8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 01727 ურეცეპტო

ლაქტო-G®

LACTO-G®

კაფსულა #10

დან16.86 ₾ 3 აფთიაქში, ნახე ფასები →
ლაქტო-G®, კაფსულა #10
მწარმოებელი
ჯი-ემ-პი, საქართველო
იმპორტიორი საქართველოში
ჯი-ემ-პი
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

8მლ · 8მლ · №10

  • ავერსი

    ლაქტო G ქიდსი 8მლ #10ფლ

    4.16 ₾ / ც. × 10

№10

  • GPC ყველაზე იაფი

    ლაქტო-G ფორტე კაფსულა #10

    1.69 ₾ / ც. × 10

    16.86 ₾

    19.84 ₾

    ყიდვა ↗
  • ფარმადეპო ყველაზე იაფი

    ლაქტო-G ფორტე კაფსულა #10

    1.69 ₾ / ც. × 10

    16.86 ₾

    19.84 ₾

    ყიდვა ↗

ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

პრეპარატის 1 გ (2 კაფსულა) შეიცავს 10X109 CFU/g ცოცხალ რძემჟავა ლიოფილიზირებულ ბაქტერიებს: Lactobacillus acidophilus, Bifidobacterium longum, Bifidobacterium bifidum, Bifidobacterium infantis და ფრუქტოოლიგოსაქარიდებს.
მოქმედების მექანიზმი
პრეპარატის შემადგენელი რძემჟავა ბაქტერიები ხელს უწყობენ ნაწლავის ნორმალური ფლორის ფიზიოლოგიური წონასწორობის შენარჩუნებასა და აღდგენას. ბიფიდობაქტერიები და ლაქტობაქტერიები გამოიმუშავებენ რძემჟავას და ძმარმჟავას, რითაც ქმნიან არახელსაყრელ პირობებს პათოგენური მიკრობების გამრავლებისა და ცხოველქმედებისათვის; მონაწილეობენ საჭმლის მონელების პროცესსა და ვიტამინების (B, K …) სინთეზში, არეგულირებენ ელექტროლიტურ ბალანსს; ცილების, ფოსფოლიპიდების, ნაღვლისა და ცხიმოვანი მჟავების, ბილირუბინის, ქოლესტერინის ცვლას. ფრუქტოოლიგოსაქარიდები-ბუნებრივი პოლისაქარიდები წარმოადგენენ პრებიოტიკებს - ხელსაყრელ ნიადაგს ეუბიოტიკების - ნაწლავის ბაქტერიების გამრავლების, კოლონიზაციისა და ცხოველქმედებისათვის. ფრუქტოოლიგოსაქარიდები არ იშლებიან საჭმლის მომნელებელი მჟავების ზემოქმედებით და უცვლელი სახით აღწევენ ნაწლავის ქვედა ნაწილამდე.

02

ჩვენებები

  • ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის დარღვევის - დისბაქტერიოზის (გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი) პროფილაქტიკა და მკურნალობა;
  • დისბაქტერიოზი ბავშვებსა და მოზრდილებში (მათ შორის ანტიბიოტიკებითა და ქიმიოთერაპიული საშუალებებით მკურნალობის დროს);
  • დიარეა, მეტეორიზმი, ყაბზობა;
  • კოლიტი, გასტროენტეროკოლიტი (მწვავე და ქრონიკული).
03

მიღების წესი და დოზირება

2 წლამდე ასაკის ბავშვებში ინიშნება 1 კაფსულის შიგთავსი გახსნილი მცირეოდენ წვენში ან დამტკბარ სითხეში, ჭამამდე. 2-12 წლის ასაკის ბავშვებში ინიშნება 1-2 კაფსულა დღეში მცირეოდენ სითხესთან ერთად ჭამამდე. 12 წლის ზემოთ და მოზრდილებში ინიშნება 2-3 კაფსულა უზმოზე ან ჭამამდე მცირეოდენ სითხესთან ერთად. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დისბაქტერიოზის გამომწვევ მიზეზებსა და ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებზე.

04

გვერდითი მოვლენები

პრეპარატი კარგად გადაიტანება, რეკომენდებული დოზით პრეპარატის მიღებისას გვერდითი მოვლენები გამოვლენილი არ არის.

05

უკუჩვენებები

მაღალი მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტებისადმი.

06

განსაკუთრებული მითითებები

რეკომენდებული არ არის პრეპარატის ალკოჰოლთან ერთდროულად მიღება. ლაქტო-G-ის სხვა პრეპარატებთან არასასურველი გავლენა არ არის აღწერილი.

07

შენახვის პირობები

პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 2 წელი, ინახება 10-25oC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

08

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ექიმის რეცეპტის გარეშე!

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

ბიფიდუმბაქტერინი, ტაბლეტი #20

ბიფიდუმბაქტერინი

Bifidumbacterinum

ტაბლეტი #20

Bifidobacterium bifidum + Bifidobacterium longum ბიოფარმი-L, საქართველო
დან3.60 ₾
ულტრაბიოტიკი, კაფსულა #16

ულტრაბიოტიკი

Ultrabiotique

კაფსულა #16

Bifidobacterium animalis + Lactobacillus acidophilus + Lactobacillus plantarum Nutrisanté Laboratories, საფრანგეთი
დან19.98 ₾
ბიფოვალი® ფორტე, კაფსულა #15

ბიფოვალი® ფორტე

Bifoval® Forte

კაფსულა #15

Bifidobacterium + Lactobacillus acidophilus + lactobacillus Valentis AG, შვეიცარია
დან21.94 ₾
ლინექსი, კაფსულა #16

ლინექსი

LINEX

კაფსულა #16

Bifidobacterium infantis + Enterococcus faecium Lek d.d., სლოვენია
დან23.66 ₾
მულტილაკი, კაფსულა №10

მულტილაკი

MULTILAC

კაფსულა №10

Bifidobacterium bifidum + Bifidobacterium breve + Bifidobacterium longum + Lactobacillus casei + Lactobacillus helveticus + Lactobacillus lactis + Lactobacillus plantarum + lactobacillus ჯენექსო, პოლონეთი
დან33.39 ₾

ლაციდოფილ-WM

LACIDOFIL-WM

კაფსულა №20

Lactobacillus acidophilus + lactobacillus Institut Rosell Inc., კანადა
დან36.58 ₾
ლაქტო G კიდსი, ფლაკონი #10

ლაქტო G კიდსი

Lacto G Kids

ფლაკონი #10

Bifidobacterium infantis + Lactobacillus acidophilus + Lactobacillus lactis + Lactobacillus plantarum + lactobacillus ჯი-ემ-პი, საქართველო
დან41.63 ₾

ავილაკი

AVILAC

კაფსულა #30

Bifidobacterium bifidum + Bifidobacterium infantis + Bifidobacterium longum + Lactobacillus casei PSP
დან62.00 ₾

ბიფიკოლი

BIFIKOLUM

5 დოზა ლიოფილიზირებული ფხვნილი პეროლალურად მისაღები ხსნარის მოსამზადებლად ამპულა #10

Bifidobacterium bifidum + Escherichia coli ეუბიოტიკები, საქართველო
ურეცეპტო
ბიფიფორმი, კაფსულა #30

ბიფიფორმი

Bifiform

კაფსულა #30

Bifidobacterium longum + Enterococcus faecium ფაიზერ კონსიუმერი, აშშ
ურეცეპტო
ვაგიმინი, 500მგ/100მგ/50მგ ვაგინალური სუპოზიტორია №10

ვაგიმინი

VAGYMIN

500მგ/100მგ/50მგ ვაგინალური სუპოზიტორია №10

Lactobacillus acidophilus + მეტრონიდაზოლი + მიკონაზოლი FULTON MEDICINALI S.P.A., იტალია
Rx · რეცეპტით
ვაგიფლორი, 500მგ+100მგ+50მგ ვაგინალური სუპოზიტორია №10

ვაგიფლორი

Vagiflor

500მგ+100მგ+50მგ ვაგინალური სუპოზიტორია №10

Lactobacillus acidophilus + მეტრონიდაზოლი + მიკონაზოლი FULTON MEDICINALI S.P.A., იტალია
Rx · რეცეპტით
ლინექს ფორტე, კაფსულა ფლაკონში №28

ლინექს ფორტე

Linex Forte

კაფსულა ფლაკონში №28

Bifidobacterium animalis + Lactobacillus acidophilus Lek d.d., სლოვენია
ურეცეპტო

ფლორანორმი

FLORANORMI

ტაბლეტი №10/5 დოზა

Bifidobacterium bifidum + Bifidobacterium longum + Escherichia coli + Lactobacillus acidophilus + Lactobacillus fermentum + Lactobacillus plantarum + Streptococcus faecium + Streptococcus thermophilus ბიოფარმი-L, საქართველო
ურეცეპტო

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.