8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 00571 ურეცეპტო

კამელინი M1

CAMELYN M1

2მლ ამპულა №10

დან83.31 ₾ 2 აფთიაქში, ნახე ფასები →
კამელინი M1, 2მლ ამპულა №10
მოქმედი ნივთიერება
camelin (კამელინ-M ლიოფილიზატი)
მწარმოებელი
კამელინი, საქართველო
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
იმუნომოდულატორები
იმპორტიორი საქართველოში
კამელინი
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

  • ავერსი ყველაზე იაფი

    კამელინი M1 2მლ #10ა

    8.33 ₾ / ც. × 10

    83.31 ₾

    98.01 ₾

    ყიდვა ↗
  • PSP

    კამელინი-M1 - Camelyn-M1 საინექციო 2მლ 10 ამპულა

    10.20 ₾ / ც. × 10

    102.00 ₾

    ყიდვა ↗

ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: camelin. ჯერ ყველაზე იაფი.

ინსტრუქცია

01

ზოგადი დახასიათება

წამლის ფორმა: 2.0 მლ ამპულები

02

შემადგენლობა

„კამელინ- M“ ლიოფილიზატი-0.07 გ, პოლიეთილენგლიკოლი 400 -0,6 გ, საინექციო წყალი- 1,33გ.

სამკურნალო საშუალება „ კამელინი – M1“ მზადდება განსაკუთრებული სახეობის თაფლისაგან. მის შემადგენლობაში შედის ფუტკრის ცხოველქმედების ბიოლოგიურად მაღალაქტიური ნივთიერებები: ალდეჰიდები, ორგანული მჟავები, ფენოლები, კეტონები.

03

ფარმაკოლოგიური ჯგუფი

: იმუნომოდულატორი, ანტიოქსიდანტი, ანტიმიკრობული.

04

ფარმაკოლოგიური თვისებები

„კამელინ - M1“ –ს გააჩნია იმუნომოდულატორული აქტივობა. იგი აძლიერებს ჰუმორულ და უჯრედოვან იმუნიტეტს. „კამელინი-M1“-ის ორგანიზმში შეყვანის შედეგად ხდება iL-1, iL-6 და iL-12 ციტოკინინების გამონთავისუფლება. „ კამელინი - M1“ იღებს მონაწილეობას უჯრედოვანი იმუნიტეტის განვითარებაში და T- ლიმფოციტურ რეაქციებში, მათ შორის პერიფერიული ლიმფოციტების მიტოგენეზის გაძლიერებაში, T – ჰელპერებისა და T –ციტოტოქსიური უჯრედების თანაფარდობის გაზრდაში, მაკროფაგების მიერ მიკროორგანიზმების და სიმსივნური უჯრედების საწინააღმდეგო მოქმედების გაძლიერებაში და Tc – უჯრედების შემცირებაში (in vitro და in vivo ექსპერიმენტებში). „კამელინი - M1” ეფექტურია, როგორც ანტივირუსული, ანტიბაქტერიული, ანტიოქსიდანტური საშუალება. ახდენს ანტიპროლიფერაციულ, ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს. შემაკავებლად მოქმედებს სიმსივნურ ზრდაზე (in vitro ექსპერიმენტებში). „კამელინი-M1” აქტიურად მონაწილეობს ქსოვილების შეხორცებასა და რეპარაციაში, ხელს უწყობს კოლაგენის ჩალაგებას დაზიანების ადგილას.

05

ჩვენებები

კამელინის საინექციო ფორმა გამოიყენება როგორც იმუნომოდულატორი კომპლექსური თერაპიის დროს ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში: ვირუსული ინფექციების, ბაქტერიული ინფექციების, სოკოვანი ინფექციების, უროლოგიური დაავადებების (ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტი, ქრონიკული ურეტრიტი), სიმსივნური დაავადებების მკურნალობის დროს ქიმიოთერაპიული საშუალებებით გამოწვეული გვერდითი ეფექტების შემცირების თვალსაზრისით, ოსტეოართრიტის, ხერხემლის ოსტეოქონდროზის, სახსრების დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებების, პოლინეიროპათიების, პოსტოპერაციული პერიოდის, ტრავმების, ტუბერკულოზური პლევრიტის (ემპიემა) და სხვა დაავადებების დროს.

06

მიღების წესი და დოზირება

პრეპარატის 2.0 მლ კეთდება დღეში ორჯერ ინტრამუსკულარულად, დილით და საღამოს. „კამელინი - M1„ შეგვყავს ღრმად დუნდულო კუნთში ნელი ტემპით, წყვეტილად, 20–25 წამიანი ინტერვალებით ცალკეულ ულუფებს შორის. მკურნალობის კურსი ოცი დღე. კურსებს შორის შესვენება რვა დღე. მკურნალობის ხანგრძლივობა 2–დან 5 თვემდე. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია შემანარჩუნებელი მკურნალობის გაგრძელება.

რევმატიული ანთებითი დაავადებების-ოსტეოართრიტების, მათ შორის გართულებული ფორმების (რეაქტიული სინოვიტი, ბეიკერის ცისტა, ბურსიტი, ტენდოვაგინიტი) და ხერხემლის ოსტეოქონდროზის სამკურნალოდ გამოიყენება ფიზიოთერაპიული მეთოდი, კერძოდ ელექტროფორეზი.

07

გვერდითი მოვლენები

თერაპიულ დოზებში არატოქსიურია, არ ახასიათებს გვერდითი მოვლენები. შესაძლებელია ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის გამოვლენა სამკურნალო საშუალების კომპონენტების მიმართ.

08

უკუჩვენებები

: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

ბავშვებში: 5 წლამდე ასაკის ბავშვებში ინიშნება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით. 5–12 წლამდე ასაკის ბავშვებში დღიური დოზა შეადგენს 1,0 მლ–ს.

09

ორსულობა და ლაქტაცია

უკუჩვენებები არ არის გამოვლენილი.

10

ჭარბი დოზირება

გადაჭარბებელი დოზირების შემთხვევაში გვერდითი მოვლენები არ არის გამოვლენილი.

საფრთხე ავტომანქანის მართვის ან დანადგარებთან მუშაობისას: პრეპარატის მიღება სიფრთხილეს არ მოითხოვს.

11

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

კამელინი-M1 თავსებადია ყველა სამკურნალწამლო საშუალებასთან, რომელიც გამოიყენება ზემოთდასახელებული დაავადებების სამკურნალოდ.

12

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

2 მლ. მუქი ფერის მინის ამპულა, 10 ამპულა პოლივინილქლორიდის ბლისტერზე, ერთი ბლისტერი მუყაოს კოლოფში.

13

შენახვის პირობები

მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ოთახის ტემპერატურის პირობებში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

14

ვარგისობის ვადა

2 წელი

15

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.