8 790 მედიკამენტი / ფასები: GPC, PSP, ავერსი, ფარმადეპო
წამლები

მონოგრაფია Nº 02766 ურეცეპტო

სნუპი

SNUP

90მკგ/დოზა (150 დოზა) 15მლ ნაზალური დოზირებული სპრეი, ხსნარი 6 წლის ზემოთ ბავშვებისა და მოზრდილთათვის პოლიეთილენის ფლაკონი №1

დან9.27 ₾ 3 აფთიაქში, ნახე ფასები →
სნუპი, 90მკგ/დოზა (150 დოზა) 15მლ ნაზალური დოზირებული სპრეი, ხსნარი 6 წლის ზემოთ ბავშვებისა და მოზრდილთათვის პოლიეთილენის ფლაკონი №1
მოქმედი ნივთიერება
ქსილომეტაზოლინი (Xylometazoline)
მწარმოებელი
URSAPHARM Arzneimittel GmbH, გერმანია
იმპორტიორი საქართველოში
შტადა
გაცემის წესი
III ჯგუფი ურეცეპტოდ

ფასები აფთიაქებში

განახლდა 05.11.2026 04:34

  • GPC ყველაზე იაფი

    სნუპი სპრეი ცხვირის 90მკგ/დოზა 15მლ(150დოზა) #1

    9.27 ₾

    10.90 ₾

    ყიდვა ↗
  • ფარმადეპო ყველაზე იაფი

    სნუპი სპრეი ცხვირის 90მკგ/დოზა 15მლ(150დოზა) #1

    9.27 ₾

    10.90 ₾

    ყიდვა ↗
  • PSP

    სნუპი - Snup სპრეი 90მკგ/დოზა 15მლ

  • PSP

    სნუპი - Snup სპრეი 90მკგ/დოზა 15მლ

ფასები აღებულია აფთიაქების საიტებიდან და შეიძლება განსხვავდებოდეს ფილიალში არსებული ფასისგან.

ანალოგები

იგივე მოქმედი ნივთიერებით: ქსილომეტაზოლინი. ჯერ ყველაზე იაფი.

ანტაზოლი, 0.001 წვეთები 1 ფლაკონი №1 15 მლ

ანტაზოლი

0.001 წვეთები 1 ფლაკონი №1 15 მლ

ქსილომეტაზოლინი
დან2.48 ₾
ანტაზოლი, 0,1% 15მლ ცხვირის წვეთები, ხსნარი მოზრდილთათვის პოლიპროპილენის ფლაკონი №1

ანტაზოლი

Antazol

0,1% 15მლ ცხვირის წვეთები, ხსნარი მოზრდილთათვის პოლიპროპილენის ფლაკონი №1

ქსილომეტაზოლინი SQUARE PHARMACEUTICALS, ბანგლადეში
დან3.27 ₾
გალაზოლინი, 0.5მგ/1 მლ ცხვირის წვეთები 10 მლ (ბავშვებისათვის) ფლაკონში, 1მგ/1 მლ ცხვირის წვეთები 10 მლ ფლაკონში

გალაზოლინი

HALAZOLIN

0.5მგ/1 მლ ცხვირის წვეთები 10 მლ (ბავშვებისათვის) ფლაკონში, 1მგ/1 მლ ცხვირის წვეთები 10 მლ ფლაკონში

ქსილომეტაზოლინი პოლფა ვარშავა, პოლონეთი
დან5.84 ₾
დიდროფი, 0.05% 10 მლ ცხვირის წვეთები

დიდროფი

DIDROP

0.05% 10 მლ ცხვირის წვეთები

ქსილომეტაზოლინი ავერსი ფარმა, საქართველო
დან5.85 ₾
დიდროფი, 0.1% 10 მლ ცხვირის წვეთები

დიდროფი

DIDROP

0.1% 10 მლ ცხვირის წვეთები

ქსილომეტაზოლინი ავერსი ფარმა, საქართველო
დან5.95 ₾
ქსილომეტაზოლინი /ოქროს ვარსკვლავი, 0.1% წვეთები ცხვირის №1 10მლ

ქსილომეტაზოლინი /ოქროს ვარსკვლავი

0.1% წვეთები ცხვირის №1 10მლ

ქსილომეტაზოლინი დანაფა, ვიეტნამი
დან6.26 ₾
დიდროფი, 0.001 წვეთები 1 ფლაკონი №1 10 მლ

დიდროფი

0.001 წვეთები 1 ფლაკონი №1 10 მლ

ქსილომეტაზოლინი
დან6.37 ₾
ქსილომეტაზოლინი, 0.05% სპრეი ცხვირის ფლაკონი №1 10მლ

ქსილომეტაზოლინი

0.05% სპრეი ცხვირის ფლაკონი №1 10მლ

ქსილომეტაზოლინი ფლუმედფარმი, მოლდოვა
დან6.55 ₾
ქსილომარინი, 0.05% სპრეი ცხვირის ფლაკონი №1 10მლ

ქსილომარინი

0.05% სპრეი ცხვირის ფლაკონი №1 10მლ

ქსილომეტაზოლინი ბასიკ ფარმა, ნიდერლანდები
დან6.75 ₾
ქსილომეტაზოლინი, 0.001 წვეთები 1 ფლაკონი №1 10 მლ

ქსილომეტაზოლინი

0.001 წვეთები 1 ფლაკონი №1 10 მლ

ქსილომეტაზოლინი
დან7.37 ₾
რინოტაისი, 10მლ კაფ TEMP 1 სპრეი №1 10 მლ

რინოტაისი

10მლ კაფ TEMP 1 სპრეი №1 10 მლ

ქსილომეტაზოლინი
დან7.80 ₾
დიდროფი, 0.05% 15 მლ ცხვირის აეროზოლი

დიდროფი

DIDROP

0.05% 15 მლ ცხვირის აეროზოლი

ქსილომეტაზოლინი ავერსი ფარმა, საქართველო
დან8.59 ₾
ქსილომეტაზოლინი /ოქროს ვარსკვლავი ნოზ, 0.1% სპრეი ცხვირის ფლაკონი №1 15მლ

ქსილომეტაზოლინი /ოქროს ვარსკვლავი ნოზ

0.1% სპრეი ცხვირის ფლაკონი №1 15მლ

ქსილომეტაზოლინი დანაფა, ვიეტნამი
დან9.22 ₾
სნუპი, 0.0005 სპრეი 1 ფლაკონი №1 15 მლ

სნუპი

0.0005 სპრეი 1 ფლაკონი №1 15 მლ

ქსილომეტაზოლინი
დან9.50 ₾
ბიქსტონიმი ქსილო, 0.1% სპრეი ცხვირის №1 10მლ

ბიქსტონიმი ქსილო

0.1% სპრეი ცხვირის №1 10მლ

ქსილომეტაზოლინი ბიოფარმ ს.ა., იტალია
დან9.82 ₾
სნუპი, 45მკგ/დოზა (150 დოზა) 15მლ ნაზალური დოზირებული სპრეი, ხსნარი 2-დან 6 წლამდე ბავშვებისათვის პოლიეთილენის ფლაკონი №1

სნუპი

SNUP

45მკგ/დოზა (150 დოზა) 15მლ ნაზალური დოზირებული სპრეი, ხსნარი 2-დან 6 წლამდე ბავშვებისათვის პოლიეთილენის ფლაკონი №1

ქსილომეტაზოლინი URSAPHARM Arzneimittel GmbH, გერმანია
დან10.00 ₾
ჰისანი, 1მგ სპრეი 1 ფლაკონი №1 10 მლ

ჰისანი

1მგ სპრეი 1 ფლაკონი №1 10 მლ

ქსილომეტაზოლინი
დან10.00 ₾
დიდროფი, 0.001 სპრეი 1 ფლაკონი №1 15 მლ

დიდროფი

0.001 სპრეი 1 ფლაკონი №1 15 მლ

ქსილომეტაზოლინი
დან10.20 ₾
დიდროფი, 0.1% 15 მლ ცხვირის აეროზოლი

დიდროფი

DIDROP

0.1% 15 მლ ცხვირის აეროზოლი

ქსილომეტაზოლინი ავერსი ფარმა, საქართველო
დან10.57 ₾
ოტრივინი, 0.05% წვეთები ცხვირის ფლაკონი №1 10მლ

ოტრივინი

0.05% წვეთები ცხვირის ფლაკონი №1 10მლ

ქსილომეტაზოლინი ჰალეონი, შვეიცარია
დან11.25 ₾
ქსილომარინი, 0,5მგ/მლ 10მლ ნაზალური სპრეი (ხსნარი) მინის ბოთლი №1

ქსილომარინი

XYLOMARIN

0,5მგ/მლ 10მლ ნაზალური სპრეი (ხსნარი) მინის ბოთლი №1

ქსილომეტაზოლინი Basic Pharma Manufacturing, ჰოლანდია
დან13.49 ₾
ოტრივინი, 0.1% სპრეი ცხვირის ფლაკონი №1 10მლ

ოტრივინი

0.1% სპრეი ცხვირის ფლაკონი №1 10მლ

ქსილომეტაზოლინი ჰალეონი, შვეიცარია
დან13.94 ₾
ქსილომარინი, 1მგ/მლ 10მლ ნაზალური სპრეი (ხსნარი) მინის ბოთლი №1

ქსილომარინი

XYLOMARIN

1მგ/მლ 10მლ ნაზალური სპრეი (ხსნარი) მინის ბოთლი №1

ქსილომეტაზოლინი Basic Pharma Manufacturing, ჰოლანდია
დან15.29 ₾
ქსილოგელი, 0.5მგ/გ გელი №1

ქსილოგელი

0.5მგ/გ გელი №1

ქსილომეტაზოლინი
დან16.02 ₾
ანტაზოლი, 0,05% 15მლ ცხვირის წვეთები, ხსნარი ბავშვებისათვის პოლიპროპილენის ფლაკონი №1

ანტაზოლი

Antazol

0,05% 15მლ ცხვირის წვეთები, ხსნარი ბავშვებისათვის პოლიპროპილენის ფლაკონი №1

ქსილომეტაზოლინი SQUARE PHARMACEUTICALS, ბანგლადეში
ურეცეპტო
ნეოზოლინი, 0.05% ცხვირის წვეთები 10მლ ფლაკონი #1, 0.1% ცხვირის წვეთები 10მლ ფლაკონი #1, 0.1% ცხვირის აეროზოლი 15მლ ფლაკონი #1,0.05% ცხვირის აეროზოლი 15მლ ფლაკონი #1

ნეოზოლინი

NEOZOLIN

0.05% ცხვირის წვეთები 10მლ ფლაკონი #1, 0.1% ცხვირის წვეთები 10მლ ფლაკონი #1, 0.1% ცხვირის აეროზოლი 15მლ ფლაკონი #1,0.05% ცხვირის აეროზოლი 15მლ ფლაკონი #1

ქსილომეტაზოლინი ნეოფარმი, საქართველო
ურეცეპტო

ოპერილი P

Operil® P

0.025% 10მლ ხსნარი. ნაზალური წვეთები 2-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის საწვეთურიანი ფლაკონი №1

ქსილომეტაზოლინი Lek d.d., სლოვენია
ურეცეპტო
ქსიმელინი 0.5 მგ/მლ ცხვირის წვეთები, 0.5მგ/მლ ცხვირის წვეთები 10მლ ფლაკონი # 1

ქსიმელინი 0.5 მგ/მლ ცხვირის წვეთები

XIMELIN

0.5მგ/მლ ცხვირის წვეთები 10მლ ფლაკონი # 1

ქსილომეტაზოლინი Nycomed Pharma AS, ნორვეგია
ურეცეპტო
ქსიმელინი 1მგ/მლ ცხვირის წვეთები, 1მგ/მლ ცხვირის წვეთები 10მლ ფლაკონი # 1

ქსიმელინი 1მგ/მლ ცხვირის წვეთები

XYMELIN

1მგ/მლ ცხვირის წვეთები 10მლ ფლაკონი # 1

ქსილომეტაზოლინი Nycomed Pharma AS, ნორვეგია
ურეცეპტო
ქსიმელინი ეკო, 1მგ/მლ (140მკგ/დოზა) 10მლ (60 დოზა) ნაზალური სპრეი ათი წლის ზემოთ ბავშვებისა და მოზრდილთათვის ფლაკონი №1

ქსიმელინი ეკო

Xymelin Eco

1მგ/მლ (140მკგ/დოზა) 10მლ (60 დოზა) ნაზალური სპრეი ათი წლის ზემოთ ბავშვებისა და მოზრდილთათვის ფლაკონი №1

ქსილომეტაზოლინი Takeda GmbH, გერმანია
ურეცეპტო
ქსიმელინი ეკო, 0,5 მგ/მლ (35მკგ/დოზა) 10მლ (125 დოზა) ნაზალური სპრეი ორიდან ათ წლამდე ბავშვებისათვის ფლაკონი №1

ქსიმელინი ეკო

Xymelin Eco

0,5 მგ/მლ (35მკგ/დოზა) 10მლ (125 დოზა) ნაზალური სპრეი ორიდან ათ წლამდე ბავშვებისათვის ფლაკონი №1

ქსილომეტაზოლინი Takeda GmbH, გერმანია
ურეცეპტო
ქსიმელინი ეკო მენთოლით, 1მგ/მლ (140მკგ/დოზა) 10მლ (60 დოზა) ნაზალური სპრეი ათი წელზე ზემოთ ბავშვებისა და მოზრდილთათვის მენთოლით ფლაკონი №1

ქსიმელინი ეკო მენთოლით

Xymelin Eco with Menthol

1მგ/მლ (140მკგ/დოზა) 10მლ (60 დოზა) ნაზალური სპრეი ათი წელზე ზემოთ ბავშვებისა და მოზრდილთათვის მენთოლით ფლაკონი №1

ქსილომეტაზოლინი Takeda GmbH, გერმანია
ურეცეპტო

ინსტრუქცია

01

შემადგენლობა

სპრეის 1 დოზა (90 მკლ) შეიცავს:

მოქმედი ნივთიერება: ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდი - 45 მკგ ან 90 მკგ;

დამხმარე ნივთიერებები: ზღვის წყალი, კალიუმის დიჰიდროფოსფატი, გასუფთავებული წყალი.

02

ზოგადი დახასიათება

უფერო გამჭვირვალე ხსნარი.

03

ფარმაკოლოგიური ჯგუფი

ანტიკონგესციური საშუალება – ალფა-ადრენომიმეტური.

ათქ კოდი: R01AA07

04

ფარმაკოლოგიური თვისებები

ქსილომეტაზოლინი მიეკუთვნება სისხლძარღვთა შემავიწროებელ ადგილობრივ საშუალებათა ჯგუფს (დეკონგესტანტებს) ალფა-ადრენომიმეტური აქტივობით, იწვევს ცხვირის ლორწოვანი გარსის სისხლძარღვების შევიწროებას, ხსნის ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპებას და ჰიპერემიას, აღადგენს ცხვირის ღრუს გამტარობას, აადვილებს ცხვირით სუნთქვას.

პრეპარატის მოქმედება იწყება მისი გამოყენებიდან 5-10 წუთის შემდეგ და გრძელდება 12 საათამდე.

05

ფარმაკოკინეტიკა

ადგილობრივი გამოყენებისას პრეპარატი პრაქტიკულად არ შეიწოვება, ამიტომ მისი კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში ძალიან დაბალია (თანამედროვე ანალიტიკური მეთოდებით არ განისაზღვრება).

06

ჩვენებები

მწვავე რესპირატორული დაავადებები რინიტის (სურდოს) ნიშნებით, მწვავე ალერგიული რინიტი, პოლინოზი, სინუსიტი, ევსტაქიიტი, შუა ოტიტი (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსის შეშუპების შესამცირებლად). პაციენტის მომზადება ცხვირის ნესტოებში დიაგნოსტიკური მანიპულაციებისთვის.

07

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა ქსილომეტაზოლინის ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ; არტერიული ჰიპერტენზია, ტაქიკარდია, გამოხატული ათეროსკლეროზი; მომატებული თვალშიდა წნევა, განსაკუთრებით დახურულკუთხოვანი გლაუკომა; ატროფიული რინიტი, ჰიპერთირეოზი, ქირურგიული ჩარევა ტვინის გარსებზე (ანამნეზში), კანის ან ცხვირის ვესტიბულის ლორწოვანი გარსის ანთებითი დაავადებები, ტრანსფენოიდული ჰიპოფიზექტომიის შემდგომი მდგომარეობები, ორსულობა, 6 წლამდე ბავშვთა ასაკი (90 მკგ/დოზა ნაზალური დოზირებული სპრეისთვის), 2 წლამდე ბავშვთა ასაკი (45 მკგ/დოზა ნაზალური დოზირებული სპრეისთვის).

არ გამოიყენება მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებით (მაო) (მათი მოხსნიდან 14 დღის ჩათვლით), ტრიციკლური და ტეტრაციკლური ანტიდეპრესანტებით, სისხლძარღვთა შემავიწროებელი სხვა ადგილობრივი საშუალებებით (დეკონგესტანტებით), ასევე სხვა პრეპარატებით თერაპიის დროს, რომლებიც იწვევენ არტერიული წნევის მომატებას.

სიფრთხილით

შაქრიანი დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა მძიმე დაავადებები (მ.შ. გულის იშემიური დაავადება, სტენოკარდია), წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზია, ფეოქრომოციტომა, პორფირია, ლაქტაციის პერიოდი, ადრენერგული პრეპარატების მიმართ ჰიპერმგრძნობელობისას, რომელსაც თან ახლავს უძილობა, თავბრუსხვევა, არითმია, ტრემორი, მომატებული არტერიული წნევა; გახანგრძლივებული QT ინტერვალის მქონე პაციენტები.

08

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობის პერიოდში პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია.

ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ დედისთვის და ბავშვისთვის მოსალოდნელი სარგებლისა და რისკის თანაფარდობის შეფასების შემდეგ, არ არის დაშვებული რეკომენდებული დოზის გადაჭარბება. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატ სნუპის® გამოყენების წინ საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

09

მიღების წესი და დოზირება

ინტრანაზალურად.

სნუპი® ნაზალური დოზირებული სპრეი 45 მკგ/დოზა

2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში 1 შესხურება თითოეულ ნესტოში დღეში 1-3-ჯერ.

მოზრდილებში და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში 1-2 შესხურება თითოეულ ნესტოში დღეში 2-3-ჯერ.

დღეში 3-ჯერზე მეტად გამოყენება არ შეიძლება.

სნუპი® ნაზალური დოზირებული სპრეი 90 მკგ/დოზა

მოზრდილებში და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში 1 შესხურება თითოეულ ნესტოში დღეში 2-3-ჯერ.

დღეში 3-ჯერზე მეტად გამოყენება არ შეიძლება.

ბავშვებში პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს მოზრდილების მეთვალყურეობის ქვეშ.

ბოლო შესხურების ჩატარება რეკომენდებულია უშუალოდ ძილის წინ.

გამოყენებამდე ნესტოები უნდა გამოსუფთავდეს.

საჭიროა დამცავი თავსახურის მოხსნა. პირველი გამოყენების წინ გამფრქვევი თავის რგოლზე უნდა მოხდეს რამდენჯერმე დაჭერა თანაბარი ,,ნისლის” ღრუბელის გამოჩენამდე. პრეპარატიანი ფლაკონი მზად არის გამოსაყენებლად.

გამოყენებისას გამფრქვევის თავი შეიყვანება ცხვირის ღრუში და დაეჭირება რგოლზე ერთჯერ (ნახ. 2). ფლაკონის დაჭერა საჭიროა ვერტიკალურად. არ უნდა მოხდეს გაფრქვევა ჰორიზონტალურად ან ქვევით. უშუალოდ შესხურების წინ რეკომენდებულია ცხვირით მსუბუქი შესუნთქვა. გამოყენების შემდეგ ფლაკონს უნდა დაეფაროს დამცავი თავსახური

თითოეული ფლაკონი გამოიყენება ინდივიდუალურად.

თერაპიის დასრულების შემდეგ პრეპარატის ხელმეორედ დანიშვნა შესაძლებელია მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ. სამკურნალო საშუალების გამოყენება რეკომენდებული არ არის 5-7 დღეზე მეტი პერიოდის განმავლობაში. ბავშვებში გამოყენების ხანგრძლივობის თაობაზე საჭიროა ექიმთან მიმართვა. თუ მკურნალობის შემდეგ მდგომარეობა არ უმჯობესდება ან სიმპტომები მძიმდება, ან ვლინდება ახალი სიმპტომები, საჭიროა ექიმთან კონსულტაციისთვის მიმართვა. პრეპარატი გამოიყენეთ მხოლოდ ინსტრუქციაში მითითებული ჩვენების, გამოყენების წესის თანახმად და იმ დოზებით, რომლებიც მითითებულია ინსტრუქციაში.

10

გვერდითი მოვლენები

გვერდითი რეაქციების წარმოქმნის სიხშირის კლასიფიცირება: ძალიან ხშირი (>1/10); ხშირი (>1/100-დან <1/10-მდე); არახშირი (>1/1000-დან <1/100-მდე); იშვიათი (>1/10 000-დან <1/1000-მდე); ძალიან იშვიათი (<1/10000).

იმუნური სისტემის მხრივ:

ძალიან იშვიათი: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ანგიონევროზული შეშუპება, ქავილი, გამონაყარი).

ნერვული სისტემის მხრივ:

ხშირი: თავის ტკივილი.

იშვიათი: უძილობა, დეპრესია (მაღალი დოზების ხანგრძლივი გამოყენებისას).

ძალიან იშვიათი: შფოთვა, დაღლილობა, პარესთეზია, ჰალუცინაციები და კრუნჩხვები (უპირატესად ბავშვებში).

გრძნობის ორგანოების მხრივ:

ძალიან იშვიათი: მხედველობითი აღქმის სიმკვეთრის დარღვევა.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ:

იშვიათი: გულისცემის შეგრძნება, მომატებული არტერიული წნევა.

ძალიან იშვიათი: ტაქიკარდია, არითმია.

სასუნთქი სისტემის მხრივ:

ხშირი: ცხვირის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება და/ან სიმშრალე, წვა, ჩხვლეტის შეგრძნება, ცემინება, ცხვირხახის ლორწოვანი გარსის ჰიპერსეკრეცია.

იშვიათი: პრეპარატის გამოყენების შემდეგ შესაძლებელია გამოვლინდეს ცხვირის ლორწოვანი გარსის მომატებული შეშუპება (რეაქციული ჰიპერემია), სისხლდენა ცხვირიდან.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ:

ხშირი: ღებინება.

იშვიათი: გულისრევა.

ადგილობრივი რეაქციები:

ხშირი: წვა გამოყენების ადგილას.

გვერდითი რეაქციების გამოვლენისას ან გართულებისას, ან ისეთი გვერდითი მოვლენების განვითარებისას, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ ექიმს.

ჭარბი დოზა

სიმპტომები:

პრეპარატის ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში კლინიკური სურათი წარმოადგენს ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნების ფაზების მონაცვლეობას (შფოთვა, აგზნება, ჰალუცინაციები, კრუნჩხვები) ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვის ფაზებთან (სხეულის ტემპერატურის კლება, მოთენთილობა, ძილიანობა, კომა). ასევე შესაძლებელია გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები: მიოზი, მიდრიაზი, მომატებული ოფლიანობა, სხეულის ტემპერატურის მატება, სიფერმკრთალე, ციანოზი, გულისრევა და ღებინება, ტაქიკარდია, ბრადიკარდია, გულის არითმიები, გულის გაჩერება, გულისცემა, არტერიული წნევის მატება, არტერიული წნევის დაწევა შოკის განვითარებამდეც კი, ფილტვების შეშუპება, სუნთქვის დათრგუნვა და აპნოე, ფსიქოგენური აშლილობები.

ბავშვებში ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში აღინიშნება დომინირებადი ცენტრალური ეფექტები კრუნჩხვებით, კომითა და ბრადიკარდიით, აპნოე, ასევე არტერიული წნევის მომატება, რასაც მოსდევს ჰიპოტონია.

მკურნალობა:

სიმპტომური, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

პრეპარატის შემთხვევით შიგნით მიღების შემთხვევაში – აქტივირებული ნახშირის გამოყენება, კუჭის ამორეცხვა.

მძიმე ჭარბი დოზის შემთხვევაში ნაჩვენებია სტაციონარში ინტენსიური თერაპიის ჩატარება. სერიოზულ შემთხვევებში შესაძლებელია არტერიული წნევის დასაწევად არასელექციური ალფა-ადრენობლოკატორების, სიცხის დამწევი საშუალებების გამოყენება, ფილტვების ინტუბაცია და ხელოვნური ვენტილაცია.

11

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან

ქსილომეტაზოლინის და მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორების (მაო), ტრიციკლური და ტეტრაციკლური ანტიდეპრესანტების, სისხლძარღვთა შემავიწროებელი სხვა ადგილობრივი საშუალებების (დეკონგესტანტების), ასევე სხვა ისეთი პრეპარატების ერთდროულმა გამოყენებამ, რომლებიც მაღლა წევენ არტერიულ წნევას, შესაძლებელია გამოიწვიოს არტერიული წნევის მომატება, ამიტომ, მოცემული სამკურნალო პრეპარატების ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია. თუ თქვენ იყენებთ ზემოთ ჩამოთვლილ ან სხვა სამკურნალო პრეპარატებს (მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემს), პრეპარატი სნუპის® გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს.

12

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ზღვის წყალი ხელს უწყობს ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის ნორმალური ფიზიოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნებას მოციმციმე ეპითელიუმის ფუნქციის და ლორწოვანი გარსის ცილინდრულ უჯრედებში ლორწოს გამომუშავების ნორმალიზების გაუმჯობესების უნარის შედეგად.

არ არის რეკომენდებული 7 დღეზე მეტი პერიოდის განმავლობაში უწყვეტად გამოყენება.

არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დოზის გადაჭარბება, განსაკუთრებით ბავშვებსა და ხანდაზმულებში.

ქსილომეტაზოლინის ხანგრძლივმა (7 დღეზე მეტი) გამოყენებამ ან დოზის გადაჭარბებამ შესაძლებელია გამოიწვიოს პრეპარატის თერაპიული ეფექტის შესუსტება, ასევე ზრდის ცხვირის ლორწოვანი გარსის რეაქციული ჰიპერემიის და ატროფიის განვითარების რისკს.

გახანგრძლივებული QT ინტერვალის მქონე პაციენტები, რომლებიც იღებენ ქსილომეტაზოლინს, შეიძლება აღმოჩნდნენ პარკუჭების სერიოზული არითმიების განვითარების მაღალი რისკის ქვეშ.

თუ სამკურნალო საშუალებას ვარგისობის ვადა გაუვიდა, არ გადააგდოთ იგი გამდინარე წყალში ან ქუჩაში! სამკურნალო საშუალება მოათავსეთ ნაგვის კონტეინერში. ამ ზომებს შეუძლიათ გარემოს დაცვა.

ზეგავლენა ავტოსატრანსპორტო საშუალებების, მექანიზმების მართვის უნარზე

დოზირების რეჟიმის დაცვის შემთხვევაში ქსილომეტაზოლინი არ მოქმედებს ყურადღების კონცენტრაციაზე და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეზე.

13

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

ნაზალური დოზირებული სპრეი 45 მკგ/დოზა და 90 მკგ/დოზა.

ნაზალური დოზირებული სპრეის 150 დოზა (15 მლ) პოლიეთილენის ფლაკონში გამფრქვევი სისტემით.

1 ფლაკონი პრეპარატის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

14

შენახვის პირობები

არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.

ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს 12 თვის განმავლობაში.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

15

ვარგისობის ვადა

5 წელი.

ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება არ შეიძლება.

16

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მსგავსი შემადგენლობით

შეიცავს ამ მედიკამენტის ერთ ან რამდენიმე მოქმედ ნივთიერებას.

! ინფორმაცია საცნობაროა და არ ცვლის ექიმის კონსულტაციას. მედიკამენტის მიღებამდე გაეცანით შეფუთვაში მოთავსებულ ოფიციალურ ინსტრუქციას.