მონოგრაფია Nº 00575 ურეცეპტო
კამელინფლუ
CAMELYNFLU
სპრეი 10 მლ ფლაკონში
დან36.72 ₾ 1 აფთიაქში, ნახე ფასები →
- მოქმედი ნივთიერება
- camelin (კამელინ-M ლიოფილიზატი)
- მწარმოებელი
- კამელინი, საქართველო
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ანტისეპტიკური საშუალებები
- იმპორტიორი საქართველოში
- კამელინი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
-
ავერსი ყველაზე იაფი
კამელინფლუ F 10მლ სპრეი
ყიდვა ↗36.72 ₾
43.20 ₾
-
ავერსი ყველაზე იაფი
კამელინფლუ M 10მლ სპრეი
ყიდვა ↗36.72 ₾
43.20 ₾
ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: camelin. ჯერ ყველაზე იაფი.
კამელინი M3
CAMELYN M3
მალამო 25.0გ. ტუბებში
კამელინი M1
CAMELYN M1
2მლ ამპულა №10
კამელინი M2
CAMELYN M2
0.26გ კაფსულები N30
კამელინი M4
CAMELYN M4
2.0გ რექტალურ–ვაგინალური სუპოზიტორიები
ინსტრუქცია
ზოგადი დახასიათება
წამლის ფორმა: სპრეი, ადგილობრივი მოქმედების.
10 მლ. ფლაკონში. შესხურების 120 დოზა.
1 დოზა შეიცავს 85 მკგ ხსნარს.
გამჭვირვალე, ქარვისფერი სითხე, დამახასიათებელი სუნით.
შემადგენლობა
„კამელინი-М“-1,5 მლ.
დამხმარე ნივთიერებები - 8,5 მლ.
(პოლივინილპიროლიდონი, პოლიეთილენგლიკოლი 400, საინექციო წყალი).
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო.
ფარმაკოლოგიური თვისებები
„კამელინფლუ” - ს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. აქვს ანტიბაქტერიული, ანტივირუსული და სოკოვანი ინფექციების საწინააღმდეგო მოქმედება.
ჩვენებები
პირის ღრუსა და ყელის ინფექციები: ფარინგიტი, ლარინგიტი, კატარალური ანგინა, სტომატიტი, წყლულოვანი გინგივიტი.
როგორც დამხმარე საშუალება - ქრონიკული ტონზილიტის დროს.
მიღების წესი და დოზირება
ფლაკონს იკავებენ ვერტიკალურ მდგომარეობაში და აფრქვევენ პირის ღრუში/ყელში.
მოზრდილებში, 4 გაფრქვევა, 3-6 ჯერ დღე-ღამეში. ბავშვებში, 2-3 გაფრქვევა 3-6 ჯერ 24 საათში. მკურნალობის ხანგრძლივობა 5 - 7 დღე. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მკურნალობის გახანგრძლივება.
გვერდითი მოვლენები
თერაპიულ დოზებში არატოქსიურია, არ ახასიათებს გვერდითი მოვლენები, შესაძლებელია ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის გამოვლენა სამკურნალო საშუალების კომპონენტების მიმართ.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
„კამელინფლუ“ თავსებადია ყველა სამკურნალო საშუალებასთან, რომელიც გამოიყენება ზემოთდასახელებული დაავადებების სამკურნალოდ.
ორსულობა და ლაქტაცია
უკუჩვენებები არ არის გამოვლენილი.
ზეგავლენა მანქანა დანადგარებთან მუშაობის დროს: არ ახდენს გავლენას.
ჭარბი დოზირება
გადაჭარბებული დოზირების შემთხვევაში გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
„კამელინფლუ“ 10 მლ. მინის ფლაკონში, მოხუფული თავსახურით და ტუმბოთი, უჟანგავი ფოლადის ბურთულით და პოლიპროპილენის შემაფრქვევლით. ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
შენახვის პირობები
ინახება ოთახის ტემპერატურაზე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
2 წელი.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.