- მოქმედი ნივთიერება
- Bifidobacterium infantis Enterococcus faecium
- მწარმოებელი
- Lek d.d., სლოვენია
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის მარეგულირებელი საშუალებები
- იმპორტიორი საქართველოში
- სანდოზი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
25მგ · №16
-
PSP
ლინექსი - Linex 25მგ. 16 კაფსულა
1.70 ₾ / ც. × 16
ყიდვა ↗27.22 ₾
№16
-
GPC ყველაზე იაფი
ლინექსი კაფსულა #16
1.48 ₾ / ც. × 16
ყიდვა ↗23.66 ₾
27.83 ₾
-
ფარმადეპო ყველაზე იაფი
ლინექსი კაფსულა #16
1.48 ₾ / ც. × 16
ყიდვა ↗23.66 ₾
27.83 ₾
-
ავერსი
ლინექსი #16კაფს
1.68 ₾ / ც. × 16
ყიდვა ↗26.95 ₾
№20
-
PSP
ლინექსი - Linex Baby საბავშვო 20 პაკეტი
3.16 ₾ / ც. × 20
ყიდვა ↗63.26 ₾
№28
-
GPC ყველაზე იაფი
ლინექსი ფორტე კაფსულა #28
1.75 ₾ / ც. × 28
ყიდვა ↗49.09 ₾
57.75 ₾
-
ფარმადეპო ყველაზე იაფი
ლინექსი ფორტე კაფსულა #28
1.75 ₾ / ც. × 28
ყიდვა ↗49.09 ₾
57.75 ₾
-
ავერსი
ლინექსი ფორტე #28კაფს
2.06 ₾ / ც. × 28
ყიდვა ↗57.76 ₾
-
PSP
ლინექსი - Linex Forte ფორტე 28 კაფსულა
2.07 ₾ / ც. × 28
ყიდვა ↗58.01 ₾
ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.
ინსტრუქცია
შემადგენლობა
ერთი კაფსულა შეიცავს არანაკლებ 1,2 x 107 ცოცხალ ლიოფილიზირებულ ბაქტერიას Bifidobacterium infantis Lactobacillus acidophilus (sp. L. gasseri) და Enterococcus faecium მდგრადები ანტიბიოტიკებისა და ქიმიოთერაპიული საშუალებების მიმართ.
შემავსებლები: კარტოფილის სახამებელი, ლაქტოზა, მაგნიუმის სტეარატი. კაფსულის გარსი: ჟელატინი, მეთილ პარაჰიდროქსიბენზოატი (E 218) და პროპილ პარაჰიდროქსიბენზოატი (E 216), ტიტანის დიოქსიდი (E 171).
მოქმედება
ლინექსის შემადგენლობაში შემავალი რძის მჟავა ბაქტერიები ანარჩუნებენ და არეგულირებენ კუჭ-ნაწლავის მიკროფლორის ფიზიოლოგიურ წონასწორობას.
უკუჩვენებები
არ მიიღოთ პრეპარატი, თუ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის ან რძის პროდუქტების მიმართ.
უსაფრთხოების ზომები
ლინექსის კაფსულების მიღების წინ გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან შემდეგ შემთხვევებში, როგორიცაა:
- 38°C-ზე მაღალი სხეულის ტემპერატურა,
- განავალში ფარული სისხლის ან ლორწოს არსებობა,
- დიარეა, რომელიც ორ დღეზე მეტ ხანს გრძელდება,
- მწვავე დიარეა, რომელსაც თან სდევს დეჰიდრატაცია და წონის დაკარგვა,
- მწვავე დიარეა, რომელსაც თან სდევს მუცლის ძლიერი ტკივილები,
- სხვა ქრონიკული დაავადებები (დიაბეტი) ან იმუნოლოგიური უკმარისობა (შიდსი, აივ).
წინააღმდეგნაჩვენებია 3 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებისათვის სამედიცინო კონტროლის გარეშე.
დიარეის მკურნალობისას აუცილებელია წყლისა და ელექტროლიტების დანაკარგების ანაზღაურება.
ჩვენებები
პრეპარატი ლინექსი რეკომენდებულია კუჭ-ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის დარღვევის - დისბაქტერიოზის მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის.
დისბაქტერიოზი ხასიათდება შემდეგი სიმპტომებით და ნიშნებით, როგორიცაა: დიარეა (ფაღარათი), საკვების მონელების სხვა დარღვევები (დისპეფსია), ყაბზობა, მეტეორიზმი (გაზების სიჭარბე კუჭ-ნაწლავში), გულისრევა, ღებინება, გულზიდვა, მუცლის ტკივილი და ალერგიული გამონაყარი.
მიღების წესი და დოზირება
ჩვილი ბავშვები და ბავშვები 2 წლამდე:
1 კაფსულის შემადგენლობა დღეში სამჯერ, საკვების მიღების შემდეგ, მცირე რაოდენობის სითხის დაყოლებით;
ბავშვები 2-დან 12 წლამდე:
1 ან 2 კაფსულის შემადგენლობა დღეში სამჯერ, ჭამის შემდეგ, მცირე რაოდენობის სითხის დაყოლებით;
თუ ბავშვს არ შეუძლია მთელი კაფსული გადაყლაპვა, აუცილებელია მისი გახსნა და შიგთავსის შერევა მცირე რაოდენობის სითხეში (ჩაი, წვენი, შაქრიანი წყალი).
მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ბავშვები:
რეკომენდებულია 2 კაფსულა დღეში სამჯერ, ჭამის შემდეგ მცირე რაოდენობის სითხის დაყოლებით.
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დისბაქტერიოზის განვითარების მიზეზზე და ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებზე.
პრეპარატის არასასურველი ეფექტები
პრეპარატი კარგად გადაიტანება, შეტყობინებები არასასურველი ეფექტების შესახებ არ არსებობს.
განსაკუთრებული მითითებები
არ უნდა დააყოლოთ პრეპარატს ცხელი სასმელები და არ მიიღოთ ის ალკოჰოლთან ერთდროულად.
თუ პრეპარატმა არ გამოიწვია თქვენი მდგომარეობის გაუმჯობესება ორი დღის განმავლობაში, აუცილებელია მიმართოთ ექიმს.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
ლინექსის სხვა წამლებთან არასასურველი ურთიერთქმედება აღნიშნული არ ყოფილა.
პრეპარატის ლინექსი შემადგენლობა მისი ანტიბიოტიკებთან და ქიმიოთერაპიულ საშუალებებთან ერთდროულად მიღების საშუალებას იძლევა.
შენახვა
ლინექსი ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მშრალ ადგილას.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
მითითებულია შეფუთვაზე.
არ მიიღოთ პრეპარატი ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
აფთიაქებიდან გაცემის პირობები
გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.
გაცემის ფორმა
16 კაფსულა შეფუთვაში.
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
ლაქტო-G®
LACTO-G®
კაფსულა #10
ლაქტო G კიდსი
Lacto G Kids
ფლაკონი #10
ავილაკი
AVILAC
კაფსულა #30
ბიფიფორმი
Bifiform
კაფსულა #30
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.