8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 05235 ურეცეპტო

ცინკუს 15

Zinkus 15

15 მგ ტაბლეტი #30

ცინკუს 15, 15 მგ ტაბლეტი #30
მოქმედი ნივთიერება
Zinc
მწარმოებელი
Idee PharmaWelt GmbH, გერმანია
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
იმპორტიორი საქართველოში
ჯი-ემ-პი
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: Zinc. ჯერ ყველაზე იაფი.

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

ცინკუს – 15-ის გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს თუთიის გლუკონატს, 15 მგ თუთიის ეკვივალენტურს და შემდეგ დამხმარე ნივთიერებებს: მიკროკრისტალური ცელულოზა, ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები, სილიციუმის დიოქსიდი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, პოლიდექსტროზა, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი, საშუალო-მოლეკულური ტრიგლიცერიდები (MCT).

საკვები დანამატი არ შეიცავს გლუტეინს.

მოქმედეგის მექანიზმი

ცინკუს –15 - გლუკონატის ფორმით წარმოდგენილი კარგად აბსორბირებადი თუთიის წყაროა. მის შემადგენლობაში შემავალი თუთია მონაწილეობს ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის, მათ შორის ნახშირწყლების და ცილების სინთეზის პროცესში. ორგანიზმში თუთია არეგულირებს სტეროიდული (სასქესო) ჰორმონების დონეს, მამაკაცებში მონაწილეობს ტესტოსტერონის გამომუშავების პროცესში და, ასევე, ზრდის სპერმატოზოიდების მოძრაობის უნარს. თუთია წარმოადგენს A და E ვიტამინების ბიოქიმიურ აქტივატორს და, ამგვარად, ახდენს დადებით გავლენას კანის საფარველის, ცხიმოვანი ჯირკვლების, თმის და ფრჩხილების რეგენერაციის უნარზე. თუთიის საკმარისი რაოდენობა ორგანიზმში ხელს უწყობს აკნესმაგვარი გამონაყარის შემცირებას. ხანდაზმულ ასაკში თუთია აუცილებელია ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისთვის, ხელს უშლის კოგნიტიური დარღვევების და სმენის დაქვეითების განვითარებას. იგი ზრდის ორგანიზმის ინფექციებისადმი მდგრადობის უნარს. თუთია ხელს უწყობს იმუნური სისტემის გამართულ ფუნქციონირებას, შესაბამისად აუმჯობესებს ორგანიზმის მდგრადობას ვირუსული, ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციების მიმართ.

02

ჩვენებები

სამეცნიერო კვლევებმა დაადასტურა, რომ თუთია:

  • აუცილებელია იმუნური სისტემის სათანადო ფუნქციონირებისთვის
  • იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესით გამოწვეული დაზიანებისგან
  • აუცილებელია ცილების და სხვა მაკროელემენტების მეტაბოლიზმისთვის, ასევე, უზრუნველყოფს სათანადო მჟავა-ტუტოვანი ბალანსის შენარჩუნებას
  • მონაწილეობს ფერტილობის შენარჩუნებასა და რეპროდუქციული სისტემის გამართულ ფუნქციონირებაში, ასევე, უზრუნველყოფს ტესტოსტერონის ნორმალურ კონცენტრაციას ორგანიზმში
  • მონაწილეობს ცხიმოვანი მჟავების მეტაბოლიზმის სათანადოდ წარმართვაში
  • აუცილებელია თვალის ნორმალური ფუნქციონირებისთვის

უზრუნველყოფს ძვლის ქსოვილის ნორმალურ სტრუქტურირებას მონაწილეობს ჯანსაღი კანის, თმისა და ფრჩხილების ფორმირებაში

03

უკუჩვენებები

შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

უსაფრთხოების ზომები

ცინკუს–15 არის საკვები დანამატი და არ გამოიყენება სრულფასოვანი კვებითი რაციონის ჩასანაცვლებლად.

გამოყენების წინ რეკომენდებულია ექიმის კონსულტაცია.

ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში გამოყენებამდე, კონსულტაციისთვის სასურველია მიმართოთ ექიმს.

04

მიღების წესი და დოზირება

მიიღება პერორალურად, 1 ტაბლეტი დღეში.

დაუშვებელია რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება.

05

გვერდითი მოვლენები

შესაძლებელია ალერგიული რეაქციების გამოვლინება.

06

შენახვის პირობები

ვარგისობის ვადა - 2 წელი.

ინახება 5-25°C ტემპერატურაზე, მშრალ, მზის სხივებისაგან დაცულ ადგილას. ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას!

07

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

გარსით დაფარული ტაბლეტი; 30 ტაბლეტი მუყაოს კოლოფში.

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.