- მოქმედი ნივთიერება
- დესლორატადინი (Desloratadine)
- მწარმოებელი
- Ilko Ilac San. Ve Tic. A.S., თურქეთი
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- მეორე თაობის პრეპარატები
- იმპორტიორი საქართველოში
- Cordex
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
-
GPC ყველაზე იაფი
ალცეტინი ტაბლეტი 5მგ #20
0.50 ₾ / ც. × 20
ყიდვა ↗10.07 ₾
-
ფარმადეპო ყველაზე იაფი
ალცეტინი ტაბლეტი 5მგ #20
0.50 ₾ / ც. × 20
ყიდვა ↗10.07 ₾
-
PSP ყველაზე იაფი
ალცეტინი - Alcetin 5მგ 20 ტაბლეტი
0.50 ₾ / ც. × 20
ყიდვა ↗10.07 ₾
ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: დესლორატადინი. ჯერ ყველაზე იაფი.
ესლოტინი
Eslotin
2,5მგ/5მლ 120მლ სიროფი ნარინჯისფერი მინის ფლაკონი №1 საზომ ჭიქასთან ერთად
დესლორა-დენკ 5
Deslora-Denk 5
5მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №20
ელორანი
5მგ ტაბლეტი №10
ესლოტინი
ESLOTIN
5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10
ლორანექსი
Loranex
5მგ ტაბლეტი №10
სოფალორი
5მგ ტაბლეტი №10
ჰისტერი
5მგ ტაბლეტი №10
ჰისტერიქსი
5მგ ტაბლეტი №10
დესლორატადინი
0.5მგ/მლ სიროფი 1 ფლაკონი №1 120 მლ
დესლორატადინი-ნორმონი
DEZLORATADIN-Normon
2,5მგ/5მლ სუსპენზია 120 მლ
სოფალორი
0.5მგ/მლ ხსნარი 1 ფლაკონი №1 120 მლ
ერიუსი
AERIUS
5მგ ტაბლეტი #10; #30
ალდესი
Aldes™
5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №20 (2X10)
დესლობენი
5მგ ტაბლეტი №20
დესლოდექსი
DESLODEX
5 მგ ტაბლეტი #20
დესლორადინი
Desloradin
5 მგ შემოგარსული ტაბლეტი N20
დესლორატადინი ნორმონი
DEZLORATADIN-Normon
5 მგ ტაბლეტი #20
ელსანტი
5 მგ №20
ალცეტინი
2.5მგ/5მლ სიროფი ფლაკონი №1 150მლ
დესლობენი
2.5მგ/5მლ სიროფი ფლაკონი №1 150მლ
დესლოდექსი
DESLODEX
2.5მგ/5მლ 150მლ სიროფი მინის ფლაკონი №1 საზომ კოვზთან ერთად შეფუთვაში
ელსანტი
2.5მგ №1
ლორანექსი
0.5მგ/მლ 150მლ შიგნით მისაღები ხსნარი ქარვისფერი მინის ბოთლი №1 საზომი კოვზით
ერიუსი
AERIUS
0.5მგ/მლ 60მლ სიროფი მინის ფლაკონში საზომ კოვზთან ერთად
დესალერგანი
2.5მგ/5მლ სიროფი ფლაკონი+საზომი ჭიქა №1 120მლ
დასელტა
Dasselta
5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
ალცეტინის სიროფი
Alcetin Syrup
2.5მგ/2მლ 150მლ სიროფი
დესლოდინი
Deslodin
2.5მგ/5მლ 150მლ სიროფი მინის ფლაკონი №1 საზომ კოვზთან ერთად შეფუთვაში
დესლონორმი
Deslonorm
5მგ ტაბლეტი № 10
ლოტეგრა
Lotegra
5 მგ ტაბლეტი #10
ინსტრუქცია
შემადგენლობა
ალცეტინის გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების - დესლორატადინის 5 მგ-ს.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, კალციუმის ჰიდროფოსფატი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, ლს-ჰიდროქსიპროპილცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, შემოსაგარსი ფხვნილი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ხანგრძლივი მოქმედების ანტიჰისტამინური პრეპარატი, პერიფერიული H1-ჰისტამინორეცეპტორების ბლოკატორი. დესლორატადინი წარმოადგენს ლორატადინის აქტიურ მეტაბოლიტს. ხელს უშლის ალერგიული რეაქციის განვითარებას და ამსუბუქებს მის მიმდინარეობას, ახასითებს ქავილის საწინააღმდეგო და ანტიექსუდაციური მოქმედება, ამცირებს კაპილარების გამტარობას, ხელს უშლის ქსოვილების შეშუპებას და გლუვკუნთოვანი სპაზმის განვითარებას. არ მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, არ ახასიათებს სედატიური მოქმედება (არ იწვევს ძილიანობას), არ მოქმედებს ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეზე. არ იწვევს ელექტროკარდიოგრამაზე QT ინტერვალის გახანგრძლივებას.
ალცეტინი აინჰიბირებს ორგანიზმში მიმდინარე სხვადასხვა რეაქციას, რომლებიც საფუძვლად უდევს ალერგიული ანთებითი პროცესის განვითარებას, კერძოდ: პროანთებითი ციტოკინების გამოყოფა (მათ შორის ინტერლეიკინ-4, ილ-6, ილ-8, ილ-13), პროანთებითი ქემოკინების გამოყოფა, აქტივირებული პოლიმორფულ-ბირთვული ნეიტროფილების მიერ სუპეროქსიდური ანიონების პროდუქცია, ეოზინოფილების ქემოტაქსისი და ადჰეზია, ადჰეზიის მოლეკულების ექსპრესია (P- სელექტინი და სხვა), ჰისტამინის, პროსტაგლანდინ D2-ის და ლეიკოტრინ C4- ის იმუნოგლობულინ E- დამოკიდებული გამოყოფა. ალცეტინი მოქმედებას იწყებს მიღებიდან დაახლოებით 30 წუთში და ახასიათებს ხანგრძლივი (არანაკლებ 24 საათიანი) ანტიალერგიული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
ფარმაკოკინეტიკა
პერორალურად მიღებული დესლორატადინი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. 30 წუთში შესაძლებელია მისი განსაზღვრა სისხლის პლაზმაში, ხოლო Cmax მიიღწევა 3 საათში.
პლაზმის ცილებს უკავშირდება 83-87%. საკვები გავლენას არ ახდენს ორგანიზმში მის გადანაწილებაზე. არ გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს. ჰიდროქსილირების გზით განიცდის ბიოტრანსფორმაციას, გლუკურონიდთან შეკავშირებული მეტაბოლიტის წარმოქმნამდე.
ორგანიზმიდან ძირითადად გამოიდევნება გლუკურონიდთან შეკავშირებული მეტაბოლიტის სახით, ხოლო მცირე რაოდენობა უცვლელი სახით. T1/2 საშუალოდ 27 საათია (20-30 სთ).
ჩვენებები
- სეზონური ან ქრონიკული (მთელი წლის განმავლობაში მიმდინარე) ალერგიული რინიტი (ცემინების, “ცხვირის გაჭედვის”, ცხვირიდან გამონადენის, ცხვირის ქავილის, სასის ქავილის, თვალების სიწითლის და ქავილის შემსუბუქება ან გაქრობა);
- ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციება (ქავილის, გამონაყარის შემცირება ან გაქრობა).
მიღების წესები და
მიღების წესი და დოზირება
ტაბლეტები ინიშნება შიგნით მისაღებად, სასურველია ერთსა და იმავე დროს, მცირე რაოდენობის წყალთან ერთად, საკვებისგან დამოუკიდებლად.
მოზრდილებში და 12 წელზე მეტი ასაკის მოზარდებში - 5 მგ ერთხელ დღეში;
6-12 წლამდე ასაკის ბავშვებში - 2,5 მგ ერთხელ დღეში;
1-6 წლამდე ასაკის ბავშვებში - 1,25 მგ ერთხელ დღეში.
გვერდითი მოვლენები
დესლორატადინის კლინიკური მნიშვნელობის გვერდითი მოვლენები გამოვლენილი არ არის.
შესაძლებელია: დაღლილობის შეგრძნება, პირის სიმშრალე, თავის ტკივილი.
ძალიან იშვიათად - ტაქიკარდია, გულისცემის შეგრძნება, ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მატება, ბილირუბინის კონცენტრაციის მატება, ალერგიული რეაქციები, გამონაყარი.
სიმპტომები: დესლორატადინის რეკომენდებულ 5 მგ დოზაზე ხუთჯერ მეტი დოზის მიღებისას, არ გამოვლენილა რაიმე სიმპტომები.
ასევე, არ გამოვლენილა გულ-სისხლძარღვთა სისტემის კლინიკური მნიშვნელობის დარღვევები დესლორატადინის 20 მგ/დღეში 14 დღის მანძილზე მიღებისას, ხოლო 45 მგ/დღეში 10 დღის მანძილზე მიღებისას არ დაფიქსირებულა QT ინტერვალის გახანგრძლივება ან სხვა სერიოზული გვერდითი მოვლენა.
მკურნალობა: შემთხვევით დიდი დოზის მიღებისას - კუჭის ამორეცხვა,
აქტივირებული ნახშირის მიღება; საჭიროებისას ტარდება სიმპტომური მკურნალობა.
ჰემოდიალიზი არაეფექტურია, პერიტონეალური დიალიზის ეფექტურობა დადგენილი არ არის.
სხვა წამლებთან
უკუჩვენებები
- პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა;
- ლაქტაციის პერიოდი;
- ორსულობა;
- 1 წლამდე ასაკის ბავშვები.
სიფრთხილით ინიშნება თირკმლის უკმარისობის მძიმე ფორმის დროს.
უსაფრთხოების ზომები
დესლორატადინის ეფექტურობა და უსაფრთხოება 1 წლამდე ასაკის ბავშვებში დადგენილი არ არის.
სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში მძიმე ფორმის თირკმლის უკმარისობით.
ორსულობა და ლაქტაცია
და ლაქტაცია
ორსულობის პერიოდში დესლორატადინის უსაფრთხოება შესწავლილი არ არის, ამიტომ მისი მიღება არ არის რეკომენდებული.
დესლორატადინი გადადის დედის რძეში, ამიტომ მისი მიღება ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული.
განსაკუთრებული მითითებები
ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა
რეკომენდებული დოზით დესლორატადინის ზემოქმედება ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვის შესაძლებლობაზე გამოვლენილი არ არის.
ჭარბი
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
სხვა სამკურნალო საშუალებებთან კლინიკური მნიშვნელობის ურთიერთქმედება გამოვლენილი არ არის.
დესლორატადინი არ აძლიერებს ცნს-ზე ეთანოლის გავლენას.
საკვების მიღება გავლენას არ ახდენს პრეპარატის ეფექტურობაზე.
შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატის ვარგისობის ვადა - 2 წელი.
ინახება 15-25oC ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III (გამოყენება შესაძლებელია ექიმის დანიშნულების გარეშე).
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
ლუკამონტი პლიუსი
10მგ+5მგ ტაბლეტი №30
მოლუდესი 5 მგ/10 მგ
Moludes
5/10 მგ ტაბლეტი #30
ლუკამონტ™ პლუსი
Lucamont™ Plus
(10მგ + 5მგ) აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
დესმოტი
10მგ+5მგ ტაბლეტი №30
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.