8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 00455 ურეცეპტო

ბიფოვალი® ფორტე

Bifoval® Forte

კაფსულა #15

დან21.94 ₾ 2 აფთიაქში, ნახე ფასები →
ბიფოვალი® ფორტე, კაფსულა #15
მოქმედი ნივთიერება
Bifidobacterium Lactobacillus acidophilus lactobacillus (Lactobacillus rhamnosus)
მწარმოებელი
Valentis AG, შვეიცარია
იმპორტიორი საქართველოში
ეიჩ ბი ჯორჯია
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

  • ავერსი ყველაზე იაფი

    ბიფოვალი ფორტე #15კაფს

    1.46 ₾ / ც. × 15

  • PSP

    ბიფოვალი - Bifoval ფორტე 15 კაფსულა

    1.46 ₾ / ც. × 15

ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

პრეპარატის ერთი კაფსულის შემადგენლობა:

  • არანაკლებ 5 x 109 (5 ბილლ.CFU) ცოცხალი ლიოფილიზირებული ბაქტერიები:

Lactobacillus acidophilus 3,75x109 КОЕ
Lactobacillus rhamnosus 0,25x109 КОЕ
Bifidobacterium lactis 1x109 КОЕ

  • ფრუქტოოლიგოსაქარიდები 13,3 მგ
02

ფარმაკოლოგიური თვისებები

ბიფოვალი® ფორტე – პრო- და პრებიოტიკების კომპლექსი, აწესრიგებს ნაწლავის მიკროფლორას. ის შეიცავს ,,სასარგებლო’’ ბაქტერიებს და მათ საკვებ ნივთიერებებს – ფრუქტოოლიგოსაქარიდებს – რაც საჭიროა სასარგებლო ბაქტერიების ნორმალური ზრდისა და გამრავლებისთვის.
ფრუქტოოლიგოსაქარიდები ზრდიან არა მხოლოდ სასარგებლო ბაქტერიების რაოდენობას, არამედ ამცირებენ ანთებითი პროცესების წარმოქმნას ნაწლავში.
ბიფოვალი® ფორტეს შემადგენლობაში შემავალი ბაქტერიები ავლენენ რეზისტენტობას მჟავა გარემოს მიმართ და ადვილად ადჰეზირებენ ნაწლავის ეპითელში.
ბიფოვალი® ფორტეს ბაქტერიები, ნახშირწყლების დაშლის შედეგად, პროდუცირებენ მჟავებს (რძემჟავა, ქარვის მჟავა), რაც იწვევს ნაწლავის პH რეგულაციას და საკუთარი ბიფიდობაქტერიების განვითარებას.

  • წარმოქმნის ანტიბიოტიკის მსგავს სუბსტანციას – ბაქტერიოცინებს. ამგვარად, ლაქტო- და ბიფიდობაქტერიები აჩვენებენ მაღალ ანტაგონისტურ აქტივობას პათოგენური და პირობითად პათოგენური მიკროორგანიზმების ფართო სპექტრის მიმართ, ძირითადად თრგუნავენ სტაფილოკოკების, შიგელიების, როტავირუსების, პროტეუსების, ენტეროპათოგენული ნაწლავური ჩხირების სიცოცხლისუნარიანობას, თრგუნავენ მათ ადჰეზიას ნაწლავის ლორწოვან გარსზე.
  • ბიფიდობაქტერიები და ლაქტობაქტერიები თრგუნავენ საკვები ჰისტიდინის დეკარბოქსილირების პროცესს, შედეგად, ამცირებენ ჰისტამინის სინთეზს და კვებითი ალერგიის რისკს
  • ბიფოვალი® ფორტეს შემადგენლობაში შემავალი ბაქტერიები ააქტიურებენ საჭმლის მონელების პროცესს. მონაწილეობენ ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების ფერმენტულ დაშლაში და ნაღვლის მჟავებისა და ქოლესტერინის მეტაბოლიზმის პროცესში.
  • ლაქტო- და ბიფიდობაქტერიები ახდენენ ამინომჟავების, პანტოტენის მჟავას, K ვიტამინის და B ჯგუფის ვიტამინების სინთეზს, ხელს უწყობენ რკინის, კალციუმისა და D ვიტამინის შეწოვას.
  • ლაქტო- და ბიფიდობაქტერიები ზრდიან ორგანიზმის არასპეციფიურ რეზისტენტობას და ახდენენ იმუნური სისტემის სპეციფიური და არასპეციფიური რგოლის სტიმულაციას.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნორმალური ფუნქციონირების დროს სასარგებლო და დაავადებების გამომწვევი მიკრობების თანაფარდობა დაბალანსირებულია. დისბაქტერიოზის დროს ეს თანაფარდობა ირღვევა და მცირდება სასარგებლო მიკრობების რაოდენობა.
დისბაქტერიოზს იწვევს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მწვავე და ქრონიკულ დაავადებები, ანტიბიოტიკებისა და ქიმიოპრეპარატების გამოყენება, არასრულფასოვანი კვება (კვების არასწორი რეჟიმი, დიეტა, შიმშილი, ავიტამინოზი, კონსერვანტები და კონსერვირებული საკვები), იმუნიტეტის დაწევა, ქლორირებული წყლის გამოყენება, არასასურველი ეკოლოგიური პირობები.
დისბაქტერიოზი ვლინდება შემდეგი სიმპტომებით: დიარეა, დისპეპსია (საჭმლის მონელების პროცესის დარღვევა), ყაბზობა, მეტეორიზმი (მუცლის შებერილობა), გულისრევა, ბოყინი, ღებინება, მუცლის ტკივილი, შესაძლებელია ალერგიული რეაქციები კანის მხრიდან.
ბიფოვალი® ფორტე ხსნის ყველანაირ დისკომფორტის შეგრძნებას მუცლის არეში და ეფექტურად იცავს ნაწლავების პრობლემებისაგან.

03

ჩვენებები

  • სხვადასხვა ეტიოლოგიის ნაწლავის მიკროფლორის ბალანსის დარღვევა;
  • ანტიბიოტიკების, ჰორმონული და ქიმიოთერაპიული პრეპარატების გამოყენებასთან დაკავშირებული დისბაქტერიოზი;
  • მწვავე ვირუსული და ბაქტერიული ნაწლავური ინფექციების კომპლექსური თერაპია;
  • დისპეპსიური სიმპტომები (დიარეა, გულისრევა, ღებინება, ბოყინი, მეტეორიზმი, ყაბზობა);
  • კვებითი ინტოქსიკაცია;
  • კლიმატის შეცვლასთან დაკავშირებული საჭმლის მომნელებელი ორგანოების ნორმალური მუშაობის დარღვევა (მაგალითად, ,,მოგზაურის დიარეა”); კვების რაციონის შეცვლა;
  • იმუნიტეტის და ორგანიზმის რეზისტენტობის შესუსტება დაავადებების მიმართ;
  • ატოპიური დერმატიტი და სხვა ალერგიული გამოვლინებები;
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების კომპლექსური თერაპია (გასტროენტერიტები, კოლიტები, ენტეროკოლიტები, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, ქრონიკული ჰეპატიტი, ქოლეცისტიტი, დუოდენიტი, გასტრიტი და სხვა).
04

მიღების წესი და დოზირება

ბიფოვალი® ფორტეს მიღება რეკომენდებულია კვებამდე ნახევარი საათით ადრე:

  • 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში და მოზრდილებში მიიღება 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში.
  • 5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში მიიღება 1 კაფსულა დღეში.
  • 5 წლამდე ასაკის ბავშვებში – ხდება 1/2 კაფსულის შემცველობის გახსნა წვენის ან დატკბილული სითხის მცირე რაოდენობაში.

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დისბაქტერიოზის განვითარების მიზეზზე და ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებზე.
თუ პაციენტი იღებს ანტიბიოტიკებს, პრეპარატის გამოყენება რეკომენდებულია ანტიბიოტიკების გამოყენებამდე 1 საათით ადრე ან გამოყენებიდან 1 საათის შემდეგ.

05

ორსულობა და ლაქტაცია

ითვლება, რომ პრეპარატი ბიფოვალი® ფორტეს გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში არის უსაფრთხო, მაგრამ აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

06

გვერდითი მოვლენები

პრეპარატი კარგად გადაიტანება, პრეპარატის რეკომენდებული დოზების გამოყენებისას გვერდითი მოქმედება არ ვლინდება.

07

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების ან რძის პროდუქტების მიმართ.

08

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

არასასურველი ურთიერთზემოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ გამოვლენილა.

09

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატი არ გამოიყენება ცხელ სასმელთან, ალკოჰოლურ სასმელთან ან კონსერვირებულ საკვებ პროდუქტებთან ერთად, რადგან შესაძლებელია სასურველი ეფექტის შესუსტება.
პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ:

  • სხეულის ტემპერატურა არის 38°C მეტი;
  • განავალში აღინიშნება სისხლისა და ლორწოს კვალი;
  • დიარეა გრძელდება ორ დღეზე მეტი პერიოდი და თან ახლავს მწვავე ტკივილი მუცლის არეში, გაუწყლოვნება და წონაში კლება.

არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დოზის გადაჭარბება.
არ არის რეკომენდებული საკვების ბიოლოგიურად აქტიური დანამატით საკვების ჩანაცვლება.

ვარგისიანობის ვადა და შენახვა
ინახება შუქისაგან, ნესტისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
პრეპარატის გამოყენება არ უნდა მოხდეს ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

10

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

შეფუთვაში 15 კაფსულა.

11

აფთიაქიდან გაცემის პირობები

გაიცემა ურეცეპტოდ!

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

ლაქტო-G®, კაფსულა #10

ლაქტო-G®

LACTO-G®

კაფსულა #10

Bifidobacterium bifidum + Bifidobacterium infantis + Bifidobacterium longum + Lactobacillus acidophilus ჯი-ემ-პი, საქართველო
დან16.86 ₾
ბიფიდონორმი, ტაბლეტი №20

ბიფიდონორმი

ტაბლეტი №20

Bifidobacterium
დან19.90 ₾
ულტრაბიოტიკი, კაფსულა #16

ულტრაბიოტიკი

Ultrabiotique

კაფსულა #16

Bifidobacterium animalis + Lactobacillus acidophilus + Lactobacillus plantarum Nutrisanté Laboratories, საფრანგეთი
დან19.98 ₾
Probilans, სპრეი 20 კაფსულა №20

Probilans

სპრეი 20 კაფსულა №20

Bifidobacterium + lactobacillus
დან23.03 ₾
აქტივ ფლორა ბეიბი, 5მლ წვეთები 1 ფლაკონი №1 5 მლ

აქტივ ფლორა ბეიბი

5მლ წვეთები 1 ფლაკონი №1 5 მლ

lactobacillus
დან23.13 ₾
პრობიტეკი ბეიბი, 10მლ წვეთები №1 10 მლ

პრობიტეკი ბეიბი

10მლ წვეთები №1 10 მლ

Bifidobacterium + lactobacillus
დან26.00 ₾
აქტივ ფლორა ბები პლუსი, პერორალური წვეთები ფლაკონში 5 მლ

აქტივ ფლორა ბები პლუსი

Active Flora Baby Plus

პერორალური წვეთები ფლაკონში 5 მლ

lactobacillus Grokam GBL, პოლონეთი
დან27.30 ₾
მულტილაკი, კაფსულა №10

მულტილაკი

MULTILAC

კაფსულა №10

Bifidobacterium bifidum + Bifidobacterium breve + Bifidobacterium longum + Lactobacillus casei + Lactobacillus helveticus + Lactobacillus lactis + Lactobacillus plantarum + lactobacillus ჯენექსო, პოლონეთი
დან33.39 ₾
ვალურესტი ფორტე, სპრეი 20 კაფსულა №20

ვალურესტი ფორტე

სპრეი 20 კაფსულა №20

Bifidobacterium + lactobacillus
დან34.88 ₾

ლაციდოფილ-WM

LACIDOFIL-WM

კაფსულა №20

Lactobacillus acidophilus + lactobacillus Institut Rosell Inc., კანადა
დან36.58 ₾
პრობიოტიკო, 550მგ სპრეი 15 კაფსულა №15

პრობიოტიკო

550მგ სპრეი 15 კაფსულა №15

Bifidobacterium + lactobacillus
დან36.62 ₾
ბიოპრონ 9 პრემიუმი, კაფსულა #30

ბიოპრონ 9 პრემიუმი

biopron 9 premiumi

კაფსულა #30

Bifidobacterium + lactobacillus reuteri Walmark, ჩეხეთი
დან38.53 ₾
Prebiovis, სპრეი 20 კაფსულა №20

Prebiovis

სპრეი 20 კაფსულა №20

Bifidobacterium + Inulin + lactobacillus
დან39.58 ₾
პრობილიონი, 10 №10

პრობილიონი

10 №10

Bifidobacterium + lactobacillus
დან41.31 ₾
ლაქტო G კიდსი, ფლაკონი #10

ლაქტო G კიდსი

Lacto G Kids

ფლაკონი #10

Bifidobacterium infantis + Lactobacillus acidophilus + Lactobacillus lactis + Lactobacillus plantarum + lactobacillus ჯი-ემ-პი, საქართველო
დან41.63 ₾
პრობიტეკი, სპრეი 30 კაფსულა №30

პრობიტეკი

სპრეი 30 კაფსულა №30

Bifidobacterium + lactobacillus
დან42.00 ₾
რეუსტოპი, 2გ პუდრა 10 პაკეტი №10

რეუსტოპი

2გ პუდრა 10 პაკეტი №10

lactobacillus
დან42.13 ₾
ენტენორმი პლუსი, 220მგ კაფსულა 30 კაფსულა №30

ენტენორმი პლუსი

220მგ კაფსულა 30 კაფსულა №30

Bifidobacterium + lactobacillus
დან47.99 ₾
ენტენორმი, კაფსულა #20

ენტენორმი

ENTENORM

კაფსულა #20

Bifidobacterium + lactobacillus reuteri ავერსი ფარმა, საქართველო
დან48.00 ₾
ლივეო, კაფსულა 21 კაფსულა №21

ლივეო

კაფსულა 21 კაფსულა №21

Bifidobacterium + lactobacillus
დან52.80 ₾
პილო ბალანსი, სპრეი №20

პილო ბალანსი

სპრეი №20

Bifidobacterium + lactobacillus
დან65.97 ₾
ვაგიმინი, 500მგ/100მგ/50მგ ვაგინალური სუპოზიტორია №10

ვაგიმინი

VAGYMIN

500მგ/100მგ/50მგ ვაგინალური სუპოზიტორია №10

Lactobacillus acidophilus + მეტრონიდაზოლი + მიკონაზოლი FULTON MEDICINALI S.P.A., იტალია
Rx · რეცეპტით
ვაგიფლორი, 500მგ+100მგ+50მგ ვაგინალური სუპოზიტორია №10

ვაგიფლორი

Vagiflor

500მგ+100მგ+50მგ ვაგინალური სუპოზიტორია №10

Lactobacillus acidophilus + მეტრონიდაზოლი + მიკონაზოლი FULTON MEDICINALI S.P.A., იტალია
Rx · რეცეპტით
ლინექს ფორტე, კაფსულა ფლაკონში №28

ლინექს ფორტე

Linex Forte

კაფსულა ფლაკონში №28

Bifidobacterium animalis + Lactobacillus acidophilus Lek d.d., სლოვენია
ურეცეპტო

ფლორანორმი

FLORANORMI

ტაბლეტი №10/5 დოზა

Bifidobacterium bifidum + Bifidobacterium longum + Escherichia coli + Lactobacillus acidophilus + Lactobacillus fermentum + Lactobacillus plantarum + Streptococcus faecium + Streptococcus thermophilus ბიოფარმი-L, საქართველო
ურეცეპტო
ფლოსტრუმ ბეიბი, სუსპენზია 5მლ

ფლოსტრუმ ბეიბი

Flostrum Baby

სუსპენზია 5მლ

Lactobacillus reuteri + lactobacillus ADAMED, პოლონეთი
ურეცეპტო

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.