მონოგრაფია Nº 04197 ურეცეპტო
გინომიქსი
ginomiqsi
ვაგინალური კაფსულა #12
დან33.99 ₾ 1 აფთიაქში, ნახე ფასები →
- მოქმედი ნივთიერება
- Neomycin ნისტატინი (Nystatine) Polymyxin B sulfate
- მწარმოებელი
- Kolmar Pharma, კორეა
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის ანტისეპტიკური საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის
- იმპორტიორი საქართველოში
- ეიჩ ბი ჯორჯია
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
-
ავერსი
გინომიქსი #12ვაგ.კაფს
2.83 ₾ / ც. × 12
ყიდვა ↗33.99 ₾
ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.
ინსტრუქცია
ზოგადი დახასიათება
კომბინირებული ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისთვის გინეკოლოგიაში.
რძისფერი ოვალური ფორმის, რბილი ვაგინალური კაფსულა, შეიცავს ღია ყვითელ სითხეს.
შემადგენლობა
ყოველი კაფსულა (1.820მგ) შეიცავს:
1. ნეომიცინის სულფატს 50.2მგ (35მგ. 35 000 სე ნეომიცინის სახით),
2. ნისტატინს 100.000 სე,
3. პოლიმიქსინ B სულფატს 35.000 სე
ფარმაკოლოგიური თვისებები
ნეომიცინის სულფატი - წარმოადგენს ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ფართო სპექტრის ანტიბიოტიკს, მოქმედებს ბაქტერიციდულად გრამდადებით მიკროორგანიზმებზე (Staphylococcus aureus, Corinebacterium spp., და სხვა) და გრამუარყოფით მიკროორგანიზმებზე (Enterococcus faecium, Enterobacter aerogenes, Escherichia coli, Haemophilus influenzae, Proteus vulgaris, Klebsiella pneumoniae, Mycobacterium tuberculosis, Pseudomonas aeruginosa, Ureaplasma urealyticum).
პოლიმიქსინ B-ს სულფატი - პოლიპეპტიდური ბუნების ანტიბიოტიკი, აქტიურია გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ
ნისტატინი მიეკუთვნება პოლიენური ჯგუფის ანტიბიოტიკებს და პროდუცირდება აქტინომიცეტ Streptomyces noursei მიერ. ნისტატინი სელექტიურად მოქმედებს პათოგენურ, განსაკუთრებით საფუარის მაგვარ, კანდიდას ჯგუფის სოკოებზე და ასპერგილებზე, ცვლის მიკროორგანიზმების უჯრედის მემბრანის შეღწევადობას და ამცირებს მათ ზრდას.
აქტიური ნივთიერებები თანაბრად ნაწილდებიან საშოს ლორწოვანზე და ავლენენ ადგილობრივ ბაქტერიოციდულ და ფუნგიციდურ მოქმედებას.
გინომიქსის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია:
- ვაგინიტები არასპეციფიური, სოკოვანი და შერეული
- ვულვოვაგინიტები არასპეციფიური, სოკოვანი და შერეული
- ცერვიკოვაგინიტები არასპეციფიური, სოკოვანი და შერეული
- ვაგინალური კანდიდოზი
- გინეკოლოგიაში ყველა სახის ქირურგიული ჩარევის წინ
- საშვილოსნოს ყელის დიათერმოკოაგულაციის წინ და შემდეგ
- საშვილოსნოსშიდა დიაგნოსტიკური პროცედურების წინ
- მშობიარობის წინ
გინომიქსი:
- NNP კომბინაცია გამოსადეგია ვაგინიტის ემპირიული მკურნალობისთვის მიკრობიოლოგიური შდეგების არ არსებობისას.
- შენარჩუნებული ეფექტურობა Candida spp . წინააღმდეგ მნიშვნელოვანი ფაქტორია, განსაკუთრებით აზოლებისადმი non-albicans შტამების ვარიაბელური სენსიტიურობის დროს. (ანუ არ ახასიათებს რეზისტენტობა Candida spp.-s წინააღმდეგ)
- არ საჭიროებს მკურნალობის შეწყვეტას მენსტრუაციული ციკლის დროს
- მოქმედი ნივთიერებები თანაბრად ნაწილდება საშოს ლორწოვანზე
- კომბინაცია და შესაბამისად მისი მოქმედების ფართო სპექტრი იძლევა უფრო მაღალ კლინიკურ ეფექტურობას ვაგინიტში ყველაზე ხშირად ჩართული ბაქტერიებზე.
მიღების წესი და დოზირება
ინიშნება ინტრავაგინალურად. მწვავე ან ქრონიკული ინფექციის შემთხვევაში 1-2 კაფსულა დღეში, დილით და საღამოს. მკურნალობის კურსი: 6-12 დღე.
პროფილაქტიკის მიზნით: 6 დღე
უკუჩვენებები
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისა და ლაქტაციის დროს პრეპარატი ინიშნება ექიმის რეკომენდაციით.
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
ნისტატინი
500000სე ტაბლეტი №20
ვიზორელი
VIZOREL
(1მგ + 3,5მგ + 6000სე)/მლ 5მლ თვალისა და ყურის წვეთები, სუსპენზია საწვეთურიანი ფლაკონი №1
პოლიდექსა
POLYDEXA
ყურის წვეთები 10.5მლ ფლაკონში
ფუნისტატინი
Funistatin
ფხვნილი 100 000 ერთ/მლ 48 დოზა პერორალური სუსპენზიის მოსამზადებელი საწვეთურიანი ფლაკონი №1
ნისტატინი TZF
Nystatin TZF
100 000 ს.ე./მლ 5გ ფხვნილი პერორალური სუსპენზიის მოსამზადებელად ბოთლი №1 ადაპტერთან ერთად + 20მლ საზომი ჭიქა + 1მლ საზომი შპრიცი №1
ანაურანი
ANAURAN®
25მლ ყურის წვეთები ნარინჯისფერ მინის ფლაკონში
პოლიდექსა ფენილეფრინით
POLYDEXA with phenylephrine
ცხვირის აეროზოლი 15მლ ფლაკონი # 1
ნელადექსი
NELADEX
(1.0მგ+3.5მგ+6000სე)/1მლ 5 მლ თვალისა და ყურის წვეთები პლასტიკური საწვეთურიანი ფლაკონი N1
ნელადექსი
NELADEX
1მგ / 5გ მალამო ალუმინის ტუბში №1
მაქსიბიოტიკი
MaxiBiotic
(5 მგ+5000 ს.ე + 400 ს.ე) /გ 15გ მალამო ალუმინის ტუბი №1
პოზიტონი
Positon
(100მგ + 250მგ + 10,000,000 სე)/100გ 30გ გარეგანი გამოყენების კრემი ტუბი №1
ცერვუჟიდი
Cervugid
N12 სანთელი(პესარია)
ბანეოცინი
Baneocin
250 ს.ე.+5000 ს.ე./გ 10გ გარეგანი გამოყენების ფხვნილი პოლიეთილენის ფლაკონი №1
გინოტრი
Ginotri
ვაგინალური სანთელი #12
ლივორმაკი
LIVORMAC
500მგ/200 000ს.ე. ვაგინალური კაფსულა №8
ნისტატინი
Nystatine
250 000 ერთ. ვაგინალური სუპოზიტორია # 10
პიმაფუკორტი®
PIMAFUCORT®
15გ გარეგანი გამოყენების მალამო ტუბში 15გ გარეგანი გამოყენების კრემი ტუბში
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.