მონოგრაფია Nº 03389 ურეცეპტო
აქტივ ფლორა ბები პლუსი
Active Flora Baby Plus
პერორალური წვეთები ფლაკონში 5 მლ
დან27.30 ₾ 1 აფთიაქში, ნახე ფასები →
- მოქმედი ნივთიერება
- lactobacillus (Lactobacillus rhamnosus)
- მწარმოებელი
- Grokam GBL, პოლონეთი
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის მარეგულირებელი საშუალებები
- იმპორტიორი საქართველოში
- Alpen Pharma
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
-
PSP
აქტივ ფლორა - Active Flora ბეიბი წვეთები 5მლ
ყიდვა ↗27.30 ₾
ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: lactobacillus. ჯერ ყველაზე იაფი.
ინსტრუქცია
ზოგადი დახასიათება
პრობიოტიკი
ბიოლოგიურად აქტიური დანამატი განკუთვნილია ახალშობილებისთვის, ჩვილებისთვის, ბავშვებისა და მოზრდილებისთვის.
ასევე შესაძლებელია გამოყენება დღენაკლულებში და დაბადებისას სხეულის დაბალი მასის მქონე ახალშობილებში.
გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სასარგებლო ბაქტერიების რაოდენობის გაზრდის მიზნით.
შეიცავს ბაქტერიების Lactobacillus rhamnosus GG ATCC 53103 ცოცხალ კულტურებს, რომელთა გამოყენების უსაფრთხოება დადასტურებულია მრავალ კლინიკურ კვლევებში. 6 წვეთი შეიცავს Lactobacillus rhamnosus GG ATCC 53103 ბაქტერიების 6 მილიარდ ცოცხალ კულტურას.
ზეითუნის ზეთი გამოიყენება ოლიგო-ანტიგენურ დიეტაში (დიეტა ალერგიის მქონე პირებისთვის). ზეთში შემავალი ცხიმოვანი მჟავების პროფილი დედის რძის ცხიმოვანი მჟავების პროფილის ანალოგიურია.
შემადგენლობა
ლაქტობაქტერიები Lactobacillus rhamnosus GG ATCC 53103, ზეითუნის ზეთი, ანტიოქსიდანტი: ასკორბილ პალმიტატი. სიცოცხლისუნარიანი ბაქტერიების საერთო რაოდენობა 1 წვეთში შეადგენს არანაკლებ 1 ×109 CFU.
აქტივ ფლორა ბეიბი არ შეიცავს ალერგენულ ნივთიერებებს, მათ შორის: ძროხის რძის ცილას, რძეს და რძისგან წარმოებულ პროდუქტებს (ლაქტოზას ჩათვლით), საქაროზას. პროდუქტი გლუტენის გარეშე.
კვებითი ღირებულება
შემცველობა 6 წვეთში
შემცველობა 12 წვეთში
ენერგეტიკული ღირებულება
2 კკალ
(9 კჯ)
4 კკალ
(18 კჯ)
ცხიმები:
0.2 გ
0.5 გ
მათ შორის,
ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები
0.1 გ
0.1 გ
ნახშირწყლები:
0.0 გ
0.0 გ
მათ შორის,
დაბალმოლეკულური
0.00 გ
0.00 გ
უჯრედისი
0 გ
0 გ
ცილა:
0.0 გ
0.0 გ
მარილი:
0.0 გ
0.0 გ
Lactobacillus rhamnosus GG ATCC 53103
6 ×109 CFU*
12 ×109 CFU*
* CFU- კოლონიის წარმომქმნელი ერთეული.
გამოყენების რეკომენდაციები: ექიმის რეკომენდაციით შეიძლება დამატებული იყოს კვების რაციონში ბავშვებში დაბადებიდანვე და მოზრდილებში ნაწლავური მიკროფლორის ნორმალური ბალანსის შესანარჩუნებლად კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური მდგომარეობის შესაძლო დარღვევების დროს (ანტიბიოტიკების გამოყენება, კვების ხასიათის ცვლილებები და სხვა), ორგანიზმის ისეთი მდგომარეობების დროს, რომლებიც ირიბად დაკავშირებულია ნაწლავური მიკროფლორის დისბალანსთან.
Lactobacillus rhamnosus GG ATCC 53103-ის პრობიოტური თვისებები დადასტურებულია მეცნიერული კვლევებით. ნედლეული და მზა პროდუქტი გადიან ხარისხის მკაცრ კონტროლს.
მიღების წესი და დოზირება
ბავშვებში დაბადებიდან და 12 წლამდე - 6 წვეთი დღეშო ჭამის დროს; 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებში - 12 წვეთი დღეში. შესაძლებელია უშუალოდ პირში ჩაწვეთება ან რძეში/წყალში, საკვებში დამატება.
გამოყენების წინ საჭიროა ფლაკონის შენჯღრევა.
არ დაამატოთ ცხელ საკვებში/სასმელში! არ ცვლის სასმელის ან საჭმელის გემოს.
უსაფრთხოება გამოყენებისას: კომპონენტების ინდივიდუალური აუტანლობა. იმუნიტეტის მნიშვნელოვანი დაქვეითების მქონე პირებში მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით. პროდუქტი არ არის განკუთვნილი დაავადებების დიაგნოსტიკის, მკურნალობის ან პროფილაქტიკისათვის. დიეტური დანამატი ვერ ჩაანაცვლებს მრავალფეროვან დიეტას და ცხოვრების ჯანსაღ წესს. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ სადღეღამისო დოზას.
გამოყენებამდე აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.
არ წარმოადგენს სამკურნალო საშუალებას.
ვარგისობის ვადა
2 წელი.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის პირობები
ინახება მჭიდროდ დახურულ პირველად შეფუთვაში, მშრალ, სინათლისა და ნესტისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. არ შეინახოთ მაცივარში ან არ გაყინოთ. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ფლაკონის გახსნის შემდეგ პროდუქტი გამოიყენეთ 30 დღის განმავლობაში. ფლაკონის ფსკერზე შეიძლება გამოჩნდეს ნალექი, რაც არ იმოქმედებს პროდუქტის უსაფრთხოებასა და ხარისხზე. ყოველი გამოყენების წინ საჭიროა ფლაკონის შენჯღრევა. თუ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არ გამოიყენებთ, გამოყენების წინ რამდენჯერმე უნდა შეინჯღრეს.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
პერორალური წვეთები ფლაკონში 5 მლ.
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
ბიფოვალი® ფორტე
Bifoval® Forte
კაფსულა #15
Probilans
სპრეი 20 კაფსულა №20
პრობიტეკი ბეიბი
10მლ წვეთები №1 10 მლ
მულტილაკი
MULTILAC
კაფსულა №10
ვალურესტი ფორტე
სპრეი 20 კაფსულა №20
ლაციდოფილ-WM
LACIDOFIL-WM
კაფსულა №20
პრობიოტიკო
550მგ სპრეი 15 კაფსულა №15
Prebiovis
სპრეი 20 კაფსულა №20
პრობილიონი
10 №10
ლაქტო G კიდსი
Lacto G Kids
ფლაკონი #10
პრობიტეკი
სპრეი 30 კაფსულა №30
ენტენორმი პლუსი
220მგ კაფსულა 30 კაფსულა №30
ლივეო
კაფსულა 21 კაფსულა №21
პილო ბალანსი
სპრეი №20
ფლოსტრუმ ბეიბი
Flostrum Baby
სუსპენზია 5მლ
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.