მონოგრაფია Nº 00985 ურეცეპტო
დიპროსალიკი
DIPROSALIC
30მლ ლოსიონი ფლაკონში
დან14.72 ₾ 4 აფთიაქში, ნახე ფასები →
- მოქმედი ნივთიერება
- Betamethasone Salicylic acid
- მწარმოებელი
- Schering-Plough, ბელგია
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- გლუკოკორტიკოიდული საშუალებები გარეგანი გამოყენებისათვის
- იმპორტიორი საქართველოში
- MSD
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
30გ · 30გრ
-
PSP ყველაზე იაფი
დიპროსალიკი - Diprosalic 30გ. მალამო
ყიდვა ↗14.72 ₾
17.21 ₾
-
ავერსი
დიპროსალიკი 30გ მალამო
ყიდვა ↗18.57 ₾
-
PSP
დიპროსალიკი - Diprosalic მალამო 30გ
ყიდვა ↗18.80 ₾
30გრ
-
GPC ყველაზე იაფი
დიპროსალიკი მალამო 30გრ ტუბი #1
ყიდვა ↗16.06 ₾
18.90 ₾
-
ფარმადეპო ყველაზე იაფი
დიპროსალიკი მალამო 30გრ ტუბი #1
ყიდვა ↗16.06 ₾
18.90 ₾
ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.
ინსტრუქცია
შემადგენლობა
ზოგადი დახასიათება:
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: უფერო, გამჭვირვალე, ბლანტი სითხე იზოპროპილის სპირტის დამახასიათებელი სუნით, თავისუფალია დამატებითი ჩანართებისაგან; შესაძლოა აღინიშნებოდეს ოპალესცენცია.
შემადგენლობა: 1 გ ლოსიონი შეიცავს 0,5 მგ ბეტამეტაზონს (დიპროპიონატის სახით) და 20 მგ სალიცილის მჟავას;
დამხმარე ნივთიერებები: ედეტატის დინატრიუმი, მეთილჰიდროქსიპროპილცელულოზა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, იზოპროპილის სპირტი, გასუფთავებული წყალი.
გამოშვების ფორმა. ლოსიონი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
დერმატოლოგიაში გამოსაყენებელი კორტიკოსტეროიდები. მაღალაქტიური კორტიკოსტეროიდები სხვა საშუალებებთან კომბინაციაში. ათქ კოდი: D07Х C01.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა. ბეტამეტაზონის დიპროპიონატი – სინთეზური ფტორირებული კორტიკოსტეროიდი, ახდენს ანტიანთებით, ქავილის საწინააღმდეგო და სისხლძარღვების შემავიწროებელ მოქმედებას. პრეპარატის მოქმედების ხანგრძლივობიდან გამომდინარე შესაძლოა დაინიშნოს 2-ჯერ დღეში.
ადგილობრივი გამოყენებისას სალიცილის მჟავას აქვს კერატოლიზური, ასევე ბაქტერიოსტატიკური და ფუნგიციდური მოქმედება.
ფარმაკოკინეტიკა.
პრეპარატ დიპროსალიკის ფარმაკოკინეტიკა არ გამოკვლეულა.
კანიდან პრეპარატის შეღწევა და გაწოვა დამოკიდებულია სხეულის უბანზე, კანის მდგომარეობაზე, ასაკზე, გამოყენების მეთოდზე, ოკლუზიური ნახვევის გამოყენებაზე. კანის ანთებითმა და/ან სხვა პათოლოგიურმა პროცესებმა შესაძლოა გაზარდოს შეწოვა. ოკლუზიური ნახვევები მნიშვნელოვნად ზრდიან ადგილობივი კორტიკოსტეროიდების შეწოვას.
ნორმალურ პირობებში მხოლოდ კორტიკოსტეროიდების ადგილობრივად გამოყენებადი დოზის ნაწილი შეაღწევს სისტემურად.
კორტიკოსტეროიდების შეღწევა და შთანთქმა იზრდება სალიცილის მჟავას მეშვეობით, რასაც პრეპარატი შეიცავს.
კანიდან აბსორბციის შემდეგ ადგილობრივი კორტიკოსტეროიდები გაივლის ფარმაკოკინეტიკურ იმ გზას, რაც მსგავსია სისტემური კორტიკოსტეროიდებისათვის. კორტიკოსტეროიდები უკავშირდება პლაზმის ცილებს სხვადასხვა ხარისხით, მეტაბოლიზდება ღვიძლში და გამოდის თირკმელებით. ზოგიერთი ადგილობრივი კორტიკოსტეროიდо და მათი მეტაბოლიტი ორგანიზმიდან ნაღველით გამოიყოფა. სალიცილის მჟავას შეღწევის სიჩქარე დამოკიდებულია გამოყენების ადგილსა და კანის მდგომარეობაზე. შეწოვა, კერძოდ, იზრდება ფსორიაზული ერითროდერმიის ან დერმატოზების დროს, რაც დაკავშირებულია კანში ანთებით და ეროზიულ ცვლილებებზე.
სალიცილის მჟავა მეტაბოლიზდება ღვიძლში. ნახევარგამოყოფის პერიოდი დოზის ნორმალური ინტერვალის ფარგლებში შეადგენს 2-დან 3 საათამდე.
გამოყენების ჩვენებები
ფსორიაზის ანთებითი გამოვლინებების, თავის თმიანი ნაწილის სებორეული დერმატიტის, სხვა ლოკალიზაციის ფსორიაზული დაზიანების, ასევე კორტიკოსტეროიდებისადმი მგრძნობიარე სხვა დერმატოზების შესამცირებლად, გარდა სახის სებორეული დერმატიტისა.
გამოყენების მეთოდები და დოზები
მოზრდილებსა და ბავშვებში გამოიყენება ლოსიონის რამოდენიმე წვეთი დაზიანებულ უბნებზე, მსუბუქი მოძრაობებით შეიზილება კანში ან თავის თმიან ნაწილში. ჩვეულებრივ გამოიყენება ორჯერ დღეში – დილას და საღამოს.
გამოყენების ხანგრძლივობა
ლოსიონის გამოყენება 2-ჯერ დღეში განისაზღვრება ერთი-ორი კვირით; შემანარჩუნებელი თერაპიისას საკმარისი იქნება პრეპარატის გამოყენება ერთხელ დღეში. გამოყენების სიხშირის გაზრდამ შესაძლოა გააღრმავოს გვერდითი ეფექტები თერაპიული ეფექტის გაუმჯობესების გარეშე.
ზოგიერთი დაავადებისათვის საკმარისია ერთხელ დღეში გამოყენება. გამოყენების სიხშირე შესაძლოა შემცირდეს დაავადების მიმდინარეობის პროცესში.
დიდი ფართობის მკურნალობა საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას (გამოყენებული პრეპარატის რაოდენობის აღრიცხვა).
მკურნალობის შეწყვეტა უნდა მოხდეს თანდათან, გამოყენებათა შორის ინტერვალების გაზრდით ან ნაკლებ ძლიერი ან ნაკლებად დოზირებადი კორტიკოსტეროიდების მეშვეობით ან იმ საშუალებებთან მონაცვლეობით, რომლებიც არ შეიცავენ კორტიკოსტეროიდებს.
გამოყენების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს სამ კვირას.
ასაკის მიუხედავად ყველა პაციენტში აცილებულ უნდა იქნას ხანგრძლივი უწყვეტი მკურნალობა მიუხედავად ასაკისა.
გლუკოკორტიკოიდებისა და სალიცილის მჟავას შემცველობის გამო არ უნდა მოხდეს მკურნალობის ხანგრძლივობის გადამეტება (3 კვირაზე მეტხანს) და/ან გამოყენება კანის დიდ ფართობებზე (სხეულის ზედაპირის 10% მეტ ფართობზე).
ეს განსაკუთრებით შეეხება ბავშვებსა და პაციენტებს თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობით.
მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 2გ სალიცილის მჟავას მოზრდილებისათვის. სალიცილის მჟავას ეს მაქსიმალური დღიური დოზა არ შეიძლება გამოყენებულ იქნას 1 კვირაზე მეტხანს.
მაქსიმალური ყოველდღიური დოზა პრეპარატისა არ უნდა იყოს 60 გ მეტი.
ბავშვები
ბავშვებმა არ უნდა მიიღონ მკურნალობა 5-7 დღეზე მეტხანს.
დიპროსალიკის ლოსიონის ბავშვებში გამოყენებისას, სალიცილის მჟავას დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 0,2გ. სხეულის ზედაპირის ფართობი, რომელზეც პრეპარატი გამოიყენება, ბავშვებში არ უნდა აღემატებოდეს 10%.
დიპროსალიკის გამოყენება არაა რეკომენდებული ადრეული ასაკის ბავშვებში.
როგორც წესი, ბავშვების მკურნალობისას დაცული უნდა იქნას სიფრთხილე ბავშვის კანის მომატებული განვლადობის და სხეულის ზედაპირის დიდ ფართობის გამო სხეულის მასასთან შედარებით, რაც ზრდის გლუკოკორტიკოიდის და სალიცილის მჟავას აბსორბციას მოზრდილებთან შედარებით.
გვერდითი მოქმედება
ადგილობრივი გვერდითი რეაქციები, რაც ქვემოთაა მოცემული, არის ტიპიური ადგილობრივად გამოყენებადი კორტიკოსტეროიდებისათვის, ამიტომ ისინი დასაშვებია პრეპარატ დიპროსალიკისათვის®.
არასასურველი ეფექტების გამოვლინების სიხშირის მითითება შეუძლებელია, ვინაიდან მოცემული შემთხვევები დარეგისტრირდა მხოლოდ პრეპარატის ბაზარზე გასვლის შემდეგ.
მკურნალობის დასაწყისში
იმუნური სისტემა: ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია.
კანი: კანის გაღიზიანება, წვა, ქავილი, სიმშრალე.
უფრო ხანგრძლივი გამოყენება
კანа: კანის ატროფია, ტელეანგიექტაზიები (რისკი განსაკუთრებით მაღალია სახეზე), კანის ჰემორაგიები, სტრიები, აკნე, როზაცეას წარმოქმნა ან გამწვავება, პერიორალური დერმატიტი, ჰიპერტრიქოზი, დეპიგმენტაცია, ჩირქოვანი გამონაყარი. ადგილობრივი გამოყენების კორტიკოსტეროიდებმა შესაძლოა გამოიწვიოს ჭრილობების შეხორცების დაყოვნება, ნაწოლები და წყლულები ფეხებზე.
დიდ ზედაპირებზე გამოყენებისას და/ან ოკლუზიური ნახვევის ქვეშ ხანგრძლივად გამოყენებისას
ინფექციები: ინფექციები
ენდოკრინული სისტემა: ენდოგენური კორტიკოსტეროიდების სინთეზის დათრგუნვა, ჰიპერკორტიციზმი შეშუპებებით.
ნივთიერებათა ცვლა: შაქრიანი დიაბეტი (ფარული დაავადების მანიფესტირება)
კანი: სტრიები.
ძვალ-კუნთოვანი სისტემა: ოსტეოპოროზი, ზრდის შეჩერება ბავშვებში.
ზოგადი დარღვევბი და გამოყენების ადგილას რეაქციები: შეშუპებები.
ადგილობრივი გლუკორტიკოსტეროიდების ხანგრძლივი ან ჭარბი გამოყენებისას შესაძლოა ჰიპოფიზურ-ადრენერალინური ფუნქციის დათრგუნვა მეორადი ადრენალური უკმარისობის განვითარებითა და ჰიპერკორტიციზმის სიმპტომების განვითარებით, მათ შორის კუშინგის დაავადების. ტოპიკური კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივმა ან ჭარბმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს სალიცილიზმის სიმპტომების განვითარება.
სალიცილის მჟავას პრეპარატების ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს დერმატიტი.
ზემოხსენებული გვერდითი რეაქციების, ასევე იმ რეაქციების გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის მითითებული გამოყენების ინსტრუქციაში, აუცილებელია მიმართოთ ექიმს.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რაიმე კომპონენტის მიმართ.
ბაქტერიული (მათ შორის, ტუბერკულოზი და სიფილისი), ვირუსული, სოკოვანი ინფექციები და კანის პარაზიტული ინვაზიები, მაშინაც კი, როცა არის ანთებითი კომპონენტი, კანის პოსტვაქცინური რეაქციები, კანის წყლულოვანი დაზიანებანი, აკნე, როზაცეა და პერიორალური დერმატიტი, გამოყენება ოფთალმოლოგიაში და თვალების სიახლოვეს, სასქესო ორგანოების არეში, გამოყენება ლორწოვან გარსებზე, პერიანალური და გენიტალური ქავილი.
დოზის გადაჭარბება
სიმპტომები: ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების ჭარბმა ან გახანგრძლივებულმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპოფიზ-თირკმელზედა სისტემის ფუნქციის დათრგუნვა, რაც შესაძლოა გახდეს თირკმელზედა ჯირკვლების მეორადი უკმარისობის და მეორადი ჰიპერკორტიციზმის განვითარების მიზეზი, მათ შორის, კუშინგის დაავადების ჩათვლით.
სალიცილის მჟავას შემცველი ტოპიკური პრეპარატების ჭარბმა ან გახანგრძლივებულმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს სალიცილიზმის სიმპტომები.
მკურნალობა: ნაჩვენებია შესაბამისი სიმპტომურ მკურნალობა. ჰიპერკორტიციზმის მწვავე სიმპტომები, ჩვეულებრივ, შექცევადია. აუცილებლობისას ნაჩვენებია ელექტროლიტური დისბალანსის კორექცია. ქრონიკული ტოქსიური მოქმედებისას რეკომენდებულია კორტიკოსტეროიდების ნელი შეწყვეტა.
სალიცილიზმის მკურნალობა სიმპტომურია. მიიღება ზომები ორგანიზმიდან სალიცილატების სწრაფი გამოყოფისათვის. პერორალურად გამოიყენება ნატრიუმის ჰიდროკარბონატი შარდის გასატუტიანებლად და დიურეზის გასაძლიერებლად.
უსაფრთხოების ზომები
თუ პრეპარატის გამოყენების ფონზე გამოვლინდა კანის გაღიზიანება ან მომატებული მგრძნობელობა, მკურნალობა უნდა შეწყდეს. ინფექციების დართვისას უნდა დაინიშნოს შესაბამისი თერაპია. ნებისმიერი გვერდითი ეფექტი, რომელიც აღინიშნება სისტემური კორტიკოსტეროიდის გამოყენებისას, მათ შორის თირკმელზედას ფუნქციის დათრგუნვა, ასევე შესაძლოა განვითარდეს ადგილობრივი კორტიკოსტეროიდის გამოყენებისას, განსაკუთრებით ჩვილებსა და ბავშვებში.
ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების და სალიცილის მჟავას სისტემური აბსორბცია იზრდება კანის მნიშვნელოვანი უბნების მკურნალობისას, ასევე ოკლუზიური ნახვევების გამოყენებისას. აცილებული უნდა იქნას სალიცილის მჟავას გამოყენება ღია ჭრილობებსა და დაზიანებულ კანზე. უსაფრთხოების ამ წესების გამოყენება აუცილებელია ასევე ხანგრძლივი გამოყენებისას, განსაკუთრებით ბავშვებში.
ლოსიონ დიპროსალიკის გამოყენებისას არ უნდა იქნას გამოყენებული ოკლუზიური ნახვევები.
უწყვეტი გამოყენების პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 2- 3 კვირას, თუ ეს შესაძლებელია.
ძალიან ძლიერი, ძლიერი და საშუალო ძალის კორტიკოსტეროიდები გამოყენებულ უნდა იქნას სახეზე ფრთხილად და არა უმეტეს 5-7 დღისა. კანის უბნებზე თვალების ირგვლივ შესაძლოა გამოყენებულ იქნას მხოლოდ სუსტი კორტიკოსტეროიდები (გლაუკომის განვითარების რისკის გამო).
კორტიკოსტეროიდებმა შესაძლოა შენიღბოს კანის ალერგიული რეაქციის სიმპტომები პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.
ადგილობრივი კორტიკოსტეროიდები შესაძლოა საშიში იყოს ფსორიაზის დროს რიგი მიზეზების გამო, მათ შორის, დაავადების გამწვავების გამო ტოლერანტობის განვითარების, ჩირქოვანი გამონაყარის გავრცელების და ადგილობრივი სისტემური ტოქსიურობის გამო კანის ბარიერული ფუნქციის გადალახვის შედეგად. რეკომენდებულია პაციენტებზე ყურადღებით დაკვირვება.
კანის გაღიზიანების გამოვლინების შემთხვევაში, მათ შორის კანის ჭარბი სიმშრალისას, უნდა შეწყდეს პრეპარატის გამოყენება.
გამოყენება პედიატრიაში. ბავშვებში შესაძლებელია უფრო ხშირად გამოვლინდეს ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზარულ-ადრენალური სისტემის დართგუნვა და გარეგანი კორტიკოსტეროიდული ეფექტების გამოვლენა ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების გავლენით, ვიდრე მოზრდილ პაციენტებში. ეს დაკავშირებულია პრეპარატის უფრო მაღალ აბსორბციასთან ბავშვებში სხეულის ზედაპირის ფართობის სხეულის მასათან შეფარდების მაღალი მაჩვენებლის გამო. ბავშვებში, რომლებიც იღებენ მკურნალობას ტოპიკური კორტიკოსტეროიდებით, შესაძლოა დაფიქსირდეს ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზარულ-ადრენალური სისტემის დართგუნვა, კუშინგის სინდრომი, ზრდის ხაზოვანი შენელება, წონაში მატების ჩამორჩენა, ქალაშიდა წნევის მატება. ადრენალური სუპრესიის გამოვლინება ბავშვებში: კორტიზოლის დაბალი დონე სისხლის პლაზმაში და პასუხის არარსებობა აკტჰ სტიმულაციაზე. ქალაშიდა წნევის მატება ვლინდება ყიფლიბანდის გამობერვით, თავის ტკივილით, მხედველობის ნერვების დისკების ბილატერალური შეშუპებით.
ორსულობა დალაქტაცია
ორსულობა
ცხოველების შესწავლამ გამოავლინა სისტემური კორტიკოსტეროიდების ტერატოგენული ეფექტი. პოტენციური რისკი ადამიანისათვის უცნობია.
დიპროსალიკის გამოყენება ორსულობისას შესაძლოა მკაცრი შესაბამისობით გამოყენების რეკომენდებულ მეთოდთან სხეულის ზედაპირის <10% ფართობზე, არა უმეტეს 3 კვირისა.
სალიცილის მჟავა შესაძლოა აბსორბირდეს კანიდან მნიშვნელოვანი ხარისხით. სალიცილის მჟავას გამოყენებამ ორსულობის ბოლო ტრიმესტრში შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს ორსულობის ხანგრძლივობაზე და მშობიარობის მიმდინარეობაზე. დედასა და ბავშვში აღინიშნება სისხლდენის გახანგრძლივება და მიდრეკილება სისხლდენისაკენ. კერძოდ, დღენაკლი ბავშვის შემთხვევაში შესაძლოა აღინიშნოს ქალაშიდა სისხლჩაქცევები სალიცილატების მიღებისას მშობიარობის წინ. ნაყოფს შესაძლოა აღენიშნოს არტერიული სადინარის ნაადრევი დახურვა.
გამოყენების უსაფრთხოება ორსულობის დროს არაა დამტკიცებული, ამიტომ პრეპარატის გამოყენება შესაძლოა მხოლოდ აუცილებელი საჭიროების დროს, თუ პოტენციური სარგებელი დედისათვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფის/ბავშვისათვის.
ძუძუთი კვება
კორტიკოსტეროიდები და სალიცილის მჟავა გადადის რძეში. ადგილობრივი გამოყენების მეთოდის გათვალისწინებით დიპროსალიკის გამოყენება რეკომენდებულია სიფრთხილით მოხდეს ძუძუთი კვების დროს.
არ გამოიყენოთ მკერდის არეზე. თუ საჭიროა მისი შედარებით მაღალი დოზების გამოყენება, ძუძუთი კვება არ შეწყვიტოთ.
ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებათა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე
ზეგავლენა ტრანსპორტის მართვის უნარზე და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე დადგენილი არ არის.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან
სალიცილის მჟავამ შესაძლოა გააძლიეროს სხვა ადგილობრივად გამოყენებადი პრეპარატების შეღწევადობა. ამიტომ, კანის უბნების დამუშავება პრეპარატით არ უნდა მოხდეს სხვა სამკურნალო ან კოსმეტიკურ საშუალებებთან ერთად. მსუბუქი მჟანგველები და ძლიერი ტუტე ნაერთები იწვევენ კორტიკოსტეროიდების დაშლას. სალიცილის მჟავა შეუთავსებელია ფენოლებთან და თუთიის ოქსიდთან.
შენახვის პირობები და ვადები
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არა უმეტეს 25оС ტემპერატურაზე. შენახვის ვადა – 18 თვე. ფლაკონის შიგთავსი უნდა იქნას გამოყენებული 6 კვირის მანძილზე მისი თავდაპირველი გახსნიდან. არ გამოიყენოთ შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
შეფუთვა
30 მლ ფლაკონები დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის წვეთოვანი სახურავით.
1 ფლაკონი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
სალიცილის მჟავა
0.02 ხსნარი 1 ფლაკონი №1 25 მლ
კლოზაკი
75გ საპონი 1 საპონი №1
ცელესტოდერმი
0.1% №1
ცელესტოდერმი V
Celestoderm-V
0.1% 30გ მალამო ტუბში
დიპროსპანი
DIPROSPAN
1მლ ი.მ., სახსარშიდა, სახსარახლო, ინტრაბურსალური, კანში, ქსოვილში და, პათოლოგიურ კერაში შესაყვანი საინექციო სუსპენზია ამპულა №1; №5
გემოზოლი - კოჟრის მალამო
GEMOZOL-CORN OINTMENT
მალამო 10გრ
ტრიდერმი
Triderm
15გ კრემი ტუბში
ლორინდენი A
LORINDEN A
მალამო 15გ ტუბში
ნოვოსალიკი
Novosalic
0,5მგ+30მგ/1გ 30გ გარეგანი გამოყენების მალამო ალუმინის ტუბი №1
ტრიდერმი
Triderm
15გ მალამო ტუბში
ბეტადერმი
BETADERM
15გ მალამო ტუბში
ტრიოკლორი
Trioclor
10გრ კრემი, ტუბი
ბუმანოლი
BUMANOL
10მგ ლიოფილიზებული ფხვნილი ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1 და (75მგ + 2,63მგ)/3მლ 3მლ საინექციო ხსნარი (გამხსნელი) ამპულა №1
ფარკლობენტი კრემი
Farclobent Cream
(0,64მგ + 10მგ + 1მგ)/გ 30გ კრემი ლამინირებული ტუბი №1
დერმისეტი
ხსნარი გარეგანი №1 25მლ
დიპრომეტა
5მგ მზა შპრიცი 1 შპრიცი №1
ბეტაფოსი
5მგ 5 ამპულა №5
ექსიტუმი B12 ამპ
3მლ ხსნარი 3 ამპულა №3 3 მლ
ფლოსტერონი
FLOSTERON
7მგ/მლ 1მლ სახსარში, სახსრის ახლოს, კანში, ი.მ. და დაზიანებულ ქსოვილებში შესაყვანი საინექციო სუსპენზია ამპულა №5
ოპებლოკი
3მლ ხსნარი 5 ხსნარი საინექციო №5
ვაზელიქსი
10% კრემი 1 ტუბი №1
ოქსა B12
OXA® B12
(75მგ + 2მგ + 10მგ)/3მლ 3მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №6
ბლოკიუმ B-12 ი/მ
(75მგ+2მგ+10მგ)/3მლ ხსნარი საინექციო ამპულა №5 3მლ
ბრუმეტონი
Brumeton
5 მლ კოლოიდური ხსნარი-თვალისა და ყურის წვეთები
ცელესტოდერმი-V გარამიცინით
Celestoderm-V® with Garamycin
15გ მალამო ტუბში
ცელესტოდერმი-V გარამიცინით
Celestoderm-V with Garamycin
15გ კრემი ტუბში
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.