მონოგრაფია Nº 00877 ურეცეპტო
დასელტა
Dasselta
5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
დან18.92 ₾ 4 აფთიაქში, ნახე ფასები →
- მოქმედი ნივთიერება
- დესლორატადინი (Desloratadine)
- მწარმოებელი
- კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- ჰისტამინური H1 რეცეპტორების ბლოკატორები
- იმპორტიორი საქართველოში
- KRKA
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
-
ავერსი ყველაზე იაფი
დასელტა 5მგ #30ტ
0.63 ₾ / ც. × 30
ყიდვა ↗18.92 ₾
-
ფარმადეპო
დასელტა ტაბლეტი 5მგ #30
0.63 ₾ / ც. × 30
ყიდვა ↗18.93 ₾
-
GPC
დასელტა ტაბლეტი 5მგ #30
0.63 ₾ / ც. × 30
ყიდვა ↗18.93 ₾
-
PSP
დასელტა - Dasselta 5მგ 30 ტაბლეტი
0.63 ₾ / ც. × 30
ყიდვა ↗18.93 ₾
ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: დესლორატადინი. ჯერ ყველაზე იაფი.
ესლოტინი
Eslotin
2,5მგ/5მლ 120მლ სიროფი ნარინჯისფერი მინის ფლაკონი №1 საზომ ჭიქასთან ერთად
დესლორა-დენკ 5
Deslora-Denk 5
5მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №20
ელორანი
5მგ ტაბლეტი №10
ესლოტინი
ESLOTIN
5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10
ლორანექსი
Loranex
5მგ ტაბლეტი №10
სოფალორი
5მგ ტაბლეტი №10
ჰისტერი
5მგ ტაბლეტი №10
ჰისტერიქსი
5მგ ტაბლეტი №10
დესლორატადინი
0.5მგ/მლ სიროფი 1 ფლაკონი №1 120 მლ
დესლორატადინი-ნორმონი
DEZLORATADIN-Normon
2,5მგ/5მლ სუსპენზია 120 მლ
სოფალორი
0.5მგ/მლ ხსნარი 1 ფლაკონი №1 120 მლ
ერიუსი
AERIUS
5მგ ტაბლეტი #10; #30
ალდესი
Aldes™
5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №20 (2X10)
ალცეტინი
Alcetin
5მგ ტაბლეტი №20
დესლობენი
5მგ ტაბლეტი №20
დესლოდექსი
DESLODEX
5 მგ ტაბლეტი #20
დესლორადინი
Desloradin
5 მგ შემოგარსული ტაბლეტი N20
დესლორატადინი ნორმონი
DEZLORATADIN-Normon
5 მგ ტაბლეტი #20
ელსანტი
5 მგ №20
ალცეტინი
2.5მგ/5მლ სიროფი ფლაკონი №1 150მლ
დესლობენი
2.5მგ/5მლ სიროფი ფლაკონი №1 150მლ
დესლოდექსი
DESLODEX
2.5მგ/5მლ 150მლ სიროფი მინის ფლაკონი №1 საზომ კოვზთან ერთად შეფუთვაში
ელსანტი
2.5მგ №1
ლორანექსი
0.5მგ/მლ 150მლ შიგნით მისაღები ხსნარი ქარვისფერი მინის ბოთლი №1 საზომი კოვზით
ერიუსი
AERIUS
0.5მგ/მლ 60მლ სიროფი მინის ფლაკონში საზომ კოვზთან ერთად
დესალერგანი
2.5მგ/5მლ სიროფი ფლაკონი+საზომი ჭიქა №1 120მლ
ალცეტინის სიროფი
Alcetin Syrup
2.5მგ/2მლ 150მლ სიროფი
დესლოდინი
Deslodin
2.5მგ/5მლ 150მლ სიროფი მინის ფლაკონი №1 საზომ კოვზთან ერთად შეფუთვაში
დესლონორმი
Deslonorm
5მგ ტაბლეტი № 10
ლოტეგრა
Lotegra
5 მგ ტაბლეტი #10
ინსტრუქცია
ჩვენებები
დასელტა არის ანტიალერგიული პრეპარატი, რომელიც არ იწვევს ძილიანობას. ხელს უწყობს ალერგიული რეაქციისა და მისი სიმპტომების კონტროლს.
დასელტა ხსნის ალერგიულ რინიტთან (ცხვირის ლორწოვანის ანთება, გამოწვეული ალერგიით, მაგალითად, თივის ცხელება ან ალერგია მტვრის ნაწილაკებზე) ასოცირებულ სიმპტომებს. ეს სიმტომები მოიცავს ცემინებას, ცხვირიდან გამონადენს, ცხვირის ქავილს, სასის ქავილს, თვალების გაწითლებას ან წყლიან თვალებს.
დასელტა ასევე გამოიყენება ჭინჭრის ციებასთან ასოცირებული სიმპტომების მოსახსნელად (ალერგიით გამოწვეული კანის მდგომარეობა). ეს სიმპტომები მოიცავს ქავილს და გამონაყარს.
ამ სიმპტომების მოხსნა გრძელდება 24 საათის განმავლობაში და ეს გეხმარებათ დაუბრუნდეთ ჩვეულებრივ ყოველდღიურ საქმიანობას.
დასელტა ნაჩვენებია ზრდასრულებსა და მოზარდებისათვის 12 წლის ასაკიდან.
უკუჩვენებები
არ მიიღოთ დასელტა
- თუ გაქვთ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) დესლორატადინის, დასელტას რომელიმე სხვა ინგრედიენტის ან ლორატადინის მიმართ.
გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე დასელტას გამოყენებისას
- თუ დაქვეითებული გაქვთ თირკმლის ფუნქცია, ან გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ამ პრეპარატის მიღებამდე.
ბავშვები
დასელტა არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
სხვა პრეპარატების მიღება
უთხარით ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ამჟამად იღებთ ან ცოტა ხნის წინ მიიღეთ ნებისმიერი სხვა, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატი.
ცნობილი არ არის დასელტას სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედებების შესახებ.
დასელტას მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
დასელტას მიღება არ არის დამოკიდებული საკვებზე.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში დასელტას მიღება რეკომენდებული არ არის.
ავტომობილისა და მექანიზმების მართვა
რეკომენდებული დოზის მიღებისას პრეპარატი არ იწვევს ძილიანობას ან სიფხიზლის დაქვეითებას. მიუხედავად ამისა, ძალიან იშვიათად ზოგიერთ ადამიანში შეიძლება აღინიშნოს ძილიანობა, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია დასელტას ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
დასელტა შეიცავს ლაქტოზას. თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის გადაუტანლობა, ამ სამკურნალო საშუალების მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
3. როგორ მიიღება დასელტა
მოზრდილები და მოზარდები (12 წლის ასაკიდან): მიიღება ერთი ტაბლეტი დღეში ერთხელ.
ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად წყლის მიყოლებით, საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
მკურნალობის ხანგრძლივობის განსაზღვრისას ექიმი დაადგენს ალერგიული დაავადების სახეობას და შესაბამისად დასელტას მიღების ხანგრძლივობას.
თუ ალერგიული რინიტი არის პერიოდულად მიმდინარე (სიმპტომების არსებობა კვირაში 4 დღეზე ნაკლები ან 4 კვირაზე ნაკლები), ექიმი დაგინიშნავთ მკურნალობის განრიგს თქვენი დაავადების ისტორიის შეფასების საფუძველზე.
თუ ალერგიული რინიტი პერსისტენტული ხასიათისაა (სიმპტომების არსებობა კვირაში 4 ან მეტი დღე და 4 კვირაზე მეტი), ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ უფრო ხანგრძლივი მკურნალობის კურსი.
ჭინჭრის ციების მკურნალობის ხანგრძლივობა შეიძლება იყოს განსხვავებული, სხვადასხვა პაციენტში და ამიტომ აუცილებელია, რომ გაითვალისწინოთ ექიმის მითითებები.
ჭარბი დოზირება
დასელტა უნდა მიიღოთ ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. შემთხვევით ჭარბი დოზის მიღებისას სერიოზული პრობლემები მოსალოდნელი არ არის. მიუხედავად ამისა, თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი რაოდენობის დასელტა, დაუკავშირდით ექიმს.
თუ დაგავიწყდათ დასელტას მიღება
თუ დაგავიწყდათ დასელტას დანიშნულ დროს მიღება, მიიღეთ როგორც კი შესაძლებელი იქნება და შემდეგ განაგრძეთ პრეპარატის მიღება ჩვეული განრიგის მიხედვით. Gგამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.
მოცემული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენები
ყველა პრეპარატის მსგავსად დასელტამაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
დესლორატადინის ბაზარზე გაშვების შემდეგ ძალიან იშვიათად აღინიშნა მძიმე ალერგიული რეაქციები (სუნთქვის გაძნელება, ქოშინი, ქავილი, გამონაყარი და შეშუპება) (10 000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში). ასეთ შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.
მოზარდებში, ყველაზე ხშირად აღინიშნა თავის ტკივილის შემთხვევები.
ყველაზე ხშირად გამოვლინდა შემდეგი გვერდითი ეფექტები:
- გამონაყარი
- ტაქიკარდია
- კუჭის ტკივილი
- გულისრევა (გულისრევის შეგრძნება)
- ღებინება
- გასტრიტი
- დიარეა
- თავბრუსხვევა
- ძილიანობა
- ჩაძინების გაძნელება
- კუნთების ტკივილი
- ჰალუცინაციები
- მოუსვენრობა სხეულის მომატებული მოძრაობებით
- ჰეპატიტი
- ღვიძლის ფუნქციის დარღვევები.
თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი გამოვლინდა ან შენიშნეთ ისეთი გვერდითი ეფექტი, რომელიც მითითებული არ არის წინამდებარე დანართ ფურცელში, უთხარით ამის შესახებ ექიმს ან ფარმაცევტს.
5. როგორ ინახება დასელტა
შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ დასელტა შეფუთვაზე “EXP” ნიშნით მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.
შეინახეთ საკუთარ შეფუთვაში ნესტისგან დაცვის მიზნით.
ტაბლეტის კონტეინერის პირველად გახსნის შემდეგ პრეპარატის გამოყენება შეიძლება 3 თვის განმავლობაში.
დაუშვებელია პრეპარატების საყოფაცხოვრებო ნაგავში ან კანალიზაციაში გადაყრა. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა მოიქცეთ, როცა პრეპარატი აღარ გჭირდებათ. ამგვარი ზომები უზრუნველყოფს გარემოს დაცვას.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
რას შეიცავს დასელტა
- აქტიური სუბსტანცია არის დესლორატადინი. ყოველი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 5 მგ დესლორატადინს.
- ტაბლეტის სხვა ინგრედიენტები: მიკროკრისტალური ცელულოზა (E460), ჰიპრომელოზა (E464), ჰიდროქლორმჟავა (E507), ნატრიუმის ჰიდროქსიდი (E524), სიმინდის სახამებელი, ლაქტოზას მონოჰიდრატი და ტალკი (E553ბ).
- სხვა ინგრედიენტები გარსში: ჰიპრომელოზა (E464), მაკროგოლი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, ტიტანის დიოქსიდი (E171) და ინდიგო კარმინი (E132).
დასელტას აღწერა და შეფუთვის შემცველობა
ღია ლურჯი ფერის მრგვალი შემლოგარსული ტაბლეტები ჩამოთლილი კიდეებით.
მუყაოს კოლოფში 30 შემოგარსული ტაბლეტი ბლისტერებში.
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
ლუკამონტი პლიუსი
10მგ+5მგ ტაბლეტი №30
მოლუდესი 5 მგ/10 მგ
Moludes
5/10 მგ ტაბლეტი #30
ლუკამონტ™ პლუსი
Lucamont™ Plus
(10მგ + 5მგ) აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
დესმოტი
10მგ+5მგ ტაბლეტი №30
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.