მონოგრაფია Nº 00572 ურეცეპტო
კამელინი M2
CAMELYN M2
0.26გ კაფსულები N30
დან157.97 ₾ 2 აფთიაქში, ნახე ფასები →
- მოქმედი ნივთიერება
- camelin (კამელინ-M ლიოფილიზატი)
- მწარმოებელი
- კამელინი, საქართველო
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- იმუნომოდულატორები
- იმპორტიორი საქართველოში
- კამელინი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
0.0546გ · 0.0546გრ · №30
-
PSP
კამელინი-M2 - Camelyn-M2 0.0546გ 30 კაფსულა
6.19 ₾ / ც. × 30
ყიდვა ↗185.85 ₾
№30
-
ავერსი
კამელინი M2 #30კაფს
5.27 ₾ / ც. × 30
ყიდვა ↗157.97 ₾
185.84 ₾
ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: camelin. ჯერ ყველაზე იაფი.
კამელინფლუ
CAMELYNFLU
სპრეი 10 მლ ფლაკონში
კამელინი M3
CAMELYN M3
მალამო 25.0გ. ტუბებში
კამელინი M1
CAMELYN M1
2მლ ამპულა №10
კამელინი M4
CAMELYN M4
2.0გ რექტალურ–ვაგინალური სუპოზიტორიები
ინსტრუქცია
ზოგადი დახასიათება
წამლის ფორმა: კაფსულები
შემადგენლობა
„კამელინი - М” ლიოფილიზატი – 0,0546გ.
მიკროკრისტალური ცელულოზა – 0,1981g.
პოლივინილპიროლიდონი – 0,0073g.
სამკურნალო საშუალება „კამელინი–M 2“ მზადდება განსაკუთრებული სახეობის თაფლისაგან. მის შემადგენლობაში შედის ფუტკრის ცხოველქმედების ბიოლოგიურად მაღალაქტიური ნივთიერებები: ალდეჰიდები, ორგანული მჟავები, ფენოლები, კეტონები.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
იმუნომოდულატორი, ანტიოქსიდანტი, ანტიმიკრობული.
ფარმაკოლოგიური თვისებები
„კამელინ – M2“–ს გააჩნია იმუნომოდულატორული აქტივობა. იგი აძლიერებს ჰუმორულ და უჯრედოვან იმუნიტეტს. „კამელინ – M2“–ის ორგანიზმში შეყვანის შედეგად ხდება iL-1, iL-6 და iL-12 ციტოკინინების გამონთავისუფლება. „კამელინი – M2“ იღებს მონაწილეობას უჯრედოვანი იმუნიტეტის განვითარებაში და T- ლიმფოციტურ რეაქციებში, მათ შორის პერიფერიული ლიმფოციტების მიტოგენეზის გაძლიერებაში, T – ჰელპერებისა და T –ციტოტოქსიური უჯრედების თანაფარდობის გაზრდაში, მაკროფაგების მიერ მიკროორგანიზმების და სიმსივნური უჯრედების საწინააღმდეგო მოქმედების გაძლიერებაში და Tc – უჯრედების შემცირებაში (in vitro და in vivo ექპერიმენტებში). „კამელინი – M2“ ეფექტურია, როგორც ანტივირუსული, ანტიბაქტერიული, ანტიოქსიდანტური საშუალება. ახდენს ანტიპროლიფერაციულ, ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს, შემაკავებლად მოქმედებს სიმსივნურ ზრდაზე (in vitro ექპერიმენტში ). „კამელინი – M2“ აქტიურად მონაწილეობს ქსოვილების შეხორცებასა და რეპარაციაში, ხელს უწყობს კოლაგენის ჩალაგებას დაზიანების ადგილას.
ჩვენებები
„კამელინი– M2“ კაფსულები გამოიყენება, როგორც იმუნომოდულატორი კომპლექსური თერაპიის დროს ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში: ვირუსული ინფექციების, ბაქტერიული ინფექციების, სოკოვანი ინფექციების, უროლოგიური დაავადებების (ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტი, ქრონიკული ურეთრიტი), სიმსივნური დაავადებების (ქიმიოთერაპიული საშუალებებით გამოწვეული გვერდითი ეფექტების შემცირების თვალსაზრისით), ოსტეოართრიტის, ხერხემლის ოსტეოქონდროზის, სახსრების დეგენერაციულ–დისტროფიული დაავადებების, პოლინეიროპათიების, პოსტოპერაციული პერიოდის, ტრამვებისა და სხვა დაავადებების დროს.
მიღების წესი და დოზირება
კაფსულები მიიღება 3–ჯერ დღეში, საკვების მიღებამდე 30 წუთით ადრე წყალთან ერთად.
მკურნალობის კურსი 20 დღე, კურსებს შორის შესვენება 8 დღე. მკურნალობის ხანგრძლივობა 2–5 კურსი (2–5 თვე), საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია შემანარჩუნებელი მკურნალობის გაგრძელება.
გვერდითი მოვლენები
თერაპიულ დოზებში არატოქსიურია, არ ახასიათებს გვერდითი მოვლენები, შესაძლებელია ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის გამოვლენა სამკურნალო საშუალების კომპონენტების მიმართ.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
ბავშვებში: 5 წლამდე ასაკის ბავშვებში ინიშნება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.
ორსულობა და ლაქტაცია
უკუჩვენებები არ არის გამოვლენილი.
ჭარბი დოზირება
გადაჭარბებული დოზირების შემთხვევაში გვერდითი მოვლენები არ არის გამოვლენილი.
სიფრთხილე ავტომანქანის მართვის ან დანადგარებთან მუშაობისას: პრეპარატის მიღება სიფრთხილეს არ მოითხოვს.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
„კამელინი–M2“ თავსებადია ყველა სამკურნალო საშუალებასთან, რომელიც გამოიყენება ზემოთდასახელებული დაავადებების სამკურნალოდ.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
„კამელინი – M2“ კაფსულებში, 30 კაფსულა ერთ შეფუთვაში, 10 კაფსულა ერთ ბლისტერზე.
შენახვის პირობები
ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
3 წელი.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.