8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 00574 ურეცეპტო

კამელინი M4

CAMELYN M4

2.0გ რექტალურ–ვაგინალური სუპოზიტორიები

კამელინი M4, 2.0გ რექტალურ–ვაგინალური სუპოზიტორიები
მოქმედი ნივთიერება
camelin (კამელინ-M ლიოფილიზატი)
მწარმოებელი
კამელინი, საქართველო
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
იმუნომოდულატორები
იმპორტიორი საქართველოში
კამელინი
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: camelin. ჯერ ყველაზე იაფი.

ინსტრუქცია

01

ზოგადი დახასიათება

წამლის ფორმა: რექტალურ–ვაგინალური სუპოზიტორიები.

02

შემადგენლობა

: „კამელინი - М“ ლიოფილიზატი – 0,07გ,

ფუძე: ვიტეპსოლი S-58 – 1,6 გ, პოლიეთილენგლიკოლი 100 სტეარატი - 0,33 გ.

სამკურნალო საშუალება „კამელინი–M4“ მზადდება განსაკუთრებული სახეობის თაფლისაგან. მის შემადგენლობაში შედის ფუტკრის ცხოველქმედების ბიოლოგიურად მაღალაქტიური ნივთიერებები: ალდეჰიდები, ორგანული მჟავები, კეტონები, ფენოლები.

03

ფარმაკოლოგიური ჯგუფი

იმუნომოდულატორი, ანტიოქსიდანტი, ანტიმიკრობული.

04

ფარმაკოლოგიური თვისებები

„ კამელინ– M4“–ს გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო, იმუნომოდულაციისა და რეპარაციული პროცესების გამაძლიერებელი ეფექტი. აჩქარებს რეგენერაციის პროცესებს, აძლიერებს ადგილობრივი იმუნური ბარიერის ფუნქციონირებას.

05

ჩვენებები

: ვაგინალური ინფექციები, მათ შორის ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი გენეზის. საშვილოსნოს ყელის ანთებითი დაავადებები, საშვილოსნოს ყელის ეროზიები, სწორი ნაწლავის ნახეთქები, ჰემოროი, უროლოგიური დაავადებები (ქრონიკული პროსტატიტი, ქრონიკული ურეთრიტი).

06

მიღების წესი და დოზირება

მოზრდილებში 1 სანთელი დღეში 1–2 ჯერ რექტალურად ან ვაგინალურად.

07

გვერდითი მოვლენები

თერაპიულ დოზებში არატოქსიურია, არ ახასიათებს გვერდითი მოვლენები. შესაძლებელია ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის გამოვლენა სამკურნალო საშუალების კომპონენტების მიმართ.

08

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

09

განსაკუთრებული მითითებები

რექტალური გზით სანთლის ხმარებისას, დიდი ზომის ჰემოროიდული კვანძების არსებობისას, შეიძლება აღინიშნოს ტკივილი სანთლის გაკეთებიდან რამდენიმე წუთის განმავლობაში.

10

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

: 2,0 გ. 5 სანთელი პოლიეთილენის კონტურულ ბლისტერში, 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.

11

შენახვის პირობები

: ინახება მშრალ, გრილ (8–15 °C), ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

12

ვარგისობის ვადა

: 2 წელი.

13

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.