები

სხვადასხვა ეტიოლოგიის იმუნოდეფიციტური მდგომარეობები

ხშირად მოავადე ბავშვები

ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების პროფილაქტიკა და მკურნალობა

ფიზიკური და გონებრივი გადაღლა, ასთენიური სინდრომი

ბავშვის დაცვა სეზონური ინფექციებისგან

ბოლო კვლევების მიხედვით თუთიას წამყვანი როლი ენიჭება რესპირაციული იმუნიტეტის ჩამოყალიბებაში, რის გამოც აქტიურად არის ჩართული სასუნთქი გზების ინფექციური დაავადებების მკურნალობის სქემაში.

03

შემადგენლობა

20 მლ შეიცავს :16 მგ თუთიას

04

მიღების წესი და დოზირება

5 წლამდე ასაკის ბავშვებში: 5 მლ დღეში, დილით ჭამის შემდეგ

5 წლის ზემოთ: 10 მლ დღეში დილით ჭამის შემდეგ

შესაძლებელია პირდაპირ მიღება, ან შეიძლება წყალში გახსნაც.

ასევე, მიზანშეწონილია თუთიის მიღება 15 წლის ასაკის ზემოთაც.

წლის განმავლობაში შესაძლებელია კურსის რამდენჯერმე გამეორება.

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.