8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 00526 ურეცეპტო

ბრუმეტონი

Brumeton

5 მლ კოლოიდური ხსნარი-თვალისა და ყურის წვეთები

ბრუმეტონი, 5 მლ კოლოიდური ხსნარი-თვალისა და ყურის წვეთები
მოქმედი ნივთიერება
Betamethasone Sulfacetamide
მწარმოებელი
ბრუსკეტინი, იტალია
იმპორტიორი საქართველოში
ბრუსკეტინი
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

შემადგენლობა

თითოეული მლ შეიცავს: ბეტამეტაზონს 1 მგ, ნატრიუმის სულფაცეტამიდს 100მგ და დამხმარე ნივთიერებებს: ნატრიუმის თიოსულფატს ნატრიუმის ბისულფატს, ნატრიუმის ედეტატს, მეტილ პ-ჰიდროქსიბენზოატს, პროპილ პ-ჰიდროქსიბენზოატს, ლანოლინის ეთოქსილატურ ეთერებს, პოლისორბატ 80-ს, ფენილვერცხლისწყლის აცეტატს, გამოხდილ წყალს

02

ჩვენებები

თვალის დაავადებებში:
ბრუმეტონი კოლოიდალი S (სულფაცეტამიდით) ძირითადად ნაჩვენებია თვალის ზედაპირული ინფექციების ადგილობრივი მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის, რაც გამოწვეულია სტაფილოკოკით, სტრეპტოკოკით, პნევმონიით, Haemophilus influentiae და ასევე Moraxella lacunata (Morax-Axenfeld-ის დიპლობაცილით), Klebsiella pneumoniae (ფრიდლედერის ბაცილა), Escheria coli, აერობაქტერიული აეროგენებით და ალბუციდის მიმართ მგრძნობიარე სხვა მიკროორგანიზმებით, ასევე წინა თვალის სეგმენტის ყველა სხვა სახის ალერგიული და ანთებითი პროცესების დროს, როგორიცაა კონიუქტივიტი (მწვავე, ქრონიკული, ალერგიული, ფლიქტენარული), ქრონიკული და ალერგიული მწვავე ბლეფარიტი, ინტერსტიციალური კერატიტი, ფლიქტენარული კერტოკონიუქტივიტი, სკლერატიტი და ეპისკლერატიტი, ქრონიკული და ტრამვული მწვავე ირიტი და ირიდოციკლიტი, განსაკუთრებით როცა არსებობს ინფექციური გართულებების საშიშროება.
ოტორინოლარინგოლოგიაში:
ბრუმეტონი კოლოიდალი S (სულფაცეტამიდით) ძირითადად ნაჩვენებია გარეგანი და შუალედური ოტიტის დროს, მყისიერად აყუჩებს ტკივილს; გამოიყენება ფურუნკულოზისას და გარე სასმენი არხის ანთებითი ფორმების დროს, როგორიცაა ეგზემა და დერმატიტი, გასაკუთრებით კი როცა გამოწვეულია მიკრობებით.

03

მიღების წესი და დოზირება

დოზა.
ჩაიწვეთეთ ხსნარის 1–2 წვეთი თვალის შიდა კონიუქტივალურ პარკში ან გარე აუდიტორულ არხში დღეში 3–4 ჯერ და 1–2 ჯერ ღამით.
სასურველი შედეგის მიღების შემდეგ დოზა შეგიძლიათ შეამციროთ, თუმცა, მკურნალობის ნაადრევად შეწყვეტა რეკომენდირებული არ არის ქრონიკული დაზიანებისას, მკურნალობის შეწყვეტა უნდა მოხდეს მიღების სიხშირის თანდათანობითი შემცირებით.
ხანგრძლივობა.
მკურნალობის პერიოდი დამოკიდებულია პათოლოგიის სიმწვავეზე და განისაზღვრება ექიმის გადაწყვეტილებით. ამ პრეპარატის მუდმივად მიღება ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, რეკომენდირებული არ არის.
მიღების წესი. ბოთლი დაიჭირეთ თავღია და ფსკერით მაღლა. ჩაიწვეთეთ 1-2 წვეთი თვალის შიდა კონიუქტივალურ პარკში ან გარე აუდიტორულ არხში

04

გვერდითი მოვლენები

ადგილობრივად შეიძლება გამოვლინდეს წვა, გაღიზიანება, სხვადასხვა სახის ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა სხვადასხვა კომპონენტების მიმართ. თუ განვითარდა აღნიშნული რეაქციები, შეწყვიტეთ მკურნალობა და დაიწყეთ შესაბამისი თერაპია. ხანგრძლივი ოფთალმოლოგიური გამოყენებისას ცნობილია ინტრა-ოკულარული წნევის მომატების შემთხვევები, განსაკუთრებით კი უკანა ქვედა კაფსულის კატარაქტი. არამგრძნობიარე მიკროორგანიზმების შესაძლო განვითარება, განსაკუთრებით მონილიას, რაც საჭიროებს სასწრაფო მკურნალობას, ხოლო თუ შედეგი არ დადგა, მკურნალობა უნდა შეწყდეს.
სულფაცეტამიდი, მისი ხელახლა შეწოვის შემთხვევაში, ქმნის სისტემატური გვერდითი მოვლენების პოტენციურ რისკს.
ეს პროდუქტი კონსერვანტის სახით შეიცავს ფენილვერცხლისწყლის აცეტატს, რომელმაც შესაძლოა ალერგიული რეაქციები გამოიწვიოს. თუ პაციენტს გამოუვლინდება ისეთი რეაქციები, რომლებიც არაა აქ მითითებული, სასურველია, რომ ამის შესახებ ეცნობოს ექიმს ან ფარმაცევტს.

05

უკუჩვენებები

ზემაღალი მგრძნობელობა წამლის კომპონენტების მიმართ. ვირუსული ჰერპესული კერატიტის დროს პრეპარატის მიღება რეკომენდებული არ არის, თუმცა დასაშვებია ოფთალმოლოგის მკაცრი კონტროლის ქვეშ. ინტრა-ოკულარული ჰიპერტენზია. ტუბერკულოზი და თვალის მიკოზი. მწვავე ჰერპესი და რქოვანას ვირუსული დაავადებები წყლულოვან ფაზაში გარდა შემთხვევისა, როცა ეს დაკავშირებულია ჰერპესული ვირუსის კონკრეტულ ქიმიოთერაპიასთან. კონიუქტივიტი წყლულოვანი კერატიტით ასევე საწყის ეტაპზე. მწვავე ჩირქოვანი ოფთალმია, ჩირქოვანი კონიუქტივიტი, ჩირქოვანი და ჰერპესული ბლეფარიტი. ჯიბლიბო, ყვავილი, ჩუტყვავილა, თირკმლის დაავადებები. პედიატრიაში პრეპარატის გამოყენება გათვალისწინებულია ექიმის რჩევების დაცვით.
გაფრთხილებები:
ორსულობისას პერიოდში პრეპარატის მიღება დასაშვებია მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში და ისიც მკაცრი სამედიცინო კონტროლის ქვეშ. ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში რეკომენდირებულია შემოწმდეს ოკულარიული ტონის სიხშირე.
ამ პრეპარატის ხანგრძლივი პერიოდით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი რეაქციები.
პროდუქტის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ 30 დღის განმავლობაში, ბოთლის პირველი გახსნის დღიდან.

06

განსაკუთრებული მითითებები

ზემოქმედება ავტომობილის მართვისას და მანქანა-დანადგარებთან მუშაობისას.
ეს პროდუქტი არ ქმნის სირთულეებს ავტომობილის მართვის ან მანქანა-მექანიზმებთან მუშაობისას

07

ჭარბი დოზირება

შესაძლო სისტემური აბსორბაცია ძალზედ იშვიათია პროდუქტის ადგილობრივი გამოყენების გამო, ლიმიტირებულ უბნებზე მცირე დოზებით მიღებისას.

08

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

სხვა წამლებთან ურთიერთქმედების შედეგები ან ფარმაკოლოგიური შეუთავსებლობა ცნობილი არ არის.

09

შენახვის პირობები

ვარგისიანობის პერიოდი მიეთითება კოლოფზე და ძალაშია შენახვის პირობების სათანადოდ დაცვის შემთხვევაში.
ყურადღება:
კოლოფზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ წამალი არ იხმაროთ.
პროდუქტის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ 30 დღის განმავლობაში, ბოთლის პირველი გახსნის დღიდან.
შეინახეთ ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე.
გამოყენების შემდეგ ბოთლი დახუფეთ. შეინახეთ სინათლისაგან დაცულ ადგილზე, ოთახის ტემპერატურაზე, მაგრამ არაუმეტეს 25oC-ზე.

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

ცელესტოდერმი, 0.1% №1

ცელესტოდერმი

0.1% №1

Betamethasone
დან8.79 ₾

ცელესტოდერმი V

Celestoderm-V

0.1% 30გ მალამო ტუბში

Betamethasone Schering-Plough Labo N.V, ბელგია
დან8.92 ₾

დიპროსპანი

DIPROSPAN

1მლ ი.მ., სახსარშიდა, სახსარახლო, ინტრაბურსალური, კანში, ქსოვილში და, პათოლოგიურ კერაში შესაყვანი საინექციო სუსპენზია ამპულა №1; №5

Betamethasone Schering-Plough Labo N.V, ბელგია
დან9.77 ₾
ტრიდერმი, 15გ კრემი ტუბში

ტრიდერმი

Triderm

15გ კრემი ტუბში

Betamethasone + კლოტრიმაზოლი + Gentamicine Schering-Plough Labo N.V, ბელგია
დან14.06 ₾
ნოვოსალიკი, 0,5მგ+30მგ/1გ 30გ გარეგანი გამოყენების მალამო ალუმინის ტუბი №1

ნოვოსალიკი

Novosalic

0,5მგ+30მგ/1გ 30გ გარეგანი გამოყენების მალამო ალუმინის ტუბი №1

Acetylsalicylic acid + Betamethasone REPLEK FARM Ltd. Skopje, მაკედონია
დან14.58 ₾
ტრიდერმი, 15გ მალამო ტუბში

ტრიდერმი

Triderm

15გ მალამო ტუბში

Betamethasone + კლოტრიმაზოლი + Gentamicine Schering-Plough Labo N.V, ბელგია
დან14.65 ₾
დიპროსალიკი, 30მლ ლოსიონი ფლაკონში

დიპროსალიკი

DIPROSALIC

30მლ ლოსიონი ფლაკონში

Betamethasone + Salicylic acid Schering-Plough, ბელგია
დან14.72 ₾
ბეტადერმი, 15გ მალამო ტუბში

ბეტადერმი

BETADERM

15გ მალამო ტუბში

Betamethasone ვალეანტი (VALEANT (JELFA)), პოლონეთი
დან15.39 ₾
ტრიოკლორი, 10გრ კრემი, ტუბი

ტრიოკლორი

Trioclor

10გრ კრემი, ტუბი

Betamethasone + კლოტრიმაზოლი + Gentamicine PHIL INTER PHARMA, ვიეტნამი
დან16.79 ₾
ბუმანოლი, 10მგ ლიოფილიზებული ფხვნილი ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1 და (75მგ + 2,63მგ)/3მლ 3მლ საინექციო ხსნარი (გამხსნელი) ამპულა №1

ბუმანოლი

BUMANOL

10მგ ლიოფილიზებული ფხვნილი ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1 და (75მგ + 2,63მგ)/3მლ 3მლ საინექციო ხსნარი (გამხსნელი) ამპულა №1

Betamethasone + vit.b12 + დიკლოფენაკი World Medicine ilac san ve tic as, თურქეთი
დან19.87 ₾
ფარკლობენტი კრემი, (0,64მგ + 10მგ + 1მგ)/გ 30გ კრემი ლამინირებული ტუბი №1

ფარკლობენტი კრემი

Farclobent Cream

(0,64მგ + 10მგ + 1მგ)/გ 30გ კრემი ლამინირებული ტუბი №1

Betamethasone + კლოტრიმაზოლი + Gentamicine TAI GUK PHARM, კორეა
დან20.83 ₾
დიპრომეტა, 5მგ მზა შპრიცი 1 შპრიცი №1

დიპრომეტა

5მგ მზა შპრიცი 1 შპრიცი №1

Betamethasone
დან31.50 ₾
ბეტაფოსი, 5მგ 5 ამპულა №5

ბეტაფოსი

5მგ 5 ამპულა №5

Betamethasone
დან31.86 ₾
ექსიტუმი B12 ამპ, 3მლ ხსნარი 3 ამპულა №3 3 მლ

ექსიტუმი B12 ამპ

3მლ ხსნარი 3 ამპულა №3 3 მლ

Betamethasone + vit.b12 + დიკლოფენაკი
დან33.68 ₾

ფლოსტერონი

FLOSTERON

7მგ/მლ 1მლ სახსარში, სახსრის ახლოს, კანში, ი.მ. და დაზიანებულ ქსოვილებში შესაყვანი საინექციო სუსპენზია ამპულა №5

Betamethasone კრკა დ.დ. ნოვო მესტო, სლოვენია
დან42.50 ₾
ოპებლოკი, 3მლ ხსნარი 5 ხსნარი საინექციო №5

ოპებლოკი

3მლ ხსნარი 5 ხსნარი საინექციო №5

Betamethasone + vit.b12 + დიკლოფენაკი
დან55.58 ₾
ოქსა B12, (75მგ + 2მგ + 10მგ)/3მლ 3მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №6

ოქსა B12

OXA® B12

(75მგ + 2მგ + 10მგ)/3მლ 3მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №6

Betamethasone + დიკლოფენაკი + Hydroxocobalamin Laboratorios Beta, არგენტინა
დან74.27 ₾
ბლოკიუმ B-12 ი/მ, (75მგ+2მგ+10მგ)/3მლ ხსნარი საინექციო ამპულა №5 3მლ

ბლოკიუმ B-12 ი/მ

(75მგ+2მგ+10მგ)/3მლ ხსნარი საინექციო ამპულა №5 3მლ

Betamethasone + vit.b12 + დიკლოფენაკი ლაბ. კასასკო, არგენტინა
დან74.85 ₾

ცელესტოდერმი-V გარამიცინით

Celestoderm-V® with Garamycin

15გ მალამო ტუბში

Betamethasone + Gentamicine Schering-Plough Labo N.V, ბელგია
Rx · რეცეპტით

ცელესტოდერმი-V გარამიცინით

Celestoderm-V with Garamycin

15გ კრემი ტუბში

Betamethasone + Gentamicine Schering-Plough Labo N.V, ბელგია
ურეცეპტო

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.