მონოგრაფია Nº 01176 ურეცეპტო
ესლოტინი
ESLOTIN
5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10
დან6.76 ₾ 3 აფთიაქში, ნახე ფასები →
- მოქმედი ნივთიერება
- დესლორატადინი (Desloratadine)
- მწარმოებელი
- Laboratoire Bailly-creat, საფრანგეთი
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- ჰისტამინური H1 რეცეპტორების ბლოკატორები
- იმპორტიორი საქართველოში
- World Medicine
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
-
GPC ყველაზე იაფი
ესლოტინი ტაბლეტი 5მგ #10
0.68 ₾ / ც. × 10
ყიდვა ↗6.76 ₾
-
ფარმადეპო ყველაზე იაფი
ესლოტინი ტაბლეტი 5მგ #10
0.68 ₾ / ც. × 10
ყიდვა ↗6.76 ₾
-
PSP ყველაზე იაფი
ესლოტინი - Eslotin 5მგ 10 ტაბლეტი
0.68 ₾ / ც. × 10
ყიდვა ↗6.76 ₾
ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: დესლორატადინი. ჯერ ყველაზე იაფი.
ესლოტინი
Eslotin
2,5მგ/5მლ 120მლ სიროფი ნარინჯისფერი მინის ფლაკონი №1 საზომ ჭიქასთან ერთად
დესლორა-დენკ 5
Deslora-Denk 5
5მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №20
ელორანი
5მგ ტაბლეტი №10
ლორანექსი
Loranex
5მგ ტაბლეტი №10
სოფალორი
5მგ ტაბლეტი №10
ჰისტერი
5მგ ტაბლეტი №10
ჰისტერიქსი
5მგ ტაბლეტი №10
დესლორატადინი
0.5მგ/მლ სიროფი 1 ფლაკონი №1 120 მლ
დესლორატადინი-ნორმონი
DEZLORATADIN-Normon
2,5მგ/5მლ სუსპენზია 120 მლ
სოფალორი
0.5მგ/მლ ხსნარი 1 ფლაკონი №1 120 მლ
ერიუსი
AERIUS
5მგ ტაბლეტი #10; #30
ალდესი
Aldes™
5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №20 (2X10)
ალცეტინი
Alcetin
5მგ ტაბლეტი №20
დესლობენი
5მგ ტაბლეტი №20
დესლოდექსი
DESLODEX
5 მგ ტაბლეტი #20
დესლორადინი
Desloradin
5 მგ შემოგარსული ტაბლეტი N20
დესლორატადინი ნორმონი
DEZLORATADIN-Normon
5 მგ ტაბლეტი #20
ელსანტი
5 მგ №20
ალცეტინი
2.5მგ/5მლ სიროფი ფლაკონი №1 150მლ
დესლობენი
2.5მგ/5მლ სიროფი ფლაკონი №1 150მლ
დესლოდექსი
DESLODEX
2.5მგ/5მლ 150მლ სიროფი მინის ფლაკონი №1 საზომ კოვზთან ერთად შეფუთვაში
ელსანტი
2.5მგ №1
ლორანექსი
0.5მგ/მლ 150მლ შიგნით მისაღები ხსნარი ქარვისფერი მინის ბოთლი №1 საზომი კოვზით
ერიუსი
AERIUS
0.5მგ/მლ 60მლ სიროფი მინის ფლაკონში საზომ კოვზთან ერთად
დესალერგანი
2.5მგ/5მლ სიროფი ფლაკონი+საზომი ჭიქა №1 120მლ
დასელტა
Dasselta
5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
ალცეტინის სიროფი
Alcetin Syrup
2.5მგ/2მლ 150მლ სიროფი
დესლოდინი
Deslodin
2.5მგ/5მლ 150მლ სიროფი მინის ფლაკონი №1 საზომ კოვზთან ერთად შეფუთვაში
დესლონორმი
Deslonorm
5მგ ტაბლეტი № 10
ლოტეგრა
Lotegra
5 მგ ტაბლეტი #10
ინსტრუქცია
ზოგადი დახასიათება
სამკურნალო ფორმა: შემოგარსული ტაბლეტები
მრგვალი თეთრი ფერის ტაბლეტები ცალ მხარეს გრავირებით “DLთ 5” და გამყოფი ნაჭდევით.
შემადგენლობა
შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს
აქტიური ნივთიერება: დეზლორატადინი 5 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი.
გარსის შემადგენლობა: გასუფთავებული წყალი, ნატრიუმის მეთილპარაბენი, ნატრიუმის პროპილპარაბენი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა (E15), ტიტანის დიოქსიდი, პოლიეთილენგლიკოლი 400, გასუფთავებული ტალკი.
პრეპარატის ათქ კოდი: R06AX27
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
სისტემური გამოყენების ანტიჰისტამინური საშუალებები.
H1-ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ესლოტინს გააჩნია ანტიჰისტამინური, ანტიალერგიული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, არ იწვევს ძილიანობას. შიგნით მიღებისას დეზლორატადინი (ლორატადინის პირველადი აქტიური მეტაბოლიტი) სელექციურად აბლოკირებს პერიფერიულ H1-ჰისტამინურ რეცეპტორებს. თრგუნავს ციტოსტატური რეაქციების კასკადს: პროანთებითი ციტოკინების, მათ შორის, ინტერლეიკინი-4 (ილ-4), ინტერლეიკინი-6 (ილ-6), ინტერლეიკინი-8 (ილ-8), ინტერლეიკინი-13 (ილ-13), აგრეთვე, RANTES ტიპის პროანთებითი ქემოკინების გამოყოფას, აქტივირებული პოლიმორფულბირთვული ნეიტროფილების მიერ სუპეროქსიდური ანიონების პროდუქციას, ეოზინოფილების ადჰეზიას და ქემოტაქსისს, ადჰეზიის მოლეკულების, მათ შორის, P-სელექტინის ექსპრესიას, D2 პროსტაგლანდინის და C4 ლეიკოტრიენის IgE–თი განპირობებულ ჰისტამინის გამოყოფას.
ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატი კარგად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა დაახლოებით 3 საათის შემდეგ. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 27 საათს. ბიოშეღწევადობა მიღებული დოზის პროპორციულია (5-დან 20 მგ-მდე დოზის დიაპაზონში). არ გადის ჰემატო-ენცეფალურ ბარიერს, გადალახავს პლაცენტარულ ბარიერს და გამოიყოფა დედის რძეში.
ჩვენებები
- სეზონური პოლინოზი და წლის განმავლობაში არსებული ალერგიული რინიტი (ცემინების, ცხვირიდან ლორწოს გამოყოფის, ცხვირის გაჭედვის და ქავილის, ცრემლდენის, თვალების ქავილის და სიწითლის მოხსნის ან შემსუბუქების მიზნით);
- ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციება (კანის ქავილის და გამონაყარის შემცირების და გაქრობის მიზნით).
უკუჩვენებები
- ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
- ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.
გვერდითი მოვლენები
მომატებული დაღლილობა, პირის სიმშრალე, თავის ტკივილი.
ძალიან იშვიათად – ტაქიკარდია, გულისცემის შეგრძნება, ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება, ბილირუბინის კონცენტრაციის მომატება, ალერგიული რეაქციები, ანაფილაქსიის და გამონაყარის ჩათვლით.
მიღების წესი და დოზირება
ესლოტინი მიიღება შიგნით, კვების რეჟიმის მიუხედავად, დოზით 5 მგ დღე-ღამეში 1-ჯერ.
ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, დაუღეჭავად, წყლის მიყოლებით.
ჭარბი დოზირება
სიმპტომები: გვერდითი რეაქციების გამოვლენის გაძლიერება.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა აქტივირებული ნახშირის შემდგომი მიღებით, საჭიროებისამებრ – სიმპტომური თერაპია. ჰემოდიალიზი არაეფექტურია. პერიტონეალური დიალიზის ეფექტურობა არ არის დადგენილი.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
კეტოკონაზოლთან, ერითრომიცინთან, აზითრომიცინთან, ფლუოქსეტინთან, ციმეტიდინთან დეზლორატადინის მრავალჯერადი ერთობლივი გამოყენების დროს წამლისმიერი ურთიერთქმედების შესწავლისას არ გამოვლენილა პლაზმაში დეზლორატადინის კონცენტრაციის კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები.
პრეპარატის საკვებთან ერთად მიღება გავლენას არ ახდენს ორგანიზმში დეზლორატადინის განაწილებაზე.
დეზლორატადინი არ აძლიერებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ალკოჰოლის მოქმედებას.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში.
პრეპარატის გამოყენება პედიატრიაში
გამოყენება შესაძლებელია ექიმის დანიშნულებით.
ზემოქმედება ავტომობილებისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე
ესლოტინი გავლენას არ ახდენს ავტომობილების მართვისა და ისეთი სამუშაოების შესრულების უნარზე, რომლებიც საჭიროებენ ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
10 შემოგარსული ტაბლეტი ბლისტერში.
1 ბლისტერი მუყაოს კოლოფში ინსტრუქციის ფურცელთან ერთად.
შენახვის წესი
ინახება არაუმეტეს 25°C-ზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
III ჯგუფი ურეცეპტოდ.
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
ლუკამონტი პლიუსი
10მგ+5მგ ტაბლეტი №30
მოლუდესი 5 მგ/10 მგ
Moludes
5/10 მგ ტაბლეტი #30
ლუკამონტ™ პლუსი
Lucamont™ Plus
(10მგ + 5მგ) აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
დესმოტი
10მგ+5მგ ტაბლეტი №30
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.