8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 01131 ურეცეპტო

ენტენორმი

ENTENORM

კაფსულა #20

დან48.00 ₾ 1 აფთიაქში, ნახე ფასები →
ენტენორმი, კაფსულა #20
მოქმედი ნივთიერება
Bifidobacterium lactobacillus reuteri (Lactobacillus)
მწარმოებელი
ავერსი ფარმა, საქართველო
იმპორტიორი საქართველოში
ავერსი ფარმა
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

  • PSP

    ენტენორმი - Entenorm პლუსი 220მგ 30 კაფსულა

    1.60 ₾ / ც. × 30

ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: Bifidobacterium + lactobacillus reuteri. ჯერ ყველაზე იაფი.

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

შემადგენლობა
1 კაფსულა შეიცავს 2 მილიარდ ცოცხალ უჯრედს: ლაქტობაცილა აციდოფილუსი – 9.0 მგ, ლაქტობაცილა ბიფიდუსი – 5.0 მგ, იოგურტის კულტურა – 20.0 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: რძის მშრალი შრატი, ლაქტოზა, მაგნიუმის სტეარატი, ასკორბინის მჟავა.

02

ფარმაკოლოგიური თვისებები

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედების ნორმალიზაცია. პრეპარატში შემავალი რძემჟავა ბაქტერიები შედიან ნორმული ნაწლავების მიკროფლორის შემადგენლობაში. ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ იმუნიტეტის სტიმულაციაში, ვიტამინების წარმოქმნაში, დეტოქსიკაციური და საჭმლის მომნელებელი ფუნქციების უზრუნველყოფაში.
ენტენორმის ანტიმიკრობული აქტივობა გამოხატულია სტაფილოკოკების, პროტეუსის, ენტეროპათოგენური ნაწლავის ჩხირის მიმართ და დაკავშირებულია მიკრობთა უნართან წარმოქმნან რძემჟავა, ლაქტოცინი, წყალბადის ზეჟანგი, ლიზოციმი და სხვა.
რძემჟავა ბაქტერიები აქვეითებენ ნაწლავების PH-ს და ამით ხელს უშლიან პათოგენური და პირობით პათოგენური მიკროფლორის ზრდასა და განვითარებას.

03

ჩვენებები

ენტენორმი ინიშნება სხვადასხვა წარმოშობის დისბაქტერიოზის (ძირითადად გამოწვეული ანტიბიოტიკების და ქიმიოპრეპარატების მიღებით) პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის მოზრდილებსა და ბავშვებში; მწვავე და ქრონიკული გასტროენტეროკოლიტის და კოლიტის, დიარეის, მეტეორიზმის დროს; ანტიბიოტიკო-, ქიმიო- და სხივურ თერაპიასთან ერთად ან მათ შემდეგ; ალერგიული დაავადებების კომპლექსურ თერაპიაში.

04

მიღების წესი და დოზირება

პროფილაქტიკის მიზნით მოზრდილებში და 12 წლის ასაკის ზევით მოზარდებში ინიშნება თითო კაფსულა დღეში ერთხელ ჭამის დროს.
სამკურნალოდ: 1 წლამდე ასაკის ბავშვებში – 1/2 კაფსულა დღეში ერთხელ ჭამის დროს (კაფსულის შიგთავსი ერევა მცირე რაოდენობით სითხეს ან საკვებს);
1-3 წლამდე ასაკის ბავშვებში - 1-2 კაფსულა დღეში ერთხელ ჭამის დროს;
3-12 წლამდე ასაკის ბავშვებში – 1 კაფსულა 3-ჯერ დღეში ჭამის დროს. მკურნალობის ხანგრძლივობაა 20-30 დღე;
მოზრდილებში და 12 წლის ასაკის ზევით მოზარდებში – 1-2 კაფსულა 3-ჯერ დღეში ჭამის დროს, მკურნალობის ხანგრძლივობაა 25-30 დღე.
საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია კურსის გამეორება.

05

გვერდითი მოვლენები

ინდივიდუალური მგრძნობელობა ჟელატინის კაფსულებისა და პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

06

უკუჩვენებები

არ არის გამოვლენილი.

07

ორსულობა და ლაქტაცია

შეიძლება პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

08

განსაკუთრებული მითითებები

სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე ზემოქმედება:
ენტენორმის გამოყენება არ მოითხოვს უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების დაცვას.

09

ჭარბი დოზირება

არ არის გამოვლენილი.

10

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში სულფანილამიდებთან, ანტიბიოტიკებთან, მეტრონიდაზოლთან და სხვა ანტიბაქტერიულ პრეპარატებთან ერთად.

11

შენახვის პირობები

ინახება მაცივარში (2-10)ºC ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა : 3 წელი.

12

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ურეცეპტოდ.

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

ბიფიდონორმი, ტაბლეტი №20

ბიფიდონორმი

ტაბლეტი №20

Bifidobacterium
დან19.90 ₾
ბიფოვალი® ფორტე, კაფსულა #15

ბიფოვალი® ფორტე

Bifoval® Forte

კაფსულა #15

Bifidobacterium + Lactobacillus acidophilus + lactobacillus Valentis AG, შვეიცარია
დან21.94 ₾
Probilans, სპრეი 20 კაფსულა №20

Probilans

სპრეი 20 კაფსულა №20

Bifidobacterium + lactobacillus
დან23.03 ₾
პრობიტეკი ბეიბი, 10მლ წვეთები №1 10 მლ

პრობიტეკი ბეიბი

10მლ წვეთები №1 10 მლ

Bifidobacterium + lactobacillus
დან26.00 ₾
ვალურესტი ფორტე, სპრეი 20 კაფსულა №20

ვალურესტი ფორტე

სპრეი 20 კაფსულა №20

Bifidobacterium + lactobacillus
დან34.88 ₾
პრობიოტიკო, 550მგ სპრეი 15 კაფსულა №15

პრობიოტიკო

550მგ სპრეი 15 კაფსულა №15

Bifidobacterium + lactobacillus
დან36.62 ₾
Prebiovis, სპრეი 20 კაფსულა №20

Prebiovis

სპრეი 20 კაფსულა №20

Bifidobacterium + Inulin + lactobacillus
დან39.58 ₾
პრობილიონი, 10 №10

პრობილიონი

10 №10

Bifidobacterium + lactobacillus
დან41.31 ₾
პრობიტეკი, სპრეი 30 კაფსულა №30

პრობიტეკი

სპრეი 30 კაფსულა №30

Bifidobacterium + lactobacillus
დან42.00 ₾
ენტენორმი პლუსი, 220მგ კაფსულა 30 კაფსულა №30

ენტენორმი პლუსი

220მგ კაფსულა 30 კაფსულა №30

Bifidobacterium + lactobacillus
დან47.99 ₾
ლივეო, კაფსულა 21 კაფსულა №21

ლივეო

კაფსულა 21 კაფსულა №21

Bifidobacterium + lactobacillus
დან52.80 ₾

ბიოგაია

Biogaia

lactobacillus reuteri
დან59.15 ₾
პილო ბალანსი, სპრეი №20

პილო ბალანსი

სპრეი №20

Bifidobacterium + lactobacillus
დან65.97 ₾

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.