მონოგრაფია Nº 01837 ურეცეპტო
ლორინდენი A
LORINDEN A
მალამო 15გ ტუბში
დან14.53 ₾ 1 აფთიაქში, ნახე ფასები →
- მოქმედი ნივთიერება
- Flumethasone Salicylic acid
- მწარმოებელი
- ვალეანტი (VALEANT (JELFA)), პოლონეთი
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- კერატოლიტიკური
- იმპორტიორი საქართველოში
- გეა
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
-
ავერსი
ლორინდენ A მალამო 15გ
ყიდვა ↗14.53 ₾
17.09 ₾
ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.
ინსტრუქცია
შემადგენლობა
1გ
ფლუმეტაზონის პივალატი . . . . . 200 მკგ
სალიცილის მჟავა. . . . . . . . . 30 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
თეთრი ვაზელინი, პროპილენგლიკოლი, უწყლო ლანოლინი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ლორინდენი A წარმოადგენს გლუკოკორტიკოსტეროიდის შემცველ, ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიული და ანტიექსუდაციური თვისებების მქონე ადგილობრივი მოქმედების კომბინირებულ პრეპარატს.
სალიცილის მჟავა არბილებს კანს და აძლიერებს გლუკოკორტიკოსტეროიდის შეღწევის პროცესს მეტად გარქოვანებულ ეპიდერმისში, ამავე დროს იგი იწვევს კანის ქსოვილის გაფაშრებას და ახასიათებს სუსტად გამოხატული სადეზინფექციო მოქმედება.
ჩვენებები
სხვა სტეროიდული პრეპარატებით მკურნალობის შედეგად რეზისტენტული კანის ქრონიკული, განსაკუთრებით ძლიერი ან არასწორი გარქოვანებით მიმდინარე დაავადებები, როგორიცაა:
- ლიქენით გამოწვეული ეგზემა;
- კანის შეზღუდული გამკვრივებით და გაუხეშებით მიმდინარე პრურიგო;
- ფსორიაზი;
- კანის თმიანი ნაწილის ფსორიაზი;
- ერითროდერმია, ბრტყელი და მეჭეჭიანი ლიქენი.
მიღების წესი და დოზირება
პრეპარატს იყენებენ ადგილობრივად. მისი გამოყენების წესი და სიხშირე განისაზღვრება ექიმის მიერ.
მალამოს მცირე რაოდენობას შეიზელენ კანის დაზიანებულ ნაწილებში 1-2-ჯერ დღეში. მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ შესაძლებელია პრეპარატის განმეორებითი გამოყენება 1-2-ჯერ დღეში, მხოლოდ 3-4 დღის შემდეგ.
პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია აგრეთვე ოკლუზიური ნახვევის სახით.
პრეპარატის გამოყენება 2 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში არ არის ნებადართული.
გვერდითი მოვლენები
კონტაქტური ეკზემის სხვადასხვა რეაქციები, ალერგიის სიმპტომები, განსაკუთრებით ალერგიული დაავადებებით შეპყრობილ ავადმყოფებში. არსებული ვულგარული ან ვარდისფერი ფერიმჭამელების და პერიორალური დერმატიტის გამწვავება. შესაძლებელია აგრეთვე პოსტსტეროიდული ფერიმჭამელები, კანის ატროფია და სტრიები, კანის წვა, ქავილი, კანის გაღიზიანება. ზოგჯერ შესაძლებელია დეპიგმენტაციით მიმდინარე კანის სიმშრალე. აღნიშნული გვერდითი ეფექტების წარმოქმნის შემთხვევაში საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან კონსულტაცია.
უკუჩვენებები
ჩირქოვანი გართულებებით მიმდინარე კანის ინფექციები, კანის ვირუსული და მიკოზური დაავადებები, კანის ტუბერკულოზი, ათაშანგით გამოწვეული კანის ცვლილებები, ჩუტყვავილა, ახალწარმონაქმნები და კიბოს წინა მდგომარეობა, ვენების ვარიკოზული გაგანიერებით მიმდინარე წვივების გაშიშვლება, კორტიკოსტეროიდების მიმართ, ან მალამოს ფუძის კომპონენტების მიმართ ალერგიული რეაქციები.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული, განსაკუთრებით კანის დიდ ზედაპირზე.
განსაკუთრებული მითითებები
კანის შესაძლო გართულებების წარმოქმნის გამო, პრეპარატის გამოყენება სახის კანზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ არის რეკომენდებული.
პრეპარატს განსაკუთრებული სიფრთხილით იყენებენ თვალის ღია- და დახურულკუთხოვანი გლაუკომით და კატარაქტით შეპყრობილ ავადმყოფებში.
პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით და ხანმოკლე დროით ინიშნება ბავშვებში.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
არ აღინიშნება.
შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25oC ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
სალიცილის მჟავა
0.02 ხსნარი 1 ფლაკონი №1 25 მლ
კლოზაკი
75გ საპონი 1 საპონი №1
გემოზოლი - კოჟრის მალამო
GEMOZOL-CORN OINTMENT
მალამო 10გრ
დიპროსალიკი
DIPROSALIC
30მლ ლოსიონი ფლაკონში
ლორინდენი C
LORINDEN C
მალამო 15გ ტუბში
დერმისეტი
ხსნარი გარეგანი №1 25მლ
ვაზელიქსი
10% კრემი 1 ტუბი №1
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.