მონოგრაფია Nº 05222 ურეცეპტო
ქსიმელინი ეკო მენთოლით
Xymelin Eco with Menthol
1მგ/მლ (140მკგ/დოზა) 10მლ (60 დოზა) ნაზალური სპრეი ათი წელზე ზემოთ ბავშვებისა და მოზრდილთათვის მენთოლით ფლაკონი №1
- მოქმედი ნივთიერება
- ქსილომეტაზოლინი (Xylometazoline)
- მწარმოებელი
- Takeda GmbH, გერმანია
- ფარმაკოლოგიური ჯგუფი
- სისხლძარღვების შემავიწროვებელი საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის
- იმპორტიორი საქართველოში
- შტადა
- გაცემის წესი
- III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფასები აფთიაქებში
განახლდა 05.11.2026 04:34
ამ მედიკამენტის ფასი GPC და PSP და ავერსი და ფარმადეპო ჯერ ვერ მოიძებნა.
ანალოგები
იგივე მოქმედი ნივთიერებით: ქსილომეტაზოლინი. ჯერ ყველაზე იაფი.
ანტაზოლი
0.001 წვეთები 1 ფლაკონი №1 15 მლ
ანტაზოლი
Antazol
0,1% 15მლ ცხვირის წვეთები, ხსნარი მოზრდილთათვის პოლიპროპილენის ფლაკონი №1
გალაზოლინი
HALAZOLIN
0.5მგ/1 მლ ცხვირის წვეთები 10 მლ (ბავშვებისათვის) ფლაკონში, 1მგ/1 მლ ცხვირის წვეთები 10 მლ ფლაკონში
დიდროფი
DIDROP
0.05% 10 მლ ცხვირის წვეთები
დიდროფი
DIDROP
0.1% 10 მლ ცხვირის წვეთები
ქსილომეტაზოლინი /ოქროს ვარსკვლავი
0.1% წვეთები ცხვირის №1 10მლ
დიდროფი
0.001 წვეთები 1 ფლაკონი №1 10 მლ
ქსილომეტაზოლინი
0.05% სპრეი ცხვირის ფლაკონი №1 10მლ
ქსილომარინი
0.05% სპრეი ცხვირის ფლაკონი №1 10მლ
ქსილომეტაზოლინი
0.001 წვეთები 1 ფლაკონი №1 10 მლ
რინოტაისი
10მლ კაფ TEMP 1 სპრეი №1 10 მლ
დიდროფი
DIDROP
0.05% 15 მლ ცხვირის აეროზოლი
ქსილომეტაზოლინი /ოქროს ვარსკვლავი ნოზ
0.1% სპრეი ცხვირის ფლაკონი №1 15მლ
სნუპი
SNUP
90მკგ/დოზა (150 დოზა) 15მლ ნაზალური დოზირებული სპრეი, ხსნარი 6 წლის ზემოთ ბავშვებისა და მოზრდილთათვის პოლიეთილენის ფლაკონი №1
სნუპი
0.0005 სპრეი 1 ფლაკონი №1 15 მლ
ბიქსტონიმი ქსილო
0.1% სპრეი ცხვირის №1 10მლ
სნუპი
SNUP
45მკგ/დოზა (150 დოზა) 15მლ ნაზალური დოზირებული სპრეი, ხსნარი 2-დან 6 წლამდე ბავშვებისათვის პოლიეთილენის ფლაკონი №1
ჰისანი
1მგ სპრეი 1 ფლაკონი №1 10 მლ
დიდროფი
0.001 სპრეი 1 ფლაკონი №1 15 მლ
დიდროფი
DIDROP
0.1% 15 მლ ცხვირის აეროზოლი
ოტრივინი
0.05% წვეთები ცხვირის ფლაკონი №1 10მლ
ქსილომარინი
XYLOMARIN
0,5მგ/მლ 10მლ ნაზალური სპრეი (ხსნარი) მინის ბოთლი №1
ოტრივინი
0.1% სპრეი ცხვირის ფლაკონი №1 10მლ
ქსილომარინი
XYLOMARIN
1მგ/მლ 10მლ ნაზალური სპრეი (ხსნარი) მინის ბოთლი №1
ქსილოგელი
0.5მგ/გ გელი №1
ანტაზოლი
Antazol
0,05% 15მლ ცხვირის წვეთები, ხსნარი ბავშვებისათვის პოლიპროპილენის ფლაკონი №1
ნეოზოლინი
NEOZOLIN
0.05% ცხვირის წვეთები 10მლ ფლაკონი #1, 0.1% ცხვირის წვეთები 10მლ ფლაკონი #1, 0.1% ცხვირის აეროზოლი 15მლ ფლაკონი #1,0.05% ცხვირის აეროზოლი 15მლ ფლაკონი #1
ოპერილი P
Operil® P
0.025% 10მლ ხსნარი. ნაზალური წვეთები 2-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის საწვეთურიანი ფლაკონი №1
ქსიმელინი 0.5 მგ/მლ ცხვირის წვეთები
XIMELIN
0.5მგ/მლ ცხვირის წვეთები 10მლ ფლაკონი # 1
ქსიმელინი 1მგ/მლ ცხვირის წვეთები
XYMELIN
1მგ/მლ ცხვირის წვეთები 10მლ ფლაკონი # 1
ქსიმელინი ეკო
Xymelin Eco
1მგ/მლ (140მკგ/დოზა) 10მლ (60 დოზა) ნაზალური სპრეი ათი წლის ზემოთ ბავშვებისა და მოზრდილთათვის ფლაკონი №1
ქსიმელინი ეკო
Xymelin Eco
0,5 მგ/მლ (35მკგ/დოზა) 10მლ (125 დოზა) ნაზალური სპრეი ორიდან ათ წლამდე ბავშვებისათვის ფლაკონი №1
ინსტრუქცია
ზოგადი დახასიათება
გამოყენების ინსტრუქცია
ქსიმელინი ეკო მენთოლით
სარეგისტრაციო ნომერი:
პრეპარატის სავაჭრო სახელწოდება: ქსიმელინი ეკო მენთოლით
საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება:
ქსილომეტაზოლინი
სამკურნალო ფორმა:
ცხვირის სპრეი დოზირებული
გამჭვირვალე ან ოდნავ მაოპალესცირებელი, უფერო ან ოდნავ შეფერილი სითხე დამახასიათებელი სუნით.
შემადგენლობა
1 დოზა შეიცავს:
აქტიური ნივთიერება:
ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდი – 140 მკგ
დამხმარე ნივთიერებები:
სორბიტოლი – 1,96 მგ
აბუსალათინის ზეტი ჰიდრირებული – 350 მკგ
ლევომენთოლი – 42 მკგ
ცინეოლი (ევკალიპტოლი) – 28 მკგ
ნატრიუმის ქლორიდი – 728 მკგ
ნატრიუმის ჰიდროფოსფატის დიჰიდრატი – 280 მკგ
ნატრიუმის დიჰიდროფოსფატის დიჰიდრატი – 280 მკგ
დინატრიუმის ედეტატი – 70 მკგ
გასუფთავებული წყალი – 140 მკლ-მდე
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
დეკონგესტატური საშუალება – ვაზოკონსტრიქტორი (ალფა-ადრენომიმეტური).
კოდი ათქ: R01AA07
ფარმაკოლოგიური თვისებები
ქსილომეტაზოლინი მიეკუთვნება ადგილობრივ სისხლძარღვთა შემავიწროებელი საშუალებების ჯგუფს (დეკონგესტანტებს) ალფა-ადრენომიმეტური მოქმედებით, იწვევს ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის სისხლძარღვთა შევიწროებას, შედეგადაც, ხსნის ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსის ჰიპერემიას და შეშუპებას. ამსუბუქებს ცხვირით სუნთქვას რინიტების დროს.
თერაპიულ კონცენტრაციებში არ აღიზიანებს ცხვირის ღრუს ლორწოვან გარსს, არ იწვევს ჰიპერემიას. მოქმედება იწყება რამოდენიმე წუთის შემდეგ და გრძელდება 10-12 საათის განმავლობაში.
ფარმაკოკინეტიკა
ადგილობრივი გამოყენებისას პრაქტიკულად არ აბსორბირდება, შრატში კონცენტრაციები იმდენად მცირეა, რომ მათი განსაზღვრა შეუძლებელია თანამედროვე ანალიზური მეთოდებით.
ჩვენებები
მწვავე რესპირატორული დაავადებები რინიტის (სურდო), მწვავე ალერგიული რინიტის, პოლინოზის, სინუსიტის, ევსტაქიიტის, შუა ყურის ანთების სიმპტომებით (ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსის შეშუპების შესამცირებლად). ავადმყოფის მომზადება ცხვირის სავალი გზების დიაგნოსტიკური მანიპულაციებისთვის.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, არტერიული ჰიპერტენზია, ტაქიკარდია, გამოხატული ათეროსკლეროზი, გლაუკომა, ატროფიული რინიტი, თირეოტოქსიკოზი, ქირურგიული ჩარევა თავის ტვინის გარსზე (ანამნეზში), ორსულობა, 10 წლამდე ბავშვთა ასაკი.
სიფრთხილით
შაქრიანი დიაბეტი, III-IV ფუნქციური კლასის დაძაბვის სტენოკარდია, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზია.
ლაქტაციის დროს პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ დედისთვის სარგებლისა და ბავშვისთვის რისკის თანაფარდობის სათანადო შეფასების შემდეგ, დაუშვებელია რეკომენდებული დოზის გადაჭარბება.
მიღების წესი და დოზირება
ინტრანაზალურად.
მოზრდილებში და 10 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში:
1 შესხურება თითოეულ ნესტოში (საჭიროებისას შესაძლებელია გამეორება); დღეში გამოიყენება არაუმეტეს 3-ჯერ;
მკურნალობის ხანგრძლივობა – არაუმეტეს 10 დღე.
გვერდითი მოვლენები
ხშირი და/ან ხანგრძლივი გამოყენებისას – ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსის სიმშრალე და/ან გაღიზიანება, წვა, პარესთეზია, ცემინება, ჰიპერსეკრეცია.
იშვიათი – ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება, გულისცემის შეგრძნება, ტაქიკარდია, არითმია, არტერიული წნევის მატება, თავის ტკივილი, ღებინება, უძილობა, მხედველობის დარღვევა; დეპრესია (მაღალი დოზების ხანგრძლივი გამოყენებისას).
ჭარბი დოზა
სიმპტომები: გვერდითი ეფექტების გაძლიერება.
მკურნალობა სიმპტომატური.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან
შეუთავსებელია მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებთან და ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან.
განსაკუთრებული მითითებები
არ უნდა მოხდეს გამოყენება ხანგრძლივი დროის განმავლობაში, მაგალითად, ქრონიკული რინიტის დროს. თუ დაავადების სიმპტომები უარესდება ან პაციენტის მდგომარეობა არ უმჯობესდება ქსიმელინი ეკო მენთოლით გამოყენების 3 დღის განმავლობაში, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
ზემოქმედება ავტოსატრანსპორტო საშუალებების ან მოწყობილობებთან მუშაობის უნარზე
ქსიმელინი ეკო მენთოლით არ მოქმედებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ან მოწყობილობებთან მუშაობის უნარზე.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
ცხვირის სპრეი დოზირებული 140 მკგ/დოზა.
პრეპარატის 10 მლ (არაუმეტეს 60 დოზა) პლასტიკატის ფლაკონში, აღჭურვილია ტუმბოვანი დოზირებული მოწყობილობით და პოლიეთილენის დამცავი თავსახურით. 1 ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად თავსდება მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 30ºC ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
2,5 წელი. არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მსგავსი შემადგენლობით
შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.
ქსილოდექსი
(0.5მგ+50მგ)1მლ სპრეი ცხვირის №1 10მლ
ქსილაზოლი
XYLAZOL
(0,5მგ + 50მგ)/მლ 10მლ ნაზალური სპრეი ბავშვებისთვის ფლაკონი №1
ქსილაზოლი
XYLAZOL
(1მგ + 50მგ)/მლ 10მლ ნაზალური სპრეი ფლაკონი №1
! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.